თვით მამისა არსენი ნინოწმინდელისა
Appearance
თვით მამისა არსენი ნინოწმინდელისა ავტორი: ანტონ I |
წყობილსიტყვაობა
არსენი დიდსა, მთიებსა ქართველთასა,
ეპისკოპოსსა სიბრძნისა მოყვარესა,
ორღანოქმნილსა სულისა ღმერთმთავრისას,
თარგმანს წერილთას, მწყემსსა მოციქულებრსა -
ვაქებ სურვილით, ვუძნობ წადიერებით.
არსენი დიდი - ანგელოსებრი კაცი,
სულთა ცად მყვანი, სწავლით მომრწყველი სოფლის,
ღრმათ გამომეტყვი, ძნელთა ადვილ არმსნელი,
მმარხველობისა უცდომელი კანონი -
ღირსი ქებისა ჯეროვნად იქებოდნენ.