ბუდაყ ყაზვინი შაჰ ისმაილის საქართველოში ლაშქრობების შესახებ
[edit]ბუდაყ ყაზვინი მოკლედ მოგვითხრობს, რომ შაჰ-ისმაილის კარზე მოსულებს შორის იყვნენ ლევან-ხან გურჯი და ყვარყვარე გურჯი.
დავით კაციტაძე - ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან - კრებულში: 1964 - თსუ შრომები - ტ.108
ბუდაყ ყაზვინი იესე ლევანის ძის გამუსლიმებაზე
[edit]1. XVI ს-ის ირანელი ისტორიკოსის ბუდაყ ყაზვინის ცნობით ლევან კახთა მეფის ძე იესე მამას გადაუდგა, შაჰის კარზე მივიდა და მუსლიმანობა მიიღო. ამ ამბის დასათარიღებლად ავტორს მოტანილი აქვს ლექსი:
„იესე ლევანის ძე მუსლიმანი გახდა გულწრფელად“.
[ამ ფრაზის ცალკეული ასოების რიცხვითი მნიშვნელობის შეკრება იძლევა იმავე თარიღს, რომელიც ჰასან რუმლუს თხზულებაშია – 967 წ. (1559. 3 X -1560. 21. IX).]
(ბუდაყ ყაზვინი. ჯავაჰერ ალ-ახბარ, ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის ხელნაწერი, დორნის კატ. №288).
2. ლევან მეფის შვილი იესე, რომელმაც თვალის ასახვევად მიიღო მუსლიმანობა, გულში კი ქრისტიანად რჩებოდა (ბუდაყ ყაზვინი, დასახ. ხელნაწერი, ფ. 329 ბ). 1562 წლის 23 დეკემბერს ჩაუსვამთ ალამუთის ციხეში