თბილისო (გიორგი ლეონიძე)
Jump to navigation
Jump to search
თბილისო ავტორი: გიორგი ლეონიძე |
შენზე ლამაზი ვინა თქვას,
ნაშობო ქარტეხილისო,
მზე რომ ჩაგივლის ნარგიზად,
ვარდებით ამოგივლისო,
ჰეი, რა საყვარელი ხარ,
ჩვენო ჩახჩახა თბილისო!