გაზაფხული (ტერენტი გრანელი მესამე ლექსი)
Appearance
ქარია, ნუ შეშფოთდები,
ქარი ჰქრის, დღე გაშლილია.
ისევ გამოჩნდნენ ფოთლები,
ახლა ფოთლების ჩრდილია.
ქარია, ნუ შეშფოთდები,
ეს ლექსი შენთვის გულია.
უკვე ამწვანდნენ ფოთლები
და უკვე გაზაფხულია.