ვასილ იაკობის ძე გაგარას შესახებ ძირითადი ცნობები, მისი მოგზაურობის აღწერილობაშია მოცემული. იგი ქალაქ პლესენიდან ყოფილა. პლესენი მდ. ვოლგის მარჯვენა ნაპირას მდებარეობს, მდ. შოხონკას შესართავთან. მაგრამ ვასილ გაგარას დიდხანს ქალაქ ყაზანში უცხოვრია. იგი ვაჭარი ყოფილა და საკმაოდ მდიდარი. აღმოსავლურ საქონლით ვაჭრობდა თურმე. ვასილი თავზე ხელაღებული კაცი ყოფილა მოხუცებულობამდე. მისივე ცნობით, გარყვნილ ცხოვრებას ეტანებოდა, ქრისტიანულ წესებს არ იცავდა. ამ „წუმპედან“ ამოსვლას იგი თურმე არ ფიქრობდა დიდხანს. მაგრამ ორმა გარემოებამ ღრმად ჩააფიქრა იგი. მთელი თავისი სიმდიდრე მსახურს, ვინმე გარანკას, გაატანა ხომალდით. დიდძალი საქონელი სპარსეთში გაუგზავნია გასასყიდათ, მაგრამ ქარიშხალს ხომალდი ჩაუძირავს და მისი პატრონი, ვასილ გაგარა, ხელცარიელი დარჩენილა. სწორედ ამ დროს მეუღლეც გარდაცვლია და ამ უბედურებათა მიზეზი ღვთის მიერ მოვლენილად მიუჩნევია და ცოდვების მონანიება გადაუწყვეტია. გაგარას ქრისტიანულ ცხოვრებისაკენ შემობრუნება დაემთხვა ვაჭრობაში ისევ ბედის გაღიმებას, ვასილს დაკარგული ორმაგად აუნაზღაურებია. ამის გამო მას აღთქმა მიუცია ღვთისათვის იერუსალიმში გამგზავრების შესახებ.
იგი 1634 წელს გამგზავრებულა მოსკოვიდან იერუსალიმში. თავისი მსახური გარანკაც თან წაუყვანია. იერუსალიმამდე მას ერთი წელი დაჰყოვნებია. ზოგჯერ ისეთ ქალაქებზე გაუვლია, რომელიც იერუსალიმზე მიმავალ გზიდან საკმაოდ დაშორებული ყოფილა. ვასილ გაგარას, იერუსალიმისაკენ მიმავალს, თბილისზე გამოუვლია. აქედან ერევნით, არტაან ყარს-არზრუმით, სებასტია, კესარია-ალაბზე და დიმუშკ-სამარიაზე გადაუვლია და „წმინდა მიწამდე“ მიუღწევია. ვასილს ასე აღეთქვა ღვთისათვის, რომ იგი თავის ცოდვებს, აღსარების სახით, აღმოსავლეთის პატრიარქებს გაუმჟღავნებდა და ამ გზით მოინანიებდა კიდეც. მაგრამ, როცა ვასილ გაგარა იერუსალიმში მივიდა, თეოფანე, იერუსალიმელი პატრიარქი, ადგილზე არ დახვდა, ამიტომ მხოლოდ სამი დღე დაჰყო იერუსალიმში და შემდეგ ეგვიპტეში გაემგზავრა ალექსანდრიის პატრიარქის სანახავად. ვასილმა ალექსანდრიის პატრიარქი გერასიმე ინახულა, მან გაგარას მიზანდასახულება მოუწონა და ბოლოს მოსკოვის მეფესთან, მიხეილ რომანოვთან, სიგელიც გამოატანა. იმ დროს, თურქეთის გაბატონების შედეგად, აღმოსავლეთის პატრიარქები ხელმოკლეობას განიცდიდნენ და მდიდარ რუსეთის ხელმწიფისაკენ ხელს სამოწყალოდ ხშირად იშვერნდნენ. გერასიმე პატრიარქის წერილში ვასილ გაგარა ღვთის მოშიშ და სამაგალითო ქრისტიანად არის მოხსენებული. ვასილს ეგვიპტეში ყოფნის დროს რუსი ვინმე, ტყვე ერემია, გამოუსყიდია. გერასიმე პატრიარქის სიგელი 1636 წლით არის დათარიღებული. ეგვიპტეში ყოფნის დროს ვასილ გაგარას თავი შეუწუხებია და სინას მთაზედაც მისულა.
ალექსანდრიიდან ვასილ გაგარა ისევ იერუსალიმში მისულა და აქედან მოსკოვისაკენ აუღია გეზი, მაგრამ ამ ხელად თურქეთის ტერიტორიით, მარმარილოს ზღვით, ვლახეთ-პოლონეთით კიევზე წამოსულა, ხოლო კიევიდან მოსკოვში დაბრუნებულა 1637 წელს. იერუსალიმიდან ახალი მარშრუტით სამშობლოში დაბრუნება, იმ გარემოებით ყოფილა გამოწვეული, რომ თურქეთზე ირანის ლაშქარი მოიწევდა და ვასილი ხიფათს შეიძლება გადაჰყროდა. მოსკოვში დაბრუნებული ვასილი, მიხეილ რომანოვს პატივით მიუღია საინტერესო ცნობების მოტანისთვის და, სათანადო საბუთით „მოსკოველ ვაჭრის“ წოდება მიუნიჭებია.
ვასილ გაგარას მოგზაურობის აღწერილობის ორი ვარიანტია დღეს ცნობილი. მართალია დიდი არსებითი ხასიათის სხვაობა ამ ვარიანტებში არ არის, მაგრამ სხვაობა მაინც არის და ჩვენ საჭიროდ ვცანით ორივე ვარიანტის გარკვეული ნაწილის რუსული ტექსტი და თარგმანი მიგვეწოდებინა ქართველი მკითხველისათვის.
ვასილ იაკობის-ძე ყაზანელის გაგარას ცხოვრება და მოგზაურობა იერუსალიმსა და ეგვიპტეში
ცნობები საქართველოს შესახებ
7142 წელი. ვასილის, ყაზანელი მცხოვრების, პლესენში დაბადებულის, გაგარათ წოდებულის, როგორც მოგზაურის თავგადასავალი. როგორ იმოგზაურა იერუსალიმსა, ეგვიპტესა და კონსტატინეპოლში, როგორ თაყვანი სცა წმიდა ადგილებს იერუსალიმსა და ეგვიპტეში და დაბრუნდა სამეფო ქალაქ მოსკოვში და მოსკოვში ამისათვის მას დიდი პატივი მიენიჭა დიდი ხელმწიფე – მეფისაგან, მას ეწოდა (მოსკოველი) ვაჭარი.
იყო ვინმე ძლევა მოსილი, მრავალი უბედურებისა და განსაცდელის და ცილისწამების გადამტანი, სახელით ვასილათ წოდებული, მოგზაური (მწირი), წარმოშობით პლესენელი, ყაზანელი მცხოვრები, გაგარათ გვარდებული. სიყრმითგან თავისი ცხოვრება მრუშობასა და სისაძაგლეში გაატარა, როგორც ღორმა ნეხვსა და ცოდვებში მყოფმა. განუწყვეტლივ მრუშობდა არ იცოდა მან არც ოთხშაბათი და არც პარასკევი, არც ღვთის საზეიმო დღესასწაული, მრავალგზის მამაკაცებთან და ქალებთან გარყვნილებაში მყოფი, რუსებთან და მაჰმადიანებთან და პირუტყვებთან მრავალგზის გარყვნილებაში მყოფი. ასეთი ჩემი გარყვნილი და საძაგელი ცხოვრება 40 წელიწადს გრძელდებოდა, ჩემი ცხოვრების მოხუცებულობამდე. შემდეგ ღმერთმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, მრავალი მწუხარება, უბედურება და განსაცდელი მომივლინა. შემდეგ სპარსეთში, ზღვის იქეთ გემით გავისტუმრე ჩემი კაცი გარანკა და, რაც ქონება მქონდა მე მრავალცოდვილს, ყველაფერი ეს ზღვაში ჩაიძირა ღვთის განკარგულებით. ამავე დროს მე ცოდვილს მეუღლეც გარდამეცვალა და მწუხარებაში მყოფმა აღთქმა მივეცი (ღმერთს) სალოცველად და ღვთის საფლავზე თაყვანის საცემლად. მდინარე იორდანეში განბანის და საბერძნეთის პატრიარქებთან ჩემი გარყვნილი და საძაგელი ცოდვების მონანიების და შემდეგ მათგან კურთხევის მისაღებად
იერუსალიმში გამგზავრების შესახებ. და როგორც აღთქმა მივეცი იერუსალიმში წასვლაზე, ღმერთმა ჩემი აღთქმისამებრ უხილავად სიმდიდრის ბოძება დამიწყო. ერთ წელში ზღვაში დაღუპული ქონება ორმაგათ მოვიგე და შემდეგ იერუსალიმში წავედი.
წავედი საქართველოს ქვეყნით ქალაქ თბილისზე (გავლით). თბილისში 4 ციხე-სიმაგრეა, ხოლო ორათ არის გაყოფილი (იქეთ-აქეთ) მათ შორის მდინარე გადის, იგი არ იყინება, არც ზამთარში და არც ზაფხულში, მას მტკვარი ეწოდება იგი მიმდინარეობს კლდოვან მთაში. იმ ციხეთაგან, რომელიც მდ. მტკვრის მეორე მხარეზეა, ერთი ციხე მაღალ მთაზეა, ძალიან მაღალსა და კლდოვან მთაზე. ამ ციხეების აღება გვირაბების გამოთხრით არ შეიძლება, ამ ციხის გარშემო თხრილია გარსშემოვლებული, მაგრამ იგი ხელით ნაკეთები არ არის, ამ მთის კლდე არის თავისთავად გაჭრილი, მისი სიღრმე 7 საჟენი იქნება და მასში წყალი ცხელი ჭებიდან (წყაროებიდან) მოდის. ღვთის განგებით ეს ცხელი ჭები (წყაროები) 60-ზე
მეტი იქნება. იმ წყაროებზე ძალიან ლამაზი პალატებია აგებული. აქ ამ პალატებში, ცხელ ჭებში, აბანოს მაგვარათ ბანაობენ ქრისტიანები და მაჰმადიანები, ხოლო ტანს იხეხენ ქისებით და არა ცოცხებით, ცოცხებით არც იციან. აქვე ახლოს იმ ციხეებთან მდინარე მტკვრის დინების მიმართულებით გვირაბია მიწის ქვეშ გაკეთებული, იგი ივერიის მეფის სიმონის შვილს გაუკეთებია. ამავე მდინარე მტკვრის აყოლებით, ზემოთ, თბილისის მახლობლად, 12 სტადიონის მანძილზე, მონასტერი დგას, აქ მიტროპოლიტი და არქიეპისკოპოსი ცხოვრობს; ტაძარი აქ სასწაულებრივ არის აგებული ფიქალი ქვით, სხვადასხვა ფერის ფიქალით; არსად ასეთი, ღვთის მოწყალებით, საოცარი ნაგებობა არ მინახავს. ამ მონასტრის პირდაპირ, მდინარე მტკვრის მეორე მხარეს, ძალიან მაღალი მთა არის. ამ მთაზე ძველი მეფეების ტაძარია აგებული, რომელსაც მახსოვარი არ ჰყავს. იმავე მდინარე მტკვრის მახლობლად მთა არის, ამ მთაზე ოთხი დიდი სარკმელია გამოჭრილი, ამ მთაზე ადამიანის მჭამელი ცხოვრობდა, ყოველდღე თითო კაცს შჭამდა იგი. იმავე საქართველოს ქვეყანაში მთებს შორის ხვრელებია, ხოლო ამ ხვრელებში რკინის კარებით ჩამწყვდეულია მეფეები გოგი და მაგოგი. ღვთის განგებით ისინი მეფე ალექსანდრე მაკედონელმა დაამწყვდია. იგივე საქართველოს ქვეყანა მდიდარია ხორბლით, ჭვავით, თაფლით და ყურძნით.
შემდეგ მე წავედი ციხე-ქალაქ ერევნით. ამ ციხე-ქალაქ ერევნის მახლობლად 15 სტადიონის დაცილებით, ვაკე ადგილზე, სომხების მონასტერია, შიგ სამი ტაძარია, ერთში, საკრებულო ტაძარში, დიდი სომხეთის გრიგოლი განისვენებს. იმ ქალაქ ერევნიდან ორი დღის სავალზე არარატის მთებია, ამ მთებზე ნოეს კიდობანია, ამ მთებს ჩამოუვლის ძალიან სწრაფი მდინარე, რომელიც ზამთარ-ზაფხულ არ იყინება. შემდეგ თურქეთის ქვეყანაზე წავედი საზღვრის ქალაქ არტაანში. არტაანიდან ციხე-ქალაქ ყარსზე, ყარსიდან არზრუმზე, არზრუმიდან სებასტიაზე, სადაც 40 წამებული აწამეს
ЖИТИЕ И ХОЖДЕНИЕ В ИЕРУСАЛИМ И ЕГИПЕТ КАЗАНЦА ВАСИЛИЯ ЯКОВЛЕВА ГАГАРЫ.
ცნობები საქართველოს შესახებ
Лета 7142. О похождении Василия, как странника житием казанца, родом плесенина, прозвищем Гагара, како ходил во Иерусалим и во Египет и во Царьград и како святым местом поклонихся во Иерусалиме и во Египте и целова их честне, и паки возвратихся во царствующий град Москву, и на Москве за сие дело его велию честь получих от великого государя царя: учинен бысть гостем.
Некто был победоносец, беды и напасти многие на него приходили, и пожары, и поклепы всякия, зовомый именем Василий, странник, родом плесенин, житием казанец бых, прозвищем Гагара. И жих от юности своея житие свое блудно и скверно препроводил, аки свиния в кале греховне пребых, блуд творяше безспрестанно: не имех бо ни среды, ни пятка, ни торжественного божия праздника, многажды впaдаше в блуд и бываше с мужеским полом и з женским, с русским же и бусурманским и скоты многими прегрешних блудом. И того моего скверного и блудного жития было 40 лет, до древности лет живота своего. Потом же на мя наведе господь наш Иисус Христос те многие скорби и печали и беды и напасти. Потом же отпусти на корабли за море человека своего Гаранку в Персицкую землю, и что были имения моего многогрешного раба и то все потонуло на мори судом божним. Да в то же время у меня многогрешного жена преставися, и я обешахся в печали своей во Иерусалим ити помолитися и у господня гроба приложитися, и во Иердане искупатися, и многим патриархом преческим о гресех своих блудных и скверных покаятися, и потом от них приняти благословение. И как я обещахся ити во Иерусалим, и по обету моему бог мне невидимо почал давати богатство: единым годом и со вторицею против того погибшего, что на море божиим судом погибе, нажил.
И потом пойде во Иерусалйм. Шел на Грузинскую землю, на город Тефлис. А в Тефлисе 4 города, а стоят на двое, а промеж их идет река, не мерзнет ни зимою ни летом, зовомая Кура, а прошла сквозь гору каменную. А кои грады по той стороне Куры реки, и един град стоит на высокой горе, велми высоцей и каменней, нелзя тех градов поткопом взяти; круг того града обведен ров неделан, камен тоя горы просечинан а глубина ему 7 сажен, и вода в него идет из горячих колодезев, а божиим созданием тех горячих колодезев есть за 60. И над темн колодезями учинены полаты велми красны, а в тех полатах и в тех горячих колодезях мыются за бани место христиане и бусурманы, а трутца кисеями, а не вениками, а веников и не знают. Да тут же есть близ тех градов, с приезду реки Куры, град под землею зделан, а делал его Иврейского царя Семиона сын. Да вверх по той же реки Куры, близ Тефлиси 12 поприш, стоит монастырь, а в нем живет митрополит да архиепископ; а храм в нем велми чюден устроен аспидной, разной аспид цветов; нигде такова божия милосердия строения не видал такова чюдна. Да против того монастыря, на другой стороне реки Куры стоит гора велми высока, а на ней храм поставлен древних царей, а памятухов нет. Да близ же тое реки Куры есть гора, а на ней просечены 4 окна болшие, а жйл в тои горе людояд, а ел на всякой день по человеку. Да в той же Грузинской земли есть меж гор щели, а в тех шелях заключены дверми железными цари Гог и Магог, а заключил де их судом божиим царь Александр Македонскии. Да в той же земли Грузинской изобилно пшеницею и ячменем и медом и виноградом.
Потом же шел на град Ровян, а близ того града Ровяни 15 поприщ на ровне месте стоит монастырь арменский, а в нем 3 церкви; в одной в соборной церкве препочивает Григорей великия Армении. Да от того же града Ровяни 2 днища есть горы Араратцкие, а на них Ноев ковчег, а мимо тех гор идет река велми быстра, и лето, и зиму не мерзнет. И потом пойде на Турскую землю в порубежной город Ардаган, а из Ардагани на Карсун город, а из Карсы на Изрум, а Изрума на Севастию, где умучены 40 мученик...
გლახაკი ვასილის, გოგარად წოდებულის, პალისტინის ადგილებში მოგზაურობის აღწერილობის ნუსხა
ცნობები საქართველოს შესახებ
7142 წელს, კეთილმსახურის და ღვთის მიერ გვირგვინ დადგმულის, რუსეთის სამეფოს სადავეთ-მპყრობელის, ხელმწიფე მეფის და დიდი მთავრის, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელის მიხეილ თევდორეს-ძის დღეებში, მისი სახელმწიფოს ციხე-ქალაქის ყაზანის მცხოვრებმა, ვასილ იაკობის ძე გოგარათ წოდებულმა, მრავალცოდვილმა, წარმოშობით პლესენიდან, გავიგე პალესტინის ადგილების შესახებ და იქაურ ძველ წმიდა, მამათა რიცხვ -აღმატებულების შესახებ. ყველაზე უფრო მეტად ღმერთის ჩვენის იესო ქრისტეს შესახებ, რომ იგი, იქ (პალესტინაში), ყოვლად წმიდა უბიწო ქალწულის მარიამისიგან ხორცშესხმულ იქნა და მრავალი სასწაული ქმნა. და ჩვენი ხსნისათვის სხეულით ეწამა და მესამე დღეს აღსდგა, და მე ცოდვილს აზრად მომივიდა, მეც იქ წავსულიყავი და მელოცა წმიდა ადგილებში და იერუსალიმში თაყვანი მეცა ღვთის ცხოველმყოფელ ჯვრისა და მეუფის საფლავისათვის და სხვა წმიდა ადგილები მომევლო. მცირე ხნის შემდეგ გავგზავნე ჩემი კაცი საქონლით ზღვის იქეთ, სპარსეთის ქვეყანაში სავაჭროთ, და ღვთის რისხვით, ჩემი, წყეულობისათვის ზღვაზე ხომალდი საქონლით (დატვირთული) დაიმსხვრა და მთელი ჩემი ქონება ჩაიძირა და სხვაც მრავალი უბედურება და განსაცდელი შემემთხვა. იმ დროს, იმ მწუხარებასა და განსაცდელში მყოფმა, მე მრავალცოდვილმა უფრო მეტად აღთქმა მივეცი (ღმერთს), რომ იერუსალიმში წავიდოდი ღვთის საფლავს და სხვა წმიდა ადგილებს მიმოვილოცდი და მე მწუხარებაში მყოფი მცირე ნუგეშს ვიპოვიდი. და აი კიდეც ღვთის წყალობაც მოჰყვა (ჩემს აღთქმას), მოწყალების თვალით შეხედა (ღმერთმა) ჩემს წყეულობას, ვითარცა თქვა მოციქულმა: სადაც გამრავლდეს ცოდვა, იქ ჭარბობდეს მადლი ღვთისა. და ჩემი დაკარგული ქონება ღმერთმა ორმაგად დამიბრუნა. როგორ წავედი იერუსალიმში და რა ქალაქები როგორ მოვიარე და იქ რა ვნახე ამის ნაწილობრივ აღწერას ვიწყებ (ქვემოთ).
ყაზანიდან ასტრახანში გავემგზავრე, ასტრახანიდან კი საქართველოზე და თბილისის ციხე-სიმაგრეზე. თბილისის ციხე-ქალაქი სპარსეთის შაჰაბასის სახელმწიფოშია. (თბილისში) ოთხი ციხეა, ორი იქეთ, ორი აქეთ, ხოლო ამ ციხეებს შუა მდინარე გადის, მტკვარი ეწოდება. არასოდეს არ იყინება. ეს მდინარე მტკვარი კლდოვან მთების შუა გადის და ამ მდინარის ორივე მხარეს ორ-ორი ციხეა ზედ ნაპირებზე გამოკვეთილი, ამ ციხეებში იმავე მდინარიდან წყალია მიყვანილი ფარული გვირაბით, ხოლო მდინარეზე მთებს შორის ხიდია, ძალიან ლამაზი. იმ ციხე-ქალაქ თბილისის მახლობლად ცხელი ჭებია და ამ ჭებზე პალატებია გამართული, ძალიან ლამაზებია და ამ პალატებში ტანს იბანენ აბანოს მსგავსად, შალის თათმანებით; ასეთი აბანოები სამოცი და მეტი იქნება აგებული. იმ ციხე-ქალაქის, თბილისის, მახლობლად მონასტერი დგას. იმ მონასტრის სახელი დამავიწყდა, იქ საქართველოს მიტროპოლიტი ცხოვრობს. ამ მონასტრის ტაძარი ძალიან ლამაზად გაკეთებულია და საეკლესიო სამკაულებით არის გამშვენიერებული, ციხე-ქალაქიდან 15 სტადიონის მანძილია, და იმავე საქართველოს ქვეყანაში ბაშიაჩუკების (იმერლების ი. ც.) და დადიანის სამფლობელოებში, მაღალ თოვლიან მთებს შორის, გაუვალ ადგილებში მიწის ნაპრალებია და შიგ საოცარი მხეცებია შემწყვდეული გოგი და მაგოგი, ხოლო ეს მხეცები იქ ძველი დროის მეფემ, ალექსანდრე მაკედონელმა, შერეკა. ბევრი ამბები მითხრეს ამ მხეცების შესახებ. დიდი ხანი არ არის, რაც ეს მხეცები, გოგი და მაგოგი, იმ ნაპრალებიდან გამოვარდნენ და დადიანი მეფე მთელი საქართველოს ძალებით მოვიდა და ის ნაპრალები მთების მწვერვალებიდან ქვებით ამოქოლეს და ის რკინის კარები, რომელიც იმ ნაპრალებს ჰქონდა, მიწით დაიფარა.
საქართველოდან თურქეთის ქალაქ არტაანზე (უნდა იყოს ერევანზე ი. ც.) წავედი, და ამ ქალაქიდან ერთი დღის სავალზე არარატის მთა დგას, რომელზედაც სულ თოვლი დევს. ამ მთის მწვერვალზე ნოეს კიდობანი მოჩანს, იმ მთებს შუა დიდი ხეობაა და იმ ხეობიდან კიდობანის ძირი შეიძლება დაინახო, იმიტომ, რომ ძირი შავია, ხოლო თვით კიდობანზე თოვლი დევს, იმ მთაზე რომ არის ის თოვლი. ხოლო არარატის მთა ძალიან მაღალია, ჩვენ ცხრა დღე ვიარეთ მთამდე, სანამ მივიდოდით, მაგრამ ახლო გეჩვენება, მისვლა კი არ შეიძლება, ვინც არ წავა იმ მთაზე, ყველა ამბობს, რომ ცოტა ბრუნდება (ცოცხალი), რადგანაც ძალიან ცივა ზევით და ამ სიცივისაგან ხალხი კვდება. ხოლო ერევნიდან ყარსზე წავედი, ყარსიდან კი არზრუმზე, ხოლო არზრუმიდან სებასტიაზე, სადაც 40 წამებული აწამეს...
ХОЖДЕНИЯ В ПОЛЕСТИНСКИХ МЕСТАХ УБОГОГО ВАСИЛИЯ ПО ПРОЗВИЩУ ГОГАРЫ
ცნობები საქართველოს შესახებ
Лета 7142-го году, во дни благочестивого и богом венчанъного браздодержателя Росийского царства государя царя и великого князя Михаила Федоровича всеа Русии самодержца и его царьские державы града Казани некто смиренный и многогрешный в человецех, родом плесенин, жительством в Казани, Василей Яковлев, по прозвищу Гогара, слышах я Василей о Палестинских местах и еже тамо преже бывших древних святых отец паче числа преумноженно, наипаче же всего, еже господь наш Иисус Христос тамо воплотися от пречистыя девы Мария и многа чюдеса сотворив, и за наша спасение пострада плотию, и воскресе тридневно, и прииде ми грешному мысль, еже ми тамо и помолитися святым местом и во Еросалим животворящему кресту господню и гробу владычню поклонитися и протчим святым местом и походити.
По мале же времени посла человека своего с товаром за море торговати в Персидскую землю, и божиим гневом за мое окаянство на море бусу со всеми товары розбило, и все
имение мое потонуло. А се иные многие беды и напасти приклютшая ми ся. В то зремя и в тех скорбех и напастех аз многогрешный и наипаче учал обещатися, ежеб ми тамо быти во Еросалим у гроба господня и в протчих святых местех помолитися и чтоб скорби своей мало некое утешение приобрести. И абие милость божия последова ми, призре милостивным оком на мое окаянство, яко же рече апостол: иде же умножися грех, тамо преизбыточествова благодать божия. И желаёмого надежею не погрешних: и против, того моего погибшего имения подал мне бог и со вторицею. И како пошел во Еросалими и како и грады шел и что тамо видех, то и начну сказывати отчасти.
Ис Казани поехал в Сторохан, а из аи Старахани пошёл на Грузинскую землю, на град Тефлиз. Тефлиз же град в державе персидцкого Шахаббаса, а в нем четыре града каменных стоят на двое, а промеж тех градов идет река, зовома Кура, не мерзнет никогда, а пошла та река Кура сквезе гору каменную; и по обе стране тое реки стоят по два города предиреченныя, подле самой берег и в те грады приведена ис тое реки вода тайниками; а через реку мост делан меж горами нарежу, велми чюден. Да близ того грала Тефлиза есть кладези горячие, а над ними устроены полаты велми красны и в тех полатах мыютцо в бань место и трутца рукавками мухоярными; а бань тех зделано до штидесят и болши. Да близ же того града Тефлиза стоит монастырь, а имя тому монастырю пропаметовал, а живет в нем грузинской митрополит, а храм в монастыре велми прекрасен делан и всякою церковною лепотою украшен, растояния же имать от града 15 поприщь. Да в той же Грузинской земле Башечютскою и Дадиямскою землею, меж горами высокими снежными, и в непроходимых местах есть щели земные, и в них загнаны дивия звери Гог и Магох, а загнал тех зверей в древнем законе царь Александр Макидонский. И мнози мие о тех зверех поведаша, что де недавно те звери было, тот Гог и Марог, с тех щилей вон выдралися, и дадиянской де царь приходил со всею Грузинскою землею и те щили велел камением завалити сверху гор; а кои де были у тех щилей двери железные, и те двери в землю ушли.
А из Грузинской земли пошел на турской город на Ардаган, и от того града день ходу стоит гора Араратцкая, а на ней лежит все снег; а по верху той горы видети стоит Ноев ковчег, а потому его и знать, что концами стоит на двух горах, а промеж тех гор щиль велика, ис тое щили толко того ковчега дно видети понеже у ковчега дно черно, а на ковчеге снег же лежит той на горе. А гора Араратцкая велми высока, и мы до нее шли девять дней, и блиско являетца, а дойти не мошно; а кто на нее ни пойдет, и мнози глаголют, что-де мало с нея бывают, понеже велми студено на ней, и от-тое студени люди помирают. А из Варигана шел на Карсун, а из Корсы на Ирзум, а Ырзума шел на Севастию, где мучении быша 40 мученик...