ვერის სასაფლაო
Appearance
ვერის სასაფლაო ავტორი: ალექსანდრე ორბელიანი |
1848 |
წავა, წაიღებს სოფელი დროსა,
მზის ჩახლებს ზედა მიმომტირალსა,
იმის მზგავსვე დროს გადმოსცემს კაცზედ
კვალად ისევა დაუნდობელზედ,
მაშა სჯობს განცხრეს ამ საწყალო სული
იქ იმ სოფელში, აქ დატანჯული,
სადაც უკვდავი არს სიხარული,
ცას შიგნით ვრცელსა გაბრწყინვებული!...
1848–სა წელსა..