ანდრია მოციქულის მიერ დამოძღვრილი ტომები და ადგილები
ეპიფანე კონსტანტინეპოლელი
Appearance
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ
საქართველოს ისტორიის ბერძნულ-რომაული წყაროები
წიგნის სათაური:
გეორგიკა - ტომი IV-Iსრული სათაური:
გეორგიკა - ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ - ტომი მეოთხე. ნაკვეთი I - ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმაეპიფანე კონსტანტინეპოლელი
(VIII ს. II ნახევარი)
ეპიფანე, კონსტანტინეპოლის "კალისტრატთა" მონასტრის ხუცესი და მონაზონი, მოღვაწეობდა VIII საუკუნის II ნახევარში, 780-იანი წლების მახლობელ ხანებში. მისი ნაშრომებია "მარიამის ცხოვრება" და "ანდრიას ცხოვრება", რომლებშიაც ის აწარმოებს ამ "ცხოვრებათა" და, საზოგადოდ, მოციქულების "ცხოვრებათა" წყაროების კრიტიკას. "ანდრიას ცხოვრებაში" ის წერს, რომ ის არ დაკმაყოფილდა წერილობითი წყაროების (კლემენტი რომაელის, ევაგრე სიცილიელისა და ეპიფანე კვიპრელის) გამოყენებით და მოიარა ზოგიერთი ის ადგილი, სადაც ანდრია მოციქული მოღვაწეობდა.