კონსტანტინე I
Jump to navigation
Jump to search
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/04/Chromolithograph_Depicting_Georgian_King_Alexander_I_and_Queen_Nastane-Dared_Jane_with_Other_Royal_Figures_by_Armand_Theophile_Cassagne.jpg/350px-Chromolithograph_Depicting_Georgian_King_Alexander_I_and_Queen_Nastane-Dared_Jane_with_Other_Royal_Figures_by_Armand_Theophile_Cassagne.jpg)
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/George_VIII.jpg/200px-George_VIII.jpg)
ისტორიული პიროვნებები
საქართველოს მეფეები
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/80/Wikipedia-logo-v2.svg/40px-Wikipedia-logo-v2.svg.png)
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fe/Rodovid.png/40px-Rodovid.png)
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/56/Constantine_I_relief.jpg/300px-Constantine_I_relief.jpg)
1991 - პირთა ანოტირებული ლექსიკონი - ტომი I - გვ.316-317
[edit]კონსტანტინე I - 1401-1408, [1411] წწ. - მეფეთ-მეფე, ძლიერი, უძლეველი, სოლლომონიან-დავითიან-ბაგრატუნიანი, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შანშე და შარვანშე, ყოვლისა აღმოსავალისა და დასავალისა მტკიცედ ფლობით მპყრობელი.
ჰყავს:
- [სიმამრი] - ამირეჯიბი ქუცნა [გაბელიძე],
- ძმა - მეფე გიორგი VII (1477 წ. 1449-1488),
- [თანამეცხედრე] - ნათია, ამირეჯიბ ქუცნა [გაბელიძის] ასული ([1412-1431 წწ.] - ქრ.II-208-212).
- შვილები
უწყალობა:
- მამული დავით მორჩილაძეს, რომელიც ახლდა სამცხეში მაშინ, როცა იგი მისმა ძმამ, გიორგი მეფემ მკვიდრი მამულიდან გააძევა - ([1407-1411 წწ.] - ქრ.II-216).
განუახლა
- სასისხლო სიგელი გენათის მეღვინეთუხუცეს ნავროზ ცირღილაძეს, გაუჩინა სისხლის ფასი 120000 ძველი თეთრი - ([1408 წ. VI.4.] - Qd-9019, Qd-9022 სას.).
დაამტკიცა
- გიორგი მეფის მიერ ფალავანდ გალავანდიშვილისათვის მიცემული წყალობის წიგნი - (1401 წ. - 1450-11/133).
- გიორგი მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებული თარხნობის წიგნი - (1401 წ. XI.28. - 1448-532).
იხსენიება
- ბირთველ წამებულისაშვილის შეწირულების წიგნში. მის სააღაპედ ბირთველმა სვეტიცხოველს შესწირა ლეთეთში თავბერისძენი - (1413 წ. - 1449-1624).
- მის სახელზე ქუცნა [გაბელისძემ] ულუმბის მონასტერში გააჩინა ორი დღე აღაპი - ([1412-1431 წწ.] - ქრ.II-208-212).
- იოვანე თბილელის მიერ ნექისძესათვის მიცემულ წყალობის წიგნში ნათქვამია, რომ საყდრისშვილი დანიელ ნექისძე ორჯერ ხლებია ურდოში კონსტანტინე მეფეს. იმ დროს თბილელობა მოშლილიყო. დანიელის დამსახურების გამო კონსტანტინე მეფეს თბილელობა აღუდგენია - (1440 წ. III.20. - 1448-5240).
- ზევდგინისძეთა საჩივრის წიგნში აღნიშნულია, რომ იგი გაწყრომია თავის შვილს, ალექსანდრეს, რომელსაც თავი ივანე ათაბაგთან შეუფარებია, თვით კონსტანტინე კი ჩალაღანს ლაშქრობისას დაღუპულა - ([XV ს. ბოლო მეოთხ.] - Hd-1799).
- ალექსანდრე მეფის მიერ გელათისათვის მიცემულ შეწირულების წიგნში ნათქვამია, რომ მას უძულური გამოუწირავს გელათისათვის და მის ნაცვლად შეუწირავს ჟორჟოლაძის მამული - (1495 წ. - Sd-2892).
- გელათისაგან გამოწირული უძულური მიუცია ჭილაძისათვის, აღნიშნულია ალექსანდრე მეფის სიგელში გელათის მონასტრისადმი - ([1489-1510 წწ.] - 1449-1585).