არ კვნესის, არ მოთქვამს..
Appearance
არ კვნესის, არ მოთქვამს.. ავტორი: ანა კალანდაძე |
არ კვნესის, არ მოთქვამს
გული ქვადქცეული:
მარტოკამ ზღაპრული
აღმართი ვძლიე და...
მაგრამ... აღმართებით
ისე ვარ ძლეული,
„ვითარცა ლერწამი
ქართაგან ძლიერთა“.