ისევ დედა
Appearance
ისევ დედა ავტორი: ვახტანგ ჯავახაძე |
გატირება მიყვარდა და
წატირება არ მიყვარდა,
ისე გავეტირებოდი
უსათუოდ წამიყვანდა,
ქუჩა იყო სამაისო
და დღე იყო დიდებული,
შევდიოდით მონასტერში
ხელიხელჩაკიდებული,
ბოლოს როცა დაუღამდა
და დაუდგა ღამის ხანა,
ერთხელ კიდევ გავეტირე,
მაგრამ აღარ წამიყვანა.