დაუმთავრებელი ლექსი
Appearance
დაუმთავრებელი ლექსი ავტორი: ნოე ჩხიკვაძე |
ლოცვით ვერ დავძლევ მწუხარების შავსა ზმანებას,
ცრემლთა ჩანჩქერით ჭმუნვა ჩემი არ განელდება.
მე სიკვდილს ველი... ჩემს გარშემო ჟამი ბნელდება...
საფლავის კართან ჩრდილთა ღმერთის ვუცდი ბრძანებას...