Jump to content

იბრაჰიმ ფეჩევი

From Wikisource

Template:ანონსი

იბრაჰიმ ფეჩევი
იბრაჰიმ ფეჩევი
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები



იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ - ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი და შენიშვნები დაურთო სერგი ჯიქიამ - უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ - წიგნი XV - თბილისი - 1964

რესურსები ინტერნეტში:http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5124


წინასიტყვაობა

[edit]

ტექსტი

[edit]
წიგნი

თავდასხმა საქართველოს მხარეზე

[edit]

943 წლის წმინდა მუჰარრემის 15-ს [1536 წ. 4 ივლისი] ბაიბურთის მბრძანებელმა სახელოვანმა ემირმა მეჰმედ ხანმა მაგ [ბაიბურთის] მხარის ძლევამოსილი ჯარი თავდამსხმელთა რაზმში გაიწვია და, ლაშქარი რომ შეკრიბა, შეესია საქართველოს და დაიწყო მისი აოხრება. ამასობაში ქართველი ურჯულოებიც მომზადებულიყვნენ და ისლამის ლაშქარს წინ აღუდგნენ. დიდი ომისა და ბრძოლის შემდეგ გამარჯვება ისლამის [ლაშქარს] ერგო. აურაცხელი დასამიწებელი ურჯულო გაწყდა. გადარჩენილები რომ დაიფანტნენ, ასქერები ეძგერნენ საშოვარს და იმდენი ნადავლი ჩაიგდეს ხელში, რომ გადმოცემა ძნელია. ასეთი მაგალითის შემდეგ სამმა-ოთხმა სასანჯაყო ადგილის [მოსახლეობამ] მორჩილება გამოაცხადა და სულთანს ვალისა და მართებლის დანიშვნა სთხოვა.

(I,191)

თავდასხმა საქართველოს მხარეზე

[edit]

943 წლის წმინდა მუჰარრემის 15-ს [=1536 წ. 4 ივლისს] ბაიბურთის1 მართებელმა, სახელოვანმა ემირმა მეჰმედ ხანმა მაგ [ბაიბურთის] მხარის ძლევამოსილი ჯარი თავდამსხმელთა რაზმში გაიწვია და, ლაშქარი რომ შეკრიბა, შეესია საქართველოს და დაიწყო მისი აოხრება. ამასობაში ქართველი ურჯულოებიც მომზადებულიყვნენ და ისლამის ლაშქარს წინ აღუდგნენ. დიდი ომისა და ბრძოლის შემდეგ გამარჯვება ისლამის [ლაშქარს] ერგო. აურაცხელი დასამიწებელი ურჯულო გაწყდა გადარჩენილები რომ დაიფანტნენ, ასქერები ეძგერნენ საშოვარს და იმდენი ნადავლი ჩაიგდეს ხელში, რომ გადმოცემა ძნელია. ასეთი მაგალითის შემდეგ სამმა-ოთხმა სასანჯაყო2 ადგილის [მოსახლეობამ] მორჩილება გამოაცხადა და სულთანს ვალისა და მართებლის დანიშვნა სთხოვა. (I, 191).


შირვანის მხარეთა დაპყრობა; ბურჰან ალი სულთანი ხალილ ფადიშაჰის ძე2

[edit]

იმავე წელს [955=1548-1549 წ.]*, იმავე ბანაკში** ეს სასიხარულო ამბავი მოვიდა, რომ ხსენებული [ბურჰან ალი სულთანი] მხოლოდ მისი აღმატებულების, ქვეყნის საფარველი ფადიშაჰის უავგუსტოესი წერილით ჩავიდა შირვანის მხარეში, დაიმორჩილა იგი და უწინდებურად დაიუფლა. დაწვრილებით ეს ამბავი ასეა: აღნიშნულის [ბურძან ალი სულთანის] მამა ხალილ ფადიშაჰი შირვანის შაჰთა ძველი სამეფო გვარეულობიდან იყო. თავგზააბნეული [25] შაჰ ისმაილის3 ქალიშვილი ცოლად შეირთო და წინააღმდეგობის გარეშე შირვანის მხარეთა მფლობელი გახდა. შემდეგში როცა ის [ხალილ ფადიშაჰი] გარდაიცვალა, ეგ [ბურჰან ალი] მცირეწლოვანი იყო; ამიტომ შირვანის ხელისუფლად აღზევებულ იქნა მისი ბიძაშვილი შაჰრუხ მირზა3ა. მაგრამ მას შაჰ თაჰმასი4 შემოესია; შემახის ციხეს5 შვიდი თვე ალყა შემოარტყა; შემდეგ დანებდნენ; [ალყაშემორტყმულნი] გამოიყვანა, მაგრამ არ შეიწყნარა და [შაჰრუხ მირზა] მოჰკლა. შირვანის მფლობელობა გადასცა თავის ძმას, ზემოხსენებულ ალკას მირზას6. იმ დროს ზემოხსენებულმა, ე. ი. ბურჰან ალი სულთანმა რამდენიმეჯერ შეკრიბა ჯარი, ყოველი მხრიდან შეესია და შეებრძოლა ალკასს. მაგრამ ალკასის მხარე ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდა. ამიტომ მან [ბურჰან ალი სულთანმა] ქვეყნის საფარველი ფადიშაჰის სამეუფეო ქალაქს შეაფარა თავი. თვით მას ყოველწლიურად სარგო და არფალიკი7 დაენიშნა, ხოლო მის ხელქვეითებს სხვადასხვა თანამდებობა ებოძა და უავგუსტოესი ფადიშაჰის წყალობით დღეკეთილობაში იყვნენ. ხოლო ამასობაში ალკასიც ჩამოვიდა სამეუფეო ქალაქს [სტამბოლს] თხოვნითა და შუამდგომლობით. ზემოხსენებული [ბურჰან ალი] ფადიშაჰის უავგუსტოესი წერილით შირვანს გაიგზავნა. ის გაემგზავრა შავი ზღვით ხომალდზე და შირვანს ჩავიდა. იგი შეებრძოლა ყიზილბაშებს8, რომელნიც შაჰ თაჰმასის მიერ იყვნენ წარმოგზავნილი ალკასის შემდეგ [შირვანის] დასაპყრობად. მან გაიმარჯვა ტიალ ყიზილბაშებზე და უწინდებურად შირვანის სამფლობელო დაიპყრო. ორიოდე წლის განმავლობაში შირვანის მფლობელი რომ იყო, მან [შირვანი] აქცია სამოთხის ბაღად. რადგანაც შვილი, რომელიც მის მოადგილედ [მემკვიდრედ] უნდა ყოფილიყო, მცირეწლოვანი იყო და [ეს] არ შეეძლო, მას ჰყავდა ლალა. ყირიმს გაიქცა. შემდეგ კი შირვანის დაპყრობისას ლალა მუსტაფა ფაშასთან9 ერთად იყო. შირვანში თვით მას ერთი რჩეული სანჯაყი ებოძა. ამის შემდეგ ამ დინასტიიდან რომ ვინმე ყოფილიყო, ცნობილი არ არის.

(I,271-272).

არზრუმის მირმირანის მეჰმედ ფაშის მიერ დაპყრობილი ზოგიერთი ადგილი და მის მიერ წარმოებული ყაზავათი9ა

[edit]

იგივე [955=1548-1549] წელი. ამას წინეთ ტახტბედნიერი ფადიშაჰი ჯიუტ არნაბუდთა10 დასაპყრობად მიემგზავრებოდა; ქართველ არნაბუდთაგან რამდენიმე ათასი წყეული მოულოდნელად [26] დაესხა თავს არზრუმის ბეგლარბეგს მუსა ფაშას11, მოჰკლა იგი და კიდევ ბევრი ისლამის სარწმუნოებისათვის მებრძოლი გმირი გაუყენა სამარადისო ბედნიერების [სამოთხის] გზას. ამ დროიდანვე ისლამის ფადიშაჰმა განიზრახა ეპოვა შემთხვევა და შური ეძია წყეულებზე. ამიტომ ამავე კურთხეულ წელს ზემოხსენებულ მირმირანს ებრძანა გაემგზავროს [მაგ. მხარეში] ციხე-სიმაგრეები რომელიც მან ფადიშაჰის მზრუნველობით დაიპყრო, შემდეგია: აღება ციხისა ბარაკანისა12, აღება ციხისა კომკისა, აღება ციხისა ბანაკისა13 და ციხისა პერნაკისა, ციხისა ქუჩუქისა, ციხისა სამაღარისა14, ციხისა ახასი15. ამ ჩამოთვლილი ციხეებიდან ზოგი ბრძოლით იქნა აღებული, ზოგი კიდე თვითონ დანებდა. ამის შესახებ ეუწყა ბედნიერებამოსილ სამეუფეო ქალაქს, რამაც მუსლიმების გული სიამოვნებითა და სიხარულით აღავსო. (I, 280-281).

მეორე ვეზირის აჰმედ ფაშის16 საქართველოსაკენ გამგზავრება და მაგ საღვთო გალაშქრებაში დაპყრობათა და ნადავლის შესახებ

[edit]

956 წელი [=1549]. ამ ხანებში საქართველოს ურჯულოები აჯანყებასა და არეულობას აწყობდნენ. როდესაც უზენაესმა ფადიშაჰმა შეიტყო ზოგი მათი დასაგმობი საქმიანობის შესახებ, [საქართველოში გალაშქრება] მიანდო მეორე ვეზირს მის აღმატებულებას აჰმედ ფაშას არზრუმის, ყარამანის, ზულყადირლისა და სივასის ბეგლარბეგებთან, მათი სანჯაყების ბეგებთან და ჲანიჩარის17 ქეთხუდასთან ერთად. რამდენიმე ათასი ჲანიჩარისა და ღურებას ბოლუქის18 აღათა თანხლებით. მათ მიიღეს ფადიშაჰის ხელზე მთხვევის პატივი და დიდებული შა‘ბანის [თვის] პირველ დღეს [ჩვ. წ. = 1549 წ. 25.VIII.] გაუდგნენ გზას. ჯერ დიდი ბრძოლით აღებულ იქნა თორთუმის19 ციხე. ნიხასისა20 და ამირახორის ციხეები დაგვნებდნენ. ახჩაყალა ბრძოლით იქნა აღებული.


ისა და ----ის [ციხეებმა] და მეორე ახჩაყალამა და ამათ გარდა კიდევ თხუთმეტმა ციხემ მორჩილება გამოაცხადა. დივანად წოდებულ მხარეში შესევის შემდეგ ურიცხვი შავარდნისთვალებიან და კაკაბივით მოგოგმანე ჭაბუკები და ქალწულები მუსლიმან გმირთა ხელში ჩაცვივდნენ. შემდეგ ----ის ციხის და მისდამი დაქვემდებარებული ორი ციხის დაპყრობაც სხვა დაპყრო[27]ბილ ადგილებს დაემატა. აგრეთვე ----ს (დადელი) მხარე თავისი კეთილნაშენი სოფლებით კეთილადდაცულ ქვეყანას [ოსმალეთს] დაერთო. ხსენებულ მხარეში დატოვებულ იქნა თხუთმეტი ციხე; დანარჩენები მიწასთან იქნა გასწორებული. შემდეგ თორთუმი, თალხისი( ), ახჩაყალა და დივანას ხევი21

განსაზღვრულ იქნა როგორც ერთი სასანჯაყო ადგილი. იგი ებოძა ერთ-ერთ ბეგს. ამის შემდეგ მშვიდობითა და სიუხვით დაბრუნდნენ და პატიოსანი შევვალის [თვის] მეორე დღეს (= 1549 წ. 24 X.) ჯოლუქად წოდებულ ადგილას უავგუსტოეს ჯარს შეუერთდნენ. ისინი ღირსნი გახდნენ სამსახურის ხაზით აღზევებისა და წარმატებისა, საპატიო სამოსლებისა და სამეუფეო მოწყალებისა და კეთილგანწყობისა ისე, რომ თავიანთ ტოლებში დაწინაურდნენ და გამოირჩეოდნენ.

(I, 283-284).

ძარცვა-გლეჯა და აოხრება ერევნის, ყარაბაღისა და ნახიჩევნისა

[edit]

961 წელი [=1553-1554წ.). ამრიგად, შემდეგ შურაგელ’ად წოდებულ ადგილას დაბანაკდნენ. [ეს არის] კეთილნაშენი ქვეყანა, რომლის გარშემო სოფლები, ყანები და მთები მდებარეობს. ძლევამოსილმა ლაშქარმა ეს ნაგებობანი გაავერანა და ააოხრა ისე, რომ კეთილნაშენობის კვალი აღარ დარჩენილა და გაცამტვერდა. იქიდან [დაიძრნენ] შერაბხანე-დ წოდებული ადგილისაკენ, იქიდან კიდევ ნილფერაკ-ად ( ) წოდებული ბანაკისაკენ: ამის შემდეგ კი ქალაქ ერევანია, რომელიც მართლაც მაცოცხლებელია სპარსელთა სამფლობელოში მდებარე (ადგილთა). დიდებული შა‘ბანის ჩვიდმეტში [ჩვ. წ. = 1554 წ. 18. VII.] აქ დაბანაკდნენ; შაჰისა და მისი შვილის, ზოგიერთი სახელოვანი ხანებისა და სულთანების შესანიშნავი და გაწყობილი სასახლეები, ბაღები და ბოსტნები, განსაკუთრებით კი, სულთნის ბაღ-ად წოდებული ცნობილი გულისწარმტაცი ბაღი ცეცხლს მისცეს და მიწასთან გაასწორეს. ოცდამესამედღეს [=24. VII] არფაჩაი-დ წოდებული ცნობილი მდინარის [პირას] დაბანაკდნენ ერთ საამურ ადგილას; ის მხარეებიც მთლიანად განადგურებულ და გაოხრებულ იქნა. ამავე ადგილას დიარბექირის [ბეგლარბეგი] რამდენიმე არამზადა ყიზილბაშს შეეჩეხა და საკმაოდ მაგარი ბრძოლის შემდეგ ყიზილბაშთაგან რამდენიმე მოენე მოიყვანეს და თავები მოიტანეს. ოცდამეოთხე დღეს, 28 როდესაც არაქსის პირას კარა-ჰისარში დაბანაკდნენ, ყარამანის ზა‘იმებისა22 და სხვა ჯარის ხალხთაგან ზოგიერთებმა საკმაო მანძილით დაშორებულ ადგილას რამდენიმე სოფელი დაინახეს და შეესივნენ. თურმე აქ რამდენიმე არამზადა ყიზილბაში ჩასაფრებულიყო; დრო იხელთეს მათ და საკმაო ზარალი მოგვაყენეს ოცდამეხუთე დღეს შევიდნენ ყარაბაღში, რომელიც თავისი ბაღებითა და თაღებით კეთილმოწყობილი და განთქმული მხარეა სპარსეთისა. ისეთი მტვერი დადგა, ისეთი კორიანტელი ატყდა, რომ კაცს კაცის გამოცნობა არ შეეძლო; ასე რომ ნათელი დღე უკუნეთ ღამეს დაემსგავსა. იმ ქვეყნის მოსახლეობა ისე დაიფანტა და დაიბნა, რომ კვალს ვერ მიაგნეს. ოღონდ მრავალი ნივთი განძეულობის სახით სხვადასხვა ადგილას შეენახათ და რამდენიმე მაღაროში საგანძურები ჩაეწყოთ. ასეთების დიდი წილი იპოვეს. და აურაცხელი ნადავლი ჩაიგდეს ხელში; ხოლო რისი წაღებაც არ შეიძლებოდა, ცეცხლს მიეცა. [შა‘ბანის] ოცდამეშვიდე დღეს [=1554 წ. 28.VII.] ნახიჩევნის ველზე გამართული იყო ქვეყნისმპყრობელი შაჰის კარავი; ძლევამოსილი [ისლამის] ჯარის მიერ ატეხილი ალიაქოთის შიშით ქალაქები, სოფლები, მამულები და და სხვა ადგილები გაუკაცრიელებულიყო. განადგურებულიყო და ყვავ-ყორნებისა და ჭოტების საკრებულო გამხდარიყო; ასე რომ მნახველებს ძრწოლა ეუფლებოდა, ხოლო შიგ შემსვლელებს მოიცავდა შიშის ზარი. უმალვე ნადავლისა და საშოვრის მოსურნე ცხენოსნები და სხვა ჯარისკაცები დაერივნენ შაჰისა და მისი შვილის და სხვათა სასახლეებსა და სახლებს, გაძარცვეს და მიწაში ჩაფლული საქონელიც ხელში ჩაიგდეს; დაწვეს, დაანგრიეს და ქვაქვაზე აღარ დატოვეს. [ამ ადგილიდან] ოთხი-ხუთი დღის სავალ მანძილამდე, იმ მიდამოებში მდებარე სოფლებიდან, დაბებიდან ყანებიდან და ნაგებობათაგან ნაშენი და კეთილმოწყობილი რამე არ დარჩენილა, ყველაფერი გავერანდა. სპარსელთა ქვეყანაში, სადაც ამდენი ხანია ჯარი ძლევამოსილი და გამარჯვებამოპოვებული იყო, მოკლული და კისერგამოჭრილი ყიზილბაშების ზღვარი და რიცხვი მხოლოდ მაღალმა გამჩენმა უფალმა უწყის. აურაცხელია [აგრეთვე] ძვირფასი დარჩეული ნივთი, რომელიც მოიშოვეს და შეაგროვეს.. შესახედავად ვერცხლისებური ტანისა და ვარდისკოკორპირა ბიჭების, ჯერ კიდევ ახლადაყლორტებული, ვარდლოყებიანი და თანაზომიერი აღნაგობის კოხტა გოგონებისა და სილამაზით შეუდარებელ ახალგათხოვილთა აღსარიცხავად ცბიერი კალამიც უძლურია. მცოდნე პირთა გამოთქმული ერთსულოვანი აზრის მიხედვით ამბობენ, რომ ამჯერად შეკრებილი მეომრების ოდენა 29 ჯარი არც ერთ ლაშქრობაში არ ყოფილა. არც ერთი კარავი არ არის, რომ შიგ ზემოაღნიშნული ბიჭები და გოგონები სულ ცოტა ორზე ნაკლები იყოს; აურაცხელია აგრეთვე ისეთი კარავი, რომლებშიც ხუთზე, ათზე მეტნი არიან, კეთილნაშენ მუშისა23 და ახლატის24 სანახებში რომ ჯანყი და ხრიკი თესეს, ახლა მისი ნაყოფი მომწიფდა, მოიმკეს და შხამიან წყალში არეული [ეს ნაყოფი] ბლომად იწვნიეს.

(I, 312-314).
ერევნისა და ნახიჩევნის მხარეთა განადგურების შემდეგ
მაღალღირსეული ფადიშაჰის ბედნიერად დაბრუნება
იგივე [961=1553-1554 წ.] წელი. როდესაც ღირსპატივსაცემი

მარხვის თვე [რამადანი] დადგა, ისლამის ფადიშაჰის მრისხანება და შურისძიება მის კეთილშობილურ ბუნებაში ლმობიერებასა და კეთილმოწყალეობაზე შეიცვალა. როდესაც ტყვედ წამოყვანილი ყიზილბაში გზადაბნეული შაჰის ვითარებათა შესახებ დაკითხეს, გაიგეს რომ მათ იმედი ჰქონდათ ლორ‘ად წოდებული ძნელად გადასასვლელი მთის ვიწრო გზისა, რომელიც ამისთვის გაამაგრეს. როდესაც [ოსმალთა] ჯარი [იქითკენ] დაიძრა, მაღალი ალლაჰის მადლით, ისლამის გმირთა შეტევა ვერც მთამ შეაჩერა და ვერც გორამ. დასამარცხებლად განწირული [ყიზილბაშების] ჯარის დაფანტვა და დანიავება ადვილი საქმე იყო. მაგრამ [ყიზილბაშებისთვის] ამოდენა ეს სასჯელი საკმარისად იქნა მიჩნეული, რადგანაც ამაზე მეტი, ცხადია, კაცთმოყვარეობისაგან შორს იქნებოდა. ამიტომ სხვა ღონისძიებათაგან თავის შეკავება მიზანშეწონილად მიიჩნიეს. შემდეგ გაიარეს ადგილები, მანძილები და წმინდა რამადანის მეშვიდე დღეს [ჩვ. წ. = 1554 წ. 6. VIII.] ბაიაზიდის ციხედ წოდებული ერთი დანგრეული ციხის ახლო დაბანაკდნენ. როდესაც გზადაბნეულმა შაჰმა შეიტყო, რომ გონებაგამჭრიახი ფადიშაჰი უკვე დაბრუნდა, ძლიერ გაოცებული დარჩა. ამასობაში (ფადიშაჰი) სამშვიდობოს გამოვიდა; ძლიერ კმაყოფილი და ნასიამოვნები იყო.

(I, 314-315).
ძლევამოსილი ჯარის ზოგიერთმა [ნაწილმა] უკან დაბრუნების
უზენაესი ნებართვა რომ მიიღო და დიდი ვეზირი
საქართველოსაკენ რომ გამოიგზავნა
როდესაც ჩობან-ქოფრუ25

( )გაიარეს, დაბანაკდნენ ჰასან-ყალ‘ა-ს 26 ახლო. დიარბექირის ბეგლარბეგს, ქურთისტანის ბეგებს, და ვანის ბეგლარბეგს ფერჰად ფაშასა27 და მის

30

ბეგებს [საპატიო] ხალათები ჩააცვეს ისინი გაბედნიერდნენ ფადიშაჰის ხელზე მთხვევით; თავიანთ ადგილებში დაბრუნების კეთილი ნება ებოძათ. ‘უმადიჲეს28 ბეგი სულთან ჰუსეინ-ბეგი უავგუსტოესი ჯარის ბანაკში მოვიდა. მან თან მოიტანა თავები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ თახთ-ი სულეჲმან-ად29 წოდებულ ადგილას წააჭრეს [ყიზილბაშებს] და რომლებიც შუბებზე იყო წამოცმული. აგრეთვე [მოიტანეს] მტრის დაფი, ნაღარა და უკუღმა შებრუნებული ალმები და ძვირფასი ქვებით შემკობილი გვირგვინები. ისინი ეღირსნენ ფადიშაჰისაგან მრავალგვარ წყალობას. ამ ბანაკში გაუთენდათ მათ თავიანთი დიდი დღესასწაული. ფადიშაჰის კეთილი ჩვეულებისამებრ აქ შესრულებულ იქნა სადღესასწაულო წესები. აქედან გაემგზავრნენ და საზლიკ-ად წოდებულ ადგილს დაბანაკდნენ. აქ ქვეყნისმპყრობელ ფადიშაჰს მოხსენდა, რომ გზადაბნეული შაჰი საქართველოში რამდენიმე ფადიშაჰისეულ ციხეს შეესია. ოთხი ათასი იანიჩარისა და სრულიად რუმელიის, ანატოლიისა და ყარამანის ლაშქრისა და ყველა ბოლუქის აღათა და ბოლუქის ჯარის სარდალ-სპასალარად დაინიშნა სახელოვანი დიდი ვეზირი და გაიგზავნა [საქართველოში]. ოლთის-ად30 წოდებულ ციხეს რომ მიაღწიეს, შაჰის შესახებ ცნობა მოვიდა, რომ მის საბრძანებლო ქვეყნის მოსახლეობიდან ზოგი განადგურებულა, ზოგი კი სიმშილობას მოუცავს და ამ მხარეებში წამოსულა საცხოვრებელი სარჩოს საშოვნელად. აი ამ დროს, უფიქრიათ მათ, ეგების შემთხვევა მოგვეცეს დაფადიშაჰის ზოგი ციხე ხელში ჩავიგდოთო. როდესაც შეიტყვეს, რომ დიდი ვეზირი ისლამის ლაშქრით მოვიდა და ძლევამოსილი ჯარით [საქართველოს] მფარველობას უწევსო, ორი დღის სავალი მანძილი ერთ დღეს გაირბინეს და შინ მოკურცხლეს დიდი ვეზირი კი მისდამი რწმუნებული ლაშქრით უავგუსტოეს ჯარს შეუერთდა. (I,325-326).

ასტრახანისა და ყაზანის ლაშქრობა
976 წელი [ჩვ. წ.=1568=1569 წ.]. დიდებული დიდი ვეზი-

რი მეჰმედ ფაშა ტავილი31 , დროს არ გაუშვებდა ისე, რომ არ ეფიქრა სპარსთა ქვეყნების დაპყრობისათვის საჭირო წინაპირობების შექმნაზე. ცხადი იყო, რომ [ამ თვალსაზრისით] საჭირო წინაპირობათაგან ყველაზე უფრო აუცილებელი ღონისძიება ისლამის ჯარის სურსათით უფრო ადვილად მომარაგება და უზრუნველყოფა 31 იყო. ამიტომ ზოგმა საქმეში გამოცდილმა პირმა წინადადება წამოაყენა, რომ შავ ზღვაში ჩამავალი დონის წყალსა და კასპიის ზღვისაკენ მიმდინარე ითილის წყალს32 შორის მანძილი მცირეა და მათი ერთმანეთთან შეერთება ფადიშაჰის უზენაესი მფარველობით ადვილი საქმეა. მეორე რანგის დეფთერდარი ჩერქეზი კასიმ ბეგი33 , რომელსაც გარდა იმისა, რომ შემოქმედების უნარი ჰქონდა, მაგ ქვეყნების შესახებ სრულყოფილი ცნობები მოეპოვებოდა და განსაკუთრებით [უნდა ითქვას] ზემოხსენებულ დიდ ვეზირთან მას ჰქონდა უახლოესი დამოკიდებულება. მხოლოდ ამ საქმისათვის მისგან მოსალოდნელი ცოდნის გამოსაყენებლად მას უბოძეს კაფას სანჯაყი34 . ზემოხსენებული [კასიმ ბეგი] გაემგზავრა, გამოიკითხა ეს საქმე გამოცდილი პირებისაგან; გარდა ამისა, გააგზავნეს სპეციალურად ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებმაც ადგილები შეისწავლეს და გააზომვინეს. [გაარკვიეს], რომ ორთავე მდინარეს შუა [მანძილი] ზღვის მილით იყო ექვსი მილი. ეს მისწერეს და შეატყობინეს სტამბოლს. შემდეგში ღვთის შემწეობით, ეს ძნელი საქმე თუ განხორციელდა და გაკეთდა, ისლამის ჯარი სპარსეთში ლაშქრობათა დროსაც სურსათის ნაკლებობას აღარ იგრძნობდა. შეუძლებელია, რომ შირვანის, ყარაბაღისა და სრულიად საქართველოს ქვეყნები ბედნიერ ფადიშაჰს არ დანებებოდნენ და მორჩილება არ გამოეცხადებინათ. თავისთავად გასაგებია, რომ ამ აუცილებელი მორჩილების გამოცხადებაში ისინი იქნებოდნენ ერთსულოვანნი. სახელოვანმა ვეზირმა დიდი მონდომებით მოამზადა და მოიმარაგა ციხის რამდენიმე ქვემეხი და ზარბაზანი, აგრეთვე ბარები, ნიჩბები, წერაქვები და სხვა საომარი საჭურველი, რომლის დაწვრილებით აღწერა აქ ტყუილად დროს დაკარგვა იქნებოდა. მოამზადა [საჭირო მასალა] და მრავალრიცხოვანი ფლოტით კაფას ნაპირებისაკენ გააგზავნა. იანიჩარისა და სხვა ყულის ჯარის დიდი რაოდენობა თან გააყოლა და გაამგზავრა. თათარხანს კი უბრძანა, რომ ამდენი და ამდენი ცხოველი და თათრის მთელი ჯარი თან იყოლიოს. კაფა, როგორც ეჲალეთი, ზემოხსენებულ კასიმ ბეგს უბოძეს კაფას რაიონებიდან, თათ-ის ქვეყნიდან, ბალიკლაღის მენქუბისა34ა და ტამანის რე’აჲათაგან გამოიყვანეს უამრავი ცხოველი და დანიშნულ ადგილას გაემგზავრნენ და ეს ველი და ტრამალი, მთელ სამყაროში ყივჩაყის ველის სახელით არის ცნობილი. და ნოღაელ თათართა ხალხის საძოვარი და სანავარდო ადგილია. ეს ადგილები გადასერეს და ითილის [ვოლგის] მდინარესთან მივიდნენ და დაინახეს ასტრახან-ად წოდებული ძველი ქალაქი. გამოჩნდ- 32 ნენ აქამდე [დაცული] წმინდა მეჩეთების, აბანოებისა და მედრესეთა ნაგებობანი, რომლებიც ძველი დროიდანვე ისლამის მაღიარებელ [აქაურ] მოსახლეობას განეკუთვნება. [ამასთანავე ერთად] აღმოჩნდა, რომ შიგ ადამიანთა მოდგმიდან ერთი სულიერი არსება არ იყო. შემდეგ შეარჩიეს ერთი შესაფერისი ადგილი და დაიწყეს მდინარის თხრა. სამი თვის განმავლობაში მათ არ დაუკლიათ შრომა და გარჯა, მაგრამ ძლივს-ძლივობით გათხრილ იქნა მხოლოდ ერთი მესამედი. იმ ადგილას ოცდაათი ათასი ნოღაელი თათარი მოვიდა და ამათ შეუერთდა. ღვთის განგებაა! მაშინ, როდესაც მტრის შიშისათვის არავითარი საფუძველი არ იყო და სურსათი და საჭურველიც რომ ბევრი ჰქონდათ, ჯარში რაღაცა მითქმა-მოთქმა შეიქმნა. აქაური ზამთარი სამი თვით ადრე მოდისო. იმ დროს ყველას ხელი და ფეხი გაუჩერდებაო. და ეს ზღაპარი დაიჯერეს, ერთმანეთს არ დაუცადეს, აიყარნენ და წავიდნენ. ზოგიერთების რწმენით: ჯარი თათარხანის მიერ უნდა ყოფილიყო დაშინებული. ეს [თათარხანი] კიდევ ეჭვიანობდა, ე. ი. [თათარხანი ფიქრობდა, რომ], როცა ოსმალთა ჯარი ხმელეთითა და ზღვით ყივჩაყთა ველზე და შირვანის მხარეებში შემოვლას დაიწყებს, თათრებს წარმატება აღარ ექნებათ; შეიძლება ყირიმიც არ შეგვრჩეს ხელშიო; ამბობენ, ამიტომ ჩაიდინეს ეს დანაშაულიო. ამრიგად, ასე ტყუილად ჩატარდა ეს ღონისძიება. ამდენი ხარჯი და ზარალი განიცადეს. გადასატანად ძნელი ჯაბახანა და მისთანანი ჩაფლეს ერთ ორმოში, რომელიც დიდი გაჭირვებით ამოთხარეს. თითქოს არაფერიო, ერთიმეორეს ასწრებდნენ და ისე მოდიოდნენ. როდესაც ეს ბედნიერ ფადიშაჰს მოახსენეს. იგი დიდებული ვეზი- რების თანდასწრებით შემოწყრა დიდ ვეზირს და ბრძანა ეანგარიშათ მთელი ხარჯი და ზარალი, რომელიც „შენს მიერ უნდა იქნეს ანაზღაურებულიო’.

(I. 468-470).
მოკლე ძიებანი ყივჩაყთა ველის [დეშთ-ი კიფჩაკ] და ასტრახნისა

და ამ მშვენიერი და უსასრულო ველის მოსახლეობის ვითარებათა

შესახებ
გულწრფელ მეგობრებს, რომელნიც გულისყურით მოეკიდებიან ამ ჩვენს შესაწყნარებელ თხზულებას, შეიძლება აღეძრათ

სურვილი მოკლედ იცოდნენ, თუროგორი ქვეყანა იყო ყივჩაყის ველი და ასტრახანი და რა ხალხები იყვნენ ამ ადგილთა მფლობელები. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეძლებისდაგვარად ამ უსაზღვრო 33 ასპარეზზე გასასეირნებლად მთლად აღვირახსნილად გავატარებთ ჩვენს მსწრაფლმოამბე კალამს. თქვენმა მაღალმა გონიერებამ უწყო- დეს, რომ დეშთ-ი ყივჩაყი იცოდნენ ალთიფარმაქ ეფენდიმ35 , ჯენაბი ეფენდიმა და თემ჎რ-ნამეს ავტორმა და დეშთ-ი ყივჩაყის შესახებ ასე დაწერეს: დეშთ-ი ყივჩაყის სამხრეთ მხარეზე [მდებარეობს] კულზუმის ზღვა35ა და პონტოსის ზღვა, რომელიც ცნობილია შავი ზღვის სახელით. ამ ორ ღრმა ზღვას შუა ადგილი ქართველებითა და ჩერქეზებით დასახლებული მიწები და მთებია და მათ შორის ძველ დროს გაკეთებული იყო ზღუდე, რომლის ნაშთები ბევრგან ახლაც აშკარად ჩანს. ამ ზღუდეს ზოგჯერ ალექსანდრე [მაკედონელის] ზღუდესაც ეტყვიან. მათ შორის, [ყურანის] თაფსირების მწერალმა მეფემ, წმინდა ყ ა დ ი მ – მასზე იყოს შეწყალება მაღალი ალლაჰისა – თავის წმინდა თაფსირებში [სწორედ] ამგვარად აღნიშნა. იბნ ‘აბბასის – მაღალი ალლაჰიმცაა კმაყოფილი მით – გადმოცემით ერთ პატიოსან ჰადისში განმარტებულია, რომ ბაბ-ელ-ებვაბ ‘ის36 ზღუდე ჯიბრა ‘ილის – მასზე იყოს მშვიდობა – ჩვენებით გაშენებულია ისქენდერ ორრქიანის მიერ37 , ხოლო [ზღუდის] მეორე მხარე – ნევშირვან ‘ადილის მიერ. ბაბ-ელებვაბი, რომელიც თემ჎რ-კაფუს სახელითაა ცნობილი, ამ ზღუდის კარიბჭის სახელია. [ყივჩაყთა ველის] აღმოსავლეთის მხარეზეა: ხვარაზმი, სიქნაქი, თურქისტანი, ხატა და ხათანი, რომელნიც შორეულ ჩინეთამდე მიდიან. ჩრდილოეთი მხარე: ველები და ზღვების მთელი რიგია და მათი ბოლო – ბურუსია. როგორც ეს თემ჎რმა ამ ველებზე გადასვლის დროს გადაიტანა დიდი შიმშილი და გაჭირვება, რომელიც იდუმალმა ხმამ შემდეგი გულისმოსაწონი სიტყვებით გამოხატა:

[ამჟამად] ჯარს მტერი არ ჰყავდა, გზა კი გაუთავებელი იყო;
გაჭირვება დაადგა დიდ ლაშქარს.
შიმშილმა ისე მაგრად მოიკიდა ფეხი,
რომ პურის შოვნა უკვდავების წყალივით შეუძლებელი შეიქნა.
ბზე ზაფრანზე მეტად ფასობდა,
დრო იყო ისეთი, რომ [სანოვაგისათვის] ჭურჭელი თან
დაჰქონდათ.
გამოილია სარჩო მთლიანად –
მეფის ბეღლიდან ჭიანჭველის სორომდე*.

_____________________

* ეს ლექსად არის ჩართული სპარსულ ენაზე. ჩვენი თხოვნით ლექსი ქართულად თარგმნა დოც. მ ა გ ა ლ ი თ ო დ უ ა მ .

34

დასავლეთის მხარეზე არიან: რუსეთი, პოლონეთი, ბულგარი,

ვალახია და მოლდავეთი და ოსმალეთი. დეშთ-ი ყივჩაყის სიგრძე და სიგანე მცოდნეთა მიერ ასეა დაახლოებით განსაზღვრული: სიგრძე – ათასი, ხოლო სიგანე ექვსასი ფერსახი37ა . წერენ, რომ როცა ძლიერებით სავსე თემ჎რმა38 თოხთამიშ ხანზე39 გაილაშქრა, ექვს თვეს ძლივს გადაიარა იგი. ისინი ადასტურებენ აგრეთვე, რომ [ყივჩაყთა] შუა ველზე დიდი გორა იყო; თემური ავიდა მაღალ მთაზე და მის წვერზე გააშენა მინარეთი და მანდ დააწერა თავის ლაშქრობის თარიღი. მანვე აქ მარმარილოზე ამოაჭრევინა თავისი დამღა. თემ჎რის ამ ლაშქრობამდე ხვარაზმელები ჯგუფებად და დატვირთული ურმებით გამოდიოდნენ აქ და სამ თვეს ყირიმში ჩადიოდნენ. ამასთანავე ერთად მათ სურსათ-სანოვაგის მარაგი არ მიჰქონდათ; ამა თუ იმ ტომებში დაბანაკდებოდნენ და მიდიოდნენ. და ეს ურიცხვი ტომები მთლიანად თათრები იყვნენ. მათი მხოლოდ ქალაქები რომ ჩამოვთვალოთ სარაი, აზაკი40 , აჟდარჰანი, ჰაჯჯი თარხანი41 , სერაჩუქი და ყარასუ. ესენი ქალაქები და დაბებია დანარჩენი იყო ობა (ე. ი, მომთაბარე), დაჯდებოდნენ (სადმე) და [ისევ] გადავიდოდნენ. თითეულ ტომს მეჩეთისა და საღვთისმსახურო ადგილის ნაცვლად ჰქონდა კარავი, რომელიც ურემზე იყო დამაგრებული და მათთან ერთად მიდიოდა. როცა ძალადობით სავსე თემ჎რი მოვიდა, ზოგი მათგანი დაატყვევა, ზოგი კიდევ ხმლით აკუწა, ზოგიერთი ტომი კიდევ პოლონელთა და რუს ურჯულოთა ქვეყნებში გაიქცა და იმ ურჯულოთა მხარეებში დასახლდა. აქამომდე პოლონეთში სამოცი სოფელი არსებობს და ყოველ სოფელში თითო-თითო მეჩეთი აქვთ და თურმე ხოტბას აღავლენენ ხოლმე პოლონელთა მეფის სახელზე. ძალიან კეთილმოწყობილი სოფლები ყოფილა. თურმე შეუძლიათ, რომ თითოეულ სოფელში რამდენიმე ჯამე და მეჩეთი ჰქონდეთ, მაგრამ ურჯულო ამის ნებას არ აძლევს. განსვენებული ისქენდერ ფაშის ქეთხუდა – მ჎სა ქეთხუდა, რომელიც ძლიერ გულითადი და სანდო კაცია პოლონეთში სრულ ათ წელს იყო ტყვედ დამწყვდეული. მან გადმოგვცა, რომ ამათგან ის რამდენიმე კაცს შეხვდა. ერთხელ რელიგიურ საქმესთან დაკავშირებული ერთი საკითხის გადასაწყვეტად აკქერმანის42 მუფთისთან მათ კაცი გააგზავნეს. ეს კაცი მას შეხვედრია და დაწვრილებით უამბნია ყველაფერი. დიდებულ ყურანს კვლავ არაბული დამწერლობით წერენ, მაგრამ [ყურანის] განმარტებები რომ დაწერონ, პოლონელ ურჯულოთა ენაზე წერენ. სამეფოსს თურმე გადასახადს არ უხდიან, ოღონდ ყოველწლიურად 35 მეფის სამსახურისათვის სამას კაცს აგზავნიან საჭირო მიმოწერასა და ურთიერთობას ესენი ახორციელებენ. პოლონეთის მეფეები ამათ [თათრებს] უფრო ენდობოდნენ, ვიდრეთავიანთ ურჯულო თანამეტომეებს. ზემოაღნიშნულ თათართა ტომებიდან კიდევ რამდენიმე ტომი მოლდავეთისა და ვალახიის42ა ქვეყნებში დამკვიდრებულა და დროთა განმავლობაში ურჯულოებთან ურთიერთობისა და მეგობრობის შედეგად გაქრისტიანებულან. მოლდავეთის ურჯულოთა უმრავლესობა ამ ტომიდანაა. თემ჎რი რომ თოხთამიშ ხანს ებრძოდა მდინარე ითილზე სამ დღესა და სამ ღამეს, მან რამდენიმე ასეთი ტომი მალულად გამოიწვია და დამორჩილება მოსთხოვა თურმე. მათ კიდევ დაიჯერეს თემ჎რის ცრუდაპირებები და მის ლაშქარს შეუერთდნენ. ამიტომ თოხთამიშ ხანი დამარცხდა. მაგ ტომებს იფთად’ს ეტყოდნენ. ისინი თემ჎რთან რ჎მისაკენ წამოვიდნენ და ზოგი ედირნეს არემარეში, ზოგი კიდევ ბაბას ყაზაში დასახლდა. ახლაც ბაბას ყაზა’ში მოიპოვება მათი რამდენიმე სოფელი. როცა სილისთრას ბეგები სალაშქროდ გამოდიან, იმათგან ას-ასი კაცი უერთდება ლაშქარს და ბეგებისათვის საძოვრების მოვლისა და ცხენების მწყემსვის სამსახური მათ აქვთ დავალებული. დაპყრობათა მწარმოებლის ჩანაწერების მიხედვით, ალთი-ფარმაქ ეფენდი თავის წიგნში გადმოგვცემს, რომ მოძალადე თემურს ამ თავის ლაშქრობაში სადივანო შემოსავლისა და სხვა ნადავლის გარდა მისმა მოხელეებმა დავთარში გაუტარეს შვიდას ოცი ათასი ტყვე და ას ოთხმოცი ათასი ცხენი, აქლემი და მისთანანი. პასუხისმგებლობა (პირველ) გადმომცემზე იყოს.

(I, 470-473).
ძლევამოსილი [ლალა ფაშის სარდლობის] დროს მომხდარი
დაპყრობებისა და საღვთო ომების ამბავი
ლალა ყარა მუსტაფა ფაშის სარდლობა ირანში 985 წლის

პატიოსანი შევვალის |თვეში. =1577 წ. 12. XII–1578 წ. 9. I. |. ვანის ბეგლარბეგმა ხუსრევ ფაშამ43 სამეფო კარს მოხსენება გაუგზავნა და აცნობა: ირანის ქვეყნის შაჰი ისმა‘ილ მეორე თაჰმასბ შაჰის ძე გარდაიცვალა და მის ადგილზე დაჯდა მისი ძმა – ბრმა და უსინათლო, მეჰმედ ხუდაბენდე’ს 44 სახელით. მოხსენებაში ეწერა, რომ ეს სწორედ მოხერხებული შემთხვევაა სამხედრო ნადავლის საშოვნელად და მტერზე შურის საძიებლადო, როდესაც ეს ვითარება ბედკეთილ ფადიშაჰს მოხსენდა, მან დაუყოვნებლივ გასცა 36 ბრძანება სარდლის დანიშვნისა და საომარი მზადების შესახებ. მაგრამ [ირანზე გალაშქრება] ეწინააღმდეგებოდა დიდი ვეზირის მეჰმედ ფაშის45 სურვილს. ამიტომ მან [ომის] თავიდან ასაცილებლად დიდი მონდომებითა და მცდელობით მიიღო ღონისძიებები. მან რამდენიმეჯერ მოახსენა უფალ ფადიშაჰს ომის საშიშროებიანობასა და უარყოფით მხარეებზე უპირველესად ყოვლისა, ამბობდა ის ყულის ჯარი აღდგება, [ჯარისკაცთა] ჯამაგირი და (სხვა) ხარჯები გაიზრდება, რე‘აჲა გადასახადებისაგან და ჯარის თავდასხმისაგან გაჩანაგდება; ირანის ქვეყანა კიდევაც რომ დავიპყრათ, მისი მოსახლეობა მაინც არ მიიღებს ჩვენს ქვეშევრდომობას; სალაშქრო ხარჯებს პროვინციებიდან შემოსული გადასახადები ვერ დაფარავს. თქვენმა დიდებულმა წინაპარმა, სამოთხეში დამკვიდრებულმა მისმა უდიდებულესობამ სულთან სულეჲმანმა46რაები არ გადაიტანა; და როცა მათ შორის ზავი დაიდვა, რა სიმწარე და უბედურება შეხვდა. ვინც ამას არაფრად აგდებს, მან არ იცის, თუ რა არის ირანთან ომი; მას არ შეუძლია შეაფასოს შექმნილი მდგომარეობა. ათას ამგვარ დაბრკოლებაზე ილაპარაკა, მაგრამ რამდენადაც არ ეცადა, შედეგს ვერ მიაღწია. ბოლოს გამოითქვა მოსაზრება არზრუმის მხარეში სარდლად დაინიშნოს მესამე ვეზი- რი ზემოხსენებული [ლალა] მუსტაფა ფაშა, ხოლო ბაღდადისაში – მეოთხე ვეზირი სინანფაშა. თითეულ მათგანს მათ რაიონში არსებული ჯარიდან საკმაო რაოდენობა გამოუყვეს. მაგრამ, რადგანაც სინან ფაშა ჯიუტი და ჭირვეული სახელმწიფო მოღვაწე იყო, მან ბედნიერ ფადიშაჰს მოახსენა: მუსტაფა ფაშას რჩეული და გულადი ჯარისკაცები მისცეს, ხოლო მე კი დაწუნებულები და ლაჩრებიო. შემდეგ ბედნიერმა ფადიშაჰმა ბრძანა, რომ ორივე დაიბაროს თავისთან დიდმა ვეზირმა და შეარიგოსო. მაგრამ საქმე ამითაც არ გათავდა. რამდენი არ უთმინეს, მან მაინც არ მიატოვა თავისი ჯიუტობა. [ბოლოს]დიდმა ვეზირმა ფადიშაჰს მოახსენა, რომ მათი შეთანხმება შეუძლებელია; ერთი მათგანი უნდა დაინიშნოს სარდლად, ხოლო რომელი მათგანი იყოს სარდლად, ეს ფადიშაჰის ნება არისო. უფალმა ფადიშაჰმა კვლავ ბრძანა, რომ თითეული მათგანი ცალ-ცალკე მოაყვანინეთ და [საომარ მოქმედებათა გამო] მათი მოსაზრებანი და ღონისძიებები გაიგეთ და შედეგი უზენაეს ხელისუფალს შეატყობინეთო. დიდმა ვეზირმა ჯერ მუსტაფა ფაშა დაიბარა. [უთხრა:] ბედნიერი ფადიშაჰი გეკითხებათ, თუ თქვენ სარდალი იქნებით, რა ღონისძიებებს მიიღებთ. მუსტაფა ფაშამ თქვა: ჩვენი ღონისძიებები გამჩენ უფალზეა დამყარებული; დანიშნულების ადგილას ჩასვლა, საქმეში გამოცდილ პირებთან 37 მოთათბირება, მიზანშეწონილად მოქმედება და საჭიროების მიხედვით ბრძოლა. შემდეგ სინანფაშა დაიბარა და გააგებინა ბედნიერი ფადიშაჰის პატიოსანი ბრძანება. მან კი საკითხი ერთგვარად მამაცურად გადაწყვიტა: პირველ წელს მე ვკისრულობ მთლიანად თავრიზისა და შირვანის მხარეების დაპყრობას, ხოლო მეორე წელს ჰამადანისა და ისფაჰანისაო. როცა უზენაეს კარს მოხსენდა ორთავეს ნათქვამი, სარდლობა მუსტაფა ფაშას დაევალა. სტამბოლიდან [სალაშქროდ გამოსვლა] ებრძანათ ხუთი ათას იანიჩარს, სიფაჰიებსა და მარცხენა ფლანგის ბოლუქთა Cულ჎ფეჯი ‘ებს, ჯებეჯი ‘ებს, Cარაბაჯი ‘ებსა და საკმაო რაოდენობის მეზარბაზნეებს, ხოლო ბეგლარბეგებიდან – დიარბექირის, არზრ჎მის, ზ჎-ლ-კადრიჲეს, ჰალაბისა და ყარამანის ბეგლარბეგებს მათ ეჲალეთებში მყოფი ბეგებით ზაCიმებითა და თიმარის47 პატრონებით. (II, 36-38).

ძლევამოსილი სარდლის გადმოსვლა [სტამბოლიდან]
ისკუდარისაკენ
986 წლის წმინდა მუჰარრემი [= 1578 წლის 10. III. – 8. IV.].

ძლევამოსილი სარდალი ისკუდარში გადმოვიდა; გადასერეს მანძილები და არზრ჎მს ჩავიდნენ. ყიზილბაშებთან ჯერ კიდევ დაზავებასა და მშვიდობიანობაზე იყო ლაპარაკი. მაგრამ, ამბობდენ ისინი [ოსმალები], საქართველოს ბეგთაგან ზოგიერთები ურჩობენ; ამიტომ ჩვენ მათ დასამორჩილებლად და დასაწყნარებლად მივდივართო. თუმცა ყიზილბაშებიც მოსაჩვენებლად ჩემულობდნენ, რომ ჩვენ მშვიდობიანობას ვიცავთ და მას არ დავარღვევთო; მაგრამ იმ დროს ცხადი გახდა, რომ [ყიზილბაშები] ჯანბაზ-ჩუკურში თურქმანთა ტომების ცხვარსა და აქლემს იტაცებდნენ. სხვა კიდევ მრავალი ასეთი ბოროტმოქმედება მშვიდობიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული, სახელოვანმა სარდალმა არტაანა’დ წოდებულ ხეობას მიაღწია; ეს ადგილი კი კარია საქართველოსი; აქ დაბანაკდნენ. მიღებულ იქნა ცნობა, რომ თოქმაქ ხანი48 უამრავი ჯარით შეფარებია ერთ მთას და ისლამის ჯარის ქართველთა ქვეყანაში შესვლას ელოდება. [ამავე დროს] მას უკვე დაემთავრებინა ისლამის მაღიარებელთა წინააღმდეგ თადარიგის დაჭერა. იმავე ბანაკიდან თოქმაქ ხანს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნეს: დაანებე თავი ამ ბოროტ განზრახვას და თქვენს ქვეყანაში დაბრუნდი. თუ ზავისა და მშვიდობიანობის დასარღვევად ისლამის ჯარს გზას გადაუჭრით, ჩვენ დაგხვდებით ამ გზაზე და, მაღალი ალლაჰის შემწეობით, ნახავთ თქვენ სეირს. (II, 38). 38

ვანის ბეგლარბეგის ხუსრევ ფაშისაგან49
მოენეები რომ
მოვიდნენ და თავები რომ მოიტანეს
ზემოაღნიშნული ხუსრევ ფაშის ქეთხუდა დასახელებული ბანაკის სამეფო კარავში მოვიდა და ხუთი-ექვსი ათასი ყიზილბაშთა

ჭოკზეწამოცმული თავი მოიტანა. ასეთი ამბავი მოახსენა და შეატყობინა: თავრიზის ხანს ოცი ათასი ყიზილბაშით ალყა შემოურტყამს ერთ ციხეში კორჯი ბეგ და ღაზი ბეგ’ ად წოდებული გულადებისთვის. ზემოაღნიშნულმა მირმირანმაც მაჰმ჎დი ჰასან ბეგად წოდებული ტომის მეთაური – მირლივა 50 გააგზავნა დასახმარებლად მხოლოდ ექვსასი კაცით. ღვთის განგებით, ეს ყალთაბანდი – ვითომდა, თავრიზის ხანი, საყარაულოში იპოვა, ეძგერა მას და, როცა თვითონ დამარცხდა, მთელი მისი ჯარიც გაიქცა. და კიდევ, ალლაჰ-ყული ხანი რამდენიმე ათასი უპირო ყიზილბაშით ვანის ციხისათვის ალყისშიმოსარტყმელად რომ მოდიოდა, ზემოაღნიშნულმა ჰასან ბეგმა მათ ღამის თავდასხმა მოუწყო. დააბნია და დაფანტა ისინი და კიდევ ყიზილბაშთა სამასი თავი გააგორა მინდორზე. ეს ბრძოლები ერთგვარი შესავალივით იყო დიდი დაპყრობებისა. სარდლის წარმატებაზე და მტრის განადგურებაზე ითათბირეს და იმკითხავეს. (II, 39).

დიდი ბრძოლა ჩილდირის50ა
ველზე
ჯემადი-ულ-ახირის 5-ს, 986 წელს [=1578, 9. VIII.]‚ [ისლამის ლაშქარი] არტაანიდან დაიძრა და ველე-ს ( ) ციხის51 მახლობლად დაბანაკდა. შესაძლებელი გახდა ამ [ციხის] ადვილად

დაპყრობა. მეორე დღეს [ჯარი] იენი-ყალას უსწორმასწორო ადგილებში დაბანაკდა; [ეს ციხე] მდებარეობს ორ მთას შუა, მაღალი გორაკის მწვერვალზე. მაღალი ალლაჰის შემწეობით სასტიკი ბრძოლის შემდეგ [ციხე] აღებულ იქნა შუადღემდე. თურმე მოსულიყვნენ [ყიზილბაშთა] გზადაბნეული სარდლები: თოქმაქ-ხანი, იმამყული-ხანი და ყარა-ხანი ყიზილბაშთა ოცდაათი ათასი რჩეული ჯარისკაცით და დაბანაკებულან ისე, რომ ჩილდირის ციხესა და მთას აფარებიან.როდესაც ისლამის ორმოცი-ორმოცდაათი გმირი [მტრის] ჯარის განლაგებულობის დასაზვერად გავიდა, ისინი შეხვდნენ ყიზილბაშთა რაზმებს და ჩაებნენ მამაცურ ბრძოლაში. როდესაც ეს გარემოება სარდალს მოხსენდა, მან გაგზავნა მათთან დიარბექირის ბეგლარბეგი დერვიშფაშა52 , რომელიც მეწინავე [ჯარის] მეთაური იყო. ეს [ფაშა] მამაცი, გმირი და მარდი ვაჟ-

39

კაცი იყო. ის არ იკითხავდა მტერი ცოტაა თუ ბევრი; ჯარს, რომელსაც ის გაედევნებოდა, გასაქანს არ მისცემდა; საერთოდ, [ასეთ შემთხვევაში] ვერ ისვენებდა. ახლაც მასთან მყოფი სამასიოთხასი კაცით ისე დაეძგერა [მტერს], რომ ყიზილბაშის ორიოდე განაყოფი გაიგდო წინ და უკუაქცია მაგრამ ყიზილბაში ძალ- -ღონეს იკრებს და რამდენიმე განაყოფით ერთბაშად ესხმის თავს. ოცდაათზე მეტი სახელოვანი აღა ბრძოლის ველზე დაეცა, თვით ის ცხენიდან ჩამოაგდეს და თავზე დაეცნენ: [შემდეგ] მისი კაცები კვლავ ეძგერებიან ყიზილბაშებს და ერთ ორას ყიზილბაშს მიწაზე დაანარცხებენ და მას [დერვიშ-ფაშას] ცხენზე შესვამენ. იმავე ადგილას საკუთარი ხელით სამ ყიზილბაშს მოჰკლავს. კვლავ გამოუდგება ყიზილბაშის ნაწილებს და ახლა-კი დაიჭრება და ცხენიდან ჩამოვარდება. [მაგრამ] რადგანაც კარგი ცხენოსანი იყო, კვლავ ცხენზე შეჯდება და მტკიცედ დაიკავებს თავის ადგილს.

ლექსი განსვენებული ლამი‘ისა:)53
„რა ქნას ერთმა კაცმა ამოდენა მჭრელ [ხმალ]თან,
[რა ქნას] განმარტოებულმა ლომმა სისხლისმღვრელთა [მთელი]
ბრბოს წინაშე’.
სარდალი ‘ოსმან-ფაშასაც54 აგზავნის და მიაშველებს მას.

‘ოსმან-ფაშაც ამ ადგილას არაჩვეულებრივ სიმამაცეს იჩენს. შემდეგ არზრ჎მის ბეგლარ-ბეგი ბაჰრამ-ფაშა55 და აჰმედ-ფაშა მოითაბისძეც56 მიუსწრებენ. შუადღეზე ადრე იწყება და მზის ჩასვლამდე ისეთი ომი და ბრძოლა ხდება, რომ ცაში ანგელოზები ქება-დიდებას ასხამენ [მებრძოლთ].ღვთის განგებისგანაა [ალბათ], რომ წვიმაც სრულებით თვალს ვერ აღებინებს [კაცს] და ზარბაზნისა და თოფისათვის სავსებით არ აკარებინებს ხელს. ომი წარმოებს მხოლოდ და მხოლოდ ხმლით. დასასრულ, მზის ჩასვლისას ყიზილბაშს წელი მოსწყდა; მაშინვე ხუთი-ექვსი ათასი თავი ლატანზე წამოაცვეს და მათი [ყიზილბაშის]უწმინდური ლეშები მოედანზე დაყარეს. ამოდენა ლაგამჩამოკიდებული ცხენი და ჯორი და [ამოდენა] აღვირიანი აქლემების ქარავანი, ამოდენა კარავი და სხვა ბარგი ისლამის გმირების ხვედრი გახდა. მისი ზღვარი დარაო- დენობა მხოლოდ მაღალმა ალლაჰმა უწყის. მეორე დღეს, როდესაც გაიცა ფირმანი დაეთვალათ უძლიერესი სარდლის დივანში მოტანილი გასისხლიანებული წითელწითელი თავები, ხუთი ათასი თავი დათვალეს. ხუთასი კიდევ ცოცხლად დაჭერილი და დატყვევებული სახელოვანი ყიზილბაში მოიყვანეს და ვინაიდან ბრძანება გაიცა მათთვისაც მოეკვეთათ თავი, [მოკვეთეს] და მათი უბედური თავებიც წინეთ მოტანილ თავებს შეუერთეს. (II, 39-41). 40

მანუჩარ ქაიხოსროს ძის57
მორჩილება
ხსენებული ბეგი ექვსი ათასი შეიარაღებული აზნაურით მოვიდა და მთის ფერდობიდან გამარჯვებულებს და დამარცხებულებს თვალყურს ადევნებდა. იდგა აქ და იმედი ჰქონდა, რომ

გამარჯვებული მხარე მას შეიწყნარებდა. და როგორც-კი გაიგო, თუ რა ბედი ეწვია თოქმაქ-ხანს, წამოვიდა [მანუჩარი] დილას და ღირსეული სარდლის კარავში შეაღწია. ამ დროს ყველა მირმირანი და მირლივა თავიანთი ლაშქრით სარდლის ბანაკში მოვიდნენ. ჯარს თან მოჰქონდა [მტრის მოჭრილი] თავები და მოჰყავდა ჯაჭვით შებორკილი ყიზილბაშები; მათი [ყიზილბაშების] ალმები თავქვე გადაბრუნებული [იყო] და მათი დაფებისა და საყვირების ხმა დამარცხების მაჩვენებელი [იყო]. სარდ ის დივანში მოვიდნენ. ცოცხლად მოყვანილ ყიზილბაშს კვლავ მისი მომყვანი გმირი აჭრიდა თავს. და მოსულმა აზნაურებმა სულ რაღაც ერთწამს მიწაზე მტრის ამოდენა გაგორებული უბედური თავები დაინახეს; [და ეს გარემოება] მათთვის დიდი მაგალითის მიმცემი და ჩამაგონებელი შეიქნა. (II, 41).

ჩილდირის, თმოგვის, ხერთვისისა და ახალქალაქის

ციხეთა დაპყრობა

მას შემდეგ, რაც უძლიერესი სარდლის მიერ ზემოხსენებული

ციხეების დასამორჩილებლად გაგზავნილ იქნა არტაანის სანჯაყის მირლივად დანიშნული ‘აბდუ-რაჰმან-ბეგი, მცხოვრებლებმა მორჩილება გამოაცხადეს. ფადიშაჰმა დაიკავა მხარე და თავისი მართებლები დანიშნა [986 წ.=1578 წ.] (II, 42).

თბილისის ციხის დაპყრიბა
წელსა მასვე (ე. ი. 986), ჯუმადი-ულ-ახირ-ის 20-ს (=1578.

24. VIII.) ხსენებულ დღეს ისლამის ლაშქარი აღნიშნული ციხის პირდაპირ გაჩერდა. მისი მფლობელი დავით-ხანი58 საქართველოს მეფეებს შორის სახელოვანი მთავარი იყო. ის წინეთ შაჰის ქვეშევრდომი გამხდარიყო, გვირგვინი დაედგა და [ახლა], უწინდელივით, თავისი ქვეყნის მფლობელი გამხდარა. ვინაიდან მან იცოდა, რომ ისლამის ლაშქრის თავდასხმას ვეღარ გაუძლებდა, ციხიდან გაიქცა, დატოვა ქვეყანა და სახლ-კარი და მთელი თავისი ხალხით გაუვალ მთებს შეაფარა თავი და იქ გაჩერდა. ზემოხსენებული ციხე 41 და მისი მიდამოები ცარიელი და განადგურებული დატოვეს, შემდეგ ღირსეულმა სარდალმა [ეს] პროვინცია კასტამონიის სანჯაყბეგ სოლაქ ფერჰად-ფაშის ძეს მეჰმედ-ფაშას59 უბოძა. ჩაწერეს საკმაო რაოდენობის ციხის მცველები, მთელი საჭურველი სრულჰყვეს და (ეს ქვეყანა) დაიკავეს როგორცრიგი და წესია. (II, 42-43).

ლევან მეფის ძის ალექსანდრე მეფის60
მორჩილება
იმავე (986=1578) წელს [ისლამის ლაშქარი] ტფილისიდან

დაიძრა, გადავიდა მდინარე მტკვარზე და ყაფურწყლის ( ნაპირას მესამე სადგურზე დაბანაკდა. ამ დროს ზაგემ დაგრემად61 წოდებული ორი დიდი ქალაქისა და საქართველოს რამდენიმე პროვინციის სახელოვან ემირს, საქართველოს მეფეებში სახელგანთქმულ და რჩეულ, ზემოხსენებულ ალექსანდრე მეფესთან ამას წინეთ სარდლისაგან გაგზავნილი რწმუნებულები მივიდნენ და გულის მოსანადირებლად [თან მიიტანეს] წერილები. მოვიდა ამბავი, რომ [ალექსანდრე მეფემ] ამასთან დაკავშირებით თავისი ქვეყნის წარჩინებულები მოიხმო და სახელოვანი აზნაურებისაგან შეადგინა ამალა და სამეფო ბანაკში წამოსასვლელად მოემზადაო. თანახმად საფადიშაჰო წესისა, მთელი ისლამის ჯარი თავისი ძლიერებითა და დიდებით შემოეგება მათ. ძლევამოსილი სარდლის ბანაკში რომ მოვიდნენ, თვით მას [ალექსანდრეს] რამდენიმე ხელი საპატიო ტანისამოსი ებოძა და მათი თანამდებობრივი მდგომარეობისდა მიხედვით მის ამალაში მყოფ პირებსაც პატივი აღმოეჩინათ. შემდეგ მას [ალექსანდრეს] ებოძა უზენაესი სიგელი მასში, რომ ის იღებს თავის თავზე იხადოს წელიწადში ხარაჯა: ოცდაათიიუქი აბრეშუმი, 10 ლამაზი ჭაბუკი და 10 ბროლტანიანი ქალწული, 10 ფრთა ისპირის შავარდენი და ათი ფრთა კიდევ ჰიჯიზის (?) მიმინო და [აგრეთვე მასში], რომ ის იქნება თავისი ქვეყნის მმართველი ბეგლარბეგის სახელწოდებით. (II, 43).

საქართველოს მეფეების ჩამომავლობის შესახებ მათივე
რწმენათა მიხედვით
ქართველი მეფეები ჩემულობენ, რომ მათი გვარი ქექაუს’ამდე

( ) და მის შემდეგ დავით წინასწარმეტყველამდე, – კურთხევა მაღალი ალლაჰისა იყოს ჩვენს წინასწარმეტყველსა და მისი [დავითის] უწმინდესობაზედაც, – აღწევს. და ისინი ამბობენ, რომ უწინ42 დელ დროში იყო ერთი სახელოვანი მეფე, სრულიად საქართველოს მპყრობელი და ამ ქვეყანაში სამართლიანობისა და ჭეშმარიტების მიმდევარი. როდესაც [მეფე] შემთხვევით მოკვდა, მას არ დარჩა ვაჟიშვილი, რომ მის ადგილზე დამჯდარიყო. მას დარჩა მხოლოდ თამარ დედოფლად62 წოდებული ერთი ლამაზი ასული. და ამ სახელმწიფოში გამეფდა იგი მამამისის მსგავსად. და გაუვარდა სახელი, რომ მას გათხოვება არ ეწადა და ამბობდა, რომ მე მამაკაცი არ მხამსო. შემდეგ, მირახორის სამსახურის შესრულებასთან დაკავშირებით, მას დაუახლოვდა ერთი ლამაზი, მოხდენილი ყმაწვილი. ღვინოს თუ დალევდა მასთან ერთად დალევდა, თუ სასეირნოდ წავიდოდა, მასთან წავიდოდა, და მას სრულებით არ შორდებოდა. მას სახელად თავადს ( ) უწოდებდნენ. ერთხელ ზემოხსენებული ყმაწვილი სხივმოსილ პირიმზეს მარტო დაიგულვებს და ნახავს მას ღვინისგან მეტად ხმეულსა და შეშფოთებულად მწოლარეს. მაშინვე მოხერხებული შემთხვევა ბედნიერებად ჩათვალა, ტურფა ასულის სარეცელში შევიდა და, თავისი სურვილის მიხედვით, პირადი წადილი დაიკმაყოფილა. თუმცა ამ დროს ლამაზმაც გამოიღვიძა, მაგრამ უკვე მომხდარი საქმის შემდეგ თავი მოიმძინარა. მეორე დღეს ამ სიავისა და მუხანათობისათვის მოინდომებს მის მოკვლას, მაგრამ [ჯერ ერთი] ხმა გავიდოდა და [მეორე] ასეთი მცირე დანაშაულისათვის კაცის მოკვლა სამართლიანობა არ იქნებოდა. [ამიტომ უშუალოდ] არ ჰკლავს. ბოლოს მიზნად დაისახავს გაგზავნოს სადმე ისეთ ადგილას, სადაც ის დაიღუპება. ერთ დღეს ქორს გაუშვებს გაყინულ წყალზე და იხვს დააჭერინებს, თავადს ეტყვის: უსათუოდ წადი და ქორი და იხვი მომგვარეო, გაგზავნის. ყინული არ იყო ისეთი [სქელი], რომ კაცი დაემაგრებინა. თავადის ცდამ ამაოდ ჩაიარა და დაიხრჩო. ტურფა ასული-კი დაორსულდება და, სათანადო დროის გასვლის შემდეგ, მას დაებადება ქალიშვილი. იმ დროს ვან-ის ( ) სოფლებში -ად წოდებული სოფელი63 ვეებერთელა ქალაქი ყოფილა და მეფის ჩამომავალი ბაგრატოვანად ( ) წოდებული უფლისწულის მამული ყოფილა. ამ ქალიშვილს ამ [უფლისწულზე] დააქორწინებს. მას დაებადება სამი ვაჟიშვილი. საქართველოს სახელმწიფოს ამ სამ ვაჟიშვილს დაუნაწილებს: უფროს შვილს ქუთაშის ( ) 64 სამეფოს მისცემს. [ეს ქუთაში] ბაშიაჩუკის ქვეყანაა და ბაშიაჩუკის [მეფეთა] გვარეულობა იქიდან იწყება. შუათანა ვაჟს თბილისს მისცემს და სიმონის გვარი მანამდე აღწევს. ისინი ლუარსაბის65 შვილებად არიან ცნობილნი. უმცროს შვილს

43

კახეთის პროვინციას მისცემს. [ეს პროვინცია] ლევან მეფის ქვეყანაა. მაგრამ, ვინაიდან უფროსი შვილის გვარი ბაშიაჩუკის მეფეებიდან იწყება, ყველა მის პატივისცემასა და დიდებაში ერთსულოვანნი არიან. მაგალითად, მისგან დაწყევლას ერიდებიან, ხმალს მას შემოარტყმევინებენ და გაჭირვების დროს რჩევა-დარიგებისათვის მას მიჰმართავენ. განსვენებული სულთანი სელიმ პირველი66 , თავისი ბატონიშვილობის დროს, მათ სატახტო ქალაქ ქუთაშში ჩავიდა. მათ მორჩილება გამოუცხადეს და [სელიმ] ბატონიშვილმა ხარაჯები აპატია, ახლაც მათ ხარაჯა არ მოეთხოვებათ. ვინაიდან სხვა ვითარებათა შესახებ მოთხრობა [ძლიერ] გაჭიანურდებოდა, ამოდენათი ვკმაყოფილდები. (II, 44-45).

შექის ციხის67
აღება
986 წელი [ = 1578-1579 წწ.] უფრო ადრე, როდესაც

ალექსანდრე ხანი დაგვმორჩილდა, მას [ალექსანდრეს] მიენდო შექის დაპყრობა. მასთან ერთად წარგზავნილ იქნენ ათასეულიდან ორასი სიფაჰი და მეთაურთაგან მირზა ‘ალი ბეგი და ლაღოშ აჰმედ ბეგი68 , რომელთა სამშობლო მაგ ძველ ქვეყანაში იყო და [თვითონ ესენი] მაგ ქვეყნის საქმეებში გაწაფულები და ნაცადი გულადები* იყვნენ. მაგრამ მათ გზაზე მდებარე მდინარე კანუკი ძლიერ ადიდებული და მღვრიე იყო, რისთვისაცრამდენიმე დღე დაყოვნდნენ. შემდეგ შემთხვევა მიეცათ და გადავიდნენ და შექის ციხეს ალყა შემოარტყეს. მაღალი ალლაჰის შემწეობით ციხე დაიპყრეს და საფადიშაჰო ქვეყანას [შეუერთეს]. მამამისის მიერ გაწეული სამსახურის სანუქფოდ ეს ეჲალეთი ებოძა და დაენიშნა ლევანის ძეს ერეკლე მირზას. მას შემდეგრაც ყადი და ციხისთავი დაინიშნა და სხვა საჭირო მასალა მომზადდა, იგი (ეჲალეთი) საფადიშაჰო სახელმწიფოს შეუერთეს. (II, 45-46).

მეორე ლაშქრობა ემირ ხანთან და სხვა გზადაბნეულ
ყიზილბაშებთან
986 წელი [=1578-1579 წწ.]. ძლევამოსილმა სარდალმა

აღრიცხა ჯარი და [გზადაგზა] ნადირობით შირვანისაკენ გაემგზავრა. იგი დაბანაკდა მდინარე კაფურსა და მდინარე კანიკს შუა69 აქ რომ იდგნენ [შეიტყვეს, რომ] თოქმაქ ხანი და მასთან ერთად _______

*ტექსტში წერია მაგ ქვეყნის „ლომები და მგლები იყვნენ’.

44 დამარცხებული გზადაბნეულები თურმე იმ [დამარცხების] დროიდან ისლამის ჯარზე შურისძიების ფუჭი ოცნების შესრულებისათვის ემზადებოდნენ. დამარცხებისმომასწავებელი სარდლობა თხოვეს თავრიზის ხანს ემირ-ხანს, რომელსაც შაჰის ნებართვა ჰქონდა და რომელზედაც ესენი ფიქრობდნენ, რომ ის მამაცი და გულადია. შემდეგ ემირ-ხანი და მუღანის მფლობელი მურად-ხანი და ნახიჩევნის მფლობელი შერეფ-ხანი70 და ენსარ ხალიფა, ესე იგი, ყიზილბაშთა შვიდი, რვა მთავარსარდლის მეთაურობით ოცი ათასზე მეტი ჯარი ქოჲუნ გეჩიდის* სახელით ცნობილ მდინარეს გადავიდნენ და ისლამის ჯარის საძოვარზე მოსიარულე აქლემებსა და სხვა საქონელში შეაღწიეს.როდესაც ამ ამბავმა ძლევამოსილ სარდლამდე მიაღწია, დაუყოვნებლივ მათ საწინააღმდეგოდ გაიგზავნენ ‘ოსმანფაშა და ჰალაბის ბეგლარბეგი მეჰმედ ფაშა და ზ჎- ლ-კადირლის 71 ბეგლარბეგი მუსტაფაფაშა72 . დაინახეს, რომ მათ რამდენიმე რაზმი წინ წამოუყენებიათ და ბრძოლისათვის მომზადებულან. ემირ ხანის გარდა სხვა ყველა ხსენებული ხანი ქოჲუნ გეჩიდის მდინარეს გადმოსულან, მხოლოდ ემირ ხანი რამდენიმე რაზმით ზურგის ჯარში ჩადგა და მდინარის ფონთან განლაგდა. როგორც კი ისლამის ჯარი მივიდა, ჯიქურად დაიწყო ბრძოლა. ისე დაესხნენ თავს, რომ თვალის გაღება არ აცალეს. ისინიც [ყიზილბაშები] მტკიცედ იყვნენ, გამძლეობაში და ისლამის ჯართან ბრძოლაში დაუდევრობა არ გამოუჩენიათ, მაგრამ, ბოლოს მაღალი ღმერთის შემწეობით ყიზილბაშებმა პირი იბრუნეს. მთელი ჯარი, რომელიც ფონს იყო გადმოსული, მოტყდა და დაიბნა. ჩვენმა ჯარმა კიდევ მძაფრად შეუტია. ამ დროს ორი ათასი ყიზილბაში დაეცა, დანარჩენი იმას ფიქრობდა, თუ როგორ ეშველა თავისათვის. გადასასვლელ ფონს მიცვივდნენ, მაგრამ სიმჭიდროვესა და ალიაქოთში ხსენებული ფონი ვერ იპოვეს. სასწრაფოდ დარბოდნენ [მდინარეზე] გადასასვლელად და, ბოლოს, ხმლის შიშით წყალში ჩაცვივდნენ. რადგანაც აქ ფონი არ იყო, უმეტესობა წყალში დაიხრჩო. მსოლოდ ემირ ხანი თავისი ჯარის იმ ნაწილით, რომელიც ფონს გადმოსული არ იყო, სამშვიდობოს გავიდა. ვინც ტანსაცმელი დაყარა და ისე გავიდა მდინარეს, ისიც კი „ხომ გადავრჩიო’ ამბობდა და ღვთისადმი მადლიერებას გამოთქვამდა. (II, 46-47). _______

* ქართულად ნიშნავს ც ხ ვ რ ი ს ფ ო ნ ’ ს
45
შემახის მფლობელის არას ხანისა და შექის მფლობელის
აჰმედ ხანის საკვირველი დამარცხება
ესენი [არას ხანი და აჰმედ ხანი] შვიდი-რვა თავიანთი ტოლი

საუბედურო ყიზილბაშთა [სარდლებით] თორმეტი ათასი რჯულის მტრებთან ერთად ემირ ხანის დასახმარებლად გაემართნენ. შემთხვევით ისეთ გადასახედ ადგილას მიაღწიეს, რომ ემირ ხანის ისლამის ჯართან ბრძოლა და [ყიზილბაშთა] დამარცხება [შორი] მანძილიდან დაინახეს. თურმე შირვანის სუნიტებს გაეგოთ ყიზილბაშთა დამარცხება და, როცა მათ უკან გამოეკიდნენ, დაინახეს, რომ ესენი გაქცევაზე არიან. მამაცურად ჩაებმებიან ბრძოლაში. [ყიზილბაშები] რომ ერთ დიდ ხიდზე ჭიდილით გადადიოდნენ, ხიდი მათი სიმძიმის გამო მთლიანად ჩაინგრა და ყველა ყიზილბაში წყალში ჩავარდა და დაიხრჩო. უკან დარჩენილები კი შირვანელმა სუნიტებმა გაწყვიტეს. ეს არის მოულოდნელი კეთილი საქმე, რომელიც ხდება ხოლმე. (II, 47).

არეშის ციხის72ა აშენების შესახებ
ვიდრე ამ ქალაქში შევიდოდა, ისლამის ჯარმა სურსათ-სანოვაგის უქონლობის გამო დიდი გაჭირვება განიცადა. იმდენად, რომ

სახელოვან სარდალთან ჯგუფებად მიდიოდნენ და შეუფერებელი ენით ელაპარაკებოდნენ. კაცმა რომ თქვას, ქერი ექვს-ექვს ოქროდ, ფქვილი თერთმეტ-თერთმეტოქროდ, მარილს, რომელიც ყოველგვარი საჭმლისათვის ყველაზე უფრო საჭირო რამ არის, ორ-ორ ოქროდ ვერ იშოვიდი. როცა ქალაქ არეშს მივიდნენ, ისეთი დოვლათიანობა და ბარაქიანობა იყო, რომ ყველამ თითო თვის, შეიძლება ორმოცი-ორმოცდაათი დღის სანოვაგე იშოვა. აქ საჭირო შეიქნა ციხის აშენება. შაჰის ბაღს, რომელიც ქალაქგარეთ მდებარე უმშვენიერესი ბაღი იყო, გარშემო გამაგრებული ზღუდე ჰქონდა და ისეთი ფართო იყო, რომ ოცი-ოცდაათი ათასი ჯარისკაცისათვის საცხოვრებლად საკმარისი იყო. ამიტომ ერთსულოვნად მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ ეს ციხედ გადაეკეთებინათ. მთელი ეს ხეები დაჩეხეს, სამკარიანი, ფართო და ღრმა ორმოიანი რამდენიმე დიდი ბურჯ-კოშკი გააშენეს და დაუმატეს. ერთი კვირის განმავლობაში ვეებერთელა და გამაგრებული ციხე გამართეს. ბეგლარბეგობა უბოძეს უავგუსტოესი ჰარემის მირახორობიდან გამოსულ სარ჎ხანის სანჯაყის ყოფილ ვალის კაიტას ბეგს73 . (II, 47-48). 46

ბაბ-ელ-ებვაბის ანუ თემურ-კაფუს ციხის დაპყრობა
986 წელი [=1578-1579 წწ.].როდესაც ამ ქვეყანაში მცხოვრებმა სუნიტებმა გაიგეს, რომ, ამრიგად ძლევამოსილმა სარდალმა

მტრის ჯარზე ნადირობით სხვა დაპყრობილ ადგილებს შირვანის მხარეც დაუმატა, მათ [სუნიტებმა] დაიჭირეს და დააპატიმრეს გზააბნეული ჩირაღ ხალიფად წოდებული [შირვანის] მფლობელი, რომელიც გზა-კვალდაკარგული შაჰის მიერ იყო დაყენებული. სამასამდე ყიზილბაშის ლეშს თავი მოჰკვეთეს, შემდეგ ორ ათასამდე ლურჯ^და შავ-ქუდიანი სუნიტი მშვილდოსნები, მსროლელები და მამაცობაში გამოჩენილი გულადი ვაჟკაცები საგანგებო მწყობრით უავგუსტოეს ბანაკში მოვიდნენ. წარჩინებულებს საპატიო ხალათები ჩააცვეს, დანარჩენებსაც მოსალოდნელზე მეტი პატივისცემით შეხვდნენ. და მაგ ადგილას უსინათლო კვარის სიცოცხლის ფითილი გადაიჭრა და სხვა ლეშებთან ერთად [აქაურობა] გახდა სამუდამო განსვენების ადგილი. (II, 48-49).

შირვანის ეჲალეთში ‘ოსმან ფაშა რომ დარჩა ვეზირის
თანამდებობით
როდესაც შირვანის მხარე ოსმალთა სახელმწიფოს დანართი

შეიქნა, საჭირო გახდა დაენიშნათ [ეჲალეთის მცველად] მამაცი ხმლის პატრონი და კეთილი ბუნების ვეზირი. რადგანაც ერთსულოვნად გადაწყდა, რომ დიდი და მცირე [თანამდებობის] ჯარისკაცებისა და [საერთოდ] ყველასთვის რჩეული ოზთემურ ფაშის ძე ‘ოსმან ფაშა იყო, იგი დაინიშნა ვეზირისა და სარდლის წოდებით შირვანის მმართველად, ხოლო მის ადგილსამყოფელად დადგინდა თემურკაფუს ციხე და ზუსტად ათასი იანიჩარი, საკმარისი რაოდენობა მარცხენა ფლანგის ‘ულ჎ეფაჯიებისა და სხვა კაფუ ყულის ჯარისა, სამოცზე მეტი ქვემეხი და ზარბაზანი, ორასი ზანდუკი თოფწამალი და [ციხეში] დატოვებული ჯარის ექვსი თვის ჯამაგირი ზემოთ დასახელებულ ვეზირს ჩაბარდა. და კვლავ სამი ათასი ყული იქნა ჩაწერილი და გამოსაყვანი რაზმებით თიმარის პატრონთაგან ათი ათასი რაოდენობის მცველიც იქნა მიჩენილი.

(II. 49).
შირვანის ვილაჲეთის ფინანსებისა და აღწერის ამბავი
ამ ვილაჲეთის დეფთერდარობა მიეცა ვინმე გუმუშზადე მუსტაფა ჩელების. ყიზილბაშთა მმართველობის დროის მიხედვით საფადიშაჰო დავთარში ჩაიწერა წლიური ფინანსიური შემოსავალი
47

ორას ორმოცდაშვიდნახევარი ჲუქი ახჩა. ამ ქვეყნის აღმწერად კი დაინიშნა ვინმე ზალ მეჰმედ ჩელები. შემახის ბეგლარბეგს დავთარში ჩაეწერა შვიდასი ათასი ახჩის შემოსავლიანი სახასო მამული და თოთხმეტ სანჯაყბეგს კი მათი დამსახურების შესაბამისი რაოდენობის სახასოები და თითეულ სანჯაყს ზა’იმთა და თიმარის პატრონთათვის რჩეული სოფლები უზენაესი სახასოს სახით სახასო ადგილებად ჩაეწერათ დავთარში. და თემ჎რ-კაფუს ვილაჲეთსაც ზემოთ მოხსენებულის შესაბამისად სახასოები ჩაეწერათ, ხოლო ბეგებს, ზა‘იმებსა და თიმარის პატრონებს კანონის მიხედვით – სოფლები და შვიდ სანჯაყბეგს სახასოები დაენიშნათ დაღესტნის მფლობელს ემირ შამხალს მისცა ერთი რჩეული სანჯაყი არფალიქის წესით ხოლო მის ძმას თუჯალავ ბეგს ერთი რჩეული სანჯაყი მიეცა არფალიქის წესით. ‘ოსმან ფაშამ თუჯალავ ბეგის ქალიშვილი შეირთო ცოლად მხოლოდ იმისათვის, რომ დაღისტნის მმართველებთან მეგობრობა ჰქონოდა, მიეღწია ერთობისათვის და ეს ყოფილიყო საბაბი სრული სიმტკიცისათვის. დაღესტანი ვრცელი სამფლობელოა; ბევრი მისი მფლობელის სახელი არც უხსენებიათ ამ მხარეში. მათ შორის ყუმუხთა და ყაითაქთა და თაბასარანის მმართველები ‘ოსმანფაშას დამორჩილდნენ. განსვენებულმა ‘ოსმან ფაშამ სტამბოლში თან ჩამოიყვანა ის ქალბატონი, რომელმაც ძლიერ გაითქვა სახელი თავისი კეთილმშვენიერებით. იმ დროის მომღერლებმა მასზე დაღესტნის ლამაზმანის სახელით სიმღერა გამოთქვეს და მურაბბა‘ები74 შეთხზეს. ერთი ორი წლის განმავლობაში მომღერლებთან და სახალხო მთქმელებთან მისი სახელის ხსენება არ შეწყვეტილა. შემდეგ ის ფადიშაჰის ბრძანებით დააქორწინეს ჰასან ფაშაზე, რომელიც ბოსნიაში დაიხრჩო. ბოსნიაშიც კი წაიყვანა თან. (II, 49-50).

აქა ამბავი კეთილშობილი სარდლის არეშიდან დაბრუნებისა
როცა არეშში თვრამეტი დღე გაჩერდნენ, ჯეროვანად მოიმარაგეს საბრძოლო მასალა არეშის ციხისათვისა და გულადი

‘ოსმან ფაშისათვის. შემდეგ ისლამის ჯარით დაბრუნდნენ. გაემართნენ იმ განზრახვით, რომ გაევლოთ ლევან ხანის ქვეყანა. მერვე დღეს სულთანჯიქ’ად წოდებულ ადგილას დაბანაკდნენ. ამ ბანაკში კეთილშობილ სარდალთან შესახვედრად მოვიდა დაღესტნის მბრძანებელი შამხალი. ისლამის ჯარი სრული ზეიმითა და ბრწყინვალებით შეეგება მას, წამოიყვანა და განუზომლად განა48 დიდა იგი და პატივისცა. საოცარია! ის ღამე ბერათის ღამე* იყო. ისლამის ჯარი ზეიმობდა, ზარბაზნებსა და თოფებს ისროდა, ჩირაღდანს ანთებდა და ნაირნაირ სანახაობასა და გასართობებს აწყობდა. ისე რომ იქაური ხალხი გაოცებული და განცვიფრებული დარჩა.

‘ალი ე ფ ე ნ დ ი ს მ ო თ ხ რ ო ბ ა. განსვენებული წერს: კეთილშობილმა სარდალმა მე, მწირი, გამაგზავნა იმისათვის, რომ სიტყვიერად მომეთხრო მისთვის ის ამბები, რომელთა დასაიდუმლოება იყო საჭირო. მოხსენების დამთავრების შემდეგ საუბრის დროს შემდეგს მოჰყვა: პირდაპირ მთა რომ მოჩანს, იმის პირიქითა მხარეს ცხოვრობს ითთაბალ’ ად ( ) 74ა წოდებული ერთი საზიზღარი ხალხი, რომელთაც ავი რჯული და ცუდი ზნე-ჩვეულება აქვთ. ლეშის მჭამელები და მურტლები არიან. ერთ ქალს შვიდი-რვა ვიგინდარა შეირთავს; გაჩნდებიან ნაბიჭვრები. როდესაც [ეს უკანონო შვილები] შეძლებენ [თავისუფალ] მოძრაობას, დაიჩოქებენ მუხლებზე; ამ უკანონოდ შობილს ხელში ერთ ვაშლს მისცემენ და თავისკენ მიიხმობენ. ვისაც [ბავშვი] ვაშლს მისცემს, ბავშვს იმ კაცის შვილად მიიჩნევენ. და ამასაც გადმოსცემს: ყაჲთაქში ყოფილა ერთი ტომი. მათ მბრძანებელს უცმა’ს 74ბ ეძახიან თურმე. ის ჩემულობს, რომ მისი უწმინდესობა წინასწარმეტყველის – მასზე იყოს ლოცვა მაღალი ალლაჰისა და მშვიდობა – მაღალღირსეული ბიძის, მისი უწმინდესობა ჰამზას – მაღალი ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისგან – ჩამომავლობისა არის. თურმე მათი ტანის სიმაღლე ზომიერია და სხვა ადამიანთა შესაბამისი, მაგრამ ძალიან მსუქნებია, ზორბები, თავი აქვთ მსგავსი ისეთი დიდი ქვაბისა, რომელშიც შეიძლება მთლიანად ორი ცხვარი მოიხარშოს. ვთქვათ, ცხენი ან სხვა ცხოველი რაც უნდა ღონიერი იყოს, მათ ტარებას ვერ გაუძლებს თურმე. ერთი ადგილიდან სადმე სხვაგან თუ წავლენ, კამეჩის ურმით მიდიან თურმე. ის კი არა, ღირსეულ სარდალთან რომ ვერ მივიდნენ, პატიება ითხოვეს იმ მიზეზით, რომ იმ მთიდან ურმით გადმოსვლა შეუძლებელი იყო. (II, 50-51). ისლამის ჯარი რომ არზრ჎მის საზამთრო ბანაკში ჩავიდა

ისლამის ჯარმა რომ თბილისის მიდამოებს მიაღწია, კასიმ’ზე

ორი დღით ადრე იყო [=24. XI]. მაგრამ ზამთრისებური ამინდი დაიჭირა და ისეთი ცივი და ძლიერი ქარი იყო, რომ რამდენიმე __________

* ბერათის ღამე – შა’ბანის თვის 15-ის ღამე, როცა მუჰამმედს ეცნობა, რომ

ის იქნება ალლაჰის მოციქული და წინასწარმეტყველი.

49

ათასი კარავი დაგლიჯა და დაანგრია. კასიმის ღამეს [=26.X.] იმდენი თოვლი მოვიდა, რომ კარვების მეტი წილი თოვლის ქვეშ დარჩა. ამრიგად, ამ ბანაკში რამდენიმე ათასი კაცი დაიღუპა. საერთოდ ათასი გაჭირვებითა და წვალებით პატიოსანი რამაზანის ოცდაერთს [=1578 წ. 21. XI], როგორც იყო, არზრ჎მს ჩავიდნინ. ისლამის ჯარის ისკუდარიდან წამოსვლიდან, ბანაკიდან ბანაკამდე რომ იარეს და ახლა არზრ჎მს რომ ჩავიდნენ, ლაშქრობის ას ოცდათოთხმეტი დღე შესრულდა. ამ ვადაში არ შედის ერთ ადგილას გაჩერების ხანი. ამ დროს ზოგი [ჯარისკაცი] ყაზარმაში დატოვეს, ზოგს [შინ] წასვლის ნება მისცეს და საჭიროების მიხედვით ყველას საქმე მოაგვარეს. (II, 51-52).

ისლამის ჯარის დაბრუნების შემდეგ შირვანში მომხდარი
ამბები
ღირსეულმა ‘ოსმანფაშამ მისდამი რწმუნებული უამრავი ჯარით, ჯერ არეშის პირდაპირ გააშენა ძალიან მაგარი ხიდი, გადავიდა ამ ხიდზე და ყარაბაღისა და მუღანის ხალხი დაარბია და

დიდი ზრალი მიაყენა. უსაზღვრო და შეუდარებელი ნადავლით თავის საბრძანებლოში ჩავიდა. (II, 52).

შირვანის ყოფილი ხანის არეშ ხანის მოკვლისა და მისი
დამარცხების ამბავი
არეშ ხანმა, რომელიც უწინ შირვანის მბრძანებელი იყო,

‘ოსმან ფაშისა და სხვა სუნიტების განადგურების მიზნით ოცდახუთ ათასზე მეტი ყიზილბაშთა ჯარი შეკრიბა და შირვანის მიწაწყალზე გადმოვიდა. თავდაპირველად შემახის დაეცა. ბედნიერი რამაზანის მეცხრე დღეს, რომელიც კვირა იყო [= 1578 წ. 9. XI, კვირა], ‘ოსმან ფაშაც ისლამის ჯარით წინაღუდგა და ხოცვაჟლეტა დაიწყო. იმ დღეს მთელი დღე იბრძოლეს. მაგრამ საღამო რომ დადგა, შესვენების დაფი დაუკრეს და განშორდნენ. მეორე დღესაც იგივე განმეორდა. მესამე დღეს, რომელიც სამშაბათი იყო, კვლავ ისეთივე ბრძოლა და ხანგრძლივი ომი იყო. ორთავე ქვეყნის უფალი ღმერთის შემწეობითა და ქვეყნის წინამძღვრის [ფეიღამბერის] – მასზედ იყოს მშვიდობა – სასწაულთა სიუხვით, დიდი ხნის განმავლობაში რომ ისლამის ჯარი თათარ ხანის [ჯარის] მოსვლას მოუთმენლად ელოდა, აი ახლა ამ ადგილას მოაღწია ამ ჯარმა. ისინი მოვიდნენ: თათარ ხანის სამი გულადი და მამაცი 50 ძმა, რომელთაგან ერთი იყო ‘ადილ გირეი, მეორე – ღაზი გირეი და მესამე – სა‘ადეთ გირეი და მისი [თათარ ხანის] ღირსეული შვილი მუბარექ გირეი ორმოცი-ორმოცდაათი ათასი მტერზე მონადირე თათრის ჯარით. ჯიქურად დაესხნენ ყიზილბაშებს. მაღალი ალლაჰის მადლით, ისეთი ბრძოლა ატყდა, რომ ციური სამყაროს შორსმჭვრეტელ თვალს, შეიძლება, ანგელოსთა გუნდსაც ამის მსგავსი ცოტა უნახავთ. და, გარდა იმისა, რომ ყველა ამდენი ხანი და სულთანი დახოცილ იქნა, შვიდი ათას შვიდას სამოცდაოთხი ყიზილბაშის მოკვეთილი თავი აღრიცხეს. დადასტურდა, რომ ჭრილობისაგან დაღუპულნი და წყალში დამხრჩვალები კიდევ ათი ათასზე მეტი იყო. გზაკვალდაბნეულთა სარდალი არეშ ხანიც ტყვედ ჩავარდა და დიდებული ვეზირის თანდასწრებით ისიც მოკლულ იქნა. ხოლო ნადავლი, რომელიც ისლამის ჯარმა ჩაიგდო ხელში, ყოველგვარი ანგარიშსა და ზღვარს სცილდებოდა, ამიტომ ამაზე აქ ლაპარაკს ვწყვეტ. (II, 52-53).

აქ ამბავი არეშის ბეგლარბეგის ყაითას ფაშის წამებით
მოკვლისა
როდესაც ბოროტგანმზრახველი არეშ ხანი ‘ოსმანფაშაზე

გამოემართა, იმამყული ხან სულთანი და გილანელი ემირ ხანიც თხუთმეტი ათასი გზადაბნეული ყიზილბაშით არეშის ციხეს მოადგნენ. ყაითას ფაშა ციხეში რომ უნდა გამაგრებულიყო, სიმტკიცე ვერ გამოიჩინა, ყიზილბაშების თავდასხმა აიცილა და თვითონ დაესხა მათ. მაგრამ ყოველთვის კარგი ამინდი არ დამიდგება – „სრბიან ქარები ისე, როგორც ეს ხომალდებს არ სურთ*’. მისი ჯარი დამარცხდა და თვითონაც მაშინ დაიღუპა. ამის შემდეგ ყიზილბაშთა ლაშქარმა ქალაქ არეშის მცირე ნაწილში შეაღწია და სუნიტთა ხოცვას შეუდგა. [არეშის] ერთი-ორი უბანი იავარჰყვეს და ტყვეები და ნადავლი გაინაწილეს. (II, 53). არეშ ხანის ქონებისა და დოვლათის და მისი ოჯახის დარბევისა

და შემდეგ ყიზილბაშთა ჯართან ბრძოლების შესახებ
როდესაც არეშ ხანი წუთისოფელს გამოესალმა, ერდოღდუ

ხანი და რამდენიმე სულთანი მაგ ჭიდილში უკუიქცნენ. როდესაც [ჩვენმა] გულადმა სარდალმა გაიგო, რომ მათ [ერდოღდუმ და __________

* წინწკლებში ჩასმული გადმოცემულია არაბული წინადადებით, რომელიც დოც. ალ. ლ ე კ ი ა შ ვ ი ლ მ ა თარგმნა.
51

სულთნებმა] მტკვრის პირდაპირ ჰალუ’დ [ ] წოდებულ მხარეში, ძნელად მისადგომ ადგილას თხრილები გათხარეს და ხმალს გადარჩენილ ყიზილბაშებთან ერთად თავიანთი თავისა და ცოლშვილისათვის თავდაცვასა და თავშესაფარს აწყობენო, მათ საწინააღმდეგოდ ხანის ძმებთან ერთად გაგზავნა თათართა ჯარის ერთი ნაწილი. როგორც კი ეს ჯარი იქ მივიდა, მათ [ყიზილბაშებმა] პირი იბრუნეს დამარცხებისაკენ და წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. არეშ ხანის ხაზინა, მისი ლამაზმანები, – მოწიფული ქალიშვილები, ცოლი და ორმოცი-ორმოცდაათი ლამაზი მხევალი დაატყვევეს და გაძარცვეს. ტყვედ ჩაიგდეს აგრეთვე ერთი მისი ყრმა შვილი, ხოლო მანდ მყოფი ყიზილბაშების უმეტესობა დახოცეს. სხვა ნადავლის გარდა თათარ ჯარისკაცთა გუნდმა დამსახურებულად იგდო ხელში თორმეტი ათასი აღვირი აქლემი. ჭეშმარიტად, ეს დაპყრობა და ეს ნადავლი უთუოდ დიდად სჭარბობდა ადრინდელებს.

(II, 53-54).
შემახაში

‘ოსმან ფაშისათვის ალყის შემორტყმა და

ზემოაღნიშნული თათრის ჯარის ომი
ოცდაათ-ორმოც ათასმა ურჯულოთა ჯარმა ერთი ჭაბუკი,

ვითომ უფლისწულიაო და, თავიანთ მთავარსარდლად გახადეს, მოადგნენ შემახის ციხეს და, სამი დღის განმავლობაში ‘ოსმანფაშას ალყა შემოარტყეს. სახელოვანმა ფაშამ კი ეს ამბავი შეატყობინა თათართა ჯარს, რომ სასწრაფოდ წამოსულიყვნენ მოსაშველებლად. გაგზავნილი ჩავუში შემთხვევით ყიზილბაშთა ჯარს ჩაუვარდა ხელში. როდესაც [ყიზილბაშებმა] წერილის შინაარსი გაიცნეს, შირვანელებთან ომი გადასდვეს და გაემგზავრნენ თათრის ჯართან შესახვედრად. შეხვდნენ მათ მაჰმ჎დ აბად’ ად წოდებულ ველზე. სამ-ოთხ დღეს გაგრძელდა დიდი ბრძოლა და ჭიდილი. მაგრამ თავსხმა წვიმამ არცერთ მხარეს თვალის გახელის საშუალებაც კი არ მისცა. ბოლოს ბრძოლაზე ხელი აიღეს; ყიზილბაში თავის მხარეში, ხოლო თათარი ბაბ-ელ-ებვაბ ‘ისაკენ გაემართა. რადგანაც ‘ოსმანფაშამ მიზანშეწონილად მიიჩნია ცოტა ხანს დაღესტანში დარჩენა და შემდეგ საჭიროებისამებრ ისლამის ჯარის თემ჎რ-კაფ჎ში ჩაკეტვა, შემახიდან იგი გადავიდა, შეხვდა ხანისწულებს, წამოვიდა მათთან ერთად და მოვიდა თემ჎რკაფუში. აქ ჩამოვიდნენ აგრეთვე ნოღაელი თათრებიდან თხუთმეტ ათასამდე თათრის ჯარი და დაღისტნის მმართველის ემირ შამხალისგანაც იმდენივე მშვილდოსანთა რაზმები ჩავიდნენ. ამიტომ იყო, რომ 52 ისლამის ჯარმა სრულყოფილად მოიკრიბა ძალა და მოიპოვა დიდება და ძლევამოსილება. შემდეგ, გულადმა ‘ოსმანფაშამ უმჯობესად მიიჩნია ეს ვითარება მოეხსენებინა ფადიშაჰის კარისათვის, ვიდრე [ეცნობებინა იგი] ქვეყნის დამპყრობი ვეზირისათვის. მან გაგზავნა ჩაფართა ცხენებით ულაყები ყივჩაყის ველით კაფას ნაპირებისაკენ და საქმის ვითარება აუწყა. და ეს მაშინ, როცა მას სარდლისაგან არ ჰქონდა საბაბი მისგან ასე უგულვებელყოფისა და მაშინ, როცა მათ შორის უსიამოვნების გამომწვევი არავითარი მიზეზი არ იყო. ამის შემდეგ ვეზირს გვერდს აუვლიდა ხოლმე და ყოველგვარ ვითარებას, რომელიც აუცილებელი იყო მოეხსენებინა და ეცნობებინა ზემდგომთათვის, უშუალოდ სტამბოლს აცნობებდა ხოლმე. (II, 54-55).

ხანის ძმის ‘ადილ გირეი ხანის ყიზილბაშთა ხელში
ჩავარდნის ამბავი
შირვანზე თავდასასხმელად წამოსული ყიზილბაშები ყარაბაღისა და მუღანისაკენ გამოემართნენ. აქედან თემურ-კაფუსაკენ

იყურებოდნენ. მათი [ყიზილბაშების] ამ ადგილას მოსვლისა და შეკრების შესახებ მოხსენდა მაღალღირსეულ უფალ ვეზირს. [სარდალმა] ხანის ძმა ‘ადილ გირეი სულთანი თათართა მრავალრიცხოვანი ნაწილებით დაუყოვნებლივ გაგზავნა მათთან [საბრძოლველად]. მაგრამ განგებით თურმე წინასწარ განსაზღვრული ყოფილა აქ მოხსენებული სულთნის [ ‘ადილ გირეის ტყვედ] ჩავარდნა და თათრის ჯარის დამარცხება. ისეთი ძლიერი და ხანგრძლივი წვიმები დაიჭირა, რომ [ჯარს] სამოქმედოდ ხელფეხი შეუბორკა. მტრის სიმრავლემ მოიცვა ყოველი მხარე. დასასრულ, ბევრი ბრძოლისა და ჭიდილის შემდეგ ხანის შვილი [მტრებს] ჩაუვარდა ხელში; ეს წარმოშობით ჩინგიზის გვარეულობიდან არისო და მომეტებულად განადიდეს და პატივი მიუგეს. მაგრამ რა გამოვიდა, მტერმა გაიმარჯვა და თვითონ კი დამარცხდნენ; ალლაჰის ნება სწორედ ეს ყოფილა და ასეც მოხდა. (II, 55-56). მეორე წლის უავგუსტოესი ლაშქრობის დაწვრილებითი ამბები,

რომელიც ვეზირისა და სარდლის ზემოხსენებული მუსტაფა
ფაშის დროს მოხდა
ცხრაას ოთხმოცდა შვიდ წელს, გაზაფხულზე, რომელიც ჯუმადი-ულ-ევველის თვეს დაემთხვა [=1579 წლის ივნისი], გაიცა

ბრძანება, რათა ჯარი კვლავ არზრ჎მის ვაკეზე შეკრებილიყო. ამ

53

ბედნიერ წელს ანატოლიის ბეგლარბეგი ჯა‘ფარ ფაშასა75 და შამის დიდებული ბეგლარბეგის დიდი ვეზირის ტავილ მეჰმედ ფაშის თვალისჩინს ჰასან ფაშას თავიანთი ეჲალეთების ჯარით დაევალათ უავგუსტოესი ლაშქრობის ჩატარება. მოვიდნენ და აღნიშნულ ადგილას შეიკრიბნენ. აქიდან დაიძრნენ და ჯუმადი-ულ-ახირის მეორე დღეს [=1579 წ. 27. VII] ყარსის ველზე დაბანაკდნენ. ყარსის ციხის გაშენება ყველაზე უფრო საშურად იცნეს და საქმეს შეუდგნენ. მაღალი ალლაჰის შემწეობით აღნიშნული თვის უკანასკნელ დღეს [=1579 წ. 23. VIII.] დაასრულეს. (II. 56).

თბილისის ციხისათვის ალყის შემორტყმა და
ალყაშემორტყმულთა გაჭირვება
მას შემდეგ რაც ისლამის ლაშქარი არზრ჎მში ჩავიდა, თბილისის ბეგლარბეგისაგან მიღებულ იქნა რამდენიმე საგანგაშო

წერილი, რომელშიაც ის თავიანთ დიდ გაჭირვებაზე წერდა. მაგრამ მრავალ ღონისძიებათა მიუხედავად სურსათის მიწვდენა მაინც შეუძლებელი გახდა, ვინაიდან ყიზილბაშებმაც იცოდნენ მათი ასეთი გაჭირვებული მდგომარეობა, იმამყ჎ლი ხანი წამოვიდა ათი ათასი ჯარით და სრული ოთხი თვე ციხეს ალყა შემოარტყა. ციხეში ალყაშემორტყმულთა შორის ხორბლის ქილა ათას ახჩად იყიდებოდა, ქერისა კი რვაასად და, ბოლოს, ისიც არ დარჩა. ერთი აქლემი ოციათას ახჩად გაიყიდა. ბოლოს ძაღლისა და კატის ხორციც ჭამეს ისე რომ ერთი ძაღლი ორ-ორ ათასადაც გაიყიდა. ამ გაჭირვება-უბედურებაში მყოფ ალყაშემორტყმულ მეციხოვნეებში მხოლოდ შვიდასი კაცი გადარჩა. საქმე ამ ზომამდე რომ მივიდა, [ყიზილბაშებმა] ათასი მცდელობითა და დაპირებებით დაჟინებით მოითხოვეს ციხე, მაგრამ არ მისცეს. შემდეგ ბედნიერმა სარდალმა მუსტაფა-ფაშის ხელით საკმარისი სურსათი გააგზავნა, ამის შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ გააგზავნა სურსათი და მაგ საწყლებს სიცოცხლე შეუნარჩუნა. მართალია [გაგზავნილი] სურსათიდან ბევრი ქართველ ქაფირებს შეხვდა, მაგრამ მუსლიმებსაც ბევრი ერგოთ. კვლავაც დამზადებულ იქნა უამრავი სურსათ-სანო ვაგე, რომელიც გაიგზავნა დიდი ვეზირის თვალისჩინისა და მისი მეტად საყვარელი ჰასან ფაშის ხელით, რომელიც მან მთავარსარდლად დანიშნა. მან გამოიჩინა არაჩვეულებრივი გმირობა და თექვსმეტი დღის განმავლობაში მიაღწია [დანიშნულ ადგილს]. აქ უცნაური ის არის, რომ ხსენებულ ფაშას ორი დღის წინეთ თავისი მამისაგან მოუვა წერილი, რომელშიაც [მამა] წერს: ვიცი რომ შენ 54 გებრძანება თბილისისათვის სურსათის მიწოდება. წინააღმდეგობა არ გასწიო, კარგად მოემზადე და ისე გაემგზავრე და ეს სამსახური ბედნიერების წინნამძღვრად მიიჩნიე-ო. [ამ წერილის შინაარსი] თვითონ მას გაეზიარებინა ზოგი თავისი ახლობლისათვის.

(II, 57-58).
ისლამის ჯარმა რომ ერევნის მხარე დაარბია და
იავარჰყო
ციხის აშენების დროს თოქმაქ ხანად წოდებული ყალთაბანდი

თავისი ყაჩაღთა ბრბოებით ვერ ისვენებდა, რომ არ წვდენოდა ხან [ჩვენს] სურსათით მომმარაგებლებს, ხან კიდევ იქითკენ მიმავალ მეცხენე ბიჭებს. მაღალი ალლაჰის შეწევნით ციხის მშენებლობა დასრულდა. ისლამის შეიხებმა, რომლებიც გადამწყვეტლებია პატიოსანი მრევლის [ცხოვრებაში] წამოჭრილი ძნელი საკითხებისა, გამოსცეს ფეთვები ყიზილბაშთა ქვეყნის დარბევა-აწიოკების დროს მათი ცოლშვილის დატყვევებისა და მონად გახდომის თაობაზე. გაცემულ ფეთვათა შინაარსი ასეთია: კითხვა – სომხური წარმომავლობის მავანი მოქალაქისადმი კუთვნილი მონის გამოყენება შარсიათით ნებადართულია თუ არა? პასუხი – თუ დანაშაული აქვს, ნებადართულია... კითხვა – შარი‘ათით ნებადართულია თუ არა დედებთან ერთად დატყვევება იმ მცირეწლოვანი ბავშვებისა, რომლებიც შვილებია დატყვევებული ქალებისა და თავიანთი დედების სარწმუნოების გააზრიანება მათ არ შეუძლიათ? პასუხი – ნებადართულია. ასე, ამ ფეთვების შესაბამისად მაღალღირსეულმა სარდალმაც სწრაფი შეტევა მოაწყო, ე. ი., ღამის თავდასხმაზე გადავიდა, ძლიერი დასარტყმელად გონიერი ღონისძიებები მიიღო. ანატოლიის ბეგლარბეგ სარდალ ჯა’ფარ ფაშას75 და კიდევ სამ ბეგლარბეგს ბრძანებები დაუგზავნა, ჯარები მიუვლინა და ერევნისაკენ გაამგზავრა. თოქმაქ ხანი ერევნის ქვეყანაში იყო ხელისუფლად. თქვეს, აბა ნახოს, როგორია მეცხენე ბიჭებისა და ჯარში გამოსაყენებელი ცხოველების დარბევა და დაზიანებაო და მიჰყვეს ხელი ქალაქ ერევნისა და მისი მიდამოების დარბევას მაგ ოქროთი ნაკეთები სასახლეები მიწასთან გაასწორეს. მოხატული თაღები და ჩარდახები დაწვეს და ოც ათასზე მეტი ბავშვი და ქალი დაატყვევეს. იქიდან ისლამის ჯარი გამდიდრებული და გახარებული დაბრუნდა და უავგუსტოეს ბანაკში ჩავიდა.

(II, 58-59).
55
უსინათლო შაჰის, ე. ი. ქორ ხუდაბინდეს უბედური ქალისა და

უსირცხვილო მისი დისა და ‘ადილ გირეი ხანის მოკვლის ამბავი

ზემოთ ითქვა, რომ ხანის ძმა ‘ადილ გირეი სულთანი შემთხვევით ყიზილბაშებს ჩაუვარდა ხელში. შემდეგ აღნიშნულმა შაჰმა

სულთანი სამეფო სასახლის ერთ მშვენიერ ბინაში დააყენა შინა- ური პატიმრობით მისი მომსახურება დაავალა რამდენიმე ყიზილბაშს, რომელნიც მეთვალყურეებიც იყვნენ. ის ძალიან გაბედული და მამაცი უფლისწული იყო. [ამასთანავე ერთად], რადგანაც [უფლისწული] თავისი ღირსეული ჩამომავლობით მასზე [შაჰზე] უფრო მაღლა იდგა, [შაჰი] განიზრახავს სიძედ გაიხადოს იგი. შემდეგ აღნიშნული უფლისწული შეუყვარდება შაჰის დასა და ცოლს. შემდეგი საუბრები და მუსაიფები უკვე ქეიფობას იწვევენ, ხოლო ქეიფობის შედეგი კი პაემანია. შემდეგ მეთვალყურე მცველებმა ეჭვი აიღეს; რაღა ეჭვია, შეიძლება მალე გამოაშკარავდეს კიდევაც. ესენი ამბობენ: თუ შაჰი ცოლის უპატიოსნებას ითმენს და თვითონ უნამუსოა, ჩვენ ხომ [ოჯახისადმი] გულმოდგინეობა გვაქვს. ერთხელ თითქმის მთელი ჯარის სახელით ყიზილბაშთა ეს საზიზღარი ბრბო შაჰის საიდუმლო ოთახში შეიჭრა. მისი ტურფა ცოლი თუმცა ქმრის მკლავებს შეაფარებს თავს, საწოლს შეიხიდებს და თუმცა შაჰიც ძალიან ეცდება, რომ იხსნას იგი, მაგრამ უნაყოფოდ: შაჰს მკლავებიდან გამოგლეჯენ, წაიყვანენ და სიკვდილით დასჯიან. შემდეგ სასახლის ქალთა ნაწილში შევლენ და შაჰის უბედურ დასაც მოჰკლავენ. ხანის წულისადმი მიჩენილ მცველებსა და შუამავლებსაც მოჰკლავენ. შემდეგ როცა ესენი თავს დაესხმიან უფლისწულის ოთახს, [უფლისწული] დიდ ბრძოლას გასწევს; ისე რომ შვიდ მცველს მოჰკლავს, შემდეგ კი დაიჭრება და ძალღონე მილეული დაეცემა. მაშინ მას თოფით მოჰკლავენ და წამებულად დაეცემა. წყალობა მაღალი ალლაჰისა იყოს მასზედა.

(II, 59-60).
მაგრამ შაჰ ‘აბბასმა ცბიერ მცველებზე რომ შური იძია
განსვენებული დიდი ვეზირის მურად ფაშის76 დროს ყიზილბაშიდან ერთი ტყვე მოვიდა ქართველი ბეგისწულთაგანი იყო.

პატარაობის დროიდან შაჰის ხაზინაში შესულა და დაუმსახურებია პატივისცემა და კეთილგანწყობილება. ბევრი წლის განმავლობაში მთავარი ხაზინადარი ყოფილა. ჲ჎სუფ აღას ეძახდნენ. განსვენებულ მურად ფაშას რეკაში ( ) 76ა მისთვის უბოძებია ერთი ზე’ამეთი 56 და იქ დარჩენილიყო. ის მოგვითხრობს: შაჰი ღონისძიებებს ღებულობს, რათა თავისი დედისა და დის შური იძიოს. მცველებს შემოწმების საბაბით წაიყვანს. ისფაჰანის სასახლეში ყოფილა ერთი გრძელი არამხანა. თვითონ დადგა კარის ერთ ფრთასთან და [მცველებს] თითო-თითოდ ამოწმებდა. ყველა მომსვლელ მცველს თითოთითოდ ეკითხება: რამდენია მისი ჯამაგირი, რომელი ადგილიდანაა სამხედრო სამსახურში, რა აქვს [სამსახურში] შეძენილი. ასე თითო-თითოდ ეკითხება და [ამავე დროს] ის ათვალიერებს ჭრილობას, ნაიარევს. ამის შემდეგ [მცველი] მიდის შიგნით და ერთ-ორ კარს რომ გაივლის, იმ ადგილას რამდენიმე უწყალო ჯალათი ჰყავს დაყენებული. ჯიქურად ცხენიდან ჩამოაგდებენ და თავს მოკვეთენ, ჭაში ჩააგდებენ და [ახლა] კიდევ სხვას დაელოდებიან; შაჰი კი მანამდე ერთს კიდევ დაკითხავს, ამის შემდეგ ესეც მაგ გზითვე წავა. ერთი სიტყვით, ამგვარად ათას შვიდას, თუ, ღმერთმა უკეთ იცის, ორიათას შვიდასი კაცი დახოცაო, ამბობს. ვერავინ ამას ვერ მიხვდა და ვერავინ ეს ვერ წარმოიდგინა. ბოლოს, მასთან იდგა მისი ერთი მახლობელთაგანი, წმინდანობას მიღწეული კაცი. მან უთხრა: ჩემო ბატონო, ჩემო შაჰო, საკმარისია უკვე, სინდისიც კარგია. ამ დროს ხალხმა უკვე გაიგო [თუ რა ხდებოდა] და აქეთ-იქით გაიქცა. და მაშინ შაჰმა თქვა: აი, ყალთაბანდებო, ფადიშაჰის არამხანის შემლახველი ასე დაისჯება. ამდენი დახოცილი ხალხის ცხენები, უნაგირ-მოსართავები და შესანიშნავი სამოსელი საშაჰო ქონებად გაატარებინა. ცოდვა მის პირველ მთქმელზე იყოს. (II, 60-61) სახელოვანი ხანის – მეჰმედ გირეი ხანის თათრის ჯარით შირვანს

ჩამოსვლა და მისი კვლავ დაბრუნება
987 წელი [= 1579-1580 წ.]. დიდებულმა ხანმა თემურ-კაფუში გამგზავრების შესახებ ფადიშაჰისაგან რამდენიმეჯერ მიიღო უავგუსტოესი წერილი. თათართა ჯარისათვის საბოძებლად

უამრავი ქონება გაიღეს. ხანიც უნებლიეთ ჭიანჭველის ოდენა თათრის ჯარით აღნიშნული წლის ჯუმად-ალ-ახირის პირველ რიცხვში (=1579 წ. 26. VII] ბაღჩესარაი’დ წოდებული თავის სამეფო და გულწარმტაცი ქალაქიდან დაიძრა და გაემგზავრა. ათი ათასი რაოდენობის თათართა ჯარის მთავარსარდლად მან დანიშნა აზაკის სანჯაყის ბეგი მეჰმედ ბეგი, რომელიც ჩერქეზების ტომისა, საქართველოსი და, შეიძლება, რუსისა და დაღესტნის ქვეყნების კარგი მცოდნედა სახელოვანი ემირი იყო, მან [ეს სარდალი]

57 ჯართან ერთად უფრო ადრე გააგზავნა. აღნიშნული [სარდალი], სამოცდათოთხმეტ დღეში თემურ-კაფუს ჩავიდა. დიდებამოსილი ‘ოსმან ფაშა ძლიერ გაახარა მისმა უფრო ადრე ჩამოსვლამ. შირვანის ეჲალეთის [თანამდებობას] კასპიის ზღვის ამირბარის თანამდებობაც დაუმატა და ზემოაღნიშნულს რვაჯერ ასიათას ახჩიანი სახასო ადგილები უბოძა. ამ დროს სახელოვანი ხანიც ჩამოვიდა და ‘ოსმან ფაშას ესტუმრა. შემახის აღებისათვის სასიკვდილე ყიზილბაშთაგანი მეჰმედ ხან’ ად წოდებული ერთი უბედური მთელ თავის ძალ-ღონეს არ ზოგავდა. მასზე ჯარი გაგზავნა. უმეტესობა ხმლით ააკუწვინეს. შემდეგ ბაქო’დ წოდებულ ქალაქში ბრბოებად მოსიარულე ნაძირალების ასალაგმავად ხანის შვილი გაგზავნეს. როგორც ჩვეულებრივ, ესენიც დასჯილ იქნენ. ამის შემდეგ სახელოვანი ხანი და დიდებამოსილი ‘ოსმანფაშა შემახაში ჩავიდნენ. მაგ ადგილას მდებარე ქერდე ( ) მდინარეზე გადავიდნენ. ყიზილბაშთა ქვეყნიდან ყიზილაღაჯ’ად წოდებულ ადგილამდე, რაც რომ ყიზილბაშია, კეთილმოწყობილი და გაშენებული მხარეები იყო, ყველა ერთად დაარბიეს და გააჩანაგეს. დარბევისას თათარმა იმდენი ნადავლი ჩაიგდო ხელში, რომ აღრიცხვასა და ანგარიშს აღემატება. ეს სიხარულის მომგვრელი ამბავი ლაჩინ აღად წოდებული ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით მაღალღირსეულ სარდალს შეატყობინეს და იგი გადაიქცა მთელი ისლამის ჯარისათვის სიხარულისა და მხიარულების მიზეზად. მაგრამ ხანმა საკმარისად მიიჩნია ამდენი სამსახური და შირვანის მიწა-წყალზე დარჩენა და [აქ] გამოზამთრება არ მოისურვა, დაიწყო ბოდიშის მოხდა და პატიების თხოვა, დატოვა თავისი შვილი ღაზი გირეი ხანი და, დაბრუნდა. ამ გარემოებამ გამოიწვია ფადიშაჰის განრისხება და, ბოლოს, გათავდა მით, რომ ის მოაშორეს თავის სამფლობელოსა და თავსაც. (II, 61-62).

მესამე ვეზირის სინან ფაშის

77

სარდლად დანიშვნისა და
ლალა მუსტაფა ფაშის ოსმალეთში გამგზავრების ამბავი
განსვენებული სინანფაშა თავის ბუნებაში თვითმოყვარე,

ამაყი და ჯიუტი არნაუტთაგანი, ჭირვეული და ამპარტავნობითა და სიძულვილით აღსავსე მოღვაწე იყო. იგი იყო დიდი ქონების პატრონი და თავგადადებული შურისმაძიებელი ყველა იმაზე, ვინც მას წინ აღუდგებოდა. მაგალითად, როდესაც აზრი იყო გაჩენილი იმის შესახებ, რომ ლალაფაშა, ან [მასთან ერთად], სხვა ვინმეც 58 დაინიშნოს [ჯარის] სარდლად, ან არადა, ვთქვათ, დიდი ვეზირის მეჰმედ ფაშის სწორი და სამართლიანი აზრით გადაწყვეტილია, რომ მარტო ლალა ფაშა იყოს სარდალი, იგი [სინან ფაშა] არასოდეს არ დაიხევს უკან დაამციროს და შეურაცჰყოს ლალა ფაშის სანაქებო დამსახურება და გააბათილოს და უარჰყოს [ლალაფაშის შესახებ] მიღებული წერილები და წარდგინებები. ყოველი დადებითი აზრი, რომელიც ლალაფაშაზე შეიქმნებოდა აღნიშნული [სინან ფაშა] მას უსათუოდ მცდარად მიიჩნევდა. მაგალითად, თოქმაქ ხანთან ლაშქრობისას თვითონ [ლალაფაშა], ვითომდა, ქვის მოქანავე კარავში (?) იჯდა, ხოლო [თოქმაქ ხანთან სალაშქროდ] ჯარი გაგზავნა და შეცდომა გააკეთა; თვითონ თავისი ნაწილებით რომ წასულიყო [თოქმაქ ხანს] უთუოდ ტყვედ ჩაიგდებდა ან სიცოცხლეს მოუსპობდა. მე რომ ვყოფილიყავი, ასე ვიზამდი და ფადიშაჰის ბანაკს ყიზილბაშთა [მოკვეთილი] თავებით ავავსებდი. დიდებული უფალი ღმერთისაგან მე იმედი მქონდა, რომ აქამდე შაჰის თავს ფადიშაჰის ბანაკში გავაგზავნიდი. მას, სხვათა შორის, ერიდებოდა განსვენებული მეჰმედ ფაშისა78 და ამდენს არ მეტიჩრობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ყბედობა დაიწყო, დაიპ- ყრო ენით ყიზილბაშები და მათი თავებით მორთო მშვიდობის (?) საზღვარი. არავინ არ იყო, რომ მისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დიდი ვეზირი აჰმედ ფაშა79 თვითონ ძლიერ თვინიერი კაცი იყო და მასთან დავა არ დაუწყია და მისთვის წინააღმდეგობა სრულებით არ გაუწევია. ამასობაში მან [სინანმა] უამრავი ფული დახარჯა. ერთი სიტყვით, რაც გააკეთა, გაკეთა; სარდალი გახდა და ერთი სელამ ჩაუში ბრძანებებით არზრუმს გაგზავნა. ვანის ბეგლარბეგი ხოსრო მეჰმედ ფაშა მოადგილედ დანიშნა. ასეთი ვითარება რომ შეიქნა, ლალა ფაშა დედაქალაქისაკენ გაემართა. თოქათის მიდამოებში რომ ჩავიდა, [აქ] მოვიდა კაფუჯიების ქეთხუდა კურდ აღა და არზრუმის დეფთერდარი ლალეზარზადე აჰმედ ჩელები და რე’ის-ულ-ქუთთაბის79ა თანამდებობაზე მყოფი თაჯზადე მოიყვანა, დააპატიმრა და მთელ მათ ქონებას დაეუფლა და [ცხენზე] ჭენებით სატახტო ქალაქს გაემგზავრა. როგორც კი ჩავიდნენ, ორივე იედიკულეში79ბ ჩასვეს; ოღონდ მათ სამოსელსა და ძვირფასიან ნივთებს ხელი არ ახლეს და მათივე სახლებში გაგზავნეს. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ლალა ფაშაც სტამბოლს ჩამოვიდა, ორივე განთავისუფლებულ იქნა. არ გაუვლია დიდხანს, რომ ერთი მათგანი-რე’ის-ულ-ქუთთაბი გახდა, ხოლო მეორე – დეფთერ ემინი. მაგრამ თაღლითი მაინც პირშავად დარჩა, ლალაფაშამ კი კვლავ მეორე ვეზირის თანამდებობა მიიღო. (II, 62-64).

59
გამგზავრება მადლცხებული სარდლისა ყიზილბაშთა
ქვეყნებისაკენ
988 წელი [=1580-1581 წ.]. აღნიშნული წლის დასაწყისში

[ჰიჯრის 988 წელი დაიწყო 1580 წლის 17. II] ზემოხსენებული სარდალი, ძველი ჩვეულების მიხედვით, ისლამის ჯარით გადავიდა ისკუდარისაკენ და გზადაგზა სადგურიდან სადგურამდე შესვენებებით მიაღწია არზრუმის ველს და აქ დაბანაკდა. აღნიშნული სარდლის ბაქიაობა, ფაფხური და ფახიფუხი ყიზილბაშმაც გაიგო. მათ [ყიზილბაშებმა] იფიქრეს: რომ ყოფილი სარდლის მიერ ქალაქების ამგვარ აოხრებას, ‘ოსმანფაშის მიერ შირვანის მიწაზე ადამიანებისადმი მიყენებულ შეჭირვებას ვერ ავიტანთ და, განსაკუთრებით, ახალი სარდლის ძლევამოსილი ჯარის სიმრავლეს ჩვენ თავს ვერ გავართმევთო. მოისურვეს მშვიდობის ჩამოგდება სულთან სულეჲმან ხანის [დროს დაწესებული] საზღვრებით. გამოაგზავნეს ელჩად მაკსუდ ხან’ად წოდებული ვინმე დარუღა. ის ჩამოვიდა დიარბექირის [ვილაჲეთში] მდებარე ჩერმიქ’ად წოდებულ ადგილას. მეორე დღეს, როცა განზრახული იყო ამ ბანაკიდან გადასვლა, ყველა ბეგლარ-ბეგს სანჯაყბეგსა და ალაჲბეგს და იანიჩარებსა და სხვა მეომრებს ებრძანა აღლუმზე გამოსვლა. ისეთი აღლუმი მოაწყვეს და ისეთნაირი ზინათი და მორთულობა ჰქონდათ, რომ შორსმჭვრეტელმა მნათობის თვალმაც კი აღიარა თითქოს, რომ ამის მსგავსი რამ დღევანდლამდე მას არ უნახავს. განსაკუთრებით გაოცებულნი იყვნენ ელჩად მოსული ყიზილბაშები, რომლებმაც ამ მოწყობილობასა და ზინათს და ჯარის სიმრავლეს ათასობით და ასიათასობით ქება-დიდება შეასხეს. (II, 64).

ზემოხსენებული სარდლისათვის დიდი ვეზირის თანამდებობის
შესრულების დავალება და [მისთვის] სახელმწიფო ბეჭდის
ჩამოტანის შესახებ
გადასერეს მანძილები და ხსენებული წლის ჯუმად-ალ-ახირის

შუა რიცხვებში [=1580 წლის 28. VII-ს ემთხვეოდა 988 წლის ჯუმადი-ულ-ახირის 15] დუმანიჩის* უღელტეხილს მოაღწიეს. აქ გაიცა ბრძანება ციხის შეკეთებისა და აღდგენის შესახებ. მაგრამ ციხის მშენებლობას ხელი შეუშალა დიდმა წვიმებმა და ამიტომ ამ განზრახვაზე ხელი აიღეს. აქ რამდენიმე დღეს გაჩერდნენ. ხოლო ––––––––––

* დმანისი (?)

60 შემდეგ დაბანაკდნენ ისეთ ადგილას, სადაც წყალი და ბალახი ბლომად იყო. პატიოსანი რეჯების მეთოთხმეტე დღე [= 1580 წლის, 25.VIII.] რომ იყო, კარისკაცთა ქეთხუდა ჲემიშჯი ჰასან აღა ჩამოვიდა, ვეზირობის ბეჭედი ჩამოიტანა და ახარა [სარდალს],რომ ის გახდა დიდი ვეზირი და ქვეყნიერების ფადიშაჰის სრულუფლებიანი რწმუნებული. შემდეგ ფადიშაჰის წყალობისა და შაჰინშაჰის ამ ნაბოძვართა გამო ზეიმითა და სიხარულით მთელმა იანიჩარებმა შედლუღად სამგზის თოფები გაისროლეს. აგრეთვე სამჯერ გაისროლეს ყველა ქვემეხი და ზარბაზანი. მათი ბათქა-ბუთქი ერაყსა ან, შეიძლება, მარტო ხორასანს კი არა, მთელ ცისკიდურს სწვდებოდა და მსოფლიოს მოედო ხელახალი აურზაური და დიდი ბრწყინვალება. (II, 64-65).

ღირსეული სარდლის თბილისისაკენ გამგზავრების ამბავი
როცა ბედნიერებამოსილი სერ‘ასქერი გაბედნიერდა უავგუსტოესი ბეჭდის მიღებით, წინანდელი ბანაკიდან ის დაიძრა, მანძილ-მანძილ იარა და თბილისის ახლო დაბანაკდა. თბილისის ბეგლარ-ბეგზე რამდენიმე მომჩივანი გაჩნდა. საქართველოს ბეგებში

კი ყველაზე უფრო გამჭრიახი იყო გიორგი-ბეგი ( ), რომელსაც მორჩილება უწინდელი სარდლისათვის გამოეცხადებინა; ეხლა მოვიდა, ისლამი მიიღო, სახელოვანი სერ’ასქერის სეხნია გახდა. თბილისის ვილაჲეთი ებოძა მას [გიორგის] ჲუსუფ-ფაშის სახელით. ზემოხსენებულ ბანაკებში ხშირად ყიზილბაშის ‘ასქერები ზოგ [ჩვენს] მესურსათეებსა და მეალაფეებს უხვდებოდნენ, არ ეშვებოდნენ და ისლამის ლაშქრის გარშემო დაძრწოდნენ. სწორედ ამ ხანებში გავარდა ხმა, რომ გზადაბნეული შაჰი თავისი სამოციათასი ბოროტი ლაშქრით ემზადება თავს დაეცეს [ჩვენს] ჯარს და ისლამის ლაშქრის ძლიერება შეანელოსო. ამ მიზეზის გამო დიდებამოსილი სარდალი ხშირად ცხენზედ შეჯდებოდა და სამეფო ჯარს გარშემო უვლიდა-ხოლმე. აბა, ყიზილბაში საიდან გამოყოფს თავსო, ამბობდნენ, და რამდენ მშიშარას უღონდებოდა გული. ზაგემის მფლობელი ლევან ხანის შვილი ალექსანდრე ხანი უწინდელ სარდალს ამ ადგილას შეხვედროდა. ესენი [ქართველები] კვლავ მოდიოდნენ და [ყველაფერს] აკვირდებოდნენ. ამასთანავე ერთად ხმა გამოვიდა, რომ წინანდელი სარდალი, რომელიც ძლიერ დინჯი მოხუცი იყო, ამბობდაო, რომ მე [მათ] მივენდე, მაგრამ ესენი გადაბირებულნი არიან, ამპარტავანი ახალგაზრდებია და მათ ვერ დავუ-

61

ჯერებო. და შაჰს ერთი ორი წერილი უნდა ჰქონოდა ალექსანდრე მეფისათვის გაგზავნილი. გაიძვერა რე’აჲათაგანს წერილი რომ მიჰქონდა, რამდენიმე [ჩვენი] ‘ასქერი შემოხვდა წინ და [წერილი] სამეფო ბანაკში წაიკითხეს. [წერილი] დაკავშირებული იყო ისლამის ლაშქრისათვის ოინების მოწყობასთან. [წერილი] ძლევამოსილ სარდალს წაუღეს. თუმცა მან გარეგნულად ყურადღება არ მიაქცია და ლაშქარი ადგილიდან არ დასძრა, მაგრამ სიფრთხილისათვის იმ ადგილზე დგომა მიუღებლად მიიჩნია. მეორე დღეს ბაჰრამ ფაშა მეწინავე [ნაწილის] უფროსად დანიშნა და კარავთან ერთად ერთი მანძილით წინ გაგზავნა, ხოლო თვითონ სხვა მიმართულებით წავიდა. ამით მან სიფრთხილე გამოიჩინა და იმ მთავარ გზაზე [მტერს] თავისი კვალი დაუბნია. ბაჰრამ-ფაშასთან მიმავალებმა სარდლის ამბავი მხოლოდ მეორე დღეს ორ სალათს79 შუა გაიგეს, სრული სიჩქარით დაედევნენ მას და ათასი გაჭირვებით იპოვეს მისი კარავი. მაგრამ მაგ უკუნეთ ღამეში ბევრი იქნა გაძარცული, დიდი ზარალი განიცადეს. რამდენიმე გამოჩენილი ზაсიმი და ჩავუში ტყვედ ჩაუვარდა საქართველოს ქაფირებს და რამდენი კიდევ ამავე მიზეზით გამოესალმა წუთისოფელს. ხსენებული ბანაკიდანაც გადავიდნენ და მანუჩარის ქვეყნისაკენ გაემგზავრნენ. მათი მიზანი იყო რაც შეიძლება მალე დაბანაკებულიყვნენ ყარსის უდაბნოში და იქიდან ცდილიყვნენ ირანის სახელმწიფოს დასარბევად გაეგზავნათ ჯარი. შემდეგ დაბანაკდნენ ერთ ტყიან ადგილას. [აქ] ქართველ ბოროტგანმზრახველ ქურდთა თვალებს ძილი არ მიეკარა და [ამის გამო] არც ერთ კაცს ერთი საათითაც არ დაუსვენია. დასასრულ, ყარსის მიდამოებში დაბანაკებიდან ორი დღის შემდეგ, თანახმად მისი სტამბოლში დასახული [მიზ ნისა], მან გადაწყვიტა გამგზავრება თავრიზის დასაპყრობად და, ამის მიხედვით, ყველამ სანოვაგე მოამზადა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ჯაშუში მოვიდა და მოიტანა ამბავი: შაჰი არფა-ჩაირად წოდებულ ადგილამდე რომ მოსულა, გაუგია [ყველაფერი] ისლამის სარდლის გულადობაზე, მის შორსმჭვრეტელობასა და მოფიქრებულ მოქმედებებზე და ამიტომ უკან დაბრუნებულა, დიდებამოსილი სარდალი ამ ამბავმა უსაზღვროდ გაახარა. ჩვენგან რამდენიმე მანძილით [დაშორებული] მტრის გაქცევაც საკმარისად მიიჩნია და სხვა განზრახვაზე ხელი აიღო. (II, 66-68). 62

გამარჯვებამოსილი სარდლის მიერ ჯარის შემოწმების
შესახებ
ისლამის ჯარი ყარსის ველზე რამდენიმე დღეს გაჩერდა და

შეისვენა. გაიცა ბრძანება, რათა შემოწმებულიყო მთელი ისლამის ჯარი: როგოც იანიჩრები, ისე ბოლუქის ხალხი, ისე ბეგლარბეგები, ზა’იმები და თიმარის პატრონები სრულყოფილი აბჯროსნებით, რომელთაც, კანონის მიხედვით, ხელში ჰქონდათ ბოსნიური შუბები და დროშიანი ჭოკები. ყველამ თავისი საქმე შეასრულა(?). კანონის მიხედვით აბჯროსანთა [შემოწმება] დაამთავრეს და აღნიშნულ დღეს ველზე იმყოფებოდნენ. დაფა-ზურნისა და ბუკის ხმამ მთელ სამყაროში კორიანტელი ააყენა, მიწას ზანზარი დააწყებინა. ღირსეული სარდალი კი ბედნიერების რაშზე დაჯდა და დეზები გაიკეთა, გაჰკრავდა ხოლმე თავის ბუდაურსა ბრაზიანი და მრისხანე სახით და ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ გაიხედავდა; ყველა [სამხედრო] ნაწილი დაათვალიერა; ბევრი ხეიბარი და დასახიჩრებული გაატარა თავის წინ. ამ ადგილას მტერთან ბრძოლა, ჭიდილი და რაიმე ომის მსგავსი რამ არ იყო. თუნდაც მტრად წარმოვიდგინოთ ჩვენს წინ მდებარე მაღალი გორაკი, ე. ი. ვეებერთელა მთა, გავაქანოთ მასზე ცხენი და დავინახოთ ყველას სააღლუმო სვლა და იერიში. ეს თქვეს და იმ მაღალ გორაკზე ყოველი მხრიდან ცხენები გააქანეს და თოფები და ზარბაზნები დაუშინეს. „ალლაჰ, ალლაჰ, იდიდოს მისმა სახელმა’ შეძახილებით მთა და ბარი შეძრეს. ქვეყანა კორიანტელმა მოიცვა. თვითონ კი იშიშვლა ხმალი, ხან აქეთ გაკრა, ხან იქით; ხან გაჩერდა, ხან ცხენი გააჭენა და, ერთი სიტყვით, რამდენიმეჯერ საოცარი სახე მიიღო. თუმცა ზოგმა [ეს მისი საქციელი] მის ჭკუამხიარულობას მიაწერა, მაგრამ ზოგი ამბობდა, რომ ჩამოსული ელჩების წინაშე მან გამოაჩინა სრული სიმტკიცე და სიმამაცეო. ამრიგად, ამ უცნაური მისი საქციელის კარგი და ცუდი მხარე მზეზე უფრო ნათლად გაიგეს.

(II, 68-69).

ბედნიერი სარდლის არზრ჎მის საზამთრო ბინებში კეთილად

გამგზავრების შესახებ
როდესაც ძლიერი სუსხის ნიშნები გაჩნდა, ძლევამოსილი

სარდალი მტერზე მონადირე ჯარით ყარსის ველზე გაჩერდა და დაბანაკდა. მაგრამ, რადგანაც სიცივემ იმატა და ისამის ჯარისათვის ეს უკვე საგრძნობი იყო, ისლამის მაღიარებელმა მხედრო-

63

ბამ მოისურვა საზამთრო ბინებში გამგზავრება. აღნიშნული წლის კურთხეული რამაზანის პირველში [=1580 წ. 10. X] ზემოხსენებული ადგილიდან დაიძრნენ და არზრ჎მს ჩავიდნენ. საჭიროების შესაბამისად ვილაჲეთების [უფროსთა თანამდებობებში] ცვლილებები შეიტანეს და ზოგს [ახალი] თანამდებობებიც უბოძეს. ისლამის ჯარიდან ზოგს შვებულება მისცეს, ზოგს კიდევ შესაფერისი საზამთრო ბინა მიუჩინეს. ამ კურთხეულ წელს ამდენი ტყუილუბრალო იქით-აქეთ სიარულით დაკმაყოფილდნენ. მაგრამ უფალი ღმერთი უსაზღვროდ სამართლიანია. ის განსვენებული მუსტაფა ფაშის სანაქებო დამსახურებას შეურაცხჰყოფდა და კილავდა; მას წინააღმდეგობას უწევდა და მის საქმეში ერეოდა. მაღალმა და დიდებულმა ღმერთმა მას არ აღირსა თავი გაერთმია რომელიმე საქმისათვის. ნახევარ ახჩად ღირებული რაიმე მოსაგონებელი დამსახურება მას არა აქვს. ამდენი ისლამის ჯარი ტყუილუბრალოდ მოქანცა და ამ მიზეზით როგორც ხაზინას, ისე ზღვისოდენა ჯარს ქონებრივად დიდი ზარალი და ვნება მიაყენა. ის თვითნებაა, ვინც თავს გავა და იტყვის მე ასე და ასე ვიზამო, ის დამარცხდება. ვინც იტყვის, რომ მე ერთი მწირი მონა ვარ, უმწეო ვარ, ხელიდან არაფერი გამომივა და თავმდაბლობის გზას დაადგება, დიდებული და მაღალი ღმერთი მის საქმეს გამოაკეთებს. ამას დადასტურებაც არ სჭირდება. არც არის ვინმე, რომ ეს არ იცოდეს და არ ესმოდეს. (II, 69-70).

გზადაბნეული შაჰიდან რომ კვლავ ელჩი მოვიდა
მაღალმოწყალე დიდმა ვეზიირმა არზრ჎მის საზამთრო ბანაკში

სამართლიანობისათვის, საყვედურების თავიდან ასაცილებლად და ხალხის კეთილდღეობისათვის სპარსელებთან მშვიდობიანობისა და ზავის ჩამოსაგდებად ნაბიჯი გადადგა. აღნიშნული წლის ზი-ლ-ჰიჯჯეს თვეში [= 1581 წლის 7. I. 4. II.] გზადაბნეული შაჰისაგან არზრ჎მში ელჩად ჩამოვიდა ტკბილად მოსაუბრე და სახელოვანი ღრმა მოხუცი სახელად ნაბ჎თ აღა, რომელიც განსვენებული სულთან სულეჲმან ხანის დროსაც ერთხელ ელჩად იყო მოსული. მან [ამჟამად] წადილს მიაღწია – იგი მაღალღირსეული სარდლის მიერ პატივით იქნა მიღებული. მასთან მოლაპარაკების შედეგი და მის [მიერ მოტანილ] წერილში გამოთქმული ცნობა ის იყო, რომ ხალხში მშვიდობიანობის დასამყარებლად ძალაში იქნეს დატოვებული სულეჲმან ხანის [დროის] ხელშეკრულებაში დათქმული ზავი 64 და მშვიდობა. ეს წერილი იუწყებოდა და რჩევას იძლეოდა, რომ მხარეები შეთანხმდნენ თავდაუსხმელობაში მაგ [არსებული] საზღვრების შესაბამისად. იგი [წერილი] იყო ადრინდელი ელჩის სიტყვების გამამტკიცებელი. (II, 70).

ქვეყნის მფარველი ფადიშაჰის მიერ საზავო ვითარებების
გაცნობისა და სინან ფაშის გადაყენების ამბავი
პურობა-დარბაზობის შემდეგ* [1580-1581| ქვეყნის მფარველმა ფადიშაჰმა რომ ინება ეკითხა სინან ფაშისათვის ზავის პირობები, მან მოახსენა, რომ ჩვენი ფადიშაჰის მიერ უავგუსტოესად

ნაგულვები პროვინციების მოცემაზე შაჰი თანახმაა და ემორჩილება ფადიშაჰის ნება-სურვილსო. თურქმენი იბრაჰიმ ხანი, რომელიც ნაბ჎თ აღას შემდეგ ელჩად ჩამოვიდა არზრ჎მში, აღნიშნულმა სინან ფაშამ თავის წამოსვლამდე უფრო ადრე და დაუყოვნებლივ სტამბოლში გაგზავნა. უკვე ერთ წელიწადზე მეტი დრო იყო, რომ იგი სტამბოლში გაჩერდა და უავგუსტოესი წინადაცვეთის დღესასწაულებში სეირსა და გართობას ელოდებოდა. როცა მას უბრძანეს, რომ გვაცნობე შენი ელჩობის პირობებიო, მან თქვა: თქვენმა დიდმა ვეზირმა ჩვენს შაჰს მოსთხოვა საზავო საქმეებზე მოსალაპარაკებლად ნდობით აღჭურვილი პირი. [შაჰმა] გამომაგზავნა მე, მწირი, და მითხრა – „ნახე, რისგან არის, რომ ფადიშაჰი ზავს ითხოვს, [შემდეგ] მოდი და [საქმის] ვითარება მაცნობეო. ჩემი ელჩობა მხოლოდ ამაში მდგომარეობს. შემდეგ მოხდა ისე, რომ მე ერთ წელზე მეტია ლოდინში ვარ აქ და ბედნიერი ფადიშაჰის აურაცხელ წყალობაში ჩავეფლე’. ამის შემდეგ ბედნიერმა ფადიშაჰმა სინან ფაშას მოსთხოვა შაჰის წერილები და ყველა [ეს წერილი] გადაათვალიერა. მან გაარკვია, რომ [ამ წერილებში] სრულებით არ იყო ისეთი სიტყვები, რომლებიც რაიმე შედეგს მოგვცემდა. [ფადიშაჰმა] გაიგო, რომ ელჩის გამოგზავნა სინანფაშის დაჟინებითი მოთხოვნით იყო გამოწვეული. მან უყოყმანოდ გადააყენა სინან ფაშა. მდივანმწიგნობრის (რე’ის-ულ-ქუთთაბ) თანამდებობაზე მომუშავე [აწ] განსვენებულ მონლაჯიქს უთხრა: „შენ რომ იცოდი საქმის არსი, რატომ არ განუმარტე სარდალს, რომ ამ წერილებში არ იყო შედეგიანი რაიმე აზრიო. მას გემზე საკატორღო ________

* მხედველობაშია უფლისწულის წინადაცვეთის დღესასწაულობასთან დაკავშირებული პურობა-დარბაზობა, რომელიც 40 დღეს გრძელდებოდა.
65

სამუშაო მიუსაჯეს. სასახლეში განსაკუთრებული დანიშნულების (ე. წ. სელამ) ჩავუში და [აგრეთვე] რამდენიმე მრჩეველი და მოღვაწე კაცი იმავე გემზე საკატორღო სამუშაოზე გაამწესეს.

(II, 74-75).
სიავუშ ფაშისათვის

80

დიდ-ვეზირობის თანამდებობის მიცემა
და დეშთ-ი-ყივჩაყიდან თემურ-კაფუში ჯარის გაგზავნა
სინან ფაშის სიცრუე რომ გამომჟღავნდა, მეორე ვეზირის

[თანამდებობაზე მყოფ] სიავუშ ფაშას ვეზირობის ბეჭედი გადაეცა და [ამრიგად] იგი დიდი ვეზირი გახდა. ამ ხანებში დეშთ-ი-ყივჩაყზე გამოვლით ულაყით სტამბოლს ჩამოვიდა ‘ოსმან ფაშისაგან [გამოგზანილი] სანჯაყის ბეგი ბუდაქ ბეგი. ‘ოსმან ფაშას ასე მოეხსენებინა, რომ ყიზილბაშიდან შირვანს ჩამოდის მუხანათი და ბოროტი ვინმე მეჰმედ ხანი. იგი ამბობს, რომ ჩვენმა შაჰმა დაზავებისა და მშვიდობიანობისათვის ფადიშაჰის სატახტო ქალაქს გაგზავნა თურქმენი იბრაჰიმ ხანი და ჩვენ შორის უკვე გადაწყვეტილია მშვიდობიანობის დამყარებაო. იგი კაცს უგზავნის მირლივა ზალ მეჰმედ ბეგს, რომელიც ძალიან მიამიტი და ცბიერებისა და გაიძვერობისაგან შორს მდგომი კაცი იყო. ამიტომ ის გამოვიდა შესაგებებლად. წყეულებმა თქვეს, ეს დრო ძლიერ მოხერხებული დროაო, ხმლები დაატაკეს და საწყალი მეჰმედ ბეგი და კიდევ რამდენიმე მამაცი მეომარი მიწაზე დაანარცხეს. ამ ამბავმა ბედნიერი ფადიშაჰი ძლიერ შეაწუხა. გამოიცა ბრძანება აღნიშნული იბრაჰიმ ხანის დაპატიმრების შესახებ. იბრაჰი ხანისა, რომელსაც უავგუსტოესი წინადაცვეთის დღეებში დიდი პატივი აღმოუჩინეს, გაეგზავნა პატიოსანი ბრძანება რუმელიის ბეგლარბეგს თავისი ეჲალეთის ჯარით გაეშუროს თემურ-კაფუში. გაიცა ბრძანება დეშთი ყივჩაყის გავლით ჩავიდნენ თემურ-კაფუში – სამი ათასი იანიჩარი და სრულად საჭურველმტვირთველთა ასეული მათ ქეთხუდა ‘ებთან ერთად და რ჎მელიის მარჯვენა და მარცხენა ალაჲბეგი და ქოსთენდილის, სილისთრისა და ნიკოპოლის სანჯაყები მათი ხელქვეითი ზ’იმებისა და თიმარის პატრონებთან ერთად. გაიგზავნა მანდვე (აგრეთვე ოთხმოცდაექვსი ჲუქი ხაზინა. შეიკრიბნენ ესენი კაფაში, სარდლად დაინიშნა კაფას ბეგლარბეგი ჯაсფარ ფაშა, რომელიც შორსმჭვრეტელი და ბრძოლებში გამობრძმედილი კაცი იყო. შემდეგ 990 წლის დიდებული შა’ბანის შვიდში [=1582 წლის 27. VIII.] კაფადან დაიძრნენ და ბაბ-ელ-ჰადიდ’ში (დარუბანდში) გაემგზავრნენ. შერჩეულ იქნა საჭურველმტვირთველთა ქეთხუდა სინან ქეთ66 ხუდა სრულიად საჭურველმტვირთველთა ნაწილებით და რ჎მელიის ჯარიდან ექვსი ათასი რჩეული მეომარი; აღნიშნული ბუდაქ ბეგი მხედართმთავრად დაინიშნა და წინ გაიგზავნა. (II, 75-76). კაფა’დან [დაწყებული ვიდრე] თემურ-კაფუ’მდე დეშით-ყივჩაყის

გადასარბენებისა და სადგურების შესახებ
კაფა’დან აიყარნენ და მეოთხე დღეს ქერჩის სრუტეში ჩავიდ-

ნენ. ეს ის ადგილია, სადაც აზოვიდან მომავალი და აქეთკენ მომდინარე დონის წყალი შავ ზღვას ერთვის. ოცი მილი რაოდენობის სიგანე აქვს; [ამ მდინარეზე] ძლივს გადავიდნენ ცხენით (?) ხუთი დღის განმავლობაში. მეოთხე სადგურზე მიუახლოვდნენ ტამანის ველზე მდებარე თემოუქ’ად წოდებულ ციხეს. იქიდან მეხუთე დღეს მიაღწიეს კუბან’ის სახელით ცნობილ დიდ მდინარეს. ჩერქეზებს აქ ტივები გაეწყოთ. ამ მდინარეს ტივით გადავიდნენ. გადასასვლელი გამოსაღები ცხენის თავზე ხუთ-ხუთი ახჩა და ურემზე თორმეტ-თორმეტი ახჩა გადაიხადეს. იქიდან მეოთხე სადგურზე ჩერქეზთა ვილაჲეთში მდებარე გუმრუქ’ად წოდებულ მხარეში ჩავიდნენ. აქაური ჩერქეზები ისეთი გაიძვერა ქურდები არიან,რომ სახელურ და კალთა-მოუჭრელი ფარაჯა არ დაუტოვებიათ. თვალზე სურმას ისვამდნენ, მაგრამ ფული, ოქრო რა იყო არ იცოდნენ. ერთ მათგანს ერთ ადგილას უპოვია ორმოცი-ორმოცდაათი ოქრო და ვიღაცისთვის ორი არშინი ნარმის ფასად მიუცია. ასე გადმომცეს. იქ მტრედის კვერცხის სიმსხო სეტყვა მოვიდა. ისე რომ ბევრის ცხენი დაფრთხა [სეტყვა] თავზე არ დამეცესო და მხედარი ქვეითად დატოვა. იქიდან ჰეჲჰათის ველად[?] წოდებულ ხეობაში მივიდნენ ეს არის უსასრულო ველი, რომელსაც არც ხევი აქვს და არც გორაკი. მაგრამ აქაური ბალახი აბრეშუმს ჰგავს, ხოლო ჯიხვები ჯოგებად დადიან. ყოველ ერთ-ორ ნაბიჯზე ყორე-ყორედ აწყვია ჯიხვების რქა; ჯიხვები ყოველ წელიწადს იცვლიან თავიანთ რქებს. აქ ჯიხვებს მოუნდებათ ხოლმე რქებით მაგრად ეხახუნონ მიწას, რადგანაც მაგ ველზე მთა და ქვა არ არის. ადრე დაცვენილ რქებს ხახუნ-ხახუნით ახალი რქები ემატება და ამის გამო დროთა განმავლობაში მთელი გროვა ჩნდება და რჩება. ბოლოს, ეს უსასრულო ველიც ოც დღეში გადაჭრეს და მდინარის ნაპირით წავიდნენ. იქიდან ხუთ დღეში ბეშ დეფე-დ* წოდებულ ადგილას ჩავიდ- ___________

* – ბეშ-დეფნე ნიშნავს „ხუთი გორა’, „ბეშ თაუ’ აგრეთვე=ხუთი

მთა. შეიძლება აქ ბეშთაუ=Пятигорк-ზე იყოს ლაპარაკი.

67

ნენ. აქ პატარა ტბებისა და დატბორილი ადგილების წყალს სვამნენ. იქიდან კიდევ მეხუთე სადგურზე თერგ’ ად* წოდებული წყლისპირას დაბანაკდნენ. მაგრამ ამ წყლის მიდამოები ცის მწვერვალამდე ამართულან. აქ ტყიანი ადგილებია. თვითეული ამ ხეთაგანი თითქოს თანაზომიერად გაზრდილი ხურმისა და კვიპაროსის ხეს მოგაგონებს. იქიდან ყართაის სახელით ცნობილ ადგილას ჩავიდნენ. ჩერქეზთა ბეგები მოვიდნენ და თერგის წყალზე და ყართაის მდინარეზე რვა ადგილას ხიდი გაიკეთეს. [ამ წყლებზე] სამ დღეს გადავიდნენ და შამხალის ვილაჲთში მივიდნენ. იქიდან გაემართნენ პირდაპირ თემურ-კაფუსაკენ (დარუბანდისაკენ) და სხვათაშორის, სრულ ოთხმოც დღეს თემურ-კაფუში (დარუბანდში) შეაღწიეს. ‘ოსმანფაშა მოვიდა შირვანს ლაშქრით, რომელსაც შეეგებნენ. დიდი დღესასწაული და გასართობები მოეწყო. რამდე- ნიმე დღის შემდეგ საზამთრო ბინის თადარიგს შეუდგნენ; ზოგი ლერწმიან ადგილებში შევიდა და თავისი კარავი ლერწმით გადახურა. საქონლისათვის გაჩნდა ლერწმის ფარეხები. ზოგმა კიდევ ბუნაგები დათხარა; „ესეც გაივლის’-ო** ამბობდნენ და შიგ შედიოდნენ. ყველა შესაძლებლობის ფარგლებში შეუდგა თადარიგს. მაგრამ სურსათ-სანოვაგე მაინც მცირე იყო. ხორბალი და ქერი ორას-ორას [ახჩად] არ იშოვებოდა. ძალაუნებურად ყველა ცხოველი და ადამიანი იძულებული გახდა ბრინჯი ეჭამა. (II, 76-78).

გაგზავნილი ისლამის ჯარის ჩასვლისას მომხდარი
ამბების შესახებ
„რისალე-ი ბაბიჲე’-ს ავტორს ‘აზიანზ’

-ს შირვანის სამფლობელოსა და ბაბლე-ჰადიდ’ის (დარუბანდის) ვითარება დაწვრილებით აუწერია. ჩვენ მისგან მოკლედ გადმოვიღეთ ცნობები და დავწერეთ. მაღალი ალლაჰის ნებით, იმ დროის შირვანის სამეფო ოსმალთა ხელში იყო. ‘ოსმანფაშა ვეზირის თანამდებობით და საკმაოდ მრავალი [ჯარით] მის [შირვანის] მცველად დარჩა. მომდევნო წელს (=1583 წ.) მანდ ჩავიდნენ ხანის ძმები და შვილი თათართა უსაზღვრო ლაშქრით*** და ბევრი ქვეყანა ააოხრეს. ________

* – ბერგ-ია დაბეჭდილი, მაგრამ ეს კორექტურული შეცდომა უნდა

იყოს -თერგის ნაცვლად.

** წინწკლებში ჩასმული წინადადება ტექსტში სპარსულადაა მოცემული,

და ფრჩხილებშია მოთავსებული.

*** ლაპარაკია ყირიმელთათართა ჯარის შესახებ.

68 შემდეგ კი თვითონ ხანი ასი ათასი თათრით მოვიდა და შირვანის სამფლობელოში, ყარაბაღსა და მუღანში ერთი კორიანტელი ააყენა. ამჯერად კიდევ მოვიდნენ ამდენივე ათასი იანიჩარი, საჭურველმტვირთველთა ნაწილები, რუმელიის და სივასის ჯარები თავიანთი ბეგლარბეგებით. შამხალი და დაღესტნის სხვა მელიქები და საქართველოს თავადები ერთმანეთს დაუკავშირდნენ. [ესენი ამბობდნენ] ეს ხალხი თანდათან მრავლდება; ვიდრე ესენი შირვანის ქვეყნების შემდეგ ჩვენს სამემკვიდრეო სამფლობელომდე მოვიდოდნენ, თუ ჩვენ დროულად თადარიგი არ დავიჭირეთ, ეჭვი არ არის, რომ მათგან აოხრება ჩვენც არ აგვცდება. შემდეგ ყველა შეთანხმდა და განჯის ხანს – იმამ-ყ჎ლი ხანს წერილი მისწერეს და აცნობეს, რომ ესენი რამდენიმე ტომისაგან შედგებიან; ყოველ წელს თითო-თითო, ორ-ორი განაყოფი მოუვათ, ამჟამად მათთან ჩამოსული ერთი ბოლუქის ხალხი გრძელკალთებიან სუფი’ებს გვანან, მეორე ბოლუქის ხალხთა თავები კი ტლანქი დერვიშის თავს მოგვაგონებს, შევკავშირდეთ სასწრაფოდ და ესენი მოვსპოთ, თუ არა ერთ-ორ წელიწადს კიდევ ასე თუ გაგრძელდა, ესენი ჩვენ ბოლოს მოგვიღებენ. შემდეგ იმამ-ყული ხანმა შაჰს მისწერა მათი შეთანხმებისა და შეკავშირების შესახებ. (II, 78-79).

ოსმან ფაშის დადი ომი იმამ-ყული ხანთან
990 წელი |=1582 წ. ]. როდესაც შაჰმა გაიგო მათი ამგვარი

შეთანხმება და კავშირი, მან უყოყმანოდ თვითონ აიღო მთავარსარდლობა და თავისი სახასო კორუჯი’ებიდან სამი ათასი კორუჯი გაგზავნა მასთან. ოთხი ხანი და ოცდაათი სულთანი ისე გაუშვა, რომ ჯარი მთლიანად ორმოცდაათ ათასზე ნაკლები არ გაუყოლებია. გაირკვა, რომ როცა მათ საქართველოსა და დაღესტნის ჯარები შეუერთდებოდა, ძალიან დიდი ლაშქარი შედგებოდა. ყველა ამათ შეკრებაზე დიდი შრომა გასწიეს; იმამ-ყული ხანის გარშემო შეიკრიბნენ. (II, 79).

სილისთრის* მმართველის იაсკ჎ბ ბეგის მოკვლისა და მისი
ჯარის დამარცხების ამბავი
აღნიშნული ბეგი რუმელიის ჯარის მხედართმთავარი იყო.

შაბ჎რან ‘ ად წოდებული ადგილის ახლო, ველზე, რომელსაც ნიჲა- ––––––––

* ს ი ლ ი ს თ რ ა – ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში, დუნაის

მარჯვენა ნაპირზე. 69 ზაბადი* ჰქვია, [მისი ჯარი] ცხენებს აძოვებდა. უნდა გაჩერებულიყო აქ ერთ-ორ დღეს და შემდეგ სარდალს უნდა დაწეოდა. ბოროტმა იმნამ-ყული ხანმა, რომელიც თავის ჯართან ერთად შემახას ჩამოვიდა, ამათი ამბავი გაიგო. მან მაშინვე შეარჩია და გაგზავნა ექვსი ათასი შეიარაღებული და საუკეთესო ყიზილბაში; ეს ჯარი გააყოლა რუსთემ ხანსა და დანიკი ბეგს, რომელნიც ცნობილი იყვნენ ორი გულადი ძმის სახელით, ამ დროს კი [ია’კ჎ბ ბეგი და მისიანები] გართული ყოფილან მამულების გაცვლით. სასწრაფოდ ცხენზე შესხდნენ, თავიანთი ბარგი იქ დატოვეს და მტერს წინაღუდგნენ. მაღალი ალლაჰის მადლით, გამარჯვება რომ ამათ მხარეზე იყო, აღნიშნულ ბეგს ისეთი შემზარავი დარტყმა მოხვდა, რომ იგი წამებულებს შეუერთდა; ამ დროს ალაჲ-ბეგიც დაეცა. [ისლამის] გმირებმა კვლავ გააცხოველეს ბრძოლა და ეს-ეს არის მტერზე უნდა გაემარჯვათ, რომ ორი დობრუჯელი ურჯულო და ურწმუნო მივიდა რუსთემ ხანთან და ახარა მას ბეგისა და ალაჲბეგის დაღუპვა, ყიზილბაშები დაბრუნდნენ და მუსლიმები წელში გატეხეს. ამ დროს შვიდი-რვა ასი კაციდან ზოგი იქვე დაეცა, ზოგი ტყვეობასა და სატანჯველში ჩავარდა. (II, 79-80).

ბრძოლა

‘ოსმან ფაშასა და იმამ-ყული ხანს შორის და

უკანასკნელის დამარცხება.
991 წლის 18 რები

‘-ულ-ახირი [=1583 წლის 11. V.]. როცა სილისთრის ჯარიდან გადარჩენილები ‘ოსმან ფაშასთან მოვიდნენ, ‘ოსმანმა სხვა ისლამის ჯარიც შეკრიბა, დაამშვიდა და გაამხნევა იგი. ამ დროს საჭურველმტვირთველებმა და მისთანებმა თავი გამოიდვეს, რომ ,,უსათუოდ მიიღეთ ღონისძიებანი მტერზე შურის საძიებლად’-ო. რადგანაც ჯარს ამდენად მცირე ჯამაგირი ჰქონდა და, გარდა ამისა, სურსათ-სანოვაგეშიც გასაჭირს განიცდიდა, ‘ოსმან ფაშა რამდენიმედ მობოდიშებისა და გამხნევების ხაზით ესაუბრა [ჯარს]. მაგრამ ყველამ ერთსულოვნად განაცხადა, რომ სამ-ოთხ თვეს შენგან არც სარგოს მოვითხოვთ და არც ერთი მარცვალი სანოვაგისათვისაც ლაპარაკს არ დავიწყებთ. რამდენადაც შეგვეძლება ფადიშაჰისათვის და შენი პირისწყალისათვის ყელაფერს ავიტანთ. თითო თავი გვაქვს და სარწმუნოების გულისათვის მასაც შევწირავთო. [ყველაფერი ეს] ითქვა გულადი ‘ოსმანფაშის ბუნების _________

* შაბ჎რან-ი და ნიჲახაბადი(ნიზაბადი) შირვანში კასპიის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქები იყო.

70 შესაბამისად. აღნიშნული თვის მეექვსე დღეს თემურ-კაფუდან (დარუბანდიდან) გამოვიდნენ და მთელ ჯართან ერთად ველზე გამარჯვების ბანაკები გამართეს. მეთვრამეტე დღეს ბაშ-დეფე’დ წოდებულ ადგილას დაბანაკდნენ. იმ დროს ყიზილბაშის რაზმები გამოჩნდნენ. სივასისა დარუმელიის ბეგლარბეგი ჩერქეზი ჰაჲდარ ფაშა81 თავისი ეჲლეთის ჯარით მარჯვენა ფალანგში დაინიშნა. კაფას ბეგლარბეგი ჯაсფარ ფაშა რუმელიის ჯარით მარცხენა ფალანგში განწესდა. თვითონ ჯარის [განლაგების] შეცვლით უამრავი იანიჩრები წინ დააყენა და მათთან ერთად ოცდაათზე მეტი ზარბაზანიც დააწყო. მან შესანიშნავად ჩარაზმა საჭურველმტვირთველთა ნაწილი თავის ყულებთან ერთად ალმების ქვეშ. ამის შემდეგ ის საბედნიეროდ და სასიკეთოდ შეჯდა ცხენზე, რომელიც თავისი ბედითა და იღბლით ცნობილი იყო. ეს ცხენი ასაკით ოცდაათი წლისაზე მეტი იყო და ამდენ ომში არასოდეს მტრისათვის ზურგი არ უჩვენებია; როცა ის ამ ცხენზე იჯდა, ყოველთვის ლაშქრობაში გამარჯვებული და ძლევამოსილი გამოდიოდა. [ეს ცხენი შეჯდომისას] თავის ადგილზე რომ გაჩერდებოდა, სულ ერთთავად ჭიხვინებდა და ფეხებს მიწაზე არტყამდა, მოუსვენრად იყო და მტერზე თავდასასხმელად ისწრაფოდა. და ყოველ გალაშქრებისას ის ამ თვისებებს რომ გამოამჟღავნებდა, ამას მიიჩნევდნენ გამარჯვების სიმბოლოდ. ეს იყო იმ დროს მაღალი ალლაჰისაგან [ნაჩვენები] თავისებური ნიშანი. შემდეგ მტრის მხრიდანაც იმამ-ყული ხანი შაჰის კორუჯი’ებთან ერთად ‘ოსმანფაშის პირისპირ [დადგა]; ჰაჲდარ ფაყის პირისპირ კუსამ ხანის ძერუსთამ ხანი, ხოლო ჯა’ფარ ფაშის ჯარის საწინააღმდეგოდ გამოვიდა ბურჰანის ძე, რომელიც ჩვენი მხრიდან უკუქცეული და შირვანის მელიქთა ულუფაზე მყოფი ბედოვლათი მოღალატე ვინმე იყო. ამრიგად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: მეწინავეებმა ორთავე მხრიდან შემოუარეს და, საერთოდ, საღამომდე განუწყვეტელი ომი და ბრძოლა იყო. ასე თუ ისე, ყიზილბაშთა რიგებში დამარცხების ნიშანი გამოჩნდა. მაგრამ ღამემ მოაღწია და [ამიტომ] აღარ გამოედევნენ; ღამით გამოდევნება მათ მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. მაგრამ ორთავე მხარემ მაშხალები აანთო და შუაღამემდე იბრძოლა. ისე რომ, ეს ბრძოლა შემდეგ იხსენიებოდა, როგორც მაშხალის ბრძოლა. ამის შემდეგ მხარეთა ჯარისკაცებმა მოილაპარაკეს, ორთავე მხრიდან ყარაულები გამოვიდნენ და ჯარის გარშემო დაიწყეს სიარული. მეორე დღე სამშაბათი იყო: მშვიდობიანობისადმი განეწყვნენ და მხარეებმა ომი დროებით შეაჩერეს.

71

ოთხშაბათ დღეს, როცა დილის ეზანი იქნა წაკითხული, ყველამ ნამაზი შეასრულა და დაუყოვნებლივ ბრძოლისათვის მოემზადნენ. იმ მხრიდანაც ყიზილბაშის რაზმები უწინდელივით ცხენებზე შესხდნენ და პირისპირ მოვიდნენ. დაიწყეს ომი და ბრძოლა. როდესაც ჯაсფარ ფაშის რაზმიდან ცოტაოდენმა დამარცხებამ იჩინა თავი, რ჎მელიის გმირები ქოსთანდილის ბაირაღით ერთბაშად და თვალის დახამხამებაში ისე ეცნენ და ეკვეთნენ მტერს, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ყიზილბაშს პირი უკან მიაბრუნებინეს. ამის შემდეგ მუსლიმებმა ყოველი მხრიდან დროშები გააქანეს წინ და თვითეული გმირი გააფთრებულ ლომს დაემსგავსა; მათი თვალები სისხლმა მოიცვა. იმამ-ყული ხანმა დაუღრიალა [თავის ჯარიკაცებს]: ჰაი, თქვე მუხანათებო. რად გარბიხართ, არამი იყოს თქვენთვის შაჰის პურიო. [მაინც] არავინ არ გამობრუნდა უკან. ბოლოს, თვითონაც მარქაფა ცხენს შეაჯდა, მოკურცხლა, გაუდგა გზას და გაუჩინარდა. სულ მოკლე ხანს ბრძოლის ველზე ყიზილბაშებიდან უკვე არავინ აღარ დარჩა. მხოლოდ მათი ლეშები ეყარნენ. მოკვეთილი თავები რომ დათვალეს, შვიდი ათას ხუთასი იყო. სარდლის ბრძანების თანახმად ამ თავებით კოშკი ააშენეს.

ლექსი: „მოედანი ისე დაეფარა ყიზილბაშთა ლეშს, რომ

მელა, მგელი და ძაღლი თითოეულ ლეშს შეექცეოდნენ’.

ამ ლაშქრობაში მოსულ ყიზილბაშთა უმრავლესობა თავიანთი

ოჯახებით მოსულიყო. მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ კაცი თავის ოჯახის წევრებთან ნამუსისათვის უფრო მტკიცედ იბრძოლებდა. მართლაც რომ ბრძოლაში სიმტკიცე არ დაკლებიათ, მაგრამ მაღალი ღმერთის შემწეობით გამარჯვების ქარმა მუსლიმთა მხარეზე დაიქროლა. დიდება ალლაჰს. (II, 80-82).

ქართველთა მელიქების დატყვევებისა და შემახის ციხის
აშენების ამბავი
ურჯულოთა მთავარსარდალს იმამ-ყული ხანს საქართველოს

მელიქებისათვის წერილები გაეგზავნა და ამ ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება შემოეკვეთა. ესენი [ქართველები] [ყიზილბაშთა?] დამარცხების ჟამს რომ მოდიოდნენ, კუბის მიდამოებში გზა-კვალი აბნევიათ და მთებს მოდებულან. ამ მიდამოების ხალხი მთლიანად მოჯანყე ხალხი იყო, მაგრამ [ჩვენთან] ხმლის შიშით ძალაუნებურად მეგობრობას იჩენდნენ. მაგ მიზეზით მოსული ქართველების უმრავლესობა გაეწყვიტათ და, რაც მათ ებადათ, წაერთმიათ, 72 ხოლო ორი მათი ბეგი და თხუთმეტამდე სახელოვანი „ძაღლი’ ხელ-ფეხშებორკილი მოიყვანეს. დახოცილ ქართველთა უამრავი [მოკვეთილი] თავები წამოაცვეს შუბებზე და ღირსეული სარდლის დივანში წამოიღეს. მაღალღირსეულმა სარდალმა მაშინვე გაუგზავნა ესენი ზაგემის მბრძანებლის ლევან ხანის შვილს. ბედნიერი ფადიშაჰის მოხარაჯეები რომ ხართ, ეს რას ნიშნავსო – უსაყვედურა. დაბოლოს, ომის შემდეგ შაბ჎რან ‘ ად82 წოდებული ქალაქის პირდაპირ დაბანაკდნენ და რამდენიმე დღეს დაისვენეს. იქედან სადგურიდან სადგურამდე იარეს და ქალაქ შემახაში ჩავიდნენ. 991 [წელს] ჯუმად-ალ-ევველის თხუთმეტს [=1583 წლის 6. VI.] დაიწყეს ციხის მშენებლობა და ორმოცდახუთ დღეში დაამთავრეს. ამის შემდეგ საქართველოსა და დაღესტნის ქვეყნებში შიშმა მოიკიდა ფეხი და ბეგები ყოველი მხრიდან ნაირ-ნაირი საჩუქრებით ერთი-მეორეს ასწრებდნენ. მათგან ზოგ წარჩინებულს, როგორც ელჩს, კაფ჎ ქეთხუდა ‘ს თანამდებობაზე ტოვებდნენ ამის შემდეგ მოისურვეს დაეთვალიერებინათ კეთილშობილი ვეზირის ნავთის საბადოები, რომელიც ბაქო’დ წოდებული ციხის პირდაპირ მდებარეობდა. მანდ გაემგზავრნენ რამდენიმე ჯარით, იქიდან თემ჎რკაფ჎ში ჩავიდნენ და აქ ამ სიხარულში გაითენეს პატიოსანი დღესასწაული. (II‚ 82-83).

‘ოსემან ფაშის სტამბოლს გამგზავრებისა და ამ გზაზე

მომხდარი ომის ამბავი
991 წლის შევვალ’ის 4-ს [=1583 წლის 21. X] მას შემდეგ,

რაც მამაცობით აღსავსე ‘ოსმან ფაშამ შირვანის მიწაზე ასეთი წესრიგი დაამყარა და ციხეებისა და ქვეშევრდომთა საქმე რომ კალაპოტში ჩააყენა, მან მოისურვა ბედნიერების ზღურბლში [ = სტამბოლში] გამგზავრება. თავის მოადგილედ ჯა’ფარ ფაშა დატოვა და მაგ ქვეყნის ხალხი მის განკარგულებაში დარჩა. პატიოსანი დღესასწაულის მეოთხე დღეს ისინი აიყარნენ გასამგზავრებლად. გადაიარეს სადგურები და გადასარბენები და, როდესაც კანლუ-სერინჯეს წყალზე დაბანაკდნენ, [გაირკვა, რომ] სტამბოლიდან შირვანის ჯარის[ათვის განკუთვნილი] ხაზინა გამოეგზავნათ. ამის შესახებ გაეგო უბედურ რუსს და გზა გადაეჭრა. მამაცი ‘ოსმანფაშა ისლამის ლაშქრით აღნიშნული მდინარის ნა- პირას იყო დაბანაკებული. საღამო ჟამს, როდესაც [ჩვენი] გმირები ალლაჰს ადიდებდნენ და იძახდნენ „ალლაჰ, ალლაჰ, იდიდოს მისმა

73

სახელმა’ო, ავბედი რუსი აქ ახლო ყოფილა და ისლამის ჯარის ამბავი გაეგო. რუსები ტყიან შამბნარში შევიდნენ და იქიდან უთვალთვალებდნენ. დილით ადრე იმ ღრმა მდინარეზე გადავიდნენ; ოღონდ ერთმანეთთან ჭედვისა და ზედახოცვის გამო ჯარის მესამედი ჯერ არ გადასულიყო, რომ სროლა ატეხეს; ბევრი დაჭრეს და ბევრი კიდევ წამებულთა გუნდს შეუერთეს. თურმე მათ ერთი რაზმი [ჯარისა] ამ შამბნარში დაეყენებინათ, აქ დაუმალავთ წართმეული სიმდიდრე და თვითონაც შეუფარებიათ თავი. შემდეგ [ისინი] ისლამის ჯარს გარსშემოერტყნენ და ორ დღეს მაგრად იბრძოლეს. [ბოლოს] წყეულ რუსებს დამარცხება აგემეს. შემდეგ აქაურობას მოშორდნენ და კიდევ ერთ ტყეს შეაფარეს თავი. მანდაც იბრძოლეს შუადღის ახლო ხანებამდე. რადგანაც ამ რამდენიმე წყეულის მიზეზით უეჭველი იყო ბევრი მუსლიმის დაზარალება, ბრძოლას თავი დაანებეს და უმჯობესად მიიჩნიეს თავისი გზა გაეგრძელებინათ. იქიდან თერგ’ ად წოდებულ მდინარეს მიადგნენ და კვლავ დიდი გაჭირვებით გადავიდნენ. იქიდან ბეშ-დეფე’დ წოდებულ სადგურზე დაბანაკდნენ. ოღონდ ავბედმა რუსმა ეს ველები გადაწვა ისე, რომ ცხოველის საკვებად გამოსადეგი ერთი წვილი არ დატოვა. კიდევ ორი სადგურის მანძილზე სრულებით წყალი არ იშოვებოდა. ამიტომ დიდი გასაჭირი განიცადეს. შემდეგ დაბანაკდნენ კუბან’ ად წოდებული დიდი მდინარის ნაპირას. იქ შეისვენეს. სამ დღეში ეს მდინარეც გადალახეს ამ ადგილას შეიტყვეს, რომ ავბედმა რუსმა გზა გადაუჭრა შემახის ბეგლარბეგს (ზემოთ მოხსენებული ‘ოსმან ფაშის ყოფილ ქეთხუდას), რომელიც სტამბოლიდან მოდიოდა ხაზინითა და მერიგე იანიჩარით. ესენი დიდმა შიშმა მოიცვა. როცა დაინახეს ისლამის ჯარის გზაზე ამდგარი მტვერი და კორიანტელი. საკმაოდ შეშფოთდნენ; შემდეგ რომ პირისპირ შეხვდნენ, ყველამ დაივიწყა თავიანთი მოქანცულობა და გასაჭირი. იმ ადგილას ერთ მშვენიერ მდელოზე გაჩერდნენ. ამ გულწრფელი, მეგობრული შეხვედრის სიამოვნება ორ საათს გაგრძელდა. ჩამოტანილი ხაზინა ჩააბარეს ‘ოსმან ფაშას; მან, კიდევ დაანაწილა თითოეული ბოლუქისადმი განკუთვნილი სარგოები, ხოლო შემდეგ ეს ფული შირვანს მიმავალ ჯარისკაცებს დაურიგეს. მათ აქ გაიგეს, რომ ამ გზაზე ცხოველის საკვებად გამოსადეგი ბალახი არ მოიპოვება. სახელდიდებული ღმერთის ბრძანებით იმ დროს ისეთი ცივი ამინდი დადგა და სიცოცხლისათვის საშიში ისეთი ყინვა დაიჭირა და ქარი ამოვიდა, რომ რამდენიმე კაცი ძლიერ [სიცივეში] გაიყინა და საიქიოსკენ გზას გაუდგა. ყოველდღე შვიდას74 შვიდასი, რვაას-რვაასი ცხოველი იღუპებოდა. ამრიგად, თორმეტი დღე კუბანის წყლის ნაპირით იარეს, ბოლოს ფონის ადგილას რომ მივიდნენ, დაინახეს, რომ აღნიშნული მდინარე გაყინულიყო. ეს დიდი ტყიანი ადგილები იყო. ჯარმა დიდი ცეცხლი გააჩაღა; სიცივე დაძლეულ იქნა; აღნიშნული მდინარე ყინულით გადაიარეს. ბოლოს სარდლისათვის თემრუქის ციხიდან ნავები მოიტანეს; ისინი ნავებით გადავიდნენ. მეოთხე სადგურზე თემრუქის ციხეს მიაღწიეს. ზარბაზნები გაისროლეს, ზეიმსა და მხიარულებას მიეცნენ. აქიდან მეორე სადგურზე ტამანს ჩავიდნენ. მთელი ჯარი ყინულზე გადავიდა. დაბოლოს, ზოგიერთს, თავისი სიცოცხლის ვადა მიღწეულს ყინული ჩაუტყდა და დაიღუპა. შემდეგ ქერჩის სრუტეს მიაღწიეს, გადავიდნენ ყინულზე და [აქ] რამდენიმედღე დაისვენეს. ამის შემდეგ მთავარ სადგურს – ქალაქ კაფას ჩავიდნენ. სამშობლოში წასვლის მსურველებს [ასეთი] ნება მიეცათ, ხოლო დამრჩომთათთვის მოამზადეს საზამთრო ბინები. (II, 83-86).

ფერჰად ფაშის აღმოსავლეთის მხარეთა სარდლად
დანიშვნის ამბავი
991 წელი [=1583 წ.]. რადგანაც გაირკვა, რომ ტყუილი

იყო სინან ფაშის ნათქვამი იმის შესახებ, რომ მან ზავი ჩამოაგდო [ყიზილბაშებთან], სულთანატისათვის ჩვეული ნამუსის შესაბამისად, საჭირო გახდა გაზაფხულზე სარდლის დანიშვნა და გაგზავნა. სიავუშ ფაშას ეშინოდა, რომ მისთვის არ ებრძანებინათ [სარდლობა] და, რადგანაც ესმოდათ, რომ ასეთი ბრძანების ღირსი ფერჰად ფაშა იყო, ეს უკანასკნელი გააპატიოსნეს ვეზირის თანამდეგობით და სრულიად ისლამის ჯარის სარდალ-სპასალარად დანიშნეს. იმავე გაზაფხულს იგი აღმოსავლეთ [ანატოლიის] მიმართულებით გაემგზავრა. (II, 86). ერევნისა და მისდამი დაქვემდებარებული ციხეების აშენება

991 წელი [ = 1583 წ.] გადასერეს სადგურები და გადასარბენები და ისლამის ჯარი ერევნის მიდამოში დაბანაკდა. უწინ,

ლალა ფაშის დროს [ერევანს] შეესივნენ და მის მხარეთა უმრავლესობა აოხრებულ და იავარყოფილ იქნა. ერთი-ორი წლის განმავლობაში უწინდელზე უფრო კარგად გაეშენებინათ და არსად ნანგრევები არ დაეტოვებინათ. მის გარშემო მდებარე თითეული სოფელი ქალაქებისა და დაბების მსგავსად სამას-სამას, ოთხას-

75

ოთხას კომლზე ნაკლები არ იყო. რადგანაც შაჰ-ყული ხანი და შემდეგ კი მისი შვილი-თოქმაქ ხანის სახელით ცნობილი მეჰმედ ხანი მოსახლეობასთან ურთიერთობაში სრულ სამართლიანობას იცავდნენ და კეთილი განწყობილება ჰქონდათ, ქვეყანა გაშენებუ- ლიყო. დროის უდიდეს ნაწილს ესენი ხარჯავდნენ სასიამოვნო და საამო სეირნობა-სიარულში. მხოლოდ,როდესაც გაიგეს ისლამის ჯარის მოსვლა, დაიბნენ და დაიფანტნენ. როდესაც სამართლიანი სარდალი აღნიშნულ ქალაქში შევიდა, ციხის აშენებას შეუდგა თოქმაქ ხანის სასახლეების გარშემო დიდი და მაგარი ზღუდე გააშენა; ორმოცდახუთ დღეში [მშენებლობა] დაამთავრეს. [ერევნის] ბეგლარბეგობა ვეზირის რანგით მისცეს ვანის ბეგლარბეგს ჯიღალაზადე ჲს჎ფ ფაშას82ა , რომელიც განსვენებული სულთან სულეჲმანის პატიოსან ჰარემში იყო აღზრდილი. იგი ცნობილია მამაცობითა და გმირობით, იყო ვანის ბეგლარბეგი. ამ ადგილას გამჩენი ღმერთის ამგვარი წყალობა ათასობით ვინმეებისათვის ჭკუისსასწავლი და სამაგალითო შეიქნა. ჯიღალა-ზადე განსვენებული სულთან სულეჲმანის სასიამოვნო და დაახლოვებული [პირი იყო]. ხოლო [სულთან სულეჲმანის დროის] უფლისწულის, მისი აღმატებულების სულთან სელიმის სასახლის სამზარეულოში საკულინარიო საქმეებში დიდი დამსახურბა [სწორედ] ფერჰად ფაშას მიუძღოდა. მაგრამ სააქაო ქვეყანაში დოვლათი და დიდება რომ მოგივა, ასე მოგივა და რომ წაგივა, ასე წაგივა. (II, 86-87).

ერევნის ციხის აშენების შემდეგ მომხდარი ამბების შესახებ
აღნიშნულ ეჲალეთში საჭირო და მნიშვნელოვან ციხეთაგანი –

შურაგელის ციხე რომ სათანადო მეციხოვნეებითა და საჭურველით უზრუნველყვეს, ყარსის ციხისაკენ გაემგზავრნენ. იქიდან ყარა-არტაანს83 ჩავიდნენ და ესენიც [ადგილობრივი მეციხოვნე ჯარი] სურსათ-სანოვაგითა და ხაზინით სავსებით დააკმაყოფილეს. დიარბექირის ბეგლარბეგსა და თბილისს სურსათ-სანოვაგე გაუგზავნეს. ისინიც მშვიდობითა და ნადავლით გამდიდრებულნი დაბრუნდნენ. იმიტომაც რომ ზამთარი ახლოვდებოდა, საზამთრო ადგილისაკენ, ესე იგი, სამოთხისადარ არზრ჎მისაკენ გაემგზავრნენ და გასაზამთრებლად საჭირო თადარიგი დაიჭირეს. ამ კურთხეულ წელს ისლამის ჯარი მშვიდობიანობისა და კეთილდღეობის ვითარებაში იყო. არც ერთხელ არ გაუწყენიანებია მტერს და არც სურსათსანოვაგის სიმცირე და სიმწარე განუცდია და იყვნენ სრულ სიამოვნებასა და განცხრომაში. (II, 87). 76

აღნიშნული სარდლის [სარდლობის] მეორე წლის ამბები და
აღება და დაპყრობა ლორისა და გორისა
993 წელი [=1585 წ.]. როდესაც გაზაფხულმა მოაღწია,

ისლამის ჯარს ნაბრძანები ჰქონდა სამეფო ლაშქრობის [ჩატარება], ჯარის შეკრებას დიდი გულისყურით მოეკიდნენ. უავგუსტოეს ბანაკში ჩავიდნენ. შემდეგ მაღალღირსეულმა სარდალმა დაიპყრო და შეაკეთა ლორის ციხე, დანიშნა მისი ბეგლარბეგი და შეავსო ციხე დამატებითი სამხედრო საჭურველით. შემდეგ გორის ციხისათვისაც მოამარაგა სამხედრო მასალა, როგორც საჭირო იყო, იმ მხარეს, ე. ი. საქართველოს საზღვარზე რაც ციხეები იყო, საჭიროებისდა მიხედვით, ზოგ [ციხეს] ჯარი დაუმატა, ზოგში-კი შესაკეთებელი ადგილები შეაკეთა და არავითარი ნაკლი [ციხეებში] არ დაუტოვებია. (II, 87-88). დიდი ვეზირის მეჰმედ-ფაშის84

ძის ჰასან-ფაშის [საქართველოში]
შესევა და ნადავლის ხელში ჩაგდება
იმავე წელი [993=1585 წ.]. როდესაც გორის ციხეში მივიდნენ, ზემოხსენებულ ჰასან-ფაშას85 თავიანთი ლაშქრით შეუერთდნენ

სივასისა და რ჎მის ბეგლარ-ბეგი დიდი ვეზირის სინან-ფაშის-ძე მეჰმედ-ფაშა და ყარამანის ბეგლარბეგი მეორე მეჰმედ-ფაშა. უავგუსტოეს ჯარში ღამით თავდასხმის მსურველ გმირებს [ამის] ნება მიეცათ და გაიგზავნენ. შეესივნენ საქართველოს გორიდან სამიოთხი მანძილის სიშორეზე. უამრავი და უსაზღვრო ნადავლი იშოვეს და ტყვეებიც წამოასხეს. ისე რომ ხუთი ათასი კომლI, –[მთელი] ტომის მოსახლეობა, გამოირეკეს და თან წამოიყვანეს. სხვა ძვირფას ნივთებს კი დასასრული არ უჩანდა. (II, 88).

ისლამის ლაშქრის თბილისში ჩასვლა და ალექსანდრე
მეფისაგან ხარაჯის აღება
როცა ისლამის ლაშქარი ქონებითა და ნადავლით აღივსო

და დაკმაყოფილდა, ზემოხსენებული მანძილიდან თბილისს მოვიდნენ და [აქ], როგორც საჭირო იყო, მომარაგდნენ სამხედრო საჭურვლითა და ტყვია-წამლით. ლევან ხანის შვილის – ალექსანდრე ხანზე დადებული იყო [ხარაჯა]: ოცდაათი ჲუქი აბრეშუმი და რამდენიმე ყმაწვილი და უბადლო [სილამაზის] მხევალი; [აიღეს და] წაიტანეს. კიდევ რამდენიმე ისპირის მიმინო და რამდენიმე

77

კიდევ ბალაბანი წაიყვანეს. ეს ალექსანდრე მეფე, თავისი აზრით, მცოდნე და გაგებული კაცი იყო; ისე რომ თავის ბეჭედზე ამოტვიფრული ჰქონდა ჰაფიზ შირაზელის ლექსის შემდეგი ხანა: „არც ხიდირის სიცოცხლე დარჩენილა და არც ისქენდერის [ალექსანდრე მაკედონელის] სამფლობელო, [ამიტომ] ნუ ემდური უმსგავსო ქვეყნიერებას, დერვიშო!’

ქაფირთა ენაზე ისქენდერს უმთავრესად ალექსანდრეს ეტყვიან. ამოდენა ეჭვებით იყო შეპყრობილი. (II, 88-89).
ზემოაღნიშნული სარდალი [ფერჰად ფაშა] მომხიბლველ
თავრიზს რომ ჩავიდა
[994 წ. = 1585-1586]... საქართველოსკენ ზედიზედ ჯარი გაგზავნა და ადრე დამორჩილებულთაგან ხარაჯა და ბაჟი ააღებინა.

დასტური მიეცათ მართველობისა. მათ შორის მოვიდა ლევან ხანის ძის ალექსანდრე ხანის ხარაჯა და ძღვენი, აგრეთვე [მოვიდა] სიმონ ცბიერის გადასახადი და ბაჟი. მათი მორჩილება და დაქვემდებარება დადგინდა. (II, 108-109).

თემურ-კაფუს, შირვანის, თბილისისა და ერევნის ციხეთა
საბრძოლო მასალა
როდესაც ისლამის ჯარი მომხიბლველ ქალაქ თავრიზში დაბინავდა და ისვენებდა, ძლევამოსილმა სარდალმა აკრძალა ძილი

და მშვიდობა; ყველა მხარეს ჯარი გაგზავნა და საჭირო ღონისძიებათა რიგიანად ჩატარებაზე ზრუნვისაგან მოსვენება არ ჰქონდა. ყიზილბაშებისაგან ახლადდაპყრობილი თემურ-კაფუს, შირვანის, თბილისისა და ერევნის ციხეთა საბრძოლო მასალით ჯეროვნად მომარაგების დასრულებაზე დიდი მუშაობა გასწია. ზოგ [ციხეში] ხელახლა დანიშნა ისეთი ბეგლარბეგი, რომელიც საქმეს [უკეთესად] გაართმევდა თავს, ზოგ ციხეს კიდევ საბრძოლო მასალის ნაკლოვანებანი შეუვსო. თითეული ამ ციხის თადარიგი რომ დაიჭირა, ზამთრის მოახლოების გამო საზამთრო ბინების, ე. ი. სიხარულისმომნიჭებელ არზრუმის მიმართულებით გზას გაუდგა. (II, 109).

მეორე წელს განჯის აღებისა და ყიზილბაშთან ზავის
დადების ამბავი
995 წელი [=1586-1587 წწ.].როდესაც გაზაფხული და

ბრძოლის დრო დადგა, ისლამის ჯარმა ყოველის მხრიდან იწყო დენა და უავგუსტოეს ბანაკში შეიკრიბა მაღალღირსეული სარდა78 ლი [ამჯერად] გაემგზავრა განჯისა და ბარდავის დასაპყრობად და, მაღალი ალლაჰის შემწეობით, ჩავიდა თუ არა, შეძლო [ამ ციხეების] დაპყრობა დაიმორჩილა აგრეთვე მათ გარშემო მდებარე სოფლები და დაბები. [ამ ადგილების] ბეგლარბეგობა დამსახურებულად ჩაეთვალა და ებოძა ანატოლიის ეჲალეთის მფლობელს ხადიმ ჰასან ფაშას86 , რომელიც მეჰმედ ხანის დროს დიდი ვეზირი გახდა, თავის ტოლთა შორის შურს იწვევდა და [ბოლოს] მოკლულ იქნა. ბოლუქისათვის საჭირო რაოდენობის ყ჎ლის ჯარი ჩაუწერა და დანიშნა დეფთერდარი რომელსაც ევალებოდა, ამათი [ყ჎ლის ჯარის] სარგოს გამოწერის გარდა, ყოველწლიურად ასორმოცდაათი ჲუქი აბრეშუმის გაგზავნა. სხვა სამეურნეო საჭიროებათა და საბრძოლო მასალათა მომარაგების შემდეგ მოსალაპარაკებლად შაჰისგან ჩამოვიდნენ ნდობით მოსილი ელჩები. რადგანაც [შაჰი]. თავისი ძმისწულის ჰაჲდარ მირზას თავდებად გამოგზავნის საფუ- ძველზე ზავს ითხოვდა, აღნიშნული სარდალი დაბრუნდა გასაზამთრებელი ადგილისაკენ და საქმის ვითარება მოახსენა უზენაეს მართებლობას. ვინაიდან ფადიშაჰმაც კეთილინება გამოეჩინა სურვილი კანონიერი ზავის ჩამოგდებისა, მან [სარდალმა] ფადიშაჰის ნების შესაბამისად ზავი და მშვიდობა ჩამოაგდო. სამსახურებრივი მოვალეობის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად და დასასვენებლად იგი მშვენიერებამოსილ არზრუმში გაჩერდა.

(II, 109-110).
გაიძვერა ყიზილბაშმა დრო იშოვა მშვიდობიანობის საზიანოდ
და მშვენიერ თავრიზზე რომ გაიმარჯვა 1012 წელს
[=1603-1004 წწ. ]
არზრუმის ეჲალეთით გავეზირებული სა’ათჯი ჰასან ფაშა86

მაგ მხარეში დანიშნეს სარდლად ზოგიერთ ყაჩაღთა [ბრბოს] გასანადგურებლად. აღნიშნული წლის დასაწყისში ზემოხსენებული [ჰასან ფაშისა] და ერევნის ბეგლარბეგის შერიფფაშისაგან მოხსენებები და საჩივრის წერილები შემოვიდა. [იწერებოდნენ] რომ ყიზილბაშმა დრო იხელთა და თავრიზზე გაიმარჯვა. დაწვრილებით ეს ამბავი ასეა: ზარხოშ ‘ალი ფაშა87 თავრიზის ბეგლარბეგი იყო. კარნიარუკсის ციხე და მისი ოლქის სახასო ქონება თავრიზის ფილან გის [ჯარის] ოჯაქლიქ’ ად ითვლებოდა. ამიტომ ხსენებული ციხის ოჯაქლიქის წესით მემკვიდრეობით მფლობელი ქურთთა ემირი ‘ალა-ედ-დინ ბეგი, თავრიზის ფალანგის შემოტევით განაწ-

79

ყენებული, მორჩილებიდან გამოვიდა. ამ მიზეზით ზემოხსენებული ‘ალი ფაშა და თავრიზის ჯარის მეთაური ჰასან აღა თავრიზის ჯარით წამოვიდნენ მის საწინააღმდეგოდ და კარნიჲარუკის ციხეს ალყა შემოარტყეს ჰუქარის მმართველმა ზექერია ბეგმა ჯართან ერთად თავისთან წაიყვანა ნახიჩევნის ჯარის ნახევარი და შერიფ ფაშის ქეთხუდა – ‘ოსმან ქეთხუდა და ალყაშემორტყმულებთან მოვიდა. ერთ თვემდე ურტყეს და აღნიშნულ ციხეზე გაიმარჯვეს. იმ დროს აღნიშნული ‘ალა’ -ედ-დინ ბეგის ძმიშვილი სეჲფ-ედ-დინ ბეგი და ხანი აბდალ ბეგი შაჰთან წავიდნენ და ზომების მისაღებად დახმარება ითხოვეს. თან გააგებინეს, რომ თავრიზის ჯარი ციხიდან გამოვიდა და ციხე ცარიელი დარჩა. შაჰმაც უყოყმანოდ სამი-ოთხი ყონახი ერთად აქცია და ზოგის გადმოცემით – ექვს დღეში, ზოგის მიხედვით კი ათ დღეში ისფაჰანიდან თავრიზს ჩავიდა, რაც ერთი თვის სავალია. თვრამეტი დღე ალყა შემოარტყა; ‘ალი ფაშამ კი აღნიშნული ‘ალა’ -ედ-დინ ბეგი დაიჭირა დარომ მიჰყავდა, გაიგო, რომ ყიზილბაშმა თავრიზს ალყა შემოარტყა. მან არ იცოდა, რომ შაჰიც მათთან ერთად იყო; დაარტყა ყიზილბაშს და მაღალი ალლაჰის მადლით მოწინავე რაზმები დაამარცხა და გაანადგურა შემდეგ კიდევ რამდენიმე [ყიზილბაშთა] რაზმმა წამოი- ძახა: „შაჰ, შაჰ’ და მასზე რომ წამოვიდნენ, მან [ ‘ალი ბეგმა] აღნიშნულ ‘ალა’ -ედ-დინს კისერი მოჰკვეთა. მაგრამ ყიზილბაშმა სძლია მათ, დაამარცხა და გაწყვიტა. ‘ალი ფაშა აქვე ჩაუვარდათ ხელში; ტყვედ ჩავარდნენ აგრეთვე ‘ოსმან ფაშის ხელქვეითები ხალილ ფაშა88 და მაჰმ჎დ ფაშა89 . როდესაც შაჰთან მიიყვანეს ესენი ჯა’ფარ ფაშის კაცებიაო და მოაკვლევინა. [ყიზილბაშებმა] უთხრეს [ისლამის ჯარს]: ‘ალი ფაშა თავრიზის დასაცავად გამოგზავნეს, აი თქვენი ფაშა რა დღეშია, იგი ჩვენი ტყვეა, თქვენ ვისგან ელით შველასო. [ამის შემდეგ] მუსლიმებმა ციხე ნებით ჩააბარეს.

მაგრამ ნებით ჩაბარების სამაგიეროდ მათ ურჯულოება გამოიჩინეს და საწყალ ხალხს ბევრი სიავე მიაყენეს.

‘ალი ფაშამ შემდეგ ბევრი სინანული გამოთქვა თავის-თავზე და მაგ მდგომარეობაში მოკვდა. მისგან დარჩენილი [ქონება] მისივე ელჩის მეშვეობით გაეგზავნა სტამბოლში მის მემკვიდრეებს. მაგრამ მთავარმა დეფთირდარმა ბაკი ფაშამ90 შარიсათის მიხედვით [ეს ქონება] ხაზინას გადასცა. (II, 258-2539). __________

* ე. ი. ისეთი სიჩქარით, რომ სამი-ოთხი დღის სავალს ერთ დღეს

გადიოდა. 80

იმავე წელს [=1603-1604 წწ.] სა’ათჯი ჰასან ფაშის სარდლად

დანიშვნისა და გამჩენის ნებით მისი გარდაცვალების ამბავი

როცა ამ არასასიამოვნო ამბავმა სტამბოლს მიაღწია, მოითათბირეს და, რადგანაც ის ახლოს იმყოფებოდა იმ ადგილებთან,

სარდლად დანიშვნის შესახებ ბრძანება ზემოაღნიშნულ სა’ათჯი ფაშას გაუგზავნეს. ხოლო აღნიშნულმა [სარდალმა] შორად [მყოფ] ყველა ჯარის ნაწილებს პატიოსანი ბრძანებები დაუგზავნა. იგი დიდ ბეჯითობას იჩენდა მათ შესაკრებად. ამასობაში გზააბნეულმა შაჰმა ნახიჩევანი აიღო და ერევანს ალყა შემოარტყა. ალყა რამდენიმე თვეს გაგრძელდა. რომელიმე საქმე დაუსაბამობაში არ უნდა იქნეს წინასწარგანსაზღვრული, რადგანაც ასეთი საქმე სიზმრისმაგვარი რამ იქნება. დაბრკოლება და უსიამოვნება აურაცხელი გაჩნდება. ამ ადგილას მაღალი ალლაჰის განგებით გარდაიცვალა ჰასან ფაშა და საიქიოს ეწია. (II, 259-260).

1013 წელს [=1604-1605 წწ.] ყიზილბაშის გამარჯვება
ნახიჩევნის ციხეზე
როცა გზააბნეულმა შაჰმა თავრიზზე გაიმარჯვა, ნახიჩევანზე

მან ზ჎-ლ-ფუკარ ხანი გამოგზავნა. ნახიჩევანი ერევნის ეჲალეთში შედიოდა. როცა შერიფ ფაშამ დაინახა, თუ რა მდგომარეობაში იყო თავრიზი, მის დასაცავად სამასამდე მეომარი განაწესა. მაგრამ ალყის შემორტყმის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევის ვარაუდი არ იყო; ამიტომ განიზრახეს შიგ მყოფი ჯარი გამოეყვანათ, ციხისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ და დაენგრიათ იგი. როცა ციხესთან მივიდნენ, შიგ განლაგებულმა ბედოვლათებმა თქვეს: ჩვენ უფრო ადრეც შაჰის მონები ვიყავითო და ციხიდან არ გამოვიდნენ, [ციხე] ზ჎-ლ-ფუკარხანს გადასცეს. (II. 260). იმავე [1013=1604-1605 წწ.] წელს რომ გზააბნეულებმა ერევნის

ციხე დაიპყრეს
როდესაც საქმე ასე დატრიალდა, გზააბნეულმა შაჰმა თავრიზის მხარეში მობინადრე ქურთისტანის ხალხი მიიმხრო და გარშემო შემოიკრიბა. მასთან მივიდა [აგრეთვე] საქართველოს ჯარებიდან ალექსანდრე ხანის შვილი ლევან ხანი და სიმონის შვილი

ლუარსაბ ხანი თავიანთი ჯარით. ადგა და ერევანს ალყა შემოარტყა. ეს ალყა გაგრძელდა სრულად ცხრა თვე და ათი დღე. 81 რამდენიმეჯერ ლაღუმები ჩააწყო და იერიშებზე გადავიდა. ხუთი ცალი ფარანის ზარბაზანი ციხის ქვეშ ეწყო, მაგრამ [კიდევ] ხელახლა ჩამოასხმევინა. თითოეული მათგანი ორმოცდაათ ოყა ქვას ისროდა. ის კი არა, რადგანაც ციხეზე დაცემული ქვა მუსლიმებს ხელის წისქვილისთვის სჭირდებოდათ, იყო შემთხვევები, რომ ერთმანეთში ეს ქვა სამსამ ყურუშად იყიდებოდა. მაგრამ ალყაშემორტყმულ [მუსლიმ] გმირებს აქლემისა და ცხენის ხორცის ჭამისაგან ავადმყოფობა გაუჩნდათ და ბევრი მათგანი ღონემიხდილი და უძლური დარჩა. ერთხელ წყეულებმა ლაღუმი გადააგდეს. მუსლიმებმა ამაზე არაფერი იცოდნენ. დილა-ადრიან შიდაციხესა და გარეციხეს შუა რამდენიმე ათასი ყიზილბაში გამოჩნდა. იმ დროს გარეთა ციხეში მყოფმა მუსლიმებმა ვერავითარი ზომები ვერ მიიღეს და გაოგნებულნი რომ იყვნენ, უცბად ხმალი მოიქნიეს და სულ მცირე დროის მონაკვეთში ათას რვაასი კაცი დაყარეს. [ამ დროს] გავრცელდა ხმა ისლამის ჯარის სარდლის ცხონებული სა ‘ათჯის გარდაცვალების შესახებ. ამ მიზეზითაც ისლამის ჯარის ხელი დაფეხი უძრავი დარჩა. სრული ათი დღის შემდეგ შიდაციხე ნებით ჩააბარეს. ამ დროს შაჰი შერიფფაშას დიდი პატივისცემით მოეპყრო იმამ რიზას მუთეველლი ‘ს თანამდებობა მისცა. როცა მისმა სიცოცხლემ დასასრულს მიაღწია, [სამსახურიდან] მოხსნასა და დანიშვნაზე ზრუნვას თავი დაანება და ასე გავიდა [მისი] დრო. სხვა ჯარისკაცებს გამოუცხადა: ვისაც უნდა ჩემი ყული იყოს, ვისაც უნდა ოსმალოსთან წავიდესო. ის კი არა, ხიდირ ფაშის შვილმა მეჰმედ ფაშამ სამას-ოთხასი კომლი თავის ჯალაბობით თან წამოიყვანა, შაჰთან ხალხი გააყოლა და მშვიდობიანად მიაღწევინა ყარსამდე. ციხე-ერევანი დაწვა, გააოხრა და მიწასთან გაასწორა.

(II, 260-261).
1014 [=1605-1606 წწ.] წელს განჯასა და შირვანში
ყიზილბაშის შემოსევის ამბავი
აღნიშნულ წელს გზაკვალდაბნეული შაჰი განჯაზე დაიძრა.

განჯის ბეგლარბეგად სარი აჰმედ ფაშის91 ქეთხუდა მეჰმედ ფაშა იყო. სრულ ექვს თვეს ალყაშემორტყმული იყო. იყო დღედაღამ შეუწყვეტელი ბრძოლა; შემდეგ დახმარება ვერ მიიღეს და დანებდნენ. ამის შემდეგ აიყარნენ და შირვანზე წავიდნენ. სრულ შვიდ თვეს ალყაშემორტყმული შირვანიც სასიცოცხლო იმედისაგან ძლიერ შორს იყო. ბოლოს, ესენიც დანებდნენ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, 82 რომ თვითონ დანებდნენ, გზადაბნეულმა შაჰმა ისლამის ლაშქრის ნახევარზე მეტი გაწყვიტა; ასეთივე მუხანათობა უყო განჯის ჯარს. აი, ათი-თორმეტი წლის განმავლობაში წამოზრდილი ისლამის მაღიარებელი [ახალგაზრდები] გააქრეს და ეგ ურჯულო ორი წლის განმავლობაში ყველაზე გამარჯვებული გამოვიდა. შედეგი ცნობილი გახდა; ეს იყო ჩაგვრისა და არეულობის წლები. ყიზილბაშის მიერ თავრიზისა და ნახიჩევნის დაპყრობა სულთან მეჰმედ ხანის92 დროს მოხდა, სხვებისა კი სულთან აჰმედის დროს93 . ყიზილბაშთა ამბები და ჩიღალაზადეს სარდლობა ქრონიკის მიხედვით არაა, იგი ცალკე დაიწერა. (II, 266-267).

საქართველოს მელიქ მოურავის94
( ) მიერ კარჩიკაის
მოკვლა და საქართველოს დამორჩილება, 1034
[= 1624-1625 წწ.] წელი
ხსენებული მოურავად წოდებული მელიქი დიდი მელიქი იყო,

რომელიც სრულიად საქართველოს სახელმწიფოს ქეთხუდად და შაჰ ‘აბბასის მეგობრად იყო ცნობილი. ზოგ საჭიროებათა გამო ზემოხსენებულ მოურავს ორი-სამი ხანისა და მათი ჯარის თანხლებით შაჰი საქართველოში აგზავნის. თურმე საქართველოს მიერ შაჰის საწინააღმდეგოდ [გაწეული] ერთგვარი ურჩობა მოურავსვე მოეწყო ყიზილბაშზე შურის საძიებლად. მოხერხებული შემთხვევა რომ მიეცა, კარჩიკაი და მასთან მყოფი ხანები დახოცა და ერთიორი ათასი ყიზილბაშის ჯარს თავი მოჰკვეთა. ზემოხსენებული წლის რამაზანის 27-ე დღეს [=1625 წ. 3. VII.] ოსმალთა ჯარის [ბანაკში] მოვიდნენ [მოურავის კაცები] მისი [მოურავის] შვილითურთ და საქართველოს ზოგი მელიქთაგანი კარჩიკას და სხვა ყიზილბაშთა თავებითა და მოენე ტყვეებით, საყვირებითა და დიდი დაფებით და ორას-სამასი ბაირაღით.

მათ [მოურავის ელჩებმა] სიტყვა-სიტყვით ასე მოახსენეს:

ასეთი მოხერხებული შემთხვევა ოსმალთა სამეფო გვარეულობას არ მისცემია და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მიიღეთ ზომა და ისწრაფეთ, რომ ისლამის ჯარითურთ ამ ქვეყნისაკენ გაემგ- ზავროთ. უეჭველია, რომ, როგორც კი ყარაბაღს, განჯას, -ს* და შირვანს ჩახვალთ, ყველა ეს [ქვეყნები] მაშინვე დაგმორჩილდებიან. არ არის საჭირო ლაპარაკი იმაზე, რომ ესენი ყიზილბაშ- ________

* ვფიქრობ, რომ -ი დამახინჯებული -ი, ე. ი. ბარდა[ვი]

უნდა იყოს.

83

თან მწყრალად არიან, [რადგანაც] თვითონ სუნიტ-მუსლიმებს ეკუთვნიან. ამის შემდეგ სულ ადვილია არდებილისა და მეშჰედის იოლად აღება და ყიზილბაშის ქვეყნისათვის ცეცხლის წაკიდება. და თქვენ სრულებით ნუ გაფიქრებთ აქლემები და ჯორები და სურსათ-სანოვაგისა, ზარბაზნებისა და სხვა საჭურველთა გადატანისათვის საჭირო მზრუნველობა. [რადგანაც ასეთები] რამდენიც მოგესურვებათ აქ მოიპოვება. მაღალი ალლაჰის მადლით ისლამის ჯარი იმდენ სიმდიდრესა და ნადავლს ჩაიგდებს ხელში, რომ ქვეყნის დასასრულამდე სალაპარაკო დესტანად95 გადაიქცესო. როცა ისინი ჰაფიზ-ფაშასთან96 ამოვიდნენ, მეც იმასთან ვიჯექი მოურავის წერილობითი პატაკი მიაწოდეს და მისი შინაარსი ვრცელი ახსნაგა-ნმარტებებით მოახსენეს. განსვენებული ჰაფიზ-ფაშა უცნაური ხასიათის ვეზირი იყო. მისგან ბევრი მოწყალება მიმიღია და ურიცხვი კეთილი საქმე მახსოვს, მაგრამ რასაც ვწერ, ესეც სიმართლეა და ბოროტება და ცილისწამება არ არის. მაღალი ალლაჰია ამის მოწმე. ამათ არავითარი გადაჭრილი პასუხი არ მისცა. რამდენიმეჯერ მოვიდნენ და წავიდნენ, ხეირიანი პასუხი ითხოვეს, მაგრამ გამგზავრებაზე არც „წავალ’ და არც „არ წავალ’ არ თქვა. მეც ძალიან დაბეჯითებით ვუთხარი [ფაშას], რომ ასეთი მოხერხებული შემთხვევა მეორედ ხელში არ ჩაგვივარდება მეთქი. ჩვენო, ბედნიერებით მოსილმა ფადიშაჰმა ბაღდადის დაპყრობა შემოგვიკვეთა და საქართველოსა და შირვანს გამგზავრება ნაბრძანები არა გვაქვსო. ჩვენმა ბედნიერებით მოსილმა ფადიშაჰმა რომ იცოდეს, რომ მოურავი მოგვევლინა და, რომ შესაძლებლობა არის მტრებს შორის ასეთი დიდი განხეთქილება ჩამოვარდეს, მაშინ [ფადიშაჰ] თქვენ, უპირველესად ყოვლისა, იქ გაგგზავნიდათ და, შეიძლება, გადაეწყვიტა და თვითონ თავის თავზეც კი აეღო ომის წარმოების სიძნელეები მეთქი. ჩვენ ამნაირი გამოცდილება გვაქვს: ვიდრე ენგრუსის ( ) ბრძოლებში მტრებს შორის ფოჩკაი ( ) არ გამოჩნდა, ქაფირები ვერ დავამარცხეთ და მათ ქვეყანაში ერთი ნაბიჯით წინ ვერ წავიწიეთ. თუ ამ შემთხვევას ხელიდან გავუშვებთ, ქვეყნის დასასრულამდე სანანებლად გვექნება მეთქი, ვუთხარი, არაფერი არ გამოვიდა. უკანასკნელი მისი პასუხი, ის იყო, რომ თქვენ ჯერ ჩემი ხასიათი არ გცოდნიათ. მე ვიდრე რომელიმე [წამოწყების] წარმატებით შესრულებაში არ დავრწმუნდები, ამ მიმართულებით ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამო. მაშ, დიდებულმა სულთნებმა, გინა პატიოსანმა ვეზირებმა რომლებმაც ამოდენა საღვთო ომი და დაპყრობა წარმატებით ჩაატარეს [წინ84 დაწინ] იცოდნენ, რომ გაიმარჯვებდნენ და იმიტომ მიდიოდნენ? ომში გამგზავრებისას სარდლისათვის სიმამაცედა მაღალ ალლაჰზე სრული მინდობა არის საჭირო. ან ეხლა ბაღდადში რომ ჩახვალთ, ნამდვილად იცით, რომ დაიპყრობთ და გაიმარჯვებთ-მეთქი? – ვუთხარი. მაღალმა ალლაჰმა ინებოს, ასეც იქნება, ჩემი მტკიცე რწმენა ასეთია და, შეიძლება, [ამაში] ეჭვი სრულიადაც არ მეპარებოდესო – მითხრა. მართლაც, საქმე იმაშია, რომ იოლი დაპყრობები მუდამ ისე ხშირად მეორდებოდა, რომ ჩვენც ასეთი რწმენა გვქონდა ჩანერგილი. ამის გამო იყო, რომ მან დაიჩემა [ამ საქმის] გადადება. შემდეგ იანიჩართა აღა-ხუსოევ-აღასთან შევეცადე და ვუთხარი, რომ, თუ თქვენ თვითონ არ წახვალთ, იზრუნეთ და კარგად მომზადებული და მრავალრიცხოვანი ჯარი მაინც გაგზავნეთმეთქი. ჩვენ სარდლის ხელქვეითები ვართ დარასაც [სარდალი] გვიბრძანებს, იმას შევასრულებთო. ჩემთვის უეჭველი გახდა, რომ მას [ხუსრევ-აღას] ჰაფიზის გამარჯვება [და წარმატება] არ უნდოდა. ამავე მიზეზით მაღალმა ალლაჰმა თვით მასაც არ გაუმარჯვა. საოცარია, რომ შემდეგში, თავისი სარდლობის დროს, მან [ხუსრევმა], მოურავი, მისი შვილი და [მოურავის მხლებლები] ორმოცამდე კაცი ერთბაშად დახოცა. შაჰს რომ ათასი ჲუქი ახჩა მიეცა, ან რომელიმე შემოსავლიანი მხარე რომ ებოძა, არ იზამდა; [ხოლო აქ] არც ალლაჰის შეეშინდა და არც სისხლს მოერიდა და ასეთი აშკარა ჯალათობა ჩაიდინა. იმ დროს შაჰ’აბბასის გამეფებიდან ორმოცი წელიწადი შესრულდა. სინამდვილე ის არის, რომ ამ ორმოცი წლის განმავლობაში [შაჰს] ასეთი მძიმე დანაკლისი არ ჰქონია. მოურავის მეოხებით და მოურავთანვე ბრძოლაში დაიღუპა და განშორდა წუთისოფელს შვიდი სახელოვანი ხანი, რომელთა ტოლები ყიზილბაშის ქვეყნებში არ მოიძებნებოდა. მათ შორის იყვნენ ერთი კარჩიკაი, ერთი შირვანის ხანი – ი჎სუფ-ხანი, ერთი ემირგუნე და სხვები. (II ‚ 403-406).

დიშლენ ჰუსეჲნ-ფაშა97
ჯარითურთ [ჯერ] სარდალთან და
იქიდან აგაზასთან98
რომ მივიდა და შემდეგ მისი მოკვლა
[1626-1627 წწ.]
მაღალღირსეულ სარდალს სჭირდებოდა ერთი წარჩინებული

ვეზირი, რომელიც ჯარს გაუძღვებოდა წინ. ვინაიდან [დიდი ვეზირის] მოადგილე გურჯი მეჰმედ ფაშა ამბობდა: „ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს სამსახური მე დამეკისროს’-ო და ამ დავალებას თავს

85

არიდებდა. ამიტომ [სარდალმა] მოიყვანა დიშლენ ჰუსეჲნ-ფაშა და [ეს სამსახური] მას უბრძანა. [ეს უკანასკნელი] გამოცდილი და ამაგდარი კაცი იყო. მისმა საკმაო რაოდენობის ჯარით ჭარმაღ ჰალაბს ჩასვლამ სახელოვან სარდალში უსაზღვრო სიხარული და აღფრთოვანება გამოიწვია. თვითონ [სარდალი] უმაღლეს კარავში გამოვიდა და ბაღდადში გასამგზავრებლად საჭირო სამზადისს შეუდგა. მაგრამ [ამ დროს] საზღვარზე მყოფი ბეგებისაგან მოვიდა წერილები, რომლებიც შველას ითხოვდნენ და იწერებოდნენ, რომ ყიზილბაშმა ახალციხეს ალყა შემოარტყა და დახმარება თუ არ აღმოგვეჩინა, საქმე გართულდებაო შემდეგ მან მაშველ ძალად გამოყო ვილაჲეთების მფლობელი შვიდი სახელოვანი ბეგლარბეგი თავიანთ ვილაეთში მყოფი ჯარითურთ. ეს ბეგლარბეგები მასზე [სარდალზე] უფრო ახლოს იყვნენ [ახალციხესთან] და ზემოხსენებული ჰუსეჲნფაშა დანიშნა მათ ძლევამოსილ სარდლად და გაამგზავრა. [სარდალმა] აბაზა-ფაშასაც გაუგზავნა პატიოსანი ჰუქმი იმის შესახებ, რომ, როცა [ჰუსეინ-ფაშა] არზრუმს ჩავიდოდა, აბაზაც არზრუმის ჯარით თან გაყოლოდა მას. როცა არზრუმში ჩავიდნენ აბაზამ – „ბატონი ბრძანდებითო’ თქვა და ლაშქრობისათვის მოჩვენებითი მზადება დაიწყო. [აბაზა-ფაშას] უფიქრია, რომ ესენი ახალციხეში კი არ მიდიან, არზრ჎მში მოვიდნენ იმისათვის, რომ რაიმე ხრიკი მოუწყონ მას და მოაშორონ ამ ქვეყანას. მან გამართა წვეულება და მოსული მეთაურები და ბეგლარბეგები დაპატიჟა, ხოლო მთელ თავის ჯარს უბრძანა შეიარაღებულიყვნენ და მზად ყოფილიყვნენ მისი განკარგულებისათვის. ჩვენს ჯარს ასეთი ვერაგობისა და გაიძვერობისაგან დაზღვეულად მიაჩნდა თავი და, როდესაც თითოეული მათგანი [ან] ქუჩაში დადიოდა [და ან] თავისი საქმიანობით იყო გართული, უცბად ციხის ერთი კარიდან გამოვიდნენ და ჩვენი ჯარის დარბევას მიჰყვეს ხელი. ერთი საათის განმავლობაში ყველაფერი გაანიავეს და რაც მათ გააჩნდათ, ყველაფერი მოჯანყეთა ნადავლად გადაიქცა. მოულოდნელი [თავდასხმისაგან] შეშფოთებულ ასქერთაგან ზოგი უუნაგირო ცხენს შეახტა, ზოგი [იქვე] მყოფ აქლემს შეაჯდა და სარდალთან გაიქცნენ. ორი დღის შემდეგ მივიდნენ და მომხდარი ამბავი შეატყობინეს და სარდალმა რომ ეს შემაძრწუნებელი ამბავი გაიგო, თქვა: „რა გაეწყობა, რაც მოხდა, მოხდა’; რაღა ქნას; მოვიდა და ციხის აღება მოიწადინა ხდა იმ ყაჩაღების ძირფესვიანად აღმოფხვრასა და დამორჩილებას შეეცადა. მაგრამ არც ზარბაზანია და არც სხვა საჭირო საჭურველთაგან მცირეოდენი რამე; მხოლოდ ქართველი მელიქ მოურავის 86 მიერ მოტანილი ზარბაზნით დაიწყო სროლა. ზამთარი დადგა, [ამდენი] დრო ტყუილად დაკარგა. შემდეგუმწეო სასოწარკვეთილი და შეწუხებული ადგა და წამოსვლა არჩია. ამრიგად ამ ლაშქრობის შედეგი და შინაარსი ეგ იყო. (II, 408-409).

ხუსრევ-ფაშა რომ დიდ-ვეზირი და სარდალი გახდა და
1038 წელს [=1628-1629 წწ.] არზრ჎მისა და ახალციხის
ციხეები რომ დაიპყრო
როცა ეს არასასიამოვნო ამბავი ზღვისა და ხმელეთის ფადიშაჰის პატიოსან ყურამდე მივიდა, მან მაშინვე გადაწყვიტა სახელოვან დიდ-ვეზირად და სარდლად დაენიშნა ხუსრევ-ფაშა, რადგანაც დარწმუნებული იყო მის გულადობასა და [აგრეთვე] იმაში,

რომ ის [კარგად] უხელმძღვანელებდა ძლევამოსილ ჯარს. შემდეგ [დიდი ვეზირის] მოადგილის რეჯებ-ფაშის99 დასტურით გაიცა ფირმანი, რათა დიარბექირის ვილაჲეთის ბოძებით მას კეთილადდაცული სტამბოლიდან დაუყოვნებლივ გაეგზავნოს უავგუსტოესი ბეჭედი. შემდეგ კეთილადდაცულ თოკათში ჩავიდნენ და საჭირო საქმეთა გასაკეთებლად დიდი შრომა და ჯაფა გასწიეს. ამ დროს ცნობა მოვიდა, რომ აბაზა მისგან [სარდლისაგან] ძალიან დაშინებულია და განზრახვა აქვს შაჰს მორჩილება გამოუცხადოს და [არზრუმoს] ციხე გადასცესო.რადგანაც ძნელი იყო ზარბაზნის, ჯაბახანისა და სხვა საჭირო მასალათა [სასწრაფოდ] გადატანა, ამიტომ ესენი უკან მოიტოვა [რომ შემდეგუკან დაედევნებინათ], ხოლო თვითონ დაუყოვნებლივ და ტვირთშემსუბუქებული ძლიერ სასწრაფოდ გაემგზავრა. რამდენიმე ათასი იანიჩარი კიდევ ჩქარმავალ ცხენებზე შესვა და მშვენიერებამოსილი არზრუმის ახლო ჩამოხტა. 1038 წლის წმინდა მუჰარრემის მეშვიდე დღეს [= 1628 წ. 6. IX.] ციხეს ალყა შემოარტყეს და იანიჩრები იმავე დღეს სანგრებში ჩასვეს. მეორე დღისათვის ზარბაზნებიც მოაწოდეს. ზარბაზნები წაიღეს და სხვა მრავალგვარი ღონისძიებაც იხმარეს. სხვათა შორის დაიწყეს ვითომ კეთილი გულით გადმობირება ყაჩაღებისა და იმათი, ვინც სეგბანების100 [ნიღაბ] ქვეშ მცდარ გზაზე შემდგარებს იყვნენ მიტმასნილი. ამ [ღონისძიების] წყალობით, შიგ ციხიდან გამორბოდნენ ხუთ-ხუთნი, ათ-ათნი და მორჩილებას აცხადებდნენ. ვინაიდან ყოველ მათგანს საბოძვარი შეხვდა მათი მოლოდინის მიხედვით და, ამგვარად, მათ უმრავლესობას შესაძლებლობა მიეცა მორჩილების გამოცხადებისა, აბაზა იძულებული გახდა არზ87 რუმის წარჩინებულთაგან, ულემებიდან და შეიხებიდან ექვსი კაცი გამოეგზავნა და პატიება ეთხოვა. თანახმად თქმულებისა, რომ „პატიება გამარჯვების მოვალეობაა’, პატიოსანმა სარდალმა აპატია და ხსენებული თვის მეცხრამეტე დღეს [1628 წ. 18.IX.] [აბაზა] გამოიყვანა ციხიდან და ფადიშაჰის ციხე უწინდებურად ისლამის ლაშქრის ხელში გადმოვიდა. იქიდან ახალციხეში გაგზავნეს კაცი და ისიც დაიპყრეს. (II, 409-410). ერევანში სამეფო გალაშქრების მოკლე მიმოხილვა, თავრიზისა და ანის მხარეთა აოხრება და 1044 წლის კურთხეული რამაზანის

პირველში, შაბათ დღეს [= 1635 წლის 18. II] [სულთნის]
უავგუსტოესი გამგზავრება
...ყარსის გზით გაემგზავრნენ ერევნისაკენ, გადასერეს გზები

და კეთილად დაბანაკდნენ ერევნის ახლო. შემთხვევით ჯარისკაცთა სავალი გზა სწორედ ციხეზე გადიოდა. ამდენად ძნელად [გასავლელი] ადგილები იყო და ციხიდან თავის არიდება, ესე იგი, ძლევამოსილ [ჩვენს] ჯარის ნაწილებს ცოტა ოდნად შორ მანძილზე განდგომა არ შეეძლოთ. ამიტომ ციხიდან ყიზილბაში გაძლიერებით ისროდა ქვემეხებსა და ზარბაზნებს. თვითონ [ყიზილბაში?] ბედნიერი ფადიშაჰის ძლევამოსილობის [შესახებ] ცნობებს მიიღებდა, გაიქცეოდა და მოუსვამდა. მაგრამ ჩვენი ბედნიერი ფადიშაჰი იოტისოდნად არ შეიცვლიდა ნირს: მშვიდად, დინჯად დაფადიშაჰისებური იერითა და სიმტკიცით კეთილინება თავის სამეფო კარავში დაბანაკება.

ზ ა ნ გ ი ს წ ყ ა ლ ზ ე გ ა დ ა ს ვ ლ ა , ფ ა დ ი შ ა ჰ ი ს ს ი მ ა მ ა -

ც ე. ციხესთან ახლოა მდინარე ზანგი*,რომელიც დიდი მდინარეთაგანია. იმ დროს ძლიერ ადიდებული იყო. ხიდის გაკეთების შესაძლებლობა არ იყო. ამიტომ მთელი ჯარი იძულებული შეიქნა ძალ-ღონე მოეკრიფა და ფეხით გადასულიყო. ბედნიერი ფადიშაჰიც ზემოთ მოხსენებულის შესაბამისად თავის თოხარიკ ცხენზე შემჯდარი ცდილობდა გადასულიყო მდინარეს. ამ დროს სამეფო _________

* – მდინარე , ვფიქრობთ, გრაფიკულდამახინჯებათა შედეგია. უნდა იყოს ან , ე. ი. მდინარე ზ ა ნ გ ი,რაც გეოგრაფიულადაც გამართლებულია. ჩვენ ამ ადგილას ყველგან ზანგ’ად გავააზრიანეთ (პირველ ასოსთან წერტილია გამოტოვებული. მეორე ასოს კი

ქვემოდან აქვს მოწერილი ორი წერტილი ზედა ერთი წერტილის ნაცვლად). 88 ამალაში მიმავალი სოლაკთა რაზმიდან ერთი [მეომარი] მდინარის ძნელად გასასვლელ ადგილს წააწყდა. ეს კეთილი კაცი – სოლაკი [მეფის მცველი] წყალმა წაიღო. ის ნამდვილად წყალს მიჰქონდა და ცხადი იყო, რომ დაიხრჩობოდა. დაინახა თუ არა ეს ბედნიერმა ფხადიშაჰმა, გაჰკრა ცხენს დეზები და წყალწაღებულს შუა წყალში დაეწია. თავისი ბედნიერი მარჯვენა ხელი კისერში ჩასჭიდა სოლაკს და, თითქოს, ვაშლიაო, კურთხეული ხელით დაიჭირა და წყლიდან ნაპირს გამოიყვანა. მას ხელიდან არ უშვებდა და ვიდრე სამშვიდობოს არ გამოიყვანა. მისთვის ხელი არ მოუშორებია. როცა სოლაკმა ფეხი მიწას დააბიჯა, ბედნიერმა ფადიშაჰმაც უშვა ხელი, ერთი მუჭა ოქრო აჩუქა და, ამრიგად, სოლაკი ორგვარად გააცოცხლა. ერთი ისა, რომ დახრჩობას გადაარჩინა და მეორე – უწყალობა შეუდარებელი სიმდიდრე,რომელიც სიკვდილამდე [საკ მარისი იყო]. ამოდენა ისლამის ჯარმა, რომლის სიმრავლე და ზღვარი ყოველგვარი აღრიცხვის გარეშეა, ყველამ ერთად შეძახილებით ქება-დიდება აღავლინა ზეცაში. ამის გამო ისლამის ჯარში დიდი ყიჟინა და ვიშვიში ატყდა; ბევრს მდინარე ზანგის ოდენა ცრემლი წამოუვიდა, ბევრმა ქუდი მოიხადა და აღთქმა დაფიცი დადვა, რომ ფადიშაჰისათვის თავსა და სიცოცხლეს შესწირავდა. იმ სადგურიდან საქმეში გამოცდილთაგან და წარჩინებულთაგან რამდენიმე პირი წავიდა და სამეფო ჯარისათვის ბანაკისა და ბედნიერი ფადიშაჰის სამეფო კარვის მოსაწყობად შესაფერისი ადგილები დაათვალიერა: მეორე დღეს ადგნენ და შერჩეულ და დანიშნულ ადგილებზე კარვები გამართეს. შემდეგ ბედნიერმა და გამარჯვების საყრდენმა ფადიშაჰმა ჯარის ნაწილები დარაზმა და მწყობრში ჩააყენა. ისეთი ზინეთი იყო და იმოდენა ძლიერებისა და გამარჯვების ნიშანი [ჩანდა],რომ შორსმჭვრეტელ ზეცას ამის მსგავსი არაფერი უნახავს.[ფადიშაჰი] ბედნიერ საათს სამეფო კარავში შებრძანდა. შემდეგ გადაუდებლივ და დაუყოვნებლივ დააწყებინეს სანგრების თხრა. [ძალების განლაგებულობა ასეთი იყო:] რუმელიის ეჲალეთის [ბეგლარბეგი] ვეზირი ჯანფულადზადე მუსტაფა ფაშა101 , თავრიზის სამსახურში მყოფი და მარჯვენა ფალანგის ჯარით აღნიშნული ეჲალეთის ვალი, ვეზირი გურჯი მეჰმედ ფაშა და ამ ორ დიდ სანგარს შორის დიდვეზირი გულადი მეჰმედ ფაშა და აწინდელი დიდვეზირი, ბედნიერი და ღირსეული ვეზირი, მისი აღმატებულება მუსტაფაფაშა, რომელიც იმ დროს გააპატიოსნეს იანიჩართა აღა’ს თანამდებობაზე დანიშვნით; ციხის ერთ კუთხეში საპირისპირო სანგარი გააკეთეს და ოცი დიდი ზარბაზ-

89

ნით დღედაღამე მტერს მოსვენებასა და საშველს არ აძლევდნენ; ისეთი დიდი შეუპოვრობითა და თავგამოდებით ურტყამდნენ, რომ ამაზე უფრო მეტის წარმოდგენა არ შეიძლება. მართლაც, მუსლიმმა გმირებმა რამდენ სიტყვით უთქმელ მხნეობასა და თავდადებას არ მიმართეს. ბედნიერი ქვეყნის თავშესაფარი ფადიშაჰი რუმელიის ფალანგზე მდებარე სანგარში თავიანთი ბედნიერი ფეხით რამდენიმეჯერ შებრძანდა და მისთვის სასურველი ზარბაზანი თავად ამოიღო ნიშანში და გაისროლა. ის მუჭა-მუჭად ურიგებდა ოქროს ამ ადგილას მყოფ მუსლიმ გმირებს, რომლებიც გაამდიდრა და გააბედნიერა, რაც შეეხება იმას,ფადიშაჰი რომ [ბრძოლის დროს] კისრულობდა. არც ისტორიაში ნახულა და არც ვინმესგან გაგონილა, რომ სახელოვანი ფადიშაჰი სანგარში ჩავიდეს ან ზარბაზანი ნიშანში ამოიღოს. და რ჎მელიის ფალანგის ქვემოთ კიდევ არზრ჎მის ბეგლარბეგი ქუჩუქ აჰმედ ფაშა102რამდენიმე ზარბაზანს უმიზნებდა იმ არამზადა მტერს. რომელიც ციხის ქონგურებიდან ჩანდა და შეუწყვეტლივ ურტყამდა ქონგურებსა და სათოფურებს. ჭკუამახვილი და საქმეში გამოცდილი დელი ჰუსეჲნ ფაშის103 სახელით ცნობილი კაფუდან ფაშა, რომელიც განთქმული сულემა ‘თაგანი იყო, მაღალი გორაკიდან შიდა და გარე ციხეს შაჰურ ზარბაზნებს ურტყამდა. იმდენ გულმოდგინებასა და თავდადებას იჩენდნენ, რომ ქონგურებზე, სათოფურზე ან ციხის ქუჩებში რა წამსაც გამოჩნდებოდა ყიზილბაში, [უბრალოდ] თითის აწევასაც ვერ მოასწრებდა. მურთაზაფაშა104 ქვედა ბოლუქის სიფაჰი ‘ებთან და აღა’ებთან ერთად თოფრაკ-ყალ’ასკენ საყარაულო სამსახურს ეწეოდა. მისი აღმატებულება ვეზირი მ჎სა ფაშასა105 და მისი აღმატებულება ქენ’ან ფაშას106 უზენაესი კარის მუთეფერრიკა’ებთან ერთად მისი უდიდებულესობის ქვეყნის საფარველი ფადიშაჰის სამეფო კარვის დაცვა ჰქონდათ დავალებული. თითოთითო ღამეს, მორიგეობით მაგ სამსახურს ასრულებდნენ. ასეთი მისაღები და შესანიშნავი წესითა და რიგით დღედაღამე რომ გულმოდგინებითა და თავდადებით მუშაობდნენ, მეცხრე დღეს ალყაშემორტყმულმა არამზადა ყიზილბაშებმა და მაგათ, ვითომ, ხანებმა – უბედურებმა პატიება ითხოვეს და უზენაესი ხელისუფლების სადავეების მპყრობელს და ეპოქათა ფადიშაჰს მიაშურეს შეწყნარებისათვის შაჰის მსროლელთა ნაწილის აღა მირ’აბდ-ულ ფეთთაჰ сალი დილაადრიან ფადიშაჰს ეახლა და თაყვანისცა. ოსმალთა კეთილი ადათის შესაბამისად მას მიართვეს ძვირფასი [საპატიო] ხალათი და ნება დაერთო თავის ქვეყანაში გამგზავრე90 ბისა. უზენაესი ნებართვა მიენიჭა აგრეთვე ყველა იმათ, ვისაც სურვილი ჰქონდა ყიზილბაშთა ქვეყნებში წასვლისა. იმისათვის რომ ისინი [ყიზილბაშები] მშვიდობიანად გამგზავრებულიყვნენ და დაცული ყოფილიყვნენ ნადავლის მაძებარი ისლამის ჯარისაგან, მათ მიუყენეს ჲასაკჩი’ები და კორუჯი’ები [მცველები] და ასე გაამგზავრეს თავიანთ ცოდვილიან სახლებში. ერევნის ოლქის ხანმა და მის მიდამოებში ძალაუფლების პატრონმა ემირგუნე ხანმა ისურვა ფადიშაჰის სამსახურში ყოფნა და ასეთი პირობით გადასცა ციხე. ბედნიერ ფადიშაჰს გაუმართა ნადიმი, სადაც სპარსული წესის მიხედვით ჯემ’ისებური სმა და ქეიფი იყო მოწყობილი. თავისშესაძლებლობის შესაბამისი რაოდენობის ძღვენი და უხვი ქონება მიართვა. ბედნიერმა ფადიშაჰმა ძლიერ ისიამოვნა სპარსული ყაიდის ნადიმითა და მის საპატივცემლოდ გამართული ამ განუმეორებელი წეს-ჩვეულებით. [ფადიშაჰი] დიდი პატივისცემით მოეპყრო, ყოველნაირი მფარველობა გაუწია; თვით მას [ხანს] პარმაღი ჰალა ბის ეჲალეთი უბოძა: ხოლო მის ქეთხუდა ‘ს მურად აღას შამ’ის ტრაბლუსის საბეგლარბეგო. (II, 430 და 435-438).

ერევნის აღების შემდეგ მომხდარი ამბების შესახებ
როდესაც სახელოვანმა ფადიშაჰმა ერევნის ციხე შემოიმტკიცა, წარჩინებულმა ვეზირმა მურთაზაფაშამ აღნიშნულ ციხეს

ჩაუწერა ათი ათასი ყული, ხოლო თვითონ დაინიშნა მის ციხისთავად. აღნიშნულ [ვეზირს] ჩააბარეს ყულის ჯარისათვის საკმარისი რაოდენობის სურსათ-სანოვაგე და ხაზინა. ციხე შეაკეთეს, ზარბაზნებისაგან დანგრეული ადგილები ციხისა, როგორც რიგი და წესია, გაამაგრეს. ამ საქმეში, ან [ციხის რომელიმე) შენანგრევში იოტისოდენა ზიანი არ დაუტოვებიათ. (II, 438-439).

შეუდარებელი ვეზირის, მისი აღმატებულების ქენ’ან-ფაშის
მიერ ახალციხის დაპყრობა
გულადი ვეზირი, მისი აღმატებულება ქენ’ანფაშა იყო ღვთისმოსავი ადამიანი, რომელსაცღვთისმოშიშობასა და კრძალულებაში მსგავსი არა ყავდა. [ამ] დაპყრობათა შემდეგ მას დაევალა

ახალციხის აღება და საკმარისი რაოდენობის ჯარი მიეცა. მაღალიალლაჰის შემწეობით მან გაიმარჯვა, ციხე დაქვემდებარებულიადგილებით აიღო და გაიხარეს. (II, 439).

91
ქვეყნისსაფარველმა ბედნიერმა ფადიშაჰმა თავრიზისაკენ
გამგზავრება რომ ბრძანა
მას შემდეგ, რაც ერევნის ციხისათვის საბრძოლო მასალებისა და ახალციხეში მიმავალი ჯარისათვის საომარი საჭურვლის

მომარაგება დაამთავრა, ბრძანება გასცა სასწრაფოდ გამგზავრებულიყვნენ თავრიზისაკენ. ერევნიდან აიყარნენ, აღვირები თავრიზის მიმართულებით გასწიეს და მეთექვსმეტე დღეს გულწარმტაც თავრიზში გამართეს კარვები. აღნიშნული ქალაქის ოთხივე მხარე, მისი კეთილნაშენი შემოგარენი, მისი მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე სამოთხისებური ადგილები ისლამის ჯარის შესევის შედეგად მიწასთან გასწორდა და ქვა ქვაზე აღარ დარჩა. ჯარისკაცებიდანაც არავინ არ იყო, რომ ნადავლი არ აეღო. მას შემდეგ, რაც ქვეყნისმპყრობელმა ფადიშაჰმა დაათვალიერა თავრიზის მშვენება – ცის ტატნობზე თაღებით აღმართული სასახლეები და, განსაკუთრებით, შაჰის სასახლე-სადგომი, რომლის მსგავსი არსად იპოვება, გამოიცა ბრძანება იმის შესახებ, რომ [ყველაფერი ეს] იყოს მხოლოდ მტერზე გამარჯვებისა და მტრის განადგურების გამომწვევი მიზეზიო და [ყველაფერი] მიწასთან გასწორდა. და საერთოდ ეს წარმტაცი ქალაქი – აზერბაიჯანის ეს დედაქალაქი, (სადაც სამ დღეს შეჩერდნენ) და მისი მიდამოები – მთლიანად განადგურებულ და აოხრებულ იქნა. შემდეგ გამობრუნდნენ და ერევნისაკენ გაემართნენ. [ამ დროს] ერევნის ველი წითელი და თეთრი ფერის სამეფო კარვებით, უთუოდ, საქვეყნო შურის გამომწვევი იყო. ამ ადგილას მისი აღმატებულების ვეზირი ქენ’ანფაშის შიკრიკი მოვიდა და ფადიშაჰთან დაახლოვებულ პირებსა და სრულიად ისლამის ჯარს ახალციხის ციხის დაპყრობა ახარა. ამავე ადგილას დიდი ვეზირის მეჰედ ფაშის დიდ-ვეზირობის თანამდებობას არფალიკის წესით რუმელიის ეჲალეთიც დაუმატეს და შეუერთეს.

(II, 439-440).

___________

* ავტორი ხშირად ამბავს იწყებს სიტყვებით „იმავე წელს’; აქაც და შემდეგშიც ყველგან „ეს წელი’ დადგენილია წინა პარაგრაფების სათანადო ადგილების მიხედვით. ამ შემთხვევაში მაგალითად, ფეჩევის I ტომის 270 გვერდზე 955 წელია აღნიშნული.
* ე. ი, ‘ადილჯევაზთან ახლო.