ამბავი მოწყალისა და მოსამართლისა, სახელოვანისა და მრავალჯერ სახელოვნად გამარჯვებულისა, ბრძნისა რიტორისა და ფილოსოფოსისა, მეფისა თეიმურაზისა, რომელი სიყმაწვილით, გაზრდით, ვაჟკაცობით, სიბერით სიკვდილამდის ეშრომა და გარდაჰხდოდა
[edit]
პასუხი მეფისა მეთექვსმეტე
210
ისმინე ჩემი ამბავი, სიყრმითგან ვით ვზი გოდებად,
სიბერით სიკვდილამდისი სამუდმოდ ცეცხლთა მოდებად, –
მართალი არ თუ ტყუილი, არ მიზეზისა მოდებად.
რაც მახსოვს, ყველას გიამბობ, არ მინდა სხვაგან მოძებად.
211
პაპა ჩემი ჯდა ხელმწიფედ კახეთს ღვთისაგან წყალობით,
მშვიდი, მოწყალე, მდაბალი, რჯულზედან ერთობ მკრძალობით;
ქვრივთა, ობოლთა შემბრალე, არ იყო მათზედ ძალობით,
კვლავ მშვილდოსანი უსახო, ცხენ-მალე, მშვილდ-ფიცხელობით.
212
პაპის ჩემისა ქებასა ვერ ვიტყვი მე ერთხელადა,
ღვთის მოშიში და მორწმუნე, იგ არ თუ იყო ხელადა;
მტერთა მძლეველი, ძლიერი, ლომი მიაჩნდა მელადა,
მუდამ მას ჟინად ნადირთ-სრვა აეღო ერთობ ხელადა.
213 ოთხი შვილი ჰყვა, იმათი აწ მოგახსენო სახელი:
დავით, ერეკლე, გიორგი, იყვნეს სიკეთის მსახველი.
მეოთხე კონსტანტინეა, სხვეფ კარგი, ჭკუა-ნათხელი,
გულჯავრიანი, ამაყი, შეუპოვარი და ხელი.
214
მამაჩემსა საპატრონოდ ჭკვას უქებდეს, მერმე ბაქეს,
ერეკლესა სიუხვესა უწონებდეს, დიაღ აქეს.
გიორგისას მას უბნობდეს: იქ ტარიელ იყო, აქ ეს.
როსაც არის მასცა ვიტყვი, კონსტანტინეს ბოლოს საქმეს.
215
იგიმც დღე დაიწყევლება, როს მამამ მისცა ყაენსა,
იგ მან ეშმაკმან გაზარდა, მით დაემსგავსა კაენსა.
ბოლოს გიამბობ თუ ღვთისას საქმეს იქმს როგორ საწყენსა,
მთქმელთა და გამგონთ ორთავე სანაღვლოს ცრემლთა სადენსა.
216
ერეკლე სტამბოლს წავიდა, მამას შემოსწყრა თუ ძმასა,
დიაღ ეწყინა მეფესა, დიდსა ჩავარდა ჭმუნვასა,
თეთრს წვერს იგლეჯდა, გაჰყრიდა, იტყოდა სოფლის მდურვასა,
დედოფალს ვინ შეჰკადრებდა ამბავსა მის საკრულავსა!
217
ამხანშიგან ჟამთა წავლით ალექსანდრე მოცაბერდა,
მას წინადღეს მისის ჟმისას სიკეთესა ვინმც აღწერდა!
ბერნი, მღვდელნი პატივით ჰყვეს, სრულად ჯარი შეყრით, ერ და,
მაშინ მისის ხელმწიფობით მხიარული ყველა მღერდა.
218
რა შვილებმან მამა ნახეს სიბერისგან დანავარდნი,
ბეჭწახრილი მოყვითანოდ, იქით-აქათ განავარდნი,
დრო მოუხდათ ავი რამე ერთმანერთზედ შენავარდნი,
სოფლის ქარმან აღიტაცნეს, მათ შეექმნათ განა ვარდნი?
219
ორნივ ძმანი წამოვიდეს ქართველთ მეფის შესაყარად,
თან იახლნეს დიდებულნი დაკაზმული ვით მაყარად,
წამოიღეს ორთავ ბევრი, მრავალი რამ იქ საყარად,
ბორკილი აქვს თან უმცროსსა უფროსისთვის შესაყარად.
220
მივიდნენ, გაესალამნეს ძმისწული მამიდაშვილსა,
მოიკითხევდენ ერთმანეთს, ღიმილით იჩენდეს კბილსა.
კარავს ჩამოხდეს ნადიმად, ლხინსა ნახევდენ მუნ ტკბილსა,
გათენებამდინ ზედწართვით მოინდომებდენ არ ძილსა.
221
ახლა მეფე გამოვიდა, ბიძაშვილებს უდარბაზა.
ხილზედ დასხდეს, მოიტანეს უცხოები ბევრი მაზა,
ღვინოს სმიდეს მანაურსა, უკეთეს რომ ეგავაზა.
ასრე დახვდენ ორნივ ძმანი, ვით მამისგან ეანდაზა.
222
ცოტა ხანი ამით წავლეს, ზედ მოაბეს ლხინი და ზმა,
დაღამდა და მოიტანეს სანთლები და მერე ბაზმა;
ლხინი ნახეს დიაღ კარგი, არ მოსწყინდათ ხანთა დაზმა,
დილაზედა ძღვენი უძღვნეს, რაც მათ მისთვის მოეკაზმა.
223
მათ ისაქმეს მათი საქმე ფარული თუ ანუ, ცხადი,
კვლავ მეფემან დაჰპატიჟა, ლხინი მაქვსო დასაქადი.
გიორგიმ თქვა: «აწ არა მცალს, კვლავ მე წავალ, აწ შენ წადი!»
ჰაი, ძმაო, ძმის ღალატზედ შემოქმედსა რასთვის ხადი?
224
მას ჰქონდა ესე თათბირი ადრიდგან გამორჩეულად,
საქმე ერჩივა ბოროტი ეშმაკსა მას მისეულად;
ყმათ განდობოდა, ბევრი ჰყვა ბარამით მას მისეულად,
ბარამ დავითთან ამხილა: «თავს ვერ ვიქ შენგან ეულად».
225
რა მამაჩემს ესე ესმა, მიზმენ მაგას ვით ვითაო?
მტერი მოუკვდეს დავითსა, გიორგი იპყრას ყმითაო.
აგრე ჯაბანი ვგონივარ, უმცროსი მე გავითაო?
რასა იქ, კარგო გიორგი, რას ვთესავთ, მოვიმკითაო!
226
ლხინით ადგა, წამოვიდა ჯავრიანი, გულით ბრაზი,
მივიდა და შეუზახა: «ჩემო ძმაო, მანდა რა ზი?
შენ მე როგორ დამიჭერდი, ბიჭი ვიყავ თუ ხაბაზი?»
თვით შეიპყრა პატრონ-ყმიან, არ წაირთვა ტახტ-დარბაზი.
227
წამოვიდა მასვე წამსა, თუცა ბარგიც არ დაყარა.
მათ რომ მისთვის შესაპყრობლად მშვილდს ჩაეგდო, გარდუყარა,
ძმა ციხეში დაატყვევა, ყმანი კლდესა გარდმოყარა,
მამას ტახტი გამოართვა, მაგრამ დიდხანს ვერ ემყარა.
228
საქმე ეს ქნა ღვთის საწყენი, ეშმაკისგან ის იძლია,
მამას ბერსა ხელმწიფესა ბატონობა გამოსძლია;
გიორგისა სიმართლით ქნა, არ მეფობა შეაძლია,
მამაზედ არს დამნაშავე, თვარამ ძმაზედ უმართლია.
229
ექვსს თვეს კარგად ბატონობდა, ნადირობდის მოისრითა,
მერმე მოკვდა, მისნო მტერნო, მისგან აღარ მოისრითა!
ის სოფელმან გაისტუმრა, მოვაღა როს, მო ის რითა?
ისრევ ბერმან ხელმწიფემან დააშვენა ტახტი სრითა.
230
ცოტა დავრჩი მე ობოლი, თუმც არ ვჰყვანდი ისრევ ძიძას,
პაპამ მასთან დამაყენა, დამანება მე არ ბიძას.
მახაფიფა ნებიერად, ჩამაცმევდა ხამს, არ ძაძას;
ჩემნი სწორნი ყმაწვილები ვერ შვრებოდენ ჩემსა ბაძას.
ამბავი საზარელი და სათქმელად საძნელო, და სასმენელად საძაგელი, მეორეს კაენისა და ლამექის შვიდგზის გამოვრდომილის კონსტანტინესი, რომელმან ესევითარი განზრახვა გულს იდვა და მოკლა ღვთისმოყვარე ხელმწიფე-მამა ალექსანდრე და ძმა თავისი გიორგი. უყურეთ მანქანებასა ბელიარისასა!
[edit]
231
ეს ამბავი ყაენს ესმა, კარგა წვრილად გაიგონა,
ამას ზედა ეშმაკისა საქმე იმან მოიგონა.
კონსტანტინეს დაუძახა, ამით თურე წაიგონა,
აწყა დაგრჩა კახეთიო, მეც შენ მოგცე მგონი, მგონა.
232
გამოგზავნა მან კახეთსა, ბოროტს საქმეს აბარებდა,
მამისა და ძმის სიკვდილსა უეჭველად აბარებდა:
ალექსანდრეს ლალა-ფაშას ძველს საქმესა აბარებდა,
რად იამა უღურსიძსა, ჩქარად მოვა, აბა რებდა!
233
მან ხალათი გამოგზავნა საქმისათვის არ სააზროთ:
მას სიბერე მორევია, გიორგია მართლა საზროთ,
ორთავ ხიშტით დაუშინეთ, შიგავ დარჩეს, არ დააზროთ.
თუ გიყვარვარ, მაგას ნუ იქთ, ვარდი ადრე არ დააზროთ.
234
წამოვიდა, მოახლოვდა, მამას ესმა შვილის მოსვლა,
ერთი მკვდარი მოაგონდა და მეორის სხვაგან წასვლა.
დაუკაზმეს ბედაურნი, მარქაფები რახტით ასლა.
გაზაფხულის ჟამი იყო, მაგრამ ჯერ ვარდს არ ეფასლა.
235
რა გრემიდამე წაბძანდა და ჩაეგება ბაზარსა,
გულმხიარული, შვებული, თან არ იახლებს მოზარსა:
შვილს ვჰპოვებ მე დაკარგულსა უკვდავებისა მაზარსა!
გამოვბრუნდები ალავერდს და წამოვასხამ მაზარსა!
236
მივიდა და შეიყარნეს მხიარულად, უცხოდ რამე,
მეფე იტყვის: «სახარების მამაგონდა ბძანება მე,
აწ უძღები შვილი ვპოვე, ამეხილა თვალთა ბამე,
ზვარაკს დავჰკლავ ჭამებულსა, მეგობარნო, თქვენცა ამე».
237
პაპაჩემი ბედნიერი სიბერისგან უძლურობდა,
მხეცთა მსვრელი მონადირე, ველთა ისრე ვეღარ რბოდა.
ვინ ბიძად მყვა მხნე, ძლიერი, იგ პირად მზე, ტანად ზრობდა.
შვილისაგან მამა და ძმა სიკვდილს ვითმცა იაზრობდა?!
238
მეფემ ჩაიცვა ხალათი, ცხენს შეჯდა მისავსეულსა,
ვერას დააზრდა საქმესა შვილს მაზედ გამოსეულსა.
მოვიდენ, დარბას გარდახდეს ქვეშსაფენ ოქროქსეულსა.
არა ჰკვირ, მოჰკლავს მამასა და კახეთს გაჰხდის ეულსა.
239
მოიგონა, დასუბავდენ, საქმე მაქვსო არ საჯარო.
მისი ჯარი გარეთ იდგნენ ერთმანერთზედ დასაჯარო.
ნიშნად თურმე ესე მისცა, მისნი ყმანი გამოვყარო,
შემოდით და დაუშინეთ თქვენ ხლმები და მე ვხანჯარო.
240
მეფეს შერჩა რუსთველი და იმისი ძმა ყორჩიბაში,
სხვანი სადგომს წამოვიდნენ, კახნი იყვნეს თუ აბაში,
შევიდნენ და დაუშინეს, შიგ დაჩეხეს მის კაბაში,
მამა და ძმა ორივ მოკლა, ერთად დადვეს მოაბაში.
241
რუსთველი და აბელ, ძმანი, ორნივ თავსა დააჩეხეს.
ვის უქნია ამისთანა, ცა რისხვითა მოაქუხეს!
მას ანგელოზს ხელმწიფესა ასრე ხელი ვით შეახეს?
მაგრამ იგი ეშმაკისას გაათავებს დანამკვახეს.
242
რა ესე ქნა, ადვილად სჩნდა მას ურწმუნოს ყოვლი ავი,
მოინდომა დედაჩემი უცხო რამე მოსართავი.
მოციქული გაუგზავნა, შეაძლია თურე თავი,
შეუთვალა: «არ შემირთავ, ძალად გშოებ, მითქვამს დავი!»
243
რა მივიდნენ მოციქულნი, მოახსენეს შიშით, ძრწოლით:
«უმართლე ხარ თუ დაგვხოცო, რასთვის იქ არ დავიქოლით,
მაგრამ რა ვჰქნათ, მან ურწმუნომ გქამოგვგზავნა დიდის ძალით,
ქრისტიანეთ არ საქნელი, ნასწავლი აქვს იმას მოლით».
244
გაიგონა დედაჩემმა, ბძანა: «ესე ვით დავიღმე,
ვინმცა მკადრა უკადრისი, დავივიწყო ან დავით მე?
ვინ ჩიქილა შემირცხვინოს, ან სუმბული რომ დავითმე,
ღმერთმან მისის რისხვით მკითხოს, შემოუშვა იჭვი სითმე».
245
შეუთვალა: «ღვთის მგმობარო, მამის მკვლელო და ძმისაო,
ავის მქნელო, ავის მთქმელო, შენ უღირსო სულთდგმისაო,
ყოვლის კაცის საძაგელო, სულ მოქმედო ავისაო,
ღვთით ადრე, ვეჭვ, შევანანო ჩემი თხოვნა დავითსაო!»
246
მოციქულთა მიუტანეს მას ეს საქმე, დააჯერეს.
კიდევ ცდასა აპირებდა, მაგრამ სიტყვით შეიჯერეს.
მწევ გაჯავრდა, თათრებიან ჯავრით გული გაიჯერეს.
სხვას ამბავსა ჩამოვეხსნათ, გავათაოთ მოდი ჯერ ეს.
247
ამ საქმეებს წინასხნითვე დედამ ყაენს შემახვეწა,
აქ გიორგის შეეშინდა, ამად მისკენ გარდამხვეწა,
მან შემიტკბო ვითა შვილი, არ თუ შიშით მე დამხვეწა.
გამეხარნეს მასთან მისვლა, ღაწვი ცრემლმან არ მიხეწა.
248
მე შერმაზან თან გამომყვა ზნეობისა სასწავლებლად,
მწვრთნიდის საღვთო-საკაცობოს, თავი ჰქონდის დასავლებად;
ჭირსა შიგან გამამაგრის, გული ჰქონდის ვით სალებად,
მაამის და მსახურებდის, ღაწვთა მწკეპდის არ სალებად.
249
კონსტანტინეს თან ხლებოდეს შირვანელნი და ყაჯარი,
ბაზარს იდგა, წამოვიდა, ეშმაკისგან დასაჯარი;
აქათ იმას შეეყარა თვისნი ყმანი, კახთა ჯარი,
შებმულ იყვნენ, მოცაეკლათ, თუმც ეხმარა ხმალ-ხანჯარი.
250
ჩვენცა გვესმა ეს ამბავი, რაც ქმნილიყო და რაც არა.
ყაენს ვეხმე, მიმიყვანეს, მიმატანეს დანაც არა.
შერმაზან თქვა სახლთხუცესმა: «გითქვამს ცოდნა არამც არა,
შენ იმათი დაგრეხილი საბელიო დაგეცა რა».
251
შემომზახა: «მირზავ, იცი კახეთს ქმნილა დიდი ძალა!
შებმულან და კონსტანტინე მათ მოუკლავს მგონი მალა;
მეც მიამა, კარგა ქმნილა, მოინდომა რისთვის რძალა?
ავის მქმნელსა გარდაჰხდია, რა იქნება, ჩემი ნალა».
252
მიბრძანა თუ: «აქამდისცა მე მინდოდა შენთვის კარგი,
მოდი, მადლი გარდიხადე, ეს წყალობა მტკიცედ დარგი,
რადგან შენი სამკვიდროა, ან მე რისთვის დაგიკარგი?
ჩქარად წადი, მალ მიბძანდი, თუნდა კიდეც დაგრჩეს ბარგი!»
ბატონის თეიმურაზისა ყაენისაგან ტკბილად საუბარი, წყალობის ნიჭისა და მრავლის იმედის დაპირება, და ქადება, გამოსტუმრება და გრძელისა გზისა მოსწრაფებით სიარული, და შემოკლება და მათგან უგრძნობლად ქისიყს მოსვლა
[edit]
253
გამომისტუმრა, წამოველ, მიბოძა ბედაურები,
ცხენები ოქროთკაზმული, არ იყვნენ უსუსურები;
ესამოსელი სალუქი, მნახველთგან მოსასურები,
სუფრისა გაწყობილობა, მურასა თასებ-სურები.
254
წამოვედით მადრიელნი, მხიარულნი დიდად მისგან;
სიარულსა არ ვითმენდით, რა განათლდის ღამე მზისგან.
შევამოკლეთ გრძლად სავლელი ისრე ფიცხლად ჩვენის სვლისგან
უეჭველად პატრონობა დავიჭირე მაღლის ღვთისგან.
255
ქისიყს მოველ ერთს სოფელსა უმეცარად, შეუტყობრათ,
ერთი კაცი მოგვეგება, მართ ვეგონეთ ჩვენ მეკობრათ;
რა გამიცნა, თავყვანისმცა, ენა იწყო შესამკობრათ,
მადლი ჰკადრა შემოქმედსა: «ნეტარძი ჩემს ამ დროთ მოყრათ!»
256
დაიძახა: «მე საბრალო არას ვღირსვარ პატრონისას,
მოვახსენო, მობძანდების ჩემსა ვითა სართულისას.
ჩამოხდებით, არას დავჰკლავ, თავსა ვფიცავ შენის მზისას,
მეფევ, უწყი, ისერებდა ქრისტე სიმონ კეთროვნისას!»
257
მან შერმაზანს სახლთხუცესსა უთხრა: «შენა ხარ ჩემი ღონე,
მოახსენე ერთი სიტყვა, უფრო ნუღარ დამაღონე,
თავი, სახლი, საქონელი ყველა თქვენს წინ მოვიძღონე,
ერთი ღვინო დამილივეთ, ხვალ წინ მეფე წამიძღონე!»
258
ვსთქვი თუ, რაღა გაეწყობა ასრე გულით მოპატიჯეს,
მო, ვეწვივნეთ მხიარულსა, ნურას უზამთ საპატიჯეს.
გარდავჰხე და კარს შევედით, ღობეს ვერვინ გარდაბიჯეს,
დავჯე, გარე შემომისხდეს, ვგვანდი მთვარე ბაკით იჯდეს.
259
ღმერთს თურე წყალობა ექმნა, აღარ იღებდა ვახშ{ს}მითა,
ბევრი რამ ჰქონდა მზას თურე, არ გვიკეთებდა ხაშმითა;
უცხოდ დაგვიხვდა მებეგრე მცირეს თავისის ვახშმითა,
მან ადრე აღარ გაგვიშვა ღვინითა ერთ სახაშმითა.
260
მოიყვანა ცხრა ყმაწვილი აკვნებითა შიგ ჩაკრული,
«ვიცი არას არ შეიძღვნი ძღვენი გიძღვნა თუცა სრული,
სრულამც თქვენა გენაცვლების დედმამიან თქვენთვის სრული
შენის ჭირის ჩვენ სანაცვლოდ სული გვქონდეს ამოსრული!»
261
დილა გათენდა, ხმა გაჰხდა ყოველგან მოსვლის ჩემისა,
მუნ სიხარული შეიქმნა გულით არ შესაჩემისა.
ვინცა მნახევდა მჭვრეტელნი, ნახვამან გააჩემისა,
სხვანი ნახულნი ჩემთანა უკვირდის, არ ეჩემისა.
262
პირველ კაცი გამოვგზავნე დედაჩემთან მახარობლად:
ღმერთსა დიდი მადლი მიეც, აღარა ხარ საწყალობლად,
შეგვიბრალა ვით გვხედავდა შენ ქვრივად და მე, გლახ, ობლად
ჩემი აქეთ გამოგზავნა არ შეგექმნა საბრალობლად!
263
მახარობელი მისლოდა, ბევრი რამ მას ებოძა და,
მამული ანუ სასახლე, ქვიტკირი, არე ბოძადა;
კვლავ ტურფა შესამოსელი ცუდ-მუდი არ ეძონძა და,
მას სიუხვითა სხვა ქალი ვერსად ვერ შეებაძა და.
264
თუმც ვაცნობე, ჩემი მოსვლა ასრე ადრე არ ეგონათ, –
წყნარად მოვა, შექცევითო, სხვის ვისგანმე გაეგონათ;
სრულად კახნი გრემს მიეხმო დიდებულად ჰყვა, არ მონათ,
თვარ აქ უნდა დამხდომოდა გამჩვენებით, მოსაწონათ.
265
დედაჩემსა მოახსენეს ჩემი მოსვლა ისრე სწრაფად,
მას ენაღვლა, ვერ დავხვდიო ვით მინდოდა კარგად აფად,
კახნი ამად მოვაწვივე, მიმეგება, გამყვა სეფად.
მოურვი მამაგება სხვად დიდად და თუმც არ მეფად.
აქა სრულ ერთპირად კახთ სიხარული და ბედისა და ეტლისა ნატრა თავისის მემკვიდრის ხელმწიფის შვილისათვის. კარგისა და ცხენკეთილ იარაღ-მარჯვეს კაცით წინ მიგებება. მეფისაგანც მზგავსიერად გახარება, ლხინი და მოუწყენელი უჭირველად მხიარულება
[edit]
266
მასვე წამს თვით მოურავი თამაზ სულ მისის დროშითა,
სხვა მოხელენი შინაყმით მოვიდენ კრძალვით, შიშითა,
თქვეს: «ვწუხთო აქ არ დამხდომნი, სხვაფერ არა ვართ იშითა,
მე უალერსო მათშიგან, კაცი დავაგდე იშ ვითა!»
267
მოვიდენ და ხელს მაკოცეს, ზოგნი თავსა მევლებოდეს.
შენი მტერი ამას იქით შენის ხლმითო მძლევლებოდეს,
თავს ათასჯერ განაცვლითო, დაჩაგრულსა ვინმც გგონებდეს!
შენ გასინჯე ამას იქით, თუ გრემს არ მიმესვლებოდეს!
268
ხუთს დღეს იქივ მოვისვენე შორის გზითა დაღალულმა,
თავი კარგად მომაწონეს ჩემს წინაშე მათ მოსრულმა;
მაშვრალობა განგვაშორვა ზედიზედმან თვალთა რულმა.
დიაღ კარგი ყმანი დამხვდეს მეტის-მეტად, ჩემმა სულმა!
269
გაღმა გაველ, ენისელთა იქ დამიხვდა მოურავი,
სრულ თავისის დროშის კაცით სიმრავლითა უამრავი;
კაცი თვალს ვერ გარდაწვდენდა, იდგნენ ვით ტბა საცურავი,
რა მოვიდენ, ტკბილად დავხვდი, მათ არ უთხარ სამდურავი.
270
ასე ვსთქვი, თუ: ერთს ბატონსა ამის უფრო რაღა უნდა?
თავადნი და დიდებულნი მოვიდიან ბუნდა-ბუნდა,
ანგარიში ძნელი იყო, დამთვლელს გული დაუჭმუნდა.
ისინიცა თან ვიახელ, ვინც გვერც მახლდა, არ დაბრუნდა.
271
დილას ავდექით წასავლად, ცოტადრე წავიარენით,
ალავერდელი დიდებით მობძანდა, ითქმის არ ენით,
მშვიდად ამბორი უყავით, შეყრა არ გავიმწარენით.
მერმე სხვათ უთხრა: «მობძანდით, აწე თქვენ შეეყარენით».
272
მამიკითხა: «აჰა, ბრძენო, თქვენ ამბავი თქვენი გვითხარ,
შორის გზისგან დაღალულსა შემოგხედავ, ლომივით ხარ,
ღვთის შიშსა და სიყვარულსა უეჭველად ვიცი მზა ხარ;
ის აკურთხა, შენ რომელი მოხველ და კვალად მოსვლად ხარ».
273
ჭიაურითგან წარსულნი იმ ღამეს არბუხს დავდექით,
წმინდის თევდორეს საყდარსა ვილოცეთ, ცისკრად ავდექით;
ღმერთსა ვმადლობდით წყალობას, ხვეწნითა ცუდად არ ვდექით,
ავიყარენით, მივხარობთ, იქიდამ წინარ წავდექით.
274
მუნით წავედით გრემისკენ, აწყა რუსთველი მოვიდა,
სრულ ნაპირისა ლაშქრითა წითელი ეცვათ, მოვი და;
მათს ანგარიშსა დამთვლელი დათვლითა ვინ აუვიდა?
თუ მტერს მიადგენ ესენი, ვთქვი, ამათ სად წაუვიდა?
275
მოვიდეს და მესალამნეს, თაყვანისმცეს დას-დასებით,
დიაღ ბევრნი შეყრილიყვნენ სიმრავლითა ათასებით.
მხიარული სიტყვა უთხარ, შევიქმოდი ლხინთა ვსებით,
სიხარულით ენთებოდეს, სიმწუხარე დანავსებით.
276
რუსთველმან თქვა: «ვით ბრძანდები, ღვთის წყალობით შენ მოსრულო?
სახლთა შენთა სიმაგრეო, საძირკველო არ დაძრულო,
ვარდო ახლა გაფურჩქნილო, თრთვილისაგან არ დაზრულო,
თვალად მზეო, ძალად ლომო, ნორჩო, ედემს ამოსრულო!»
277
დედის ნახვა მწვედ მინდოდა, თუმც გავფრინდე ვით გავაზი.
მომახსენეს: «რად დავაგდოთ ჩვენ ულხინოდ აქ გავაზი?»
დაუჯერე, გარდავხედით, მოუწონეთ, უქეთ ვაზი.
მათ ბევრი სვეს, მე წვრილად ვსვი, ვაშლი ზედა გავამაზი.
278
მეორეს დღეს გრემს მივედით, ჯარი დამხვდა ქალაქისა.
ჩვენი ყოფა, ერთგულთ ლხინი ორგულმანცა მალ აქისა.
ფიანდაზსა მიფენდიან, ხორა იდგის ნაქსოვისა.
თქვეს: «მზე არის ქვეყნიერი, ნეტარ გავსო ესე ვისა?»
279
სრას მივიახელ, გარდავჰხე, დედოფალი დგა ქალებით,
მუნ ბანოვანთა სიტურფე ჯარად დგეს ბროლ-ფიქალებით;
ღაწვი – ბრწყინვალე ვარდები, არ ჰქონდა ცემა ნალებით.
ტან-ალვა, ნაზნი, ზარიფნი, მდედრნი, არ გულად სალებით.
280
დედა წინ წამომეგება, ღიმილს ცრემლსა ატანებდა.
მამეხვია, გარდამკოცნა, პირ-ყელ მკერდსა ატანებდა.
მერმე მითხრა წავიდეთო, ხელ-ხელს წამომატანებდა.
შინ შევედით ქალებიან, სხვას ჯარს არ შემატანებდა.
281
მიბრძანა თუ: «შვილო, მადლი ვის შენ მაგ დროთ მოუყრიხარ,
ღვთით, მგონია, არა გჭირს რა, მე რომ გატყობ აგრე ვით ხარ?
შენიმც ჭირი შემეყრება, შემოგხედავ, დიდად ვიხარ,
სხვა სარჯელი არ გაჩნია, ცოტად პირზე შეუხრიხარ».
282
გრძლად არ ვიტყვი მაშინდელსა შვებასა და გახარებას,
დიდთაგან და მცირეთაგან შეჭირვების ცეცხლთა ვსებას,
დედისაგან ხელის წყობას, ნებიერად მოსვენებას.
მალ აღარვინ მოელოდა სოფლისაგან შეჩვენებას.
283
ორს კვირასა დედოფალი ყოველს დღესა მასპინძლობდა,
მაშინ ჭირს და მწუხარებას ათას წილად ლხინი სჯობდა;
მას ჩემგმეტი არვინ შერჩა ძე, ასული, არც ვინ რძლობდა,
მაგრამ ბედს არ ემდუროდა, რა მე მიველ, ღმერთს მადლობდა.
აქა მეფის თეიმურაზისაგან სრულ ერთპირად კახთა ალავერდით, ეფისკოპოზ, საღთოთ კაცთ და დარბაზის ერის შემოყრა. მცხეთას მოსვლა, კათალიკოზ, მთავარეფისკოპოზ და სულ ქართველთ შეყრა, მეფედ კურთხევა, წირვა, ლხინი და მრავლის გაცემა
[edit]
284
ამავ ხანში მცხეთას მიველ და მეფედა დავეკურთხე.
გამოველ და პალატს დავჯე, ვინ მაღირსა, ის ვაკურთხე;
მამა-პაპათ დანარჩომი დავიჭირე ოთხივ კუთხე,
უსამართლო არვის უყავ, ქვრივი ობლით გავიკითხე.
285
წარმოდგენ, მამილოცევდეს, თავი მანაცვლეს, სულები.
მოყარეს ოქროს ნალბაქნი და ზოგნი მოყვითლულები,
სხვა სურა, თასი, ჯამები, ყოვლფერი ვერცხლეულები,
ათი გოდორი აიღეს მას დღესა იქ დადგმულები.
286
ამათ გარ გამოზიდვიდეს, ივსებენ ფლურით ხელებსა,
მესამეს კათალიკოზსა მისცემდეს, არ მოხელებსა;
ორს წილს სუფრაჩსა, ერთპირად სულ ერთად ჩემს მოხელებსა.
იქ ცუდ-მუდს ვერას ჰპოებდი იარაღს განათხელებსა.
287
წამოველ გვირგვინოსანი, პორფირცმულ, ხელ-სკიპტრიანი,
გამდიდრებული, სვიანი, მაშინ არ ვიყავ მტირანი;
შეუპოვარი ღმერთს გარდა, არვისგან მქონდა ზიანი.
მოველ და დავჯექ ტახტზედა ნათელმოსილი, მზიანი.
288
ცამეტის წლისა შევიქენ, რა ესეები იყო და,
ვნადირობდი და ვიშვებდი, სხვა საქმე არ შევიტყო და;
საპატრონოსა საქმესა სრულ დედოფალი იტყოდა,
სრულად გააგის სამეფო და ურჩი მალ დაიტყოდა.
აქ დედოფლისაგან გურიელთან მოციქულების გაგზავნა და მეფის თეიმურაზისათვის ქალის თხოვნა. მათგან დიდად გახარება. დიდის სიმდიდრითა და ზითვით გამოსტუმრება. მოყვანა, გვირგვინის კურთხევა. მოლოცვა, ქორწილი და მხიარულება, სიმღერა, ბურთაობა და სროლა ყაბახისა
[edit]
289
ამ ხანშიგა მოვიწიფე, სხვას ქებასა ვიტყვი არა,
მაგრა სხვანი მას უბნობდეს: «მზემ ღრუბელი მოადარა;
მისმან მზემან, ხმელეთზედა ვერვინ პოოს მისი დარა,
თუ ეს არის ამისთანა, იქნებისო ამის და რა?»
290
დედაჩემი თვისად სასძლოდ დაემძახლა გურიელსა.
მალ მამგვარეს შესართავად, არ უხანეს მას ნათელსა.
შემომყარეს ჟამიერად, მხირულსა, ლხინთა მზმელსა.
ეს სოფელი ვეღარ შეიქს სხვას მისებრივ სულიერსა.
291
ენა ვით იტყვის მაშინდელს ჩემსა ლხინსა და შვებასა?
ორმოცს დღეს ქორწილობასა, სიხარულ, არ თუ ვებასა.
სრულ გათავებით არ ითქმის, ზოგთა ვიქ გარდაშვებასა,
მაგრამ სოფელი მიპირებს ჩემთ სისხლთმსმელთ ზედ მოშვებასა.
292
თორღას ვიდექით ოდეს ვქენ ქორწილი, გამოჩვენება.
ცხადათ არ დაიჯერება, თუ იყო ძილ-მოჩვენება!
მუნ ორმოც დღემდის ზედა-ზედ სმა, ლხინი, არ მოსვენება,
ბურთობა, ყაბახის სროლა, ვის რა ასპარეზს ენება.
293
დილას შევსხდით, ვინადირით, შუადღისას შემოვიქცით,
აწ ბურთობას ხელი მივჰყვით, მუნ საძილოდ არ გავიქცით;
მერმე დავსხდით ერთაჭამად, ლხინი ლხინზედ ზედ დავიცით.
ვზემდით, ვმღერდით, ღვინოს ვსვამდით, ვიდრემდისი გარდავიქცით.
294
ძლივ ითქმის მაშინდელთ კაცთა სიკეთე, სიბევრენია,
სიმდიდრე, დიდებულობა, სიმძიმით ვითა ბრპენია,
ქება არ ითქმის ადვილად, არც მსუბუქ მოსასმენია,
აწ ვაი მათსა მგონესა, რა ბევრჯელ ცრემლი მდენია!
295
სიმრავლით იყვნენ მრავალნი თავადნი, დიდებულნია,
კვლავ აზნაურნი მათ მსგავსად მასზედან მოკიდულნია,
შინაყმანი და მონანი ბევრ-ბევრად, დას-დასულნია,
სხვათ ვინ აუათ სათქმელათ გარეშეთ ვინ მოსულნია?
296
ბანოვანთა სიტურფესა ვინ შეუძლოს ენა მქებად?
ღვთის მოშიშნი, რჯულ-მტკიცენი იესოსა ქრისტეს ნებად,
იქ მოდიან ერთად შეყრას, დუხჭირთ გარე გამოძებად,
ჩარიგდიან მის-მის ალაგს, მთვარე ქმნიან განქიქებად.
297
ზეითა ვთქვი რიცხვი დღეთა, ვიდრე იყო ქორწილობა,
აწ გათავდა მისი საქმე, გაიყარა შეყრილობა;
მაყრებიცა გავისტუმრე, ბევრი მიხვდა ლართ-წილობა,
დატვირთულნი საბოძვრითა, არ შეექნათ მათ წბილობა.
298
ვინ მამგვარა დედაჩემმა ის რებეკა, თვითან სარა,
ტბა-მელნისა უცხოდ რამე, გარ გიშრითა მოესარა;
ბაღთა შიგან ვყმაწვილობდით, სად რომ გვედგა ტურფა სარა.
ვა გაარმდა ეს სოფელი, ჩემთვის შემრჩა დიდხანს არა.
299
სხვა ქება ვით ვთქვა, თუ არის აუგი ჩემგან სათქმელად,
არა ვსთქვა, მთვარე ვით შევქმნა ვეშაპის გლახ-ჩასანთქმელად?
ვსთქვა და სირცხვილად დამადვან, არ იყო მისგან საქმნელდ,
ვითა დავმალო მთიები, ჟამი დილისა ვყო ბნელად?!
300
არას ვიტყვი, თქვენც გასმია ქება, არ თუ ცუდი ხოტბა:
პირად-ბროლი, ბაგე-ძოწი, თვალებია გიშრის ხო ტბა,
ხმა-ბულბული, საფირონი, შაქრისაგან უფრო მოტკბა,
მე არ მითქვამს ნაათალი, ბრძენთა უხამს იქ შემოკრბა.
301
სოფელს კარგად დაუწყნარდი, სამეფოსა გავაგებდი,
ერსა ვსჯიდი სიმართლითა, საბოძვარს ზედ წავაგებდი,
ეკლესიას დარღვეულსა საძირკვლითგან აწ ვაგებდი,
ვიშვებდი და ვიხარებდი, ცუდ-მუდს არას შევიგებდი.
კარი: მეფისაგან თავისის სიმდიდრისა, ნადირობისა და ლხინის ამბავი
[edit]
302
ამის მეტი სხვა რა არის წლის ბრუნვა და ანუ თარი,
ოთხი არის, ვით ნივთია, მიწა, ცეცხლი, წყალი, ქარი,
გაზაფხული და ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი.
ამათ გამო იხარებენ, მიწის არსნი რაც რამ არი.
303
პირველ გაზაფხულს გიამბობ, სხვის დროსგან უკეთესია,
ამით იხარებს ყოველი დანერგულ-დანათესია,
ნადირობა და ბურთობა, ლხინიც აქ უკეთესია,
ვარდზედან დაჰყეფს ბულბული, აღარვის ახსოვს ესია.
304
რა მარტი დადგის, მოვიდის, შეიქნის ირაობანი,
ჩიტებმან შექნის გალობა, სიმღერა, ჭიკჭიკობანი.
შეაწყვის მაღალ-დაბალი მობანემ მობა ობანი;
ალონი დაშვენდებოდა, მჭვრეტთ ვიწყით მისი მკობანი.
305
იქ მოვა ყოვლი მფრინველი ხმელს მჯდომი, წყალში მცურავი;
სონღული, ბარი, გავაზი, შავარდნით მოსასურავი;
ვადევნებდით და ვხარობდით საწუთრო მოუმდურავი,
ბაზიერთხუცესს უმცროსით უბოძი დასაურავი.
306
ფიცითა მითქვამს, არ ვიცი მე რიცხვი ბაზიერისა,
ბაზიერთ შიგა მდგომელი ოთხმოცი ანაწერისა,
თავადნი, აზნაურშვილნი, არ ჩოხა ამოწერისა,
ერთი ბაზიერთხუცესი, სიდიდის მქონე ბევრისა.
307
ასრე ჰყვანდათ დამართული მათ მფრინვლები კაამყოლი,
ზოგს იქივე დაიჭერდეს, მაღლა ამსვლელს თან ამყოლი,
კვალავ მხვეველს და მოთამაშეს იქით-აქათ მიმომყოლი,
ხოხბისა და დურაჯისა ზოგთ გამბმელი, ზოგთ მიმყოლი.
308
ბედაურთ ქორთა სიმრავლე იყვის თუღუნი მალები,
წითლები, მედიდურები, გამძლე, ხან შემომწყრალები.
ახალს მწყაზრებსა შვენოდის გვარი და ყვითელ თვალები.
მიმინო, ფიღო, მარჯნები, ვადევნეთ ხან ალალები.
კარი: მეფის ალექსანდრესგან ფარშავანგის დაჭერისა
[edit]
309
პაპის ჩემის ბაზიერად ვეჭვობ ქება თქვენც გასმოდეს,
– მისგან იყვნეს დანაზარდნი, იმას აქათ აწ მე მყმობდეს, –
ფხიზელნი და უმთვრალონი, სამსახურს ვერ ამაყობდეს,
იტყოდიან ირაობას, ფარშამანგიც მას მოსლოდეს.
310
ასრე მითხრეს, მინდვრის მცველმან ნახა უცხო სანახავი,
მიირბინა მეფესთანა, მოახსენა უნახავი:
«ამ ფრინველმან შექმნა ასე ბევრნახული უნახავი.
რა თქვენც ნახოთ, არ გაჰკვირდეთ, იყვნეთ ჩემი დამზრახავი».
311
თქვეს თუ, მეფე მასვე წამსა შეჯდა, ბრძანა იყოს რამცა,
დაგვიზახეს ბაზიერებს, თან გამომყვეს ყველაკამცა,
სრულ მფრინვლები წამოასხით მედიდურნი, მერმე მალმცა,
დაბლის მპყრობნი და ამყოლნი მაღლა უნდა მიიცამცა.
312
მიბრძანდა მეფე, რა ნახა, გაჰკვირდა მეტადიო და,
ზოგს ბოლო წამოებურა, ზოგი ხმამაღლა ყიოდა.
ბძანა: «ვის გაუგონია ან ამბად აქამდიო და?»
მეყორუღემან იკადრა: «გეგონათ ტყუილიო და?»
313
ბძანა: «მინახავს სადაღაც სახე ამისი ნახატად,
თვარ ვის ასმია ალონში კვლავ მოსვლა აქ ამის მეტად?
თვალნი დამიბა მშვენებამ, ვეღარ მოვსხლიტე მე ჭვრეტად».
გვიბძანა: «თუ არ დამიჭერთ, ცემით გაგხადო თქვენ რეტად.
314
მაგრა, ვა თუ ვერ შეიპყრან ბოლოდიდი იგ მამლები,
მოუტიოთ გავაზები, შავარდნითა სონღულები».
მოვახსენეთ: «დედალს ადრე დაიჭერენ ეს მფრინვლები,
ზეით იმათ არ აუშვან, დავახვედროთ ძირს ძაღლები».
315
მეფემ ბრძანა: «მე ეს მინდა სულ ცოცხალი დავიჭიროთ,
შევინახოთ, მოვაშენოთ, ლხინად გვყავდეს, არ საჭიროთ.
მო, ასე ვქნათ, გარეშემო შემოვერტყნეთ მოუჭიროთ,
აწ მფრინვლები მიუტიოთ, ვეჭვ ეს გვმართებს დავაპიროთ».
316
დავემოწმეთ ამ თათბირსა, ჯარი გარე შემოერტყა,
უბრძანა თუ: «სასიკვდილოდ ჯოხი არვინ არ დაარტყა».
მინდორს ისხდეს გამოჩენით, არ უნდოდა ტყეთა ბერტყა,
იპეპლვიდეს მათს დედლებსა, თან არ ახლდათ წვრილი ბარტყა.
317
გავაზები და ბარები გავჰყარეთ, მაღლა აუშვით.
მეფე შავარდნით ცხენფიცხად მიუხდა, ჩვენცა მიუშვით.
მიბრძანდა, ზოგნი მივჰყევით და ზოგი ტბაში შეუშვით.
დაფრინდეს, მოუტივაცა, შესძახა, ვა, თუ გაუშვით!»
318
შავარდენი მასვე წამსა დედალს მოხვდა, შეცაიპყრა,
სხვა მფრინვლებიც დედლებს იჭერს, მამლებს უწყეს ძირს ჩამოყრა,
მეფე მისდევს სიცილითა, მისაშველად იწყო წაყრა.
წაეხვივნეს, დაიჭირეს, ჯარმანც იწყო იქ შემოყრა.
319
განაღამც გამხიარულდა, მეფეს შეექნა შვებაო,
იცინის, ლაღობს, «კარგად ვჰქმენ ამათი არ გაშვებაო».
ბაზიერთხუცესს უბრძანა: «დღეს ბევრი გეშოვებაო.
ამისგან უკეთ შექცევა არ ოდეს არ ეგებაო».
320
მას აქეთ კახეთს მომრავლდა, ოდიშსაც აქათ მოშენდა,
ქალს გაატანა ზითევად: «მოგართმევ, იყოს მო შენდა».
არა აკლდა რა მას მეფეს, ესეც წყალობით მოშენდა.
ძმანო, იყურეთ, გიამბობ, ისმინეთ, მოდით მო შენ და.
კარი: გაზაფხულის ნადირობისა და შექცევა-მხიარულობისა
[edit]
321
იცია, ირაობასა ქოჩობაც თანა მოჰყვება,
მაშინდელს ნადირობასა სულ წვრილად ვინღა მოჰყვება?
ზოგი საქმე ვთქვა, უფროსი დამრჩება, გარდამეშვება.
თუმცა არ მინდა სათქმელად, მელექსე არ მომეშვება.
322
ქოჩობის სიხარულითა ყველა ბოძლები მოლესა,
მშვილდსა უგდებენ ფიცხელსა და ცხენი მოიმალესა;
ქვეყანას გახარებულსა, ვსჭვრეტდით ახალსა მოლესა,
ბერნიცა გაჭაბუკდიან, არ თავი მოემოლესა.
323
ალონს ვიწყით ნადირობა და ქვემოთრე ჩავჰყვებოდით,
უკეთ სროლის ბაასითა ერთმანეთსა ავჰყვებოდით;
მუნ ნადირი ვინც ვერ დავსცით, შორს აღარვინ გავჰყვებოდით.
მოვიდით და ლხინად დავსხდით, ვინ ვის რასმე ვლაყბებოდით.
324
რა აქედამე წავიდით, კარამდის მოვინადირით,
მუნ განსვენება სად იყო, იმუშაკებდა ნადი რით?
ტყეებსა ვრეკდით ყოველდღე შამურით, ბედიყრის თითრით.
გაზფხულისა აერი შვენოდა კარგა მუნ ნირით.
325
მცირე ხანს ბაზარს ვდგებოდით სალხინოდ, სათამაშოთა,
ჩვენის ბაასის ჯობნაზედ ნუ ჰგონებთ მალ დამაშოთა!
სად მამეცალა სალექსოდ, მიბძანე, ბრძენო ფაშოთა!
კიდევ ბევრს რასმე უამბობ, ხელიდამ არსად უშოთა.
326
მაისი დადგის – ტურფა თვე, ვარდი აყვავდის ბაღებსა,
ველნი ყვავილნით შეიმკვის, ჰგვანდის წითლითა ნაღებსა,
ბულბულთა ყეფა ისმოდის, ვერ ვსჭვრეტდით სულდანაღებსა.
მე ვინ მნახევდის იმ დროსა ულხინოდ, სუფრა ნაღებსა?
327
იქ მოვიდიან ლეკები, მებატონენი კაცები,
მოკრძალვით, გულ ხელმოჭდობით, მშიშრად, ვით ცხვართა ვაცები:
ფეშქაშსა მოცაზიდვიდეს, ვერ რბევით რას მომტაცები.
აწ ნახე სოფლის სიმუხთლე, ჩემზედა კვლა-და-კვლაცები!
328
მინდორს ბალახი მომაღლდის, ხბოს დამალევდის ნადირთა,
იმ წამს მიმართის ირემმა შამბს მალვით მუნ დანაპირთა;
ჩვენც თანა გავჰყვით სიმრავლით, გაწყობით, არ მებოძირთა,
ალაზანს გავხდით ნავითა, სასროლად ზე მინაშურთა.
329
ერთი თამაშა არ სჯობდა ჩვენს მაშინ ნავით გასვლასა,
ბაზრიდამ აყრას დიდებით, სამინდოროსა წასვლასა.
კაცი ვერ იტყვის ენითა, ვერცა იქს თავის ასვლასა.
დილით მწუხრამდის მხეცს სრვიდეს, ვინ ელის მზისა დასვლასა!
330
ოთხმოცს ყათარსა აქლემსა, ცხენს, ჯორსა, აზავერს გარდა,
კარვებს მის მოფენილობით ჰკიდებენ, იდვის მუნ გორ და,
ტყუილი ნურვის გონია მართალი არის, არ ჭორ და.
ნუზლიც მრავალი ვიახლით, მინდვრები სოფლებს გაშორდა.
331
შვიდს-რვას დღეს თუ ნავს გავიდით, რაზომ მალე ვისწრაფდითა,
გამოღმართსა ჯერგას გარეთ, ოდენ ისრევ გაღმა მხრითა,
აქათურიც ნავზედ დამხვდის, ნაპირელი კვერნაქითა.
გვიან ვერვინ მოვიდოდა, მისთვის რომე დავბაქითა.
332
ჯარის სიმრავლე რა გითხრა დიდებულთა თუ მცირეთა:
ახალ-ვაჟკაცთა სიმრავლე ვარსკვლავთა გვანდა ციერთა.
ვინ იგ მოშალა უწყალოდ, მან ღმერთი აღარ იღმერთა!
ვაი, რაზომი სხვა კარგი სოფელმან გაწამიერთა!
333
მუნ იყვის ბედაურთ ცხენთა შეკაზმა, გამოჩვენობა,
შესამოსელთა კეკლუცთა შემოსა, ტურფად ჩვენობა,
ქარქაშის გაწყობილობა, ისარს ორბის ფრთით შვენობა,
ვაჟკაცებისა ხუმრობა, მუნ ჩვენს ხელთ იყო ჩვენობა.
334
ასე დადგიან კარვები, კაცი თვალს ვერ გარდაწვდენდა,
იყვნიან შვებით, მშვიდობით, ვერვინ ვერავის აწყენდა,
მესისხლე ჰყვანდა ვინ ვისმე, მუნ სისხლსა ვით დაადენდა?
ღვთის წყრომით მოჰხდა, თვარემ და მათ აგრე რა წაახდენდა?!
335
თორმეტი არის მინდორი სხვებისგან უკეთესების:
ირმის, ჯერნისა, დათვისა, ღორის, ტურის და მგელების,
აფთრისა, შვლისა, ფოცხვრისა, კურდღლის, მაჩვისა, მელების.
ბევრს ჯარს რომ მოინდომებდა, მათ სახელები ეს ების.
336
წინა მინდორი შირაქი და ორივ ტარბანაები,
ორი ელიდრის მინდორი, ჯერან ჩუღურში დაები,
ყაჯირლუხ, ბაიდიგოლი, სამგორი, ჩადივარები,
ყარაიაზე დაშვრიან მესროლნი კარგ-სადავები.
337
მივიდით, მინდვრებს მივადგით, დაუწყით ჯერგას რიგება,
შუაღამისგან უწინვე ნადირთ ვერ ექნა შეგება;
ასრე შეკრიან სამგნითვე, მხეცნი მათ ვერ გარდეგება,
დაიწყის მოსვლა კარზედა, პირს ვერვინ ვერ შეეგება.
338
დილა გათენდის, შეიქნის დაწერით დაკარებანი,
ვინ არ ვიახლი ჩემთანა, ვერა ქმნის მოკარებანი.
შეიქმნის სროლა უცდური, დანაცდენთ ძვირად ძებანი.
კარგ-სადავენი მომხრედ ვჰყვი, ავისა შორს გაძებანი.
339
ასრე უნდა მშვილდოსანი, არა ჰკრევდეს ყოვლსა ასოს,
მართალს მხარსა შუასა ჰკრას, წინ გარდამხტალს – თეთრს დაასოს.
მხეცი სადგომს წამოიღოს, მწყურვალს მინდორს სისხლი ასოს,
ერთს გაზაფხულს თიბათვემდის ოთხმოცისგან უფრო ასოს.
340
ნადირზე ასე მივიდეს, ეგონოს შეეძგერაო,
მერმე სადავეს გამოჰკრას, რას ჰქვიან გულის ძგერაო?
ხარსა და კაცსა მოჰკლევდეს, ცუდია მელა-ძერაო,
მოუწონებდეს სიფიცხეს, ინატრონ მისი მზერაო.
341
რა ნადირობა გათავდის, გრემისკენ წავეყრებოდით,
მუნ მოყვარულნი ქალ-ყმანი ერთმანეთს შევეყრებოდით;
ვარდი დაგვიხვდის გაშლილი, ვჰკრეფდით და შიგ ვეყრებოდით,
ასე გვიამის იქ მისვლა, მალ აღარ გავეყრებოდით.
342
გრემსა იყო ბევრის ქვეყნის უცხოები იქ მოსული,
ბაღებშიგან კვიპაროზი, ალვის ხითა ამოსული,
ფშოდა სული სულნელისა, ყვავილთაგან ამო სული,
მისის ნახვით გაყმდებოდა სიჭაბუკის ძალწასული.
343
ერთი ბაღი და სასახლე გრემს იდგა ლევან მეფისა,
მას შენობაზედ ეტყობის გაცემა სიიეფისა;
ყოვლი ყვავილი, ხეხილი გარმოცულიყო სეფისა,
განცვიფრდებოდა მნახავი, იქმნის სიბრძნისა მკრეფისა.
საზაფხულოს ალაგებისა და შექცევა-სიამოვნისა ამბავი
[edit]
344
ბალობა იქავ მოვისთვლით, მერმე მივმართით ზეგანსა,
ბარშიგან დაცხის ამა დროს, მზე წამოვიდის ზე განსა.
ჰოედ ჩააგდე ეს ლექსი და მოგახსენებ ზეგ – ანსა,
არას დავაგდებ უთქმელად, ბანზედ მოვაბამ ზე განსა.
345
უწინ შუამთას მივედით, ცოტას ხანს იქ დავდგებოდით,
რა დაცხის უფრო და უფრო, ზედარე შეუდგებოდით;
ორს კვირას გომბორს ნამყოფი საერწოდ ავიყრებოდით,
ვმწყერაობდით და ვკურდღლობდით, სტუმარს წინ მივეგებოდით.
346
ერწოა კაი საკურდღლე, მწყერიც მრავალი დაჯდება,
ჩალებში წერო ბევრი სხედს, საკვერცხედ უნდა დადება.
წვრიმალს ტყეებში ნადირი ბევრს ჯარს არ უნდა მოდება.
მერმე თიანეთს ვინც მივა, კალმახით იქ გაჯერდება.
347
თიანეთს სხვა მთის ალაგი ვერ შეადარონ მას შურით,
სალხინოთა და საბურთლად ერწოდამ იქ მივაშურით,
კალმახი დაულევნელი ბადებითა თუ წყალწურით.
ლხინებს ვნახევდით ასეთსა, შორსმყოფთ იქ მოსვლა ვასურით.
348
ლეკს ზეით სხვა მთის კაცები იქ მოვიდიან, ვინც მყმობდა,
დიდონი, თუშნი, ხევსურნი, ფშაველნი ვერ მეკობრობდა,
ქისტი, ღლიღვი და ძურძუკი ერთპირად ძღვენს შემაძღნობდა,
ჩოხა-ნაბადსა დალისას ფეშქაში არ უნახლობდა.
349
თიანეთს ეს სჭირს სიკეთე – დიდია, მერმე გაშლილი,
მოედანს მწვანით მოსილსა მობურთალი ჰყავს შეშლილი.
მწყერაობაში რას ვარგა უსეფქო კაცი, მოშლილი?
ქალები მკიან ტან-წვრილნი, პირ-თეთრი, შავ-თმა ჩაშლილი.
350
ერთი წყალი საკალმახეთ იორს არსად შეედრება,
სხვა არა სჯობს იმ დროს რამე, იმის წურვას გახარება;
მოწყენილმან კაცმან ნახოს, ჯავრი სხვაგან გაეყრება.
მთიდამ ნადირს მოიტანენ, გორა ხორად დაეყრება.
შემოდგომისა და მყვირალობის, ნადირობისა და შექცევის ამბავი
[edit]
351
აგვისტოსი იქ გათავდის ლხინითა და უკუყრითა,
მერმე კახეთს წავიდოდით, გარიგებით, მუნ აყრითა,
მხიარულად ჩავიდოდით, მექორწილე ვით მაყრითა,
აწ მზადება დაიწყვიან სამყვირალოს შემოყრითა.
352
ღვთისმშობლობასა შუამთას მივიდით, იქ გარდვიხადით,
შევეხვეწით სასოებით, ძის მეოხად იმას ვხადით.
მოძღვართ-მოძღვარს მასპინძლობა იმ დღესა აც ქვევრთა ახდით,
ჩვენა ვართო ამ ყოფასა, მტერნო, აბა თქვენ კი წახდით!
353
ჯვართამაღლებას ალავერდს ჩავიდით, იქ ავამაღლით,
ფილიპე ალავერდელი ლხინით ვერავინ მოვღალით,
მან საჩუქრითა აავსის მუნ მყოფნი მდაბალ-მაღალით.
ნაზარხოშევნი ვიყვენით არ მთვრალნი, ღვინო მამბალით.
354
ერთს სიტყვასა ის იტყოდა, არ ვარ სხვისგან განაგონათ,
ისრე იტყვით, საქონლითა ვერ გავძღებით, ვჰყავართ მონათ,
ამდენი მაქვს, აღარ მინდა, ოქრო მიჩანს ჩალის წონათ.
ბევრი გასცის უცხო ფერად, იყვის ყოვლთა მოსაწონათ.
355
მაგას ნუ ეჭვ, რასაც კაცსა ძალად რამე გამოართვის,
ასრე მე ის საშენდობოდ არ მინახავს, არ მომართვის;
მან მამცის და მე რაც მივსცი, კიდევ სხვა რამ ზედ დაურთვის.
ლოცვა ჰქონდის წესისაებრ, მერმე ჯარის ლხინის წართვის.
356
მოკლედა ვჰთქვა, მყვირალობა ალონს ვიწყით მისვე წესით,
უეჭველად ვნადირობდით, სენით ვიყვით არა კვნესით.
ჭაკს ცხენს ზიხარ ჯავახურად, წოტს ხარზედა მოაწევ სით?
ეს თვეც წავა კაის ყოფით, აწ ზამთარი მოაწევ სით.
357
მოვიარით ტყეები და რაც მინდვრები გითხარ პირველ.
ვირ დრო მქონდა, სიხარულსა ხელი ვჰყარე, მწვერვალს აველ,
მყვირალობა გავათავე, აწ საჯერნედ მინდვრად წაველ,
ყარაიას მივადეგით, გარეჯიდამ მტკვრის პირს დაველ.
358
იქ ჯერგას არ წავიტანდი ქვეითს, თუ არ ცხენოსანსა,
ქისიყით წამოიყვანდენ თორმეტჯერათას ოსანსა,
სრულ კარგს ულაყზედ მჯდომელსა, ვინ ნახავს მათ ჭაკოსანსა?
მარტო იმ სოფლით იტყოდის შვიდასსა ჭარმაგოსანსა.
359
ერთის სოფლით ეს მოვიდის, ნახე თუ სხვა რამდენია?
შვიდს წელიწადს ასრე ვიყავ, სათქმელი რამ არ მწყენია,
უტკივრად და უჭირველად, ცხვირთა სისხლიც არ მდენია,
ბოლოს საქმე გამისინჯე, რაზომნი ავნი მსმენია.
360
პირველს ღამესა დიდს-ვარცლას მივიდით სრულად ჯარითა,
დაუწყით ჯერგას რიგება ერთმანეთს დასაჯარითა.
მაშინ იქ მყოფმან ჯერგამან თავი არ გასაჯა რითა?
გათენებისა მომლოდნემ იქ ძილი იაჯა რითა?
361
ალიონმა აიზიის, შევსხდით ცხენსა დაუკარდით,
წყნარა-წყნარა მივჰყვებოდით, ცუდ-მუდს არას გაუვარდით;
ვისაც ჯოგი მოგვივიდის, კარგ სადავეთ ზედ მივარდით,
სროლითა და სიკვდილითა დავიღალით და დავარდით.
362
სულ დიდი ჯოგი მოვიდის, ანგარიშს ვერ ავიღებდით,
ვირ არ მოვიდით ნადირზედ, მშვილდს აქ არ ამოვიღებდით;
მივესროდით და მივჰხოცდით, მინდორს სისხლითა მივღებდით,
ამდენი მოკვდის ნადირი, სრულ თან ვერ წამოვიღებდით.
363
მაშინდელთ კარგ მშვილდოსანთა ამად არ ვამბობ სახელებს.
საბატიოთა კაცთა და ვაჟკაცთა ბევრს ასახელებს,
ვაცთა შიგ რჩევით მოჰკლევდეს, ვერ მომკვლელთ მგონ ეს ახელებს,
ზოგს უქებ მშვილდოსნობასა, უცოდნსა დასდებს სახელებს.
364
სხვა მინდვრები ირმით სავსე, ყარაიას ჯერანია,
კარგს მშვილდოსანს გაახარებს, გულის გასაჯერანია;
ვერვინ სრულყოს ჯოგთა რიცხვი, ესეც დასაჯერანია.
თუ იმდონს ჯოგს შეეყარო, მოვლე კახი, ჯერ რანია.
365
ზოგნი იტყოდეს: აქა ვჰკრავ, მიყურეთ, უსცილოდა.
სხვამ თქვის თუ: იმ ვაცს მე მოვჰკლავ, შევღებო ისრის კილო და,
კვლავ იმ დიდს ჯოგში ხუთს მოვჰკლავ, სროლა არ ვითაკილო და,
ძალიანს მშვილდსა მოვზევდე, მკლაო, არ ისარ-წვრილოდა!
366
მაღალს აკრევდენ ფრთეებსა გრძელს ისრებს მათთა მკლავთასა,
იტყოდეს, ახლოს ესე სჯობს, უკეთ იქმს ხორცთა ფეთასა;
შორს სროლა რა სადავეა, ახლო სჯობს, ეს უკეთასა!
ბევრჯელ მინახავს, იქმოდეს მსხვილ ბარკლის სულ მოკვეთასა.
367
ყმაწვილები არ არჩევდეს არც კვრასა და არც ნადირსა,
თუ სადგომსა ბევრს მივიტანთ, ოსტატობას ჩვენ რა გვრჯისა!
დასულებულს ვინ ნახევდა სიცილითა იმათს პირსა?
ის დრო იყო, რომ წავიდა, სხვა ვეღარვინ ვერ ეღირსა.
368
მინახავს ბევრჯელ მინდვრებში მოკლული უფრო ათასი,
ჩემს მოკლულს სხვანი გეტყვიან, მე მოგახსენო სხვათასი;
ერთს ზაფხულს ზამთრის პირამდის ჩემი თქვან, ვეჭვობ, სხვათ ასი,
ლხინსა ვნახევდით ამოსა, ზოგთ ჯამითა სვეს, სხვათ თასი.
369
ერთს დიდმარხვაში ნაგებს ვდექ, რომელ არს ბოსტან-ქალაქი,
აღდგომაც იქ გარდვიხადენ, ჩვენი ახალი პასაქი.
რას აქნევ ინდსა, არაბსა, ესე სჯობს შენცა ეს აქი!
ვეღარ თამამად ბაასობ, დაყუჩდა ცილების ბაქი.
370
ამ აღდგომის დღის ლხინება ძნელია გამოსათქმელად,
საღვთო წესი და რიგები ნათელ არს, არ დასაბნელად.
ბურთობა, ყაბახის სროლა, გაცემა მქონდა არ ძნელად.
თუმც კიდევ ბევრჯელ მინდოდა, აღარ დამცალდა საქნელად.
371
კურმუხელთ კახთა სიმრავლე ამათ გასინჯე კუხოსი,
ყაბახს ესროდეს ოთხმოცი მარტო ჩერქეზი და ოსი.
მე არ გაუშვი იმ დღესა ჩემი ყმა მუნ შეუმოსი,
ხილზედა ვსვემდი გავაზურს ხვრეტა არ იყო იქ დოსი.
372
ამ დღეს გავეც სხვას გარდაის ასი ჯიღა, ასი ტყავი,
კვლავ ცხენები ბედაური, არ თუ ზურგზედ განატყავი,
ამას გარდა აბრეშუმი სამოცს აქლემს ნატვირთავი,
არ დავაგდე უბოძვარი, ღარიბები მოურთავი.
373
მანამდის არ ჩამომეხსენ, არ მათქმევინე მე ვირ ეს,
მიქებდეს მეტად სიუხვეს, არ მიზრახევდეს სიძვირეს.
კაცი ამ ყოფის პატრონი რად შეგედარო მევირეს?
ჩამოგიყარე ყურები ჯობნისა შენ დანაპირეს.
374
თუმც არის წელიწადშიგან ესე დღეც გასახარონი,
აივსებიან ყოველნი ჭურნი და ბეღელ-ხარონი,
შიმშილისა და წყურვილის არვის აქვს თავის ხარონი.
სიმსუქნე სჭარბობს სიმჭლითა, არვინ არს შენაზარონი.
375
სულ გაძღებიან ღარიბნი, გლახა და მუნ მდიდარია,
თავსსაყრელად აქვს მთხოვართა მათ მათი სამუდარია,
ანგაართაგანც მიიღონ წყალობა-სათხოვარია.
ამ სიკეთესა მოუსწრო, მერმე ზამთარმა დარია.
376
ვით წესია ამ თვეების, მის-მის დროსა ხელსა ვჰყრიდით.
მყვირალობა რა წავიდის, ქორებს ზარში გამოვჰყრიდით.
ვირემ წყალი არ გაყინის, ვერ მოგვყონდა სიცხის რიდით.
რა აცივდის, მოვიყვანით, ფრინველზედა ხელს წაჰყრიდით.
377
აწ ზამთარი შემოვისწრით თოღასა და ბოეთანსა,
შამურსა და ღარნეხშიგა სხვას ვინ ნახავს იმისთანსა?
ყოვლნი რამე სანადირო ასრე ახლავს ინი თანსა.
მაშინ მე რას ვახსენებდი ხანებსა და ან სულთანსა?
378
სრულ წვრილად ვთქვა, ვერ გაუვალ, არც ვინ მართლა დაიჯერებს,
თვარემ ვიტყვი ბევრს ასეთსა კაცისაგან გასაჯერებს:
ცრუი არის ეს სოფელი, ბოლომდისი არ მაჯერებს.
ფიცით მითქვამს, დამიჯერე, მცილეს ფიცი დააჯერებს.
379
რაც მინდოდა, ყველა მქონდა, მე ნაკლები გულს არ მაძე.
მუნ სიმრავლე სპა-ლაშქართა, ჩუმნი მტერნი ყოვლგნით ვაძე;
ჩემის სახლის მეფეებსა წარვემატე, არ წავბაძე,
ეს კი მაკლდა, მართლად გითხრობ, ძმა არა მყვა და არცა ძე.
380
ჩემის სახლისა ჩემს მეტი კახეთს არ მოიძეოდა,
მოწყალემ მომცა ორს წელსა ყმა-შვილი ორი ძეო და,
შემექმნა ლხინ-სიხარული, ვთქვი, დავდეგ ახლა მეო და,
მათის იმედის ქონება, ვა, ადრე დამელეოდა!
381
მაშინდელს მახარობლობას, სრულ კახთა იქ შემოყრასა,
მათ გახარება-ლხინებსა, იმათს იმდრომდი მოყრასა,
მოსალოცავთა ტურფათა, თვალ-გუართ თავს გარდაყრასა,
ძეობა, ღამის-თევასა, ძილად არვისგან წაყრასა.
382
მომეზარდნეს ორნივ შვილნი, ხუთის წლის და მეოთხისა,
ტურფანი და ჭიკჭიკანი, ორნი ნორჩნი სამოთხისა;
ძლივ ვღირსიყავ, გამეზარდნეს ტანად ნაკვთნი სამოთ-ხისა,
ცხენს სხდებოდეს ყინჩიყურით, ცრემლი ღაწვს არ დაენთხისა.
383
ვით წესია სოფლისაგან, ლხინს არავის გაუთავებს,
ჯერეთ მამყვა, მწვეთ მაამა, აწ საქმესა მიზამს ავებს,
ლხინთა ნაცვლად გლოვასა და სიმღერისა მუქფად მავებს,
ლხინს შემიცვლის გლოვა-ფლასად, წითელ-ყვითელს გამიშავებს.
მეფის თეიმურაზისაგან დედოფლის მგლოვიარობა და მწუხარება
[edit]
384
ჟამი გარდახდა შვებისა, მოვიდა გლოვა-წუხილი,
ლხინმა მიმრიდა, შემექმნა გულს ურვა, თვალთა წუხილი,
ღვარი მდიოდა სისხლისა, ცრემლთა ისმოდა ქუხილი,
ნადიმი აღკრბა, სერობა, ვეღარ მაჭამეს წუ-ხილი.
385
მოვსთქვამდი: მზეო, დამაგდე, ცეცხლი მომიდევ, წამ ალი,
მე, გლახ, უშენოდ ოხერმან შენი ვერ ვჰპოვე წამალი,
ბროლი და ლალი შეთხზულნი, მიწათა შიგან წა მალი,
სუფევა ჰპოვე უკვდავი, წმიდათა თანა წამალი.
386
წამწამთა რაზმმან დაფარა თვალნი გიშრისა, დალულა,
მშვილდი თავისა კემუხტით, შემოსით ვით მოზეულა,
თმა ამბრის ფერი შეწმასნით მიწამდის ჩამოწეულა,
ვითარ ვსთქვა საქმე საზარო, ჩემზედა რა მოწეულა!
387
ბაგეს, ვით ვარდის ფურცელსა, აწ ვხედავ გაყვითლებულად,
მას შიგნით თეთრსა კბილებსა სადაფ-მარგალიტებულად,
ენასა შაქრის უტკბოსსა ვხედავ უძრავად დებულად,
ჰაი ვაიმე, რაღა ვქმნა, აქა ვზი ცეცხლ-მოდებულად.
388
ცხვირს ზომიერად ჩამოწვდილს სული ფშვის სურნელებისა,
პირი ერთპირად შექმნილი, უალოდ გამთვარებისა,
რომელმან ენამ გამოთქვას სინაზე მკლავ-ხელებისა,
ვითა დაასკვენ გაწირვა შენ ჩემი გულ-ნალებისა.
389
ვაიმე წახდა, ვის ჰქონდა, ყელი ბროლისა სურათა,
ვერ გამოხატოს მხატვარმან ჩინელმან მისი სურათა,
მჭვრეტელთა სატრფიალოთა, უნახთა მოსასურათა,
ვა, რად გამხდე უბრალო სისხლის ცრემლ გასაცურათა.
390
ვა, რად მიეც შავს მიწასა პირი ვარდი, ბროლ-ფიქალი,
ბრწყინვალე და შუქთა მფენი, აწ ეთერი ფერ-გამქრქალი,
შენს საქციელს ვერ აიღებს ბევრის ცდითა სხვაღა ქალი,
შენ გამხადე დასაწვავად, გარ მომეგზნა მე აქ ალი.
391
რად დააგდე ეს სოფელი, რამცა გაკლდა მისი ნივთი?
სახელმწიფო, ქმარი, შვილნი რად გაჰხადე ოხრად ვითი?
სამუდამო ლოცვა-წირვა, ფსალმუნები ან დავითი?
პირსა შენსა შუქი ჰკრთოდა, ეგრე ადრე რად წაირთვი?
392
მე გამწირე, საყვარელო, ლევან რად ჰყავ საბრალობლად?
ალექსანდრე ნებიერი, ვით დამიგდე მე ეს ობლად?
შენ უდროოდ ტახტს აოხრებ, თავსა შეიქ საბრალობლად,
მე გამხადე მტერთ გულისად ბედისა და სოფლის მგმობლად.
393
გვირგვინის ნაცვლად ჩაჩს მბურავ, სკიპტრად მამაძლევ შავს ჯოხსა,
პორფირად მაცმევ ძაძასა, ტახტად დამიდგამ ბნელს ქოხსა,
გამაბედითე, დამაგდე, ვჰკვირვარ მე გუშინ დამნახსა,
უდროოდ ამ ყოფისათვის უბნობენ სოფლის საძრახსა.
394
ვით წესია, გარდვიხადე გლოვა დიდი, სულთ წესები,
სულთქმა, ახი სამუდამო და ტკივილი საკვნესები,
ვიჯექ ბნელსა, ცეცხლ-ნადები, ნათელ შრეტით დანავსები.
ნაღველს ვსვემდი სამსალითურთ, გული მქონდა შენავსები.
395
ორმოცამდისი ბნელს ვიჯე, სინათლეს ძვილ სად ვნახევდი,
თავსა ვიცემდი, ვსტიროდი, ცრემლითა ღაწვთა ვიხევდი,
შენც შემიბრალე, არიფო, მოდი და ჩემთან ახევდი,
ნუგეშინის მეც სიტყვითა, ღონეს რას მომინახევდი!
მეფის თეიმურაზის ყეენისაგან დაპატიჟება და მგლოვიარობიდამ გამოსვლა
[edit]
396
მე მგლოვიარე ყეენმა მიმიხმო, მიმიპატიჯა,
თუ გლოვით გამოსასვლელად კვლავ უფრო გამიპატიჯა:
ახდა მიბრძანა შავისა, ხორციცა მან დამპატიჯა,
უარი არ მათქმევინა, არც ხანი დამიდარიჯა.
397
ვით მართებდა, მასთან მისვლა მე და ჩემი სიდიდისა,
ყოვლიფერი თან ვიახელ, ვინ იცის რა მამინდესა!
მას ვმეტობდი გარიგებით, ვინ რომ დავარ მამიდეს ა,
მე რჯულმტკიცედ შეზღუდვილი, იმათ თავი გაინდესა.
398
წაველ, მიველ, მომაგება ომარები კარისკაცნი
ბედაურის ცხენებითა, არ იახლა მათ საკაცნი.
სიმრავლესა ჯარისასა წინ უძღოდეს, ვითა ვაცნი.
გაეკვირვნეს სიკეთესა, ხელთა ჰქონდა მალ-მალ ტკაცნი.
399
მიველ, ვნახე, მიალერსა ხელმწიფემან ვითა შვილსა,
მიბრძანა თუ: «მწოვედ მიმძიმს, გხედავ აგრე შემოსილსა,
მაგრამ რა ვჰქნა, რა გავაწყო, ღვთის ბრძანებას ვინ მოშლისა?
გლოვაზედა რად წაბაძე შენ, ჭკვიანმან, სხვათ შეშლილსა?»
400
დაჯდა ნადიმად უცხოდ რამ, მის ლხინს რა გაეწყობოდა!
მუნ რამდენფერი საკრავი ერთმანეთს შეეწყობოდა.
გაყრას ვინ მოინდომებდა, გული იქ დაეტყვებოდა.
მას დაფარული მტერობა მაშინ არც შეეტყობოდა.
401
გათენებამდი ნადიმად იჯდა და არც მე გამიშო,
მიბრძანა: «გამხიარულდი, ჩემგან არა ხარ საშიშო,
ბევრს კარგსა გიზამ, იცოდი, საქმე არ გიყო საიშო,
გულსა სევდა და ნაღველი უკუიყარე, მოიშო!»
402
პირველი ნახვა გათავდა, მერმე მიმიხმო ხალვათათ,
მითხრა: «ლუარსაბ მეფესა გამოყვრებ მალე ამლათათ,
ორნივ მეფენი გაერთდით, ის შენთვის იყოს, შენ მათათ,
ჩემიცა ქვისლი იქნები, საქმე არ დარჩეს სახლათათ».
403
მოვახსენე: «ხელმწიფეო, ეგ ჩვენს რჯულში არ მოხდება,
ახლო არის ნათესავი, საკანონო დამედება,
თუ შევირთო ნათესავი, საბოლოო წამიხდება».
უარი არ გამიგონა: «ცუდიაო მიდ-მოდება.
404
არ იქნება, დამიჯერე, ქართველთ მეფის უმოყვრობა,
სხვას უკეთესს ვერ შეირთავ, მეც მასმია დიაღ ქება,
ზურგად მე გყვე, ის მოყვარედ, ვისღა ძალუც შენი ვნება?
მე მწადს, მერმე თქვენ მოგხვდებათ ლხინით შეყრა, ერთად ხლება».
405
კიდევ რამე მოვახსენე: «მე ეგ საქმე არ მექნება».
არაფერი არ გავიდა უარისა მოხსენება.
კვლავ მიბრძანა: «ნუღარ იტყვი, თუ არა იქ, არ იქნება».
რადგან ისრე მოინდომა, რაღა მექნა, დავრთე ნება.
შააბაზ ყაენისაგან აბელის-შვილის ადამის თხოვნა და არაკის მბობა
[edit]
406
მერმე მითხრა: «აბა მამეც აბელის-ძე კარგი ადამ,
თუ არ მამეც, არ იქნება, ვერ დაიხსნას მაგისმა დამ».
გამიჭირდა მისაცემლად იქ მისვლით და მერმე ხადამ.
ჩემს სიტყვასა დააჭარბა ხელმწიფისა მოსაწადამ.
407
მოვახსენე: ვერ მოგართვამ, ნუ მიბრძანებ, ცრემლს ნუ მადენ,
ნამსახური კაცი არის მამით, ბიძით, თავით რამდენ,
გამორთმასა ნუღარ ბძანებ, წყალობა ჰქმენ შენი ამდენ,
მამა-მისი პაპა-ჩემსა ძმიან ორნივ თავს დააკვდენ.
408
პასუხს გეტყვი მაგისასო, დაჯექ მანდა მამიცადე.
კარგიაო, არ მოგცემო, მართლა სთქვი თუ გამომცადე?
თუ გიყვარვარ, ვიცი მამცემ, წა, მომგვარე, გა მომც ადე!»
მაგრამ კიდევ არ წამოველ, კიდევ ხანი დავაცადე.
409
არაკი მითხრა მართალი, სიტყვა რამ დასაამიო:
«ერთს ხელმწიფესა ვეზირნი მუდამ გვერც უსხდეს სამიო,
ერთი გვარით და თვითანცა, და ორი არ საამიო,
უფროსი ყოვლის სიკეთით გულ-ქველი, ვით საამიო.
410
ერთმან მონამან შეჰკადრა ხელმწიფეს ღარიბობითა:
«ათასი მამეც თუმანი, არ მითქვამს სათნოებითა,
ასეთი რამე შეგიმკო, შენ იყო არ ქონებითა;
რა ის მოგართვა, გაჰკვირდე, ბევრი სხვა მომცე ნებითა».
411
ხელმწიფეს დიდად იამა, უბოძა დაუყოვნებლად.
ხანმა რამ წავლო, მოჰგონდა, რაც ჰქონდა საიმედებლად,
ბრძანა: «მომგვარეთ იმითურ, რბილს აკეთებს თუ სალებლად».
მოვიდეს, წამოიყვანეს, პირი შეექმნა ნალებლად.
412
მივიდა მონა, უბრძანა: «ა ჰქმენ, რა გამიკეთეო?»
მან მოახსენა: «ხელმწიფევ, გწადს თავი მე მამკვეთეო,
ღარიბობამ და შიმშილმა მირჩივა ეს უკეთეო,
ყველა დავხარჯე, შევსჭამე, გინდა ცეცხლს შემიკეთეო.
413
სანამდი მქონდა, ამ სოფელს ყველა რამ მე ვიამეო,
თუ ის არ მექნა, აქამდი ვერ მოვაწევდი სამეო;
ამისთვის ვჰქენი, მეფეო, თუ ღმერთი გიყვარს და მეო,
თვარე რაც გინდა, იგი ჰქმენ, შენ მანდ ზიხარ და ა მეო».
414
ერთხან დაფიქრდა, ვეზირთა უბრძანა: «ხედავთ ამასა,
რას არჩევთ, რისხვა რა უყო ერთსა თვალისა წამასა,
ეს მონამ ვით შემომბედოს, შვილმაც ვერ უყოს მამასა?
შიშით არა ძრწის, თავს იდებს მისის ტყუილით ჭამასა».
415
ხაბაზის შვილმან შეჰკადრა: «თონეში გამოაცხეო»,
მზარეულისამ ესე თქვა: «შეწვი, ზედ ნავთი წასცხეო».
კვლა გვარიანმა ურჩივა: «მწვეთ კარგად შეინახეო», –
მას მიემოწმა ხელმწიფე, ეს უკეთ დავინახეო!
416
მეც მაგისთვის გთხოვ ამ ადამს, გვარად ვარგა და თავადა.
უგვარო კაცი ასე იქს, თუ ძირად არ ითავადა.
იმ ვეზირთ სიტყვა გასინჯე, რომელმან რამ თქვა ავადა?
ჩამომავლობით სიკეთე კარგია, ბევრად გავა და.
417
კაცი უნდა ან გვარად და ან სწავლაში გაიზარდოს,
თუ სიბრძნეში გაიწვრთნების, უგვარომაც გაივარდოს!
თვარ უგვარო გვარიანსა ცუდათ ვინმე შეუცარდოს,
უგვარო თუ არას იწვრთნის, სიკეთე ვით გაიმარდოს?»
418
რაზომ ვიტყოდი უარსა, მან უფრო დაიჟინაო,
ტკბილის სიტყვითა წამართვა, არ ბაქით შემაშინაო,
აღარ მაცალა პასუხი, სულ იმან დამიშინაო.
მივეც, რა მექნა, ვიტყოდი: ნეტამც დამეგდო შინაო!
419
გამომისტუმრა, წამოველ, კაცი თან გამომატანა,
მეც ნება დავრთე, დავასკვენ მე მისი აქ წამოტანა.
კიდევე მას მაბარებდა, სათუო არ დამატანა.
მოველ, ვემოყვრე მეფესა. პირად მზემ ალვა მატანა.
420
რა მოველ, მეფეს ლუარსაბს ვემოყვრე მისი ბძანებით.
მან თურე სხვაფრივ ირჩივა და საქმით კიდეგანებით,
ჩვენ სულ მართალი გვეგონა, ვიყვენით სხვის არ მგვანებით.
ვინ რას მიუხვდა, ლიქნით იქს, ან რასმე მონაგვანებით!
421
ავემზადე საქორწილოდ, მას ქალს ჩემად მოსაგვარად,
პირველისგან უკეთესზე თავითაც და მერმე გვარად.
ქორწილიცა ეგრეთი ჰქენ, შესაფერი მის-მისგვარად:
ყოვლი ნივთი მრავლად იდო, არა მქონდა მოსგვარად.
422
მას თურე მაშინ უნდოდა, რაც ბოლოს ჰქონდა საქნელად
გუნებაშიგან ნარჩევი, პირად არ გამოსათქმელად:
მაგრამ ორნივე მეფენი ჩვენ უნდით მას დასანთქმელად,
არ სიყვარულით შეგვიტკბობს, ჩვენზედა გული ათქს ნელად.
423
ყაზახის ხანსა მოსწერა: «მეფე ლუარსაბ მოკალო,
თავი აქ გამომიგზავნე, ქართლი გალეწე ვით კალო!»
მეფეს სხვა წიგნი მოსწერა: «ეგ ხანი მალვით დაკალო,
შიშით დახეთქე ყაზახნი, შეაქენ თრთოლა-კანკალო».
424
მას ეგონა, თუ ყაზახი ხერხით ამას აჯობებდა,
მოიგონის უცხო რამე, ლიქნით მასა გააგებდა.
მაგრა მეფე არ გაება, ის რომ საფრხეს მოუგებდა;
მეფემ მოკლა, გაუგზავნა, თავსა შუბზედ აუგებდა.
425
თუ მე მაბრალებს პაპისას ძველს რასმე დანაშავებსა,
ლუასაბ მეფეს რადღა ჰკლავს პირად მზეს, არ თუ შავებსა?
სვიმონ მეფემან მსახურა, ურუმებს სთხოვდა დავებსა,
ქართლი სულ ურუმთ ეჭირა, გაუყრის მათ ფაშაებსა.
426
ურუმთ ეჭირა ქართლი და ადრიბეჟანი, შირვანი,
ასრე მათ ეპყრა ციხენი, ვით შიგნით ბასრა, იქ ვანი,
უცილებლად და უომრად არვისგან ჰქონდათ მით ვანი.
არიგებდიან მათს წესზედ, მათი აქ სწერდა მდივანი.
427 ვინ არ მივიდის მათთანა, ყაენთან მივლენ მჩივანი:
დაიპყრეს არდაველს აქეთ ერანელთ მოსაყივანი;
აქა-იქ დაიმალოდეს, ამაყად ვეღარ მყივანი,
ზოგნი განერეს, ივლტოდეს, შორს მყოფნი იყვნეს სვიანი.
428
ეს როდი იყო, დედასა მცირე ყრმა ჰყვნდა შააბაზს.
სვიმონ მეფესა უბრძანა: ტყვეს ხმალი უნდა შააბას.
ქართლს გამოგზავნა საომრად, ურუმთა უნდა შააბას.
არას ნაღლობდენ სვიმონის, თუ ბოლოს ვინმე დააბას.
429
ბეგუმა თქვა: მეფეს სვიმონს შეუძლია გაძებანი,
ამის მეტსა არვის ძალუც გურგასლანის ბაძებანი.
კაცით ჰკადრა: შინ გაგიშვებ, იქმენ ჩემი ძმა-ძებანი,
მრავალს მოგცემ, რა იქ მიხვალ, აღარ გინდა ჯართ ძებანი.
430
სვიმონ მეფემან შესთვალა: საქმე ვქმნა არ უკადრია,
რაცა გმსახურო, მოგესმას, მოწმად მყვეს თქვენი სადრია,
ღვთის ძალით ქართლში ურუმნი მოვსრნე, განვაძო ადრია.
გმსახურო, არ დამისწავლით, ეს თქვენი რა საკადრია?
431
ძველი რამ ვიცი ამბავი მე ვახტანგ გორგასლისაო,
სპარსთ მეფის ლაშქრად წაყოლა და სინდეთს მის მისვლისაო,
მისგან გოლიათთ დახოცა და მერმე ვინ მოშლისაო?
მასავით მიზამთ, მე ვიცი, მოდგმა გაქვს თქვენ ასლისაო.
432
დიდმან ვახტანგ სინდთ მეფისა გოლიათნი ამოსწყვიდა,
ციხე ხელში გამოუღო, მეფობისგანც გამოსწყვიდა;
მერმე უთხრა სინდთ მეფემან: ვახტანგ, შენთვის ავად ჰყვი და,
მისი ხელი დაგემართა, საქმესა იქს რას ყვავი და.
433
ერთმან ყვავმა ქორის ქულა ნახა სადმე დავარდნილი,
მიიყვანა თავის ბუდეს, რად შემცდარა ავარდნილი?
მოიზარდა, ყვავმა ნახა ბახალებზედ მივარდნილი,
დაუჭამა, ახლა დარჩა ყვავზედ დრო შემოვარდნილი.
434
რა ბახალები დაჭამა, გაშალა ბოლო მწვერვალი,
ახლა ყვავს გამოუვარდა, მან თავსა დასდვა ეს ვალი,
რად მოჰყევ ჩემზე ამასა, გრძლად გვქონდა აქეთ სავალი,
მე გამათავა, აწ შენზედ მოიცლის, არ აქვს ზავალი.
435
მისი არ იყოს, მე ვიცი, ჯერ სამსახურსა დამაცლი,
ღვთით, მე მგონია, ურუმთა ქართლიდამ ადრე გაგაცლი;
ჩამზედ მოიცლით მას უკან, მათგან ციხეთა რა დავსცლი,
გამომიმეტებ ადვილად, წყალობა-პატივს ამაცლი.
436
მათ უთხრეს ფიცი საშიში და გამოგზავნეს ხლმიანი,
გამოისტუმრეს მებრძოლი ყაირათ-ნამუსიანი;
მოვიდა, ბევრჯელ შეება და ურუმთ უყო ზიანი,
მუდამ მას გაემარჯვოდა, ბოლოდ ვერ არის სვიანი.
437
რაც ციხე ჰქონდათ, აიღო, არც ერთი არ დაანება,
ურუმნი ქართლით განდევნა, ყაენისა ქმნა მან ნება,
ქართლი იმათვე უშოვნა, თავის თავს უყო სავნება.
მისი არაკი ლუარსაბს მეფეს არ მოეგონება.
438
გორი, ქალაქი, სამშვილდე აღჯაყალა და დმანისი
ურუმთ ეჭირა ერთპირად, ვით კარი, ანუ ანისი;
სულ სვიმონ მეფემ აიღო, რას გარდეკიდა ან ისი?
მალე ჩაივლის მათ წინა ნაქნარი ეს სვიმანისი.
439
მერმე ურუმთ დაიჭირეს მეფე სვიმონ ალგეთს – ფარცხის,
ბევრჯელ ომი კარგად მოხნის, ხან დარჩის რომ ვერ დაფარცხის;
სისხლი იცხის მტერთა მისთა და თავისი მას გარდასცხის,
ბოლო ამით გარდაუწყა, ჩაიყვანეს სტამბოლს მარცხ ის.
440
ასრე იყო ნამსახური პაპითა და თვითან თავით;
მსახურებდის, აამებდა, არვის ახსოვს მაზედ დავით;
არასფერსა არ აწყენდა, მიჰყვებოდა ვით სადავით,
მათ რომ ბევრი კარგიც გიყონ, ბოლო მოაქვს ისრევ ავით.
441
ამას ნუ ბრძანებთ ნურავინ, მე მისთვის რამე მეწყინოს,
უარი მეთქვას რისამე, ან წყენა მე დამეჩინოს;
მაგრამ ესე სწადს, საკუთრად კახეთი მან დაირჩინოს,
ბაგრატიონნი გასწყვიტოს და არსად არ მოარჩინოს.
442
პირველ მიველ, ძმა მივართვი და მერმე დაც იქ ჩავგვარე,
რაც ყმა მთხოვა, ყველა მივეც, იმას რამცა წამოვგვარე!
არ შემჯერდა არას საქმით, ვერაფერი მოუგვარე,
თუმც უფროსი ავი მიყო, მაგრამ მეც სამ გავაჯავრე.
ამბავი პირველი შააბაზ ყაენისა კახეთსა და ქართლს მოსვლა და ორთავ მეფეთა იმერეთს წასვლა – ქართველთ მეფის ბატონის ლუარსაბისა და კახთ მეფის ბატონის თეიმურაზისა, ბატონებისა და ქვეყნის წყრომა, რბევა, ტყვეება და აოხრება მოუკლებელი და დაულევნელი
[edit]
443
ოდეს შააბაზ ჩემზედა საქმე ქნა ეს მისეული,
აიწყო ჩემი მტერობა, ბოლომდის არ დალეული,
ქვეყანა ამომიწყვიდა, თავადნი მუნ ბევრეული.
არ გაძღა ჩემის სისხლითა, ვირემ არ მოკვდა წყეული.
444
განჯას მოვიდა მოპარვით, ამბავი ვერ ვსცანთ მოსვლისა,
სიტყვა რამ შემოეთვალა იქიდამ სხვაგან წასვლისა.
გამწარდა საქმე სოფლისა, მზე მიდრკა ქედად დასვლისა,
გვიპირებს ბნელი დაფარვას, ჟამი ჩანს ნათლის ჩასვლისა.
445
დაიწყო თხოვა შვილების, უფროსი ერთს, დედის ერთსა;
მივეც ყველა, რაცა მთხოვა, არა ვჰრიდე ცოდვას მათსა.
დედა-შვილთა გაყრისათვის მარისხებდეს ცათა ღმერთსა.
ჰგვანდა მაშინ კახეთშიგან მეგვიპტურსა რისხვას ათსა.
446
მაშინც არ იქნა, არ დასცხრა ზღვა ქარით იძულებული,
პირცეცხლიანი, უწყალო, ვეშაპი განძვინებული,
მრავალჯერ გამარჯვებული, მტერზედან ალაღებული,
მომსრველი, ამომწყვედელი, დამწველი, ცხეცხლ-მოდებული.
447
აწ ესეღა ვთქვა ამბავი, ვაი ამ დღისა მხსენესა!
რა დიდი მტერი ამკიდა, ბოლომდი არ მამხსენ ესა,
როცა დანასკვე ჩემზედა, აროდეს არ გამხსენ ესა,
რომელიც დამრჩეს, ჰკითხევდეთ ამისსა თქვენ მომხსენესა.
448
დედა-მისმა ჩემთვის შობა იგი ასრე ჩანასხამი,
მუდამ ჩემის სისხლის მსმელი, გესლიანი ჩანასხამი;
ტახტზედ იჯდა სამესისხლოდ, არ ეხვია ჩან ას-ხამი,
ტანს იცვემდა სასალუქოს, სხვაგან ედგა ჩანას-ხამი.
449
სულ მოვიდა ერანითა, თურქ-ლორით და არაბითა,
ზახირა თან მოიტანა ურმებით და არაბითა;
ღვინოს სვემდა სისხლად ჩემდა, თრიაქს სჭამდა არ აბითა,
ჩემიმც ცოდვა თქვენ გკიდია, ვინც მოუშვით, არ აბითა!
450
სპანი ბევრი უამრავი ერანიდამ მან მოასხა,
ჩვილნი მოსრნა, ვით ჰეროდემ, მოწიფულნი თან წაასხა;
მან ძველითგან ჩათხეული გესლი მაშინ წარმოასხა
ერთგულები დამიხოცა, ორგულთ ტყავი წამოასხა.
451
მოვიდა მძლავრი, უწყალო, არად არ შემიბრალებდა,
დამიწვა სრულად კახეთი, სახმილსა გამიალებდა;
ვერსად დაუდგა ციხემა, სიმაგრით თუმცა სალებდა.
მას ქურუმთაგან ნასწავლსა საქმესა მე მაბრალებდა.
452
შვილნი ეთხოვნა: მამეცო, გავზრდიო შენებრ სათუთად,
სიტკბოთ და სიყვარულითა, არ მჟავედ, ვითა ხართუთად,
მოიწიფოს და მალ მოგცემ, ასპარეზსშიგან საბურთად.
მესროდა მწარეს სიტყვასა, წინ უჯე სრულად, ვით ბუთად.
453
ვიცოდი არასფერითა დაშლიდა აღარ მოსვლასა,
რაც ქნა, ეს სწადდა საქნელად, ტყუოდა სხვაგან წასვლასა.
მირჩევენ შვილის მიცემას, ჩემთვის მზის შუქთა დასვლასა,
შეხვეწნას, დედის გაგზავნას, უთუოდ მის წინ მისვლასა.
454
მივაგებე დედაჩემი, ალექსანდრე თან წაგვარა.
«ეს ცოტაა, არ მინდაო», დაუწუნა, რა მიგვარა.
აწ უფროსი უნდა მივსცე, საქმე ასრე მამიგვარა.
ეს სწადიან, ამომწყვიტოს თავ-შვილიან, გვარის-გვარა.
455
ეთქვა თუ: «ასე ცოტასა რას ვაქნევ, არ ვარ ძიძაო,
რა გავათ მე გაგიზარდო, ვითამ ვჰყოფილვარ ბიძაო».
გულში სხვა უძევს, ენითა მან წლაკვი გააქინძაო.
მწარესაც ტკბილად იტყოდა, ბადენი დამიხინძაო.
456
მეორე კაცი მოვიდა მათის საფიცრით მტკიცითა:
ერთი ღმერთი და მეორე ჩვენ ფეღამბარი ვიცითა,
აქაც მყოფი და ყოველგან ქვეყნად და კვალად ვიცითა.
თუ ლევან მამცე, ეს მოგცე, ეს დამიჯერე ფიცითა».
457
დედაჩემს შემოეთვალა: «კვლავცა მინახავს ესეო,
წამოსვლა ავად ვარჩივე, მოვიმკე დანათესეო,
უწინ რომ მაპატივებდა, არ არის მის მოწესეო.
– რას ჰქვიან ეგეც არ მოსცე? თვით არის უკეთეს ეო!»
458
ვიცოდი უსაცილობით, რაც იმას სწადდა საქნელად,
მასრულებს ამოსაწყვეტლად ამოდ, წყნარად და ნელ-ნელად;
მაშინ თამამად წახდენა მას ჰქონდა გულ-გასაძნელად;
ორთავე თვალთა სინათლე უნდა შემიქმნას მე ბნელად.
459
უთხარ: «კახნო, დამეხსენით, თქვენი რჩევა არ ივარგსა,
რა ამასაც გამომართმევს, ჩვენ გავასწრებთ ვეღარ ბარგსა,
შემოგვიტევს მასვე წამსა, სრულ წარმოსცლის მისსა დარგსა.
ლევანსა და ალექსანდრეს რად მიკარგავთ ორსავ კარგსა?!»
460
გარდაიცვეს თავს საბელი, კახთ სულ ასრე დაიჟინეს.
«ქვეყნისა და თავისათვის რად არ დასთმო, თქვა ეს ვინ ეს?»
მერმე კიდევ უარი ვსთქვი, გამოჩენით მათ იწყინეს.
გამომართვეს, გაუგზავნეს, გაზაფხული მამიყინეს.
461
ორივ შვილი გამომართვა, მერმე მეცა დამიბარა.
თუ მეც მასთან მივსულიყავ, ჩემ წილ აქღა დამიბა რა?
რა არ მიველ, შემოვიდა, ბარი მთა ყო, მთა მიბარა,
სულ კახეთი ამიოხრა, საძირკველიც დამიბარა.
462
დამიჟინეს მეც ზოგ-ზოგმა: «თუ არ მიხვალ, თემი წახდა».
შიში ათქმევს უქნელს საქმეს, თვარ გუნებას ვინ ვერ ჩახდა?
თუ მეც მასთან მივსულიყავ, კიდევ უფრო არ გაოხრდა?
აგვერია შიგნით საქმე, ღვთის რისხვითა ასრე მოჰხდა.
463
მაშინდელი საქმეები არ იმბობის სრული წვრილად.
ასრე ვამბობ სრულ ნაკლულად, ვითამ იყოს რამე ჩრდილად.
წყნარა-წყნარა მოგვიახლა იგი სადმე სიტყვა-რბილად.
ვიდრე მართლა არ მოვიდა, მოსვლა ჰქონდათ ზოგთ საცილად.
464
აწ ეგების ეს გეგონოს, მაშინ ვერას ვერ შევსძლებდი?
თავს გავრჯიდი სასიკვდილოდ, ზოგს მასაც რას დავაკლებდი,
ქვეყანასა დანდობილსა არც სრულ ისრე ავაკლებდი.
დაგვამშვიდა ტკბილის სიტყვით, ჯებირს არსად არ ვავლებდი.
465
რა შევიტყვე მართლა მოსვლა, სხვა ვეღარა გავაწყევით,
მუკუზნიდამ გაღმა მთამდი სრულ ჯებირი წავავლევით,
გავჯებირეთ ორს მთას შუა, უკან რაზმი დავაწყევით.
რა შეიგნა, მოგვაშურა, ვითა შმაგი მოვა წყევით.
466
ზოგი კიდევ მისვლას მირჩევს და ზოგ-ზოგნი არჩევს შებმას,
რჯულისათვის სისხლთა დაღვრას, კვლავ საომრად ხმლისა შებმას;
ასე მოაქვს რჩევა შიგა ერთმანერთის სიტყვის აბმას.
ომი ვეღარ გაუმართეთ, რა ლამოდეს ჩემს იქ დაბმას.
467
ვინც ან ღმერთი შეიყვარა და ანუ მე მიერდგულა,
წამომყვეს და წამოვედით, ჯებირს კარი დაეგულა,
ვინც იქ დრჩა, სიავკაცით ზოგნი ავად განეგულა.
ამოსწყდეს და დაცატყვევდეს, დარჩეს დამწვარ-დადაგულა.
აქა ჟალეთს ჯარი გაუსივა, წინ დახვდნენ მეფესა, და მეფეს გაემარჯვა
[edit]
468
რა შეიტყო ჩვენი წასვლა, ჯარი ჟალეთს გარდგვაგება;
მივედით და წინ დაგვიხვდეს რაც მათ უნდა, არ ეგება.
მივახლოვდით, შემოგვებნეს, ჩვენიც წინა მიეგება,
დავამსხვრივეთ ზედ შუბები, მერმე მათიც მათ ეგება.
469
გაგვემარჯვა უზიანოდ, შევანანეთ წინ დახდომა,
წავიქციეთ წინ მეოტნი, შევაქნენით კლდეთა ხლდომა.
თუ კაცი მხნედ დაუხვდებათ, აგრე იცის მათმან ტომა,
პირველ ესრე გაგვემარჯვა, მახალისა ამა ომა.
აქა მეფე ლუარსაბ და ქართველნი დარბაისელნი და მეფე თეიმურაზ და კახნი დარბაისელნი შეიყარნეს მუხრანს და არჩიეს თავისი და ქვეყნის საქმე, ზოგმან ზოგი თქვა და ზოგმან ზოგი
[edit]
470
გავლეთ ერწო და არაგვი, შევეყარეთ მუხრანს მეფეს,
მომილოცა გამარჯვება და მუნ მათსა სისხლთა მჩქეფეს.
მერმე მითხრა სიცილითა: «არ უჯობდა შენსა სეფეს,
კარგს დროს დრო რომ ავი შეგვხვდა, ჩვენ ორთავე ვარდთა მკრეფეს».
471
მიბძანა თუ: «როგორ დახვდი მცირეს სტუმარს უცებ მოსულს?
პურდობას იჩემებდი, არ უჭერდი სტუმარსა სულს,
მხიარულად დახვდებოდი, აწ გეძებენ სადღაც წასულს,
პურად კარგს და გულად უხვსა, ახლა გხედავ შენ დანასულს».
472
მოვახსენე: «შენც გეწვევა, გაგიჩნდება ვით დახვდები,
თუ შენ მაშინც ლხინს აჩვენებ, ჩემგან უფრო გაუხვდები,
ან გაიცდი თვალთა წინა ანუ ხელში მოუხვდები.
ნუ დამცინი, შენმა მზემან, გავს, რომ მარტო მე არ ვხდები».
473
შეგვექნა აქაც რჩევა და ერთად რამ შეყრილობანი,
გაგრძელდა რჩევა ქართული, სიტყვა და ვაზირობანი,
ჩვენს ყმათა მასთან ყოფნა და ჩვენ მეფეთ მით შემცრობანი.
უცოდნი გვაბრალებდიან, გვიზრახეს მართ შემცდრობანი.
474
ქართველთა დიდებულთაგან უფროსი იმას ჰყოლოდა,
არაგვისა და თვით ქსნისა ერისთვებ კაამყოლოდა,
ანდუყაფარ და ფეშანგი, აღათანგც მას აჰყოლოდა,
ნოდარ და დავით კახი ჰყვა, მე ვინღა წამამყოლოდა?
475
მორავიდოდა, ესენი უწინვე მასთან წავიდენ.
ჩემნი ყმანი რომ ვახსენე, ჩემგან გაგზავნით ჩავიდენ.
ვსთქვი სიკვდილს ვერ ავსცილდები, სისხლს ვადენ, ანუ და ვიდენ,
ხორცი აქ მიწად გარდიქცეს, სულები ზეცად ავიდენ.
476
ვერცა რა ერთად გავაწყეთ, რადგან ეს სწადდა ღმერთსაო,
სხვაზედ რაზედამც ვიქადო, ვაბრალებთ ერთი-ერთსაო.
ვეღარც სად ქართლშიგ დავდეგით და ვეღარც ქვე ერეთსაო,
ავიყარენით, ვიარეთ, მივმართეთ იმერეთსაო.
477
გარდავლეთ ლიხი, მივედით ადგილსა იმერელთასა.
გიორგი მეფე მობრძანდა სამყოფსა წერეთელთასა,
წინ მოგვეგება, გვესალმა საჩხერეს, ადგილს ველთასა.
დავივანენით სამყოფსა მუნ სახლსა კარგთა ქველთასა.
478
მიგვიპატიჟა ქუთაისს მუნ ტახტსა მეფეთ დგმულებსა,
გვიალერსებდა ვით შვილთა, გვანაცვალებდა გულებსა,
შეჭირვებისა სევდასა უკუგვყრის მუნ მისულებსა.
მასთანა მყოფნი მეფენი ვგვანდით მართ უფლისწულებსა.
აქა შააბაზ ყაენისაგან გორს მოსვლა და მეფის გიორგის მოციქულობა
[edit]
479
მაშინ შააბაზც თან მოგვყვა, მოვიდა დადგა ში-გორსა.
მეფეს დაუწყო ელჩს გზავნა: «ნუ შეიხიზნავ შენს გორსა,
რაც გინდა, ფიცით აღგითქვამ, თუ ხელთა მამცემ მაგ ორსა,
თვალ-მარგალიტსაც ესეთსა, მოედანს ბურთებრ იგორსა.
480
თუ არ მამცემ, უსაცილოდ მთის ძირს მოვალ სომანეთსა,
კარგი თურმე არ გნდომია, მაშ შევებნეთ ერთმანერთსა,
სხვა რაზმი რომ აქავ იდგეს, წინა მოვა სავანეთსა,
მანდ კი ვეღარ დამიდგები, წაბრძანდები თუ სვანეთსა».
481
მეფეს ასმოდა მუნ მჯდომსა, ჭანდარს ქვეშ სდგმოდა სელია,
გაჰკვირვებოდა: «ამაზედ ელჩი რა მოსასვლელია?»
კაცი გაგზავნა. მობძანდნენ დადიან-გურიელია, –
უმათოდ ელჩს არ შევიყრი, მათცა ცნან რა ყრიელია.
482
მოვიდენ გეგუთს, სამნივე მეფენიც მუნვე ჩავედით.
გიორგი მეფე მაშინღა მდიდარი იყო სვე-ბედით.
სხვას მისებრ მჯდომსა ხელმწიფეს ტყუის, ვინ აქებს გაბედით.
ჯავრი კაჟს ჰკრევდა, ცეცხლს ჰყრიდა, ჩვენ მოგვიდებდა აბედით.
483
მერმე ელჩი მოიყვანეს, ჩვენ რამ საქმე ეს მოგვიხდა.
მოახსენა რაც იცოდა, მას სიტყვის თქმა არ მოუხდა.
უბრძანა თუ: «ვაჟო, რა სთქვი, მეფეს აგრე ვინ მოუხდა?
ნუღარ იტყვი მაგ სიტყვასა, ჯავრით გული შემიწუხდა.
484
ვით მოჰხდება ეგე აგრე, ძმა და შვილი ადვილ გავსცე,
ლიხს იქითი საქართველო ავიღო და პირქვე დავსცე?
ხელდაკრული არათ უნდა, ამათ ყმასა მე ვითა ვსცე,
სმა, ლხინი და გახარება უამათოდ მე თავსა ვსცე?»
485
არჩივეს, მეფემ დაასკვნა თავისის ელჩის გაგზავნა,
აფხაზთა კათალიკოზი, ვინ ანგელოზსა ეგვანა,
სხვა აბაშიძე ლევანცა, თვით სიტყვით მას შეეგვანა.
დილა გათენდა, ელჩიცა მოიხმეს სად დაევანა.
486
აბარებდა: «მოახსენე ხელმწიფესა მას მაღალსა,
სამართალი მეფეთ ეს არს, შენახვეწს კაცს შეიწყალსა.
თუ რამ ამათ დააშავეს, ვხედავთ თავსა დანაბრალსა,
რისხვა დიდი გარდაჰხდია, გეხვეწები აწ წამალსა.
487
თვით იცით, დიდო ხელმწფევ, ჩვენცა კაცნი ვართ სეფენი,
გვარი გვაქვს დავითიანი, მას მონდა ყოვლი მეფენი;
აწ უპატიოდ ნუ გაგვხვდით, ხვეწნით ვართ შემომყეფენი:
უბოძე ორთავ თვის-თვისი, უცხო ჰქენ სიიეფენი.
488
აწ ეს შეიძღვენ ფეშქაშად ხვეწნა და მუდარებანი,
შენ, ბრძენო, კარგად ისმინე ეს ჩემი უმეცრობანი;
უხვად წყალობა მოჰფინე ხმა-ტკბილი, ვითა ებანი,
პატივი დამდე, წაბძანდი, ამათ ქნან მანდეთ რებანი».
489
დააბარა ესე სიტყვა, ფეშქაშიცა გაუგზავნა:
«ესე არის ჩემი ხვეწნა, ნუღარ არის ძალით თხოვნა».
სულ არც რბილი შეუთვალა, ნება ძალსა დააგვანა.
«ესეც ჰკადრეთ ბოლო სიტყვა: «არ ეგების ძალად შოვნა».
490
მერმე უთხრა კათალიკოზს, ვის ეწოდა მალაქია:
«მიდი, სიტყვა გაუსინჯე, ბრძენი ხარ და მალ აქია.
ამათს ბაღსა ვარდი დარგე, მოგესწრების მალ აქია,
ჰკადრე, თუ კი არ უბოძებ, ოხრად გახდეს ქალაქია».
491
რა მოვიდა, კარგად დახვდა კათალიკოსს და ელჩებსა.
აწ უყურე მას გრძნეულსა ვით მოიხმარს მის ხლათებსა,
უალერსებს ტკბილად რამე, სიტყვას ეტყვის საამებსა.
ძალის საქმე გარდასწყვიტა, ხელს მიიყოფს ილათებსა.
492
მოახსენეს ელჩთ მათი და თვითან არის ამის მთქმელი:
«ლუარსაბის სამდურავსა, კათალიკოზო, ნუ მელი,
ჩემი არის თეიმურაზ ძველითგანვე სისხლის მსმელი,
პაპა-მისმა ქალი მამცა, რად წამართვა, რად მყო მელი?
493
რადგან ორნივ აღარ მამცა, მაშ ლუარსაბ შემარიგოს,
თეიმურაზს ნუ აჰყვები, მეფემ ასრე დაარიგოს.
ფიცი მივსცე საშინელი, გრძლად რაც სიტყვა წაარიგოს,
ქართლიც მივსცე, სხვა წყალობაც, შევანატრო აწ არ იგ ოს».
494
აავსო საჩუქარითა ბერი და ერი ორივე.
ჰოი ბოროტო, მაცთურო, სიმართლეს ვითა ო რივე.
გული დამგვრიმე საკვდავად, ლახვარი ესრეთ ო რივე.
ამხანაგსა და მოყვარეს რადა მყრი, ხნით ვართ სწორივე.
495
ესენი გამოისტუმრა და აწ მიიხმო შადიმან
ბარათაშვილი, სუფრაჩი, უბრძანა: «შიგნით შადი» – მან.
მეფე სახელით ახსენა, ცრემლად ადინა შადი მან;
«ეს რა ქნა ჩემმა ლუარსაბ, აღარ მახსენა შად იმან?»
496
უბრძანა: «მისო გამზრდელო, რა უყავ ლუარსაბ-ხანო?
რად ააყოლეთ კახთ მეფეს, პირუტყვნო, დასაძრახანო!
ჩემი სევ გული მისი და, ჩემი გულისა საფხანო,
უბესა მივსებს ცრემლითა სამუდმოდ, არ ხანდახანო.
497
აწ, ამათ წაჰყევ, ამ ფიცით მაჰმადმცა მამითხრიაო,
ღორიმც მის საფლავს ჩამიკლავს და მის წილ ჩამიყრიაო,
იმ სახელმწიფოს წამართობს და ჭკვაზედ გარდამრიაო».
სიტყვით ეს უთხრა, დაწერა, რაყამში განამრიაო.
498
მალ მისვლასა აბარებდა: «სხვასაც მივსცემ, ქართლს ვინ უჭერს?
პაპის მისის შვილის-შვილი აჰყოლია რად ის ჩემს მტერს?
მას არ ახსოვს, სვიმონ მეფემ თუ რა უყო ურუმთა ერს?
არა სჯერა ამ საფიცარს, იმას მივცემ, რას ის დასწერს».
499
ერთი ხოჯა მუსაიბი, შანად ხმალი მურასობდა,
ამათთანვე გამოგზავნა, ერთმანერთთან ამგზავრობდა.
არა გვანდა გათავებას, ბოლოდა ჩანს რას აობდა.
დამაც წიგნი მიუწერა, ვინ ყაენსა ბაასობდა.
500
რა ეგონა შადიმანსა, კაცი თუ ცრემლს ტყუილად ღვრის?!
წამოვიდნენ მხიარულნი, თან სვლა იწყეს მათ წინამძღვრის.
გარდმოვიდნენ იმერეთსა დამგდებელნი ქართლის სამძღვრის.
ბოლოდა ცნა, ცრემლის წვეთა ჯავრით თურე მან აამღვრის.
501
რა მოვიდენ, ეს ბრძანება ჩვენ და მეფეს მოგვიტანეს.
ლუარსაბის შეწყნარებას სათუო არ დაატანეს.
მალ დაჰპირდა ესეც წასვლას, სხვა სიტყვა არ გაატანეს.
მეფე უშლის ასე ძალზედ, მართ ხელებიც წაატანეს.
502
არ დაშალა იმან წასვლა მეფის თქმით და ჩემის ჭკვითა.
– «ამ საფიცარს ვით არ ვენდო, შეუშინდე ნეტარ ვითა?
ანუ ქართლი ავაოხრო დახოცით და მერმე წვითა».
გვითხრა: «წავალ უსაცილოდ, აბა თქვენ კი აქა სვითა!»
503
ლუარსაბ მეფეს ადამის ერთი არ სჯობდა ნაყოფი,
თვალად და ტანად უცხო რამ, მართ მზისა გამონაყოფი,
უხვი, ზნესრული, მამაცი, ლახვრულებრ მტერთა ნაყოფი.
მაგრამ მას დაჟინებაზედ დაედგა მისი სამყოფი.
504
მეფე უშლიდა, უცხოდ რამ შვილებსა იმას არჩევდა,
მტერზედა ეხმარებოდა, მის წილად თავსა უსევდა.
თვით ლევან დადიანიცა წაუსვლელობს ურჩევდა,
და აძლია და მოყვრობა, მაგრამ ის კიდევ ურჩევდა.
505
რაღას უშველა ამ ამბის ვრცელად თქმა-გამოკიდება,
გული განფიცხა, მაშინ ყო ნავთმა ცეცხლ გამოკიდება;
არ დაიშალა ავად ქნა ჩვენგან მან გამო კიდება.
უთხრა: ჩემს ხმალსა უმისოდ აწ ვით გაამო კიდება?
506
რა ბრალია ბევრს კარგს შიგან მცირე ავი გაერიოს,
ანუ რჯულის სიმტკიცესა წვალება რამ შეერიოს,
ან რიტორად ლექსის მთქმელსა ზოგან სიტყვა აერიოს!
ზვაობა და ამაყობა სხვას სიკეთეს მოერიოს!
507
სიჩქარით კარგად ნაქმარი საქმე არ მოვა ბოლოსა,
ვინც აუჩქარდეს სოფელსა, აკომლდეს, აებოლოსა,
დაჟინებისა მოყვასი დაემხოს და ებოლოსა.
სჯობს ავის საქმის შემოცდა, კარგსა არ დაებრკოლოსა.
508
ზოგი სხვა რამ იმწვიტინა, მისგან იყო რა საწყენი,
მეფე გვიჯდა შუაშიგან, არ ზეზედ წამონაყენი,
ერთხან ქუდი მოიხადა, იქმნა ამათ მონაწყენი,
თქვა: «თუ არის ამხანაგი, რად შემექმნა ეს ყაენი?»
509
მოვახსენე: თავის წინა არ სჯობს ეგრე გაიზიდო,
თუ სოფელი შენ არ მოგყვეს, შენ გიხმს მისკენ მიიზიდო.
აქანამდი თუ მაღლოდი, ახლა ცოტა დაიზიდო,
გულიც გქონდეს ფოლადისა, ზოგჯერ მშვილდებრ მოიზიდო.
510
რა მომხდარა მაგისთანა სათუოშიგ თავი იგდო,
შენ წახდე და საბოლოოდ საძრახისი რამ დაიგდო?
დამიჯერე, აგრე გიჯობს გულიდაღმე გარდაიგდო,
ეგზომ მტერნი შენნი მოსწყდეს, ადრე შენ დრო შემოიგდო.
511
შიხი-შვილთ და ყიზილბაშთა ამბავი თუ შენ არ იცი,
მამისმინე ყველას გითხრობ, თუ როგორ სწამს იმათ ფიცი;
ძველად უთქვამთ მათ ანდერძად, სიტყვა ესე დანამტკიცი:
«რითაც მტერი მოატყუო, ნუ უზოგავ და მე ვიცი».
512
ამას ბძანებ: «თუ არ მივალ, ქართლს კახეთებრ წაახდენენ», –
შენი მისვლით რომ წახდების, თუ არ მიხვალ, არ მაგდენენ.
რას წამს მიხვალ, თან წაგიყვანს, თვალთა ცრემლთა დაგადენენ,
ქრისტიანეთ მეფეთა წილ კვლა ხანებსა დაადგენენ.
513
თუ შენს მეტი სხვა პატრონი ქართლს რამ უჩნდეს შენიანი,
ანუ ძმა გყვეს, ანუ შვილი, გიყვაოდეს შენ იანი,
არ დაგიშლი, მაშინ წადი სიტყვა-მჭევრი, ენიანი;
არა გყავს რა თავის მეტი, სოფელია სენიანი.
514
მართ ეგრევე მე გამხადა, რაცა მყვანდა ხელთა მივე,
მაგრამ არათ შემიწყნარა, რაზომ მისკენ მივიზივე.
დავრჩომილვართ ორნივ მარტო, აწ შენც მისკენ გაიწივე,
თუ ეგ კარგად მოგივიდეს, მემც მოვჰკვდე და შენც კი მივე!
515
აწ მეფემან დადიანი, გურიელიც თან იახლა,
მოვიდეს და დაუშალეს, მის წინ იწყეს თავის დახლა:
«ბევრჯელ უწინც მოგახსენეთ, დაგვიჯერე, მოდი, ახლა
ნუ წახვალ და მოგვეხმარე». მან ძველივე განაახლა.
516
მან მადლი ჰკადრა მეფესა წესისაებრ მართებული:
«ღმერთმან ადიდოს, ვით დიდ არს, სვე თქვენი დოვლათებული!
ვით შენს სიკეთეს შეჰფერობს, ეგრე ხარ ძმაზედ ძმებული,
მაგრა, რაღა ვქნა მას უკან, ქართლი ყონ ცეცხლ-მოდებული?!»
517
კვლაც უთხრეს: «ცუდი მიზეზი აიწყე დაჟინებული,
შენს იქით ქართლს რას ხელსა ჰყრი, რა დარჩე სახლ-დავსებული?»
მიხვიდე, მოგკლას, ან ტყვე გყოს, შენ იქმნე დანაღვლებული,
ნუ წახვალ, ეს სჯობს, ხმალი ვჰკრათ, გავაძოთ ვაგლახ-ვებული.
518
რას უშველა გრძლად სიტყვის თქმა, თუ კაცი არ გაიგონებს?
კაცი ბრძენი, გონიერი ერთის წვრთნითაც შეიგონებს.
დაჟინების ეტლზე მჯდომი მისვე მისსა წაიგონებს,
დასჯერდება მის რჩევასა, სხვას აღარას მოიგონებს.
519
დაშლის სიტყვა არ ისმინა, ვერ დაჰყარეს დგომის ღონე.
წამოვიდა, თან გამოჰყვა მეფე, მისი წინამძღონე.
კვლავღა ჰკადრეს: «არ გვისმინე, შენის წასვლით დაგვაღონე,
რადგან წახველ, გაემჩვენე, თავი კარგად მოაწონე».
520
გამოგვესალმა, წავიდა, დაგვყარნა ღვიძლ-დაკოდილნი.
ვინცა გვიჭვრეტდეს, იტყოდეს: «ერთად ყოფილან დაზრდილნი».
მზე გარდეფარა გორს სამე, ქვეყანა იქმნეს აჩრდილნი,
ეგრეთ დაბნელდა ჩემთვის დღე, ბინდად მჩნდა დილა-სადილნი.
521
მივიდა, გორს დგა ყაენი, შექნეს თურ შეყრის ცილება:
«არ მივეგებო ცხენითა, ვით შევქმნათ ცივთა თბილება?
მივეგებო და არ ხამდეს, მით საქმე დაიჩრდილება».
ეს თურმე გამოარჩიეს, იქეს მათ მათი ზრდილება.
522
«დილას შევსხდეთ სამინდოროთ და მიზეზით ნადირობის,
ისრე ცხენზე შევიყაროთ, ჯარი შესხდეს ერთპირობის,
განით სითმე მოვიყვანოთ, ვითამ ზედა მოგვესწრობის,
მიგებებად ჩამოგვართვამს და სხვათა თქვან არაობის».
523
შეიყარა ამ წესითა, მიიჩნივა თავი სწორათ,
პირველ ყველა გაუგონა, სიტყვა მისი არ ყო ორათ,
მუსაიბად ლხინობდიან, არ დაისვის მისგან შორათ.
თურმე უნდა სასიკვდილოდ დასტურობით, არ თუ ჭორათ.
524
დაყვეს ხანი გორს მცირედი ლხინითა და დიდის შვებით,
მგოსნებით და მუშაითით, მწუხრი ქნიან გათენებით
ალერსით და ტკბილის სიტყვით, ფერობით და მისი თნებით.
რაც იამის, აამებდის, ხელს უწყობდის მოსვენებით.
525
ვა თუ თავი შეგაწყინე გრძლად სიტყვისა მოხსენებით!
აიყარა გორიდამე, მეფეც მიჰყავს ვითამ ნებით.
აწ შეიქმნა მწუხარება, ბევრ-გზის ჭირი, ცხრო და სნებით.
უთხრა: «ქალაქს დაგაგდებო მტერთა შენთა მოყივნებით».
526
ქალაქიდამც წაიტანა ყარაიას სანადიროთ,
უთხრა: «არ მით ვინადიროთ, მნათობთ წინა თავი ვგმიროთ;
რაც ვესროლოთ ჩვენ ორთავე, კარგ სადავეთ მხეცთა ვგმიროთ,
ნუღარ მოვშლით ამ რჩევასა, ესე ასრე დავაპიროთ».
527
აიყარნეს და წავიდნენ, მათ შექმნეს მინდორობანი,
გარ შემოერტყნეს ველებსა, ნადირთა უყვეს სწრობანი.
თვითან შუაზედ დაკარდეს, სროლით ქნეს მკლავთა შრობანი.
ქალნი ჩიხიდამ აჭვრიტნეს, ვინც ქნის ისრისა სობანი.
528
მათ მოსლოდა ჯოგი მრავლად და ესროლათ ქალთა ჭვრეტით.
უცხოდ თურმე მოიწონეს, შექმნილიყვნენ ცნობა რეტით.
მიემსგავსა, როსტენ მეფეს ენადირა როს სპასპეტით:
იმ ერთის დღის მეფის მოკლულს დასთვლიდიან ოცზედ კენტით.
529
უბძანა, თუ: «მეფე, გხედავ ნანადირევს კარგ დამალით,
ამ მინდვრისა შენ შექცევა დაგავიწყო ყარაბაღით.
იქამდიცა თან მიახელ, იქ ვისროლოთ კვლავ ნასაღით».
რა ეს ესმა, ჩემი სიტყვა მოაგონდა გულსა-დაღით.
530
წაიყვანა. დაბრუნება აღარ მოხვდა გამოშვებით,
აწ აშრაფი მაზანდარა უქო, ლხინზედ ისხდეს შვებით:
«ისიც ნახე, ვინადიროთ, იქ ვისროლოთ კვლავ დავებით».
ამან სულთქვნა: «მე არ მინდა, მაგრამ ვიცი არ მეშვებით».
531
ყარაბაღით ჩვენ წატანა გავიგონეთ დასტურობით,
ეთქვა: «მიკვირს იმერეთსა რა მიჭირდა მე სტუმრობით!
ღმერთმან იცის, კარგათ მითხრეს ზოგთ ჭკუით და ზოგთ მოყრობით.
მაგრამ რა ვქნა, წარსულს საქმეს ახლა რითღა მოვესწრობით?»
532
მიიყვანა მაზანდარას, მუნ შეიტყო მან სიკვდილი,
მომიტირეთ ცოცხალივე, ვირე გიჩნდეს ჩემი ჩრდილი,
უთხრა თურმე მისთა ყმათა: «სიკეთისა ვით ვარ ზრდილი,
გამიცუდდა ყოვლი კარგი და ძალისა მე ქადილი».
533
დაჯდა, ყმათა მიუტირეს, გამზრდელთა და ვინ ჰყვა ზრდილი:
«ყოვლთ ხელმწიფეთ უმჯობესო, აღგვისრულე ჩვენ წადილი,
უბინდოვ და მოწმენდილო, ვით ღამდები ძოღან დილი?
ოდეს მოჰსრენ თათარხანი ხელთ მახვილი გქონდა წვდილი».
534
ეტირათ ვითა მართებდათ, უქეს საქებსა საქები:
«მშვიდო, მდაბალო, მოწყალევ, კვლავ ურჩს გალევდა ბაქები,
ვინ შენი მჭვრეტი, ეტყოდა მჭვრეტთა: «ნუ მიხვალ, აქ ები».
ყოვლის სიკეთის უკლებო, რაღა ვსთქვათ იქით-აქები?»
535
ეზიარა, გარდასწყვიტა სიცოცხლისა მან იმედი,
ემდუროდა დაჟინებას, დაიწყევლა ჭკვა და ბედი:
«ვინ მირჩიეთ აქ წამოსვლა, რა მწვე ავად დაიყბედი?»
ყმათ გაჰყარეს, მზეც ჩავიდა, დააჩრდილა აქეთ ქედი.
536
რაცა სწადდა, გაათავა, მტერობისა მანა დასო,
ხორცი ჩვენი მაძღრივ ჭამა და სისხლიცა ხარბად ასო,
მაგრამ ქართლს და კახეთშიგან საპატრონოდ ვერვინ დასო.
ემდურვოდეს მას, ქალები, ვით ნესტანჯარ მამიდასო.
აქა ნოდარ ჯორჯაძისაგან და დავით ასლანის-შვილისაგან ბატონის თეიმურაზის კახეთში ჩაყვანა
[edit]
537
კახეთი ნოდარს და დავითს მან მიაბარა სულობით,
მაგრამ მათ მისი ბრძანება მალ გაუცუდეს წბილობით;
მესამეს თვესა ორთავე მოგზავნეს კაცი ყრილობით:
«მობძანდი შენსავ ტახტზედა, მონა ვართ გვარისშვილობით».
538
რა მოვიდენ მოციქულნი და ეს სიტყვა გაგვაგონეს,
ზოგთა შექნეს სიხარული, ზოგთ იჭვი რამ მოიგონეს.
მაგრამ მე ვსთქვი, ყმათა ჩემთა რად არ თავი დამამონეს?
აწ მეფესაც მოახსენეს, მათნი თქმულნი მოაწონეს.
539
მეფემ ბრძანა: «კარგად ქმნილა ამ ამბისა ასრე მოსვლა,
მეცა თანა წამოგყვები, ადრე გვმართებს იქითა სვლა,
დადიანს და გურიელსა მალ ვაცნობოთ ჩვენი წასვლა».
ორთავ კაცი გაუგზავნე, არ ვაცალე მზისა დასვლა.
540
იგინიცა მალ მობძანდენ მათის ჯარით დაკაზმულნი,
თავს შეედვათ ჩვენი სიტყვა, ვერა ვნახეთ ხანდაზმულნი,
შეიყარნეს მუნ სიმრავლე დიდებულნი ცხენთა სმულნი.
აღარ ვჰყოვნეთ, წამოვედით, ვეღარც გვნახეს მუნღა სმულნი.
541
გარდმოვიარეთ ლიხის მთა, ქართლისა სიგრძე ჩავლევით,
მოვისწრაფოდით მალ მისვლას, არ ხან-ყოვნებით, მალევით.
ყოვლგნით გაისმის მისვლის ხმა, მე მაშინ დავიმალე ვით?
დიდხანს ყოველი ორგული შიშითა მყვანდა გალევით.
542
თვით არაგვამდის თან მომყვეს მეფე და სხვა ბატონები,
იგინიც იქით გაბრუნდეს, მათიც ჯარ-მონატანები.
არაგვს გამოველ, გამომყვა მამია საროტანები,
მითხრა თუ: «მათზე მეტი ვქენ, მე არაგვს გამომყვანები».
543
რა კახეთს ჩაველ, დამიხვდა დამწვარი, გამტვერებული.
ვჰკირობდი გუნებაშიგა, რად მექმნა ამტერებული?
რაც მორჩომოდეს, მოვიდეს მტირალნი, დაშტერებული.
ვერას ვარგებდით, თვარემ და ვიყვენით ვაგლახებული.
544
რაც ხამდა მაშინ რიგება ჩვენგან ქვეყნისა ჩვენისა.
გავარიგეთ და გათავდა მუნ სიმძიმილი წყენისა.
აწ არაგვისა ომზედა ხმარება გვიხამს ენისა,
მრავალთ ყიზილბაშთ გაწყვეტა. სისხლი რუდ მინადენისა.
აქა ერანის ხელმწიფემ ყაენმა გაიგონა მეფის თეიმურაზის იმერეთიდამ გარდმოსვლა და კახეთს ჩასვლა, და ალიყულიხან და სრულ ყიზილბაშნი გამოგზავნა და არაგვზედ წინ გარდუყენა. შეიბნეს და ბოლოს ბატონს თეიმურაზს გაემარჯვა
[edit]
545
ესმა შააბაზს მუნ ჩასვლა, განრისხდა უსამართლობით,
ალიყულიხან მიიხმო დილას, არ თურე მთვრალობით:
«კვლა თეიმურაზ მოსულა, უყურე, თავის ძალობით!
სრულ ყიზილბაშთა გაახლებ, იარე მუხლად-მალობით.
546
მიდი და წინ გარდაუდეგ, შეუკარ კარგად გზებია,
იმერეთს არ გარდაგასწრას, დაცევ ტყე ან უგზებია;
მეც მოვალ ადრე, შევიპყრობთ, ცეცხლით ვჰყოთ ანაგზებია,
მას ყმას მას უკან სათქმელი რაღა აქვს მიზეზებია?»
547
გამოგზავნა ერანითა, არ დააკლო ყულის მეტი,
თოფხანა და ჯაბახანა მოემზადა მეტის-მეტი;
სხვას საომარს იარაღსა მოუმატა რკინის კეტი,
მაგრამ ღმერთი გაურისხდათ, არ ჰფარევდა ნათლის სვეტი.
548
ალიყულიხან არაგვზე მოვიდა, დაივანებდა,
კარავს და ოთაღს იდგემდა, სხვასა წინ მოივანებდა,
ვისი ეგონა «შევიპყრობ», ის უფრო დიდად ავნებდა.
ცოტა მაცალე, გიამბობ, მოსვლას ვით დაინანებდა!
549
რა შევიგნეთ მისი მოსვლა, ავემზადეთ ჩვენც საომრათ,
შეყრილთ მუნვე მივაშურეთ, არ გავყავით ჯარი ორათ;
ყარაული დაეყენათ მათ ახლორე, არ თუ შორათ.
მაშინდელი ჩვენი სიმხნე თუ ყველა ვსთქვათ, შენ თქმა ჭორათ.
550
შუადღისას მიუხედით მათ ცხენიდამ გარდამხდართა,
მაგრამ მაშინც ადრე იგრძნეს და გაეწყვნეს მარცხნივ მხართა,
ჩვენ მივედით, მეწინავე ზედან შეჰხდა დიდთა ჯართა.
ქისიყელთა გაუჭირდათ, მიკვირს, ან კი ვით შეჰმართა?
551
მიეშველნენ მემარცხნენი ენისნელთა დროშა მალე.
კვლავ შეიქმნა ცემა დიდი, ვეღარ პოვეს მათ წამალე;
ასწავლიდეს ერთნმანერთსა: «მკვდარშიგ თავი მო წამალე».
გულნი მათნი დავაცვილე, ჩემთა ყმათა გავასალე.
552
შეუზახე, ჩემნო ყმანო, თავნი თქვენნი ისაამეთ,
მოიგონეთ მოწამენი, თქვენც ეწამეთ, ისა ამეთ,
არ ისმინოთ ესე სიტყვა, მიჟამშიგან მეღადამეთ,
მათ რომ შუბი ჩვენთვის სწადის, ბარემ თქვენნი თქვენვე დამეთ.
553
მათ მიყივლეს: «ჰე, მეფეო, ნუ ეჭვ თავნი დავიზოგოთ;
ამოვსწყვიტოთ უმრავლესნი, არ წვრილად გამოვიზოგოთ;
თუ სრულ თავს ვერ აუვიდეთ, ღვთით მგონი რამ გან ვაზოგოთ,
მკვდართა მათთა მხეცნი სჭამდეს, არ საფლავი განუგოზოთ».
554
პირველ შუბი მოვიქნივე, მერმე მივჰყავ ხმალსა ხელი,
ხმალმოწვდილი გავერივე, ვაქნევინე ომ-სახელი;
კვლაცა ლახტი დავამსხვრიე, ვინ ახლოს მყვა მონახელი,
სრულ ლაშქარნი გაცაჰკვირდეს თქვეს: «არისო ესე ხელი».
555
მიმესივნეს ერთპირობით, ვითა ვეფხვი კანჯრის ჯოგსა,
დახოცნეს და ამოსწყვიტნეს, არათ გვანდეს დანაზოგსა;
მოლებსაცა უწყლოდ ჰხოცდეს, თილისმიან მათსა მოგვსა.
ამის მთქმელი მართალს უბნობს, ნურვინ ჰგონებთ ცუდად ბორგსა.
556 რაც გარდაგვჩა, მალ გაგვექცნეს, ვინ-ვის წინა წაუსწრობდა.
ჩვენ შეგვექმნა ცა უღრუბლო, მათზედ მეხი ავდარობდა.
გაქცეულნი წიწამურის ღელეს ღრმასა აავსებდა,
ცხენით ზედა გარდვიარეთ, ვით ვაკეზედ ეგრე რბოდა.
557
ბინდამდისი არ მოვეშვით, ვხოცდით მეტად ჩვენც უწყალოდ,
არ შეგვწყალდათ ნაჯავრებთა, რაზომ ვსჭრიდით მათ საბრალოდ.
ცხენნი მათნი მუხლად-მალე დაუზანტდეს მათ სამალოდ,
იარაღსა გარდმოჰყრიდეს, გვითხრეს: «სიკვდილს აღარ მალოდ».
558
ნაომართა და ნადევნთა გვეტყობის მაშვრალობანი,
ვის რა ენების, იშოვნის, ვის განძთა ჰქონდის ცნობანი.
შური იძიეს მტერზედა, ქმნეს მრავლად ლხვარ-სობანი.
გამარჯვებულთა გვიხარის, რადგან არ გვიყვეს ნდობანი.
559
მამილოცვიდეს, მასხმიდეს ქებასა, არ გინებასა:
«მგონი, მეფეო, ინანდეს ყაენი შენს გაძებასა.
აწ ამას იქით მებრძოლი, ნეტარ, ვსთქვათ, ვინ შეგებასა?
ნიადაგმც გაგმარჯვებია ასე, ნუ შეიქ ვებასა!»
560
მას დღესა მოყმე მართალი დამაკლდა არცერთი არა,
კახთ შეანანეს მათ ლაშქართ მოსვლა, თუ ადრე იარა,
დამწვართა, ამოწყვეტილთა მათ ჭირნი გაეზიარა.
ამოსწყვიტეს და დახოცეს, ვინ ზეით გამომიარა.
561
უწინ მოსვლას ყაენისას, ვსთქვი თუ, ომსა შეუძლებდით,
აქ გასინჯეთ თუ ვიკვეხდი, ან სიტყვასა ცუდად ვდებდი!
გალახულთ და ამოწყვეტილთ მარტო კახთ ქნეს, ვინ სხვა ჰკვდებით?
ყველა განვლით ამ სოფელსა, თქვენც სახელსა ეძიებდით!
562
აივსნეს სრულად ლაშქარნი საჭურჭლე, ცხენ-აქლემითა,
მეტყოდეს: «შებმა კარგად ჰქენ ჯარითა შენ აქ ლემითა».
სხვა არ ვინდომე მის მეტი, სარდლის კარავი ჰემითა,
სრულ მისის გაწყობილობით ვერავინ დაეჩემითა.
563
მიუვიდა ეს ამბავი, საცა იყო ყაენს მყოფსა:
ამოსწყვიტა სრულ ლაშქარნი, თეიმურაზ შუა ჰყოფსა,
ხმალი ბასრი, მძიმე ლახტი, უფროს მახვილს შუბსა ჰყოფსა,
თუ გაგზავნი სხვას ლაშქარსა, კიდევ ხმალსა ხელს მიჰყოფსა.
564
გაგულისდა, წამოვიდა მასვე წამსა გულ-მესისხლე,
თქვა, თუ: «ჩემთვის, მისო ხორცი, ივაშლე და გინა ისხლე,
თეიმურაზ, თეიმურაზ, კახთა ჯარი აწ გაისხლე!»
ჰე, შააბაზ, გაგიჩნდება ყიზილბაშნი ვით ისისხლე.
565
რა მოვიდა, განჯას აქეთ გამოსცილდა, დაგვახლოვდა,
ვინც შეიძლო, აიყარა, წამოვიდა, მუხლ-მალოვდა.
ვინც იქ დარჩეს საბრალონი, თავთა, შვილთა მათთა გლოვდა.
ამოსწყვიტნა სამესისხლოდ, აჰყარა და დაბოლოვდა.
566
კიდევ ბევრი გადაურჩათ, ფეიქარხანს მიაბარა.
კვლავ ქართლზედა დაუთხანის-შვილი ბაგრატ, ვსთქვა, ა ბარა.
ორთავ ჩემის მტერობისა საქმე იმან დაუბარა.
თვით გაბრუნდა თავის გზასა, ჩემი იყო ვით უბარა.
მეორეთ მეფის თეიმურაზისაგან იმერეთს გადასვლა
[edit]
567
წამოვედით იმერეთსა, ისრევ ჩვენსა სახიზარსა,
ჩვენად ღონედ იგივ გვქონდა, ვით ჭურს ქონი სახიზარსა.
მეფეც წინა მოგვეგების, ჩვენს მისვლასა არ იზარსა.
რა მივიდით, შევისვენით, ვით ქორი ჯდის სახიზარსა.
568
რა დავჰყავით ხანი რამე, სასყიდელი დაგვიძვირდა,
ვერ ვიშოვნით დიდის ფასით, ნახევრად რომ არა ღირდა.
ხვანთქარს ელჩი გაუგზავნე და ფეშქაში, მნახავთ ჰკვირდა.
მას ებოძა სანჯახები, კიდევ სხვასაც ბევრს დაგვპირდა.
569
აქ გასინჯეთ იმერეთსა სასყიდლისა დაძვირება!
ვეღარ გავსძლეთ უღომობა, გურიისკენ ვიწყეთ რება.
რა მივედით, მუნ მამია გურიელი იფერება,
რაცა ჰქონდა, არა შურდა, ხელს გვიწყობდა, იფერება.
აქა გურიიდამ საათაბაგოს მისვლა და იქიდამ ხვანთქართან წასვლა, ოლთის ამირგუნახანისაგან დედოფლის თავს დასხმა და ჯორჯაძის, დედოფლის სახლთუხუცესისაგან, გამარჯვება მათზედა. უყურეთ განგებასა მოსამართლისას თუ რას მცირედის კაცით გაიმარჯვა
[edit]
570
მივედით ოლთისს, დავჰყარეთ მუნ დედოფალი ქალებით,
დიდროვანთ კაცთა ჯალაბნი დედამთილ-პატარძალებით,
წყნარნი, მშვიდნი და ტურფანი, საქციელ-განაკრძალებით.
ნოდარ დავაგდეთ სახლისა გამგებლად, გულით სალებით.
571
დედოფალი ოლთისს იდგა და ვინც ახლდეს ბანოვანნი,
თუმც ღარიბად ვის ვეგონეთ, მაგრამ არ გვყვეს უმცნობანნი,
ტურფანი და დარჩეულნი, ლამაზნი და არ სადავნნი,
მლოცავნი და ღვთის მოშიშნი, ცუდის საქმით არსად ავნნი.
572
ესე ყველაი შააბაზს მიესმა მართ დასტურობით,
ერევანს ამირგუნახანს მოსწერა მანაშურობით:
«იქ თეიმურაზ არ არის, მიუსწარ მტრად, არ სტუმრობით,
ქალები ვერ შეგებმიან, ვერც დაგხვდენ კაის პურობით».
573
ესე ჟამი ზამთრის იყო, ჩვენ იმედი თოვლის გვქონდა,
ერევანს და ოლთისს შუა მთებს შეჰკრავსო, ვთქვით ოღონ და.
ჩვენ ამისსა მოიმედეს არც სრულ გული შეგვიღონდა,
მაგრამ თოვლის გასათხარათ ნიჩაბი თურ თან მოჰქონდა.
574
გარდმოთხარა, სადაც დახვდა თოვლი ცხენთა დასაყენად,
მაგრამ ღმერთი მათვე შეიქს მხიარულთა მოსაწყენად.
უყურეთ თუ, ვითარ ხვდება მათ ჩემი ყმა სისხლთა მდენად,
მოგახსენებ ამ ამბავთა, ყური უგდე შენ მოსმენად.
575
დედოფალს სიზმარ ჩვენებით ენახა რაც იქნებოდა,
დაბლა ქალაქით ციხეში მას ასვლა მონებებოდა,
ვინც ახლდა, თან აეტანა, არვისთვის დაენებოდა,
ვაი, რომ იქ არ ვიყვენით, სცნობდით თუ რა ევნებოდა.
576
ნოდარ იყო სახლთუხუცეს დედოფლისა, განა ჩემი,
მისანდო და გულითადი, არ თუ ცუდი განაჩემი.
მართალია ეს ამბავი, ნუ გგონია განაჩემი,
იმასა მწვეთ გაემარჯვა, იგინი ქმნა განაჩემი.
577
გამარჯვებოდა მას ასრე, მათ მიჰყოლოდა კარამდი,
ურიათ ჯარიც შველობდეს იგ რაბანანი კარამდი;
კვლა ზოგნი წინ გარდაუდგეს, გზა უკვე განაკარამდი,
შუბი ვინ ნახის, გარდვარდის მისვლამდის, მინაკარამდი.
578
შვიდასი მოყმე ჯიღითა და მარქაფებით თან ჩამყვა.
რა მიველ, იბრაიმ სულთან ყიზილბაშთ ბრძოლად არ ამყვა,
სხვის ქვეყნისაკე ლაშქრობდა, მაღალი დაბლა არ დამყვა.
გამოვბრუნდი და წამოველ, რაც ჩამყვა, თანავ გამამაყვა.
579
მიბოძა, საათაბაგოს რაც მაშინ მისთვის ხასობდა:
გონია, ყარაისარი, სხვა სანჯახები ასობდა;
სხვა საბოძვარი ხალათი, თქვეს თუ, ძლივ დაიფასობდა.
მაგრამ კახთ კახეთის გაყრა გულსა ლახვარსა ასობდა.
580
წამოველ, გზაზედ ჯალალი შვიდჯერ შემებნეს ერთს დღესა,
შვიდჯერვე მე გამემარჯვა, ვამგზავსე ცუდს მებეგრესა,
ვერც ყმა დამაკლეს და ოდენ ვერცავინ დამიკოდესა,
თუცა მოეგდოთ კარები, იმათვე მალ გააღესა.
581
მივედით ოლთისს, დაგვიხვდენ უჭირვლად ყოვლი საყოლი,
იქიც უნებლივ მოვიდეს სულ ჯარი ჩემი თანმყოლი,
გახარებულნი მადლობდეს, თქვეს: «მოგვყვა აქათ წამყოლი».
ადიდეს ქრისტე მოქენეთ, მსმენელთა მალ ჩამამყოლი.
582
რა მოვედით, კახთა გული არ დასჯერდა სანჯახებსა,
ემდუროდეს ამ სოფელსა: «აქა-იქი გვაჯახებსა,
ჩვენ კახეთს ვართ ლხინ-ნაჩვევნი, რას ხელსა ვჰყრით ჯავახებსა?»
გულდიდობა ძირად მოუთქს, ეს ასრე სჭირს ჩემს კახებსა.
583
წამოვედით, ოლთისიდამ, ჩამოვედით გონიასა,
კიდევ ბევრი ყმა მიახლა, ნუ ეჭვ ოთხმოცს, გონ იასა,
რუსეთისკენ გავემზადე, ეს რა მოსაგონია, სა?
შავს ზღვაშიგან ნავში ჯდომა დიდად დასაღონიასა.
584
ამ ხანშიგან ბაგრატ მეფე სომხითს მოკვდა, გარდიცვალა,
ვით თავს ვინმე შემომავლო, ასრე ვითა მენაცვალა,
მოურავმან ქართველთ კითხვით ჩემი ჯობნა მან გაცვალა,
მემსახურა უსაზომოდ, ვა სოფელმან არ გვაცალა.
აქა ყაენმა მოურავს და ზურაბ ერისთავს ბაგრატის შვილი სვიმონ და ყარჩიხან და უსუფხან გამოატანა: კახთ ყათლავი უყაო და ქართველნი აჰყარე და აქ ჩამამისხიო. და განგებამა და უსამრთლოდ ქვეყნის ამოწყვეტის მდომებამ რა მოახდინა ისიც ისმინეთ, და ყური მიუპყართ, სიტყვის მსმენელნო
[edit]
585
ყაენმა სთქვა მოურავსა: «გული მართლა მე დამყარე,
წადი, კახნი ამოსწყვიტე და ქართველნი ამიყარე;
კახთა ცოცხალს ნუ დაარჩენ და ქართველნი აქ მოყარე,
მე ამისი აღვირი მიც, შენ გენუკავ ეს წამყარე.
586
პატარას სვიმონს გაგატან, ვითამ ქართლსა დაიპყრობდეს
ჩემს შვილის-შვილს ყორჩიბაშის ქალს მივსცემ და მე მოყრობდეს;
ყარჩიხან და უსუფხანცა თან გაახლო, ვინ აზრობდეს,
ამ მიზეზით ვერას მიხვდენ, თქვან: «ესენი მათ მაყრობდეს».
587
დაასკვნეს და გამოგზავნეს ამ მიზეზით სულ ესენი.
აწ უყურეთ მოურავსა, ვით შეჰყაროს მძიმე სენი!
ზურაბს თურმე იქივ უთხრა: «ვერ სჭვრეტ არის რის მთესენი?
მე სხვა რამე გამიგია, ხმალი აქავ მოლესენი».
588
რა მოვიდნენ ამ ჯარითა, თქვეს თუ: «ბევრი მაყარია».
მაგრამ სიტყვით დაამაშეს, ეს საწყენი არ არია.
კახნი მუხრანს შეიყარნეს, ქართველებში არ არია.
უღალატეს, ამოსწყვიტეს, არ უთხარეს სამარია.
589
უთხრა თურმე მოურვმა: «ზურაბ, კარგად ყური მიგდე,
მტერობა და ამოწყვეტა მე ბოლომდის ვით დავიგდე?
– კახთა უყავ ყათლავიო, ქართველთზედა ცხენი იგდე –
რა ესენიც იქ ჩავგვარო, მაშინ ვისღა შეურიგდე?»
590
ზურაბს ეთქვა: «რას აპირებ, მითხარ, ბრძანე, გაამხილე,
საქნელია, თუ არა ვჰქნა, ჩემი საქმე მუნ იხილე,
მაშინ ჩემი სისხლი შესვი, ხორცი ზედან გაიხილე,
ხმალი ჩემი ბასრი არის, გაატყვიე, გამირბილე.
591
რასაც ვაპირებთ, ეს საქმე არ არის ჩვენგან საქნელი,
ამ სოფელს შემარცხვენელი და საუკუნოს დამნთქმელი,
მან დაგვატყუა, რად შეგვქნა, ჩვენ ჩვენის ხორცის ამქნელი,
დამამხობელი ქვეყნისა, ჩვენის ბოლოსა დამქნელი?»
592
«კახეთი ხომ ამოვსწყვიტეთ, კვლა ქართველნიც იქ ჩაგვაროთ,
მონასტერნი ავაოხრნეთ, შერცხვენილთა ვგვარის-ვგვაროთ,
მაგას ნუ ვიქთ ნურას საქმით, სხვაფერ რამე მოვაგვაროთ!
ჯერ ამ ლაშქარს უღალატოთ, მერმე მეფე აქ მოვგვაროთ».
593
ზურაბ უთხრა: «მართალია, მაგრამ რისთვის იქ არ მითხარ,
ცოლიც თანა მამეყვანა, ავმრჩეველი შენ ამით ხარ!
აწ რაღა ვჰქნა, ცოლის სირცხვილს თავს მადებ და სამარს მითხარ,
თვარემ ქართველთ სისხლს დავიდებ, არ ვიქნები გასაკითხარ!»
594
«მუნ ამისთვის არ გაცნობე, ცოლს თან არ გამოგატანდენ,
ვთქვი: თუ უთხრა და არა ქნას, ბოლოს რასთვის დავინანდენ?
იქ მივიყვან, საქართველოს წახდენაზედ ცრემლს დავადენ.
მე შვილს დავსთმობ ქვეყნისათვის, ამან ეს ყოს, იყოს აზდენ».
595
ტკბილის სიტყვითა ეხვეწა, თავს მას ადებდა ყველასა:
«საქართველოსთვის დაცასთმე, დამხსენ ღამესა ბნელასა!
ცოლს უკეთესსა გიშოვნი, ბატონისშვილსა ლელასა,
აქ მოვჰკლავ ხარჩიხახანსა, კახეთს ფეიქარ მელასა».
596
ზურაბ უთხრა: «შენ შვილს დასთმობ, მეც მოვითმენ ქართლისათვინ,
მაგრამ როგორ გაარიგებ, თქვი მართალი შენ ღვთისათვინ!»
უთხრა: «ზურაბ, შენგან მიკვირს, ეგ მიბრძანე მე რისათვინ?
გამიგონე, ყური მიგდე, ტკბილი გითხრა მწარისათვინ».
აქა მოურავისა და ზურაბისაგან ყარჩიხანისა და უსუფხანის ღალატის გამორჩევა. ქართველთ განდობა, ანდუყაფარ ამილახორის დაჭერა. ნახეთ, თუ როგორი გამარჯვება მოჰხდების და რას ძნელს განსაცდელს მორჩებიან კახნი და ქართველნი მოწყალის ძალითა და შეწევნითა
[edit]
597
«ასრე ვჰქნათ, უთხრათ ქართველთა, რაცა ჩვენ დაგვბარებია,
ვაფიცოთ ღვთით, რომ არა ქნან საქმენი საზარებია;
ანდუყფარ კი შევიპყრათ, უთხრათ: შენ არშას ებია!
ქართველთ რისხვისა ღრუბელი შეუქნათ ღვთით დარებია.
598
მე ლაშქარშიგან ვიქნები მარტო ოთხისა მოყმითა,
ვერას იაზრებს საქმესა, რა სუბათ მნახავს ამითა.
როს პაემანი დაგიდვა, თქვენ მოდით შუაღამითა,
ღმერთმან მას მისცეს, მოხვიდეთ, გავჰხადო რას სიამითა».
599
სულ ქართველნი შეიფიცეს, რა ეს საქმე დააპირეს,
ანდუყაფარ არაგვზედა შეიყვანეს, დაიჭირეს.
მოურავი ლაშქარშიგან იყო, მათცა მუნით ირეს.
აწ უყურე მას ლომგულსა და ოთხთ მოყმეთ ვით იგმირეს!
600
პაატა ხერხეულიძე, ავთანდილ ძითა თვისითა,
ელია დიასამიძე, პაპუნა ვაშაყისითა, –
ოთხის კაცითა ესე ქნა, რას ეჭვ იქმოდა ასითა!
ამის მქნელს კაცსა სხვა ვინმე ვით შეუდარი ფასითა?!
601
მოურავი მასთან დადგა, ზურაბ ქართველთ წინ წაუძღვა,
მიახლოვდეს ლაშქარს, შავად იდგეს, ჰკვირდათ: ვით არს უ ზღვა?
ღვთით გვგონია მცირეთა ვსძლოთ, დრო მოვიდა კახთ სისხლთ მოზღვა.
რა ამათი ხმა შეიგნა, ყარჩიხახანს უწყო დაღვა.
602
გაიგონეს ყიზილბაშთა მათ კიჟინა ქართველების,
უთხრა: «ჰკადრეთ მოურავსა, ეს ხმა მასცა ეყურების?
თეიმურაზს გონიიდამ ასრე მალ ვით მოესვლების?»
მიუბრუნა მოციქული: «უთხარ, ასერ გიახლების».
603
მოურავი შეკაზმული მივა ოთხის ცხენოსნითა,
რა მოვიდა სარდალთანა, შემოსძახა მან კვნესითა,
უთხრა: «მითხარ რა ხმა არის, ან ამ საქმეს ვით დამხსნითა?»
ჰკადრა: «არის თეიმურაზ, არ გვეხსნების არას ხსნითა».
604
შეერია რა ლაშქარი, მან შესძახა ყარჩიხანსა,
შუბი ჰკრა და მუნვე მოკლა, ჯარს ასმენდა მუნ ჩახანსა;
გულს დაასო სამესისხლოდ, არ თუ ცოტად ხორცსა ფხანსა,
გააქცივნა მან ლაშქარნი, არ აყოვნებს მუნვე ხანსა.
605
იმის შვილსა მოურავის შვილმა უყო საქმე ესევ:
«მამაჩემმა მამაშენი მოკლა, მე შენ სხვას არ გისევ,
საქართველოს ამოწყვეტის მდომნო, ბევრის ავის მთესევ!»
მანცა შუბი ძალიანი ჰკრა, შესძახა: «მაგრა ესევ».
606
ხმალს ქვეშ დაავლეს, ლაშქარნი აივსნეს საშოვარითა,
უკან მისძახდეს მეოტთა: «თუ აქეთ გაიარითა,
კიდევ უარეს დაგმართებთ სიცოცხლე გასამწარითა,
მიდით, შააბაზს შესჩივლეთ, მალ ყაზმინს ჩაუსწარითა».
აქა ეს ომი რომ გარდასწყვიტეს, ფეიქარხანზედ წავიდნენ; ბატონისშვილი ლელა უნდოდათ ეშოვნათ, მეფის ლუარსაბის და, ზურაბისათვის შეერთოთ. ვეღარ მიუსწრეს და ბარდამდინ სდივეს, და მრავალი ქვეყანა მოარბიეს, და დიდად გამარჯვებულნი და ნაშოვარით სავსენი შემოიქცეს ქართლად
[edit]
607
რა ეს ომი გაათავეს, გამობრუნდეს ლომნი მხნედა,
ფეიქარხანს, კახეთს მდგომსა, მსწრაფლ მიუხდეს იმას ზედა;
ადრე ეგრძნათ, გასწრობოდეს, ვერ მიუსწრეს, დარჩეს ქვედა,
ზურაბს იგი ვერ უშოვნეს, ფეიქარხანს ვინ ჰყვა მზედა.
608
ვერ მიუსწრეს ფეიქარხანს, უკან სდივეს ბარდამდისა,
მოარბივეს არაზს აქათ, მოსრეს, თქვიან: «სისხლი გვდისა».
მათ მტერობა ყაენისა თავს დაიდვეს მარადისა,
თავი კარგად მოიხმარეს, ვერ სცოცხლებდენ აქამდისა.
609
ესე საქმე მოურავმა უცხო ქნა დ ა საკვირვალი,
ვით შემართა ამ საქმესა, არის თუცა გულად რვალი!
ეს ყველასგან უძნელეა, სხვა სახელიც ქნა მრავალი,
უსაცილოდ მართალია, არ ტყუილი, არ საკრძალი!
610
სახელისთვის მათ ცოლ-შვილი ორთავ დასთმეს, ეს იცოდეთ!
ვინ არ მიჰყვეთ მათ საქმესა, არ იცით რომ დიდად სცოდეთ?
რჯულისა და ქვეყნისათვის რა იქნების, რასაც ჰყოფდეთ?
აწც ეს ქენით, ქართველებო, ანდერძსავით შვილს ეტყოდეთ.
აქა მოურავმა და ზურაბ ქართველთ მეფე თეიმურაზ ჩამოიყვანეს გონიიდამე და ქართლი და კახეთი ორივ დააჭერინეს, გააბატონეს და დაემორჩილნეს, და მოურავმა მრავალი სახელმწიფო იარაღი ოქროსა და ვერცხლისა და კარავ-ორხოვანი და ბედაურნი ცხენი უძღვნა
[edit]
611
გარდაწყვიტეს რა ეს საქმე, გამოგზავნეს ჩემთან კაცი,
მობძანდიო, გვიპატრონე ჩვენ ლომებსა, არ ვართ ვაცი;
ჩვენ მოგართვათ სალარო და საჭურჭლენი, თქვენ კი გასცი.
მოგვივიდა ღვთის წყალობა გახარება ხელ-სატკაცი.
612
წამოვედით მხიარულნი, რუსეთს წასვლა მოიშალა,
დედოფლიან ქალებითა თმა გიშერი ჩაიშალა,
დაკაზმულნი განჩვენებით ტანსაცმელი არ იშალა,
ჩვენ ვიმღერდით ბულბულთაებრ, მაისს ვარდი გაეშალა.
613
მიველ მცხეთას, მამილოცეს, ღმერთს ვმადლობდი, მან მაღირსა.
მათ მომართვეს ბევრი რამე, თქვიან: «ქართლად ესეც ღირსა».
მერმე მითხრეს: «მიგვისივე, ვინ სამტეროდ ხმალს გაღირსა».
არ იქადდენ ცუდკაცურად, ათავებენ დანაპირსა.
614
შემომფიცეს დიდებულთა, თავადთა და გინდ მომცროთა:
«შენის მეტი, ხელმწიფეო, არ გვინდოდეს ჩვენ შენს დროთა,
ვირე გჭვრეტდეთ შენ ცოცხალსა პირად მზესა, ტანად ზროთა,
ჩვენი თავი მტერთა ზედა ვამსახუროთ დასაზროთა».
615
დავიჭირე ორივ ტახტი სამეფო და ქვეყნის გარე,
უთხარ სოფელს: მუხანათო, გამითავე, მოდი ბარე!
ხან სიმაღლე, ხან სიდაბლე, ეს ზნედა გჭირს მოსაგვარე,
ახლა ყველა დამავიწყე, რაც წამართვი, რაც წამგვარე!
616
გამოვიდა ხანი რამე სიმდიდრეს და სიხარულში,
ლხინს, ნადიმს და გახარებას, მოსვენებას, ძილს რამ რულში,
ბურთობას და ნადირობას, აქა-იქი სიარულში.
ჩვენ კაცისა შეპოება რასა ჰქვიან გვქონდა გულში?
აქა შააბაზ ყაენისაგან ისახან ყორჩიბაშის გამოგზავნა სულ ყიზილბაშის ლაშქრითა და ბევრის ხანებით. ალგეთზედ მარაბდის თავს შეებნეს ქართველნი თვესა ივნისსა, და ორგნითვე მრავალი ჯარი დაიხოცა და ამოსწყდა, და ბოლოს ყიზილბათშ გაემარჯვა
[edit]
617
მაგრამ კიდევ ჩვენ შააბაზ არ დაგვიშვრა მტერობითა,
ამ ყოფაზედ ყორჩიბაში ჩვენ მოგვიხდა მოსწრობითა,
სრულ ერანი შეეყარა სოფლებიან მას ობითა,
გაუჩნდების აწ შუბებსა, თუ არ გატყდეს დასობითა.
618
ის მოვიდა ალგეთზედა, ჩვენ ავედით ტაბახმელას,
მე გიამბობ, თუ მომისმენ, ომის საქმეს საქებელას;
მოდი, დაჯექ, გაიგონე, ახლო გიდგამ მაღალ სელას,
რაც არჩივა ათაბაგმა, ქართველთ და კახთ გეტყვი ყველას.
აქა დავით ასლანისშვილისა და აღათანგის ხერხეულიძის ყარაულად დაყენება, რომელნი იყვნენ კაცნი მეომარნი, ორთავ თვითო თვალი აკლდა, მაგრამ გულსრულად და მხნე-კაცად იბრძოდეს, და ორნივე ამ ომში დაიხოცნენ მეწინაეში მისვლითა
[edit]
619
დავითსა და აღათანგის ორთავ აკლდა თვითო თვალი,
ყარაულად იგინი გვყვეს, რა ჭკვა იყო, თქვი მართალი?
შემოსთვალეს: «თუ არ მოხვალთ, ჩვენ შევებმით, არ ვართ მთვრალი».
არ გიკვირსთ, რომ დავიჯერეთ ნახევარზედ დანათვალი?
620
აღათანგის ყორნელთა და დავითს ეთქვა გლდანელებით,
«შევებნეთო, რა გგონიათ, სიმრავლე აქვთ აქლემებით!»
დაეხოცათ მათ თათრები, გამოგზავნეს მკვდარ დილებით,
წამოდითო თქვენ ამათგან დაკოდილთა სადილებით.
621
შეიქნა რჩევა ომისა, იქ შებმისა და მოცდისა,
კაცსა მხნესა და ჯაბანსა დღე ამისთანა დასცდისა.
ზოგთა უცდურად არჩიეს და ზოგისა კი დასცდისა,
ზენა არს გამმარჯვებელი, თვარემ კაცთ რჩევა მოსცდისა.
რჩევა მოურავის გიორგისა სააკაძე შიოშის-შვილისა
[edit]
622
მოურავმა თქვა: «დრო არის მართლის თქმა ხანდახანისა,
გეტყვი, კახნო და ქართველნო, ხან ესე ვსთქვათ და ხან ისა,
მაგრამ იცით ხომ, ყაენთან ვარ დამყოფელი ხანისა,
სრულ ერანს გამოგზავნიდა, იქ არ დამჭერი ხანისა.
623
ქვეითობა იქ არ ვარგა სიცხეა და მისჭირდება,
ღმერთმან ნუ ქნას, დაგვიმარცხდეს, სრულ ერთპირად ამოსწყდება.
მართლის თქმა სჯობს ტყუილისას, ცუდი არის მიდ-მოდება,
ეს არ სჯობდეს, დაისწავლეთ, რჩევა ნურვის დაგვიწყდება.
624
მე ამას ვარჩევ, მინდორად ნუ ჩავალთ, ნუ შევებმითა,
ჩვენს აქ დგომასა ვერ სცნობენ, თუ აწვე არ წავებმითა;
ქალაქს შემოვლენ თავწვრილად, აქ დაგხვდეთ, შევიქთ ვნებითა,
მე ეს მითქვამს და აწ თქვენ თქვით, თუ იქ ომს არ ეშვებითა».
რჩევა ზურაბ არაგვის-ერისთავისა, ნუგზარის შვილისა
[edit]
625
ზურაბ უთხრა: «კარგად ბძანე, თუ იქ ხანი არ დაჰყოვნოს,
მაგრამ იცით მათი საქმე, ხანგრძლივ დგომამ ვერ აღონოს,
არ მოვიდენ სიმაგრეთა, ჭკუა მათი მოგვეწონოს,
ეგ არ მინდა, თუღუნითა მინდვრად უკან არ მედევნოს».
რჩევა ბარათასი ბარათაშვილისა, რომელი იყო ბარათიანთ სარდალი
[edit]
626
ბარათა ბარათაშვილი მეწინავეთა სარდალი,
კარგ სარდლად იმას აქებდეს, მტერს მალ შეაქმნის ბანდალი:
«შეყრილის საქართველოსა ყოვნა არს არ სამართალი,
აქა-იქ დაგვეფანტვიან». უქეს: «ამან თქვა მართალი».
რჩევა მუხრანის ბატონის თეიმურაზისა და მისის ძმის ქაიხოსროსი და იესე ქსნის-ერისთავისა
[edit]
627
თეიმურაზ, ქაიხოსრომ, ორთავ ძმებმა მუხრანს მჯდომთა,
კვლა იესე ერისთავმან, სხვათ ქართველთა ომის მდომთა:
«თუ შეგვაბამთ, შეგვაბითო, რას ხელსა გვხდით აქა მდგომთა?
დროა დასდგეთ ერთს რჩევაზედ, თვარემ წავალთ ჩვენ სადგომთა!»
რჩევა ბაადურ ციცისშვილისა, და იქ გულოვნად შეიბა და მათვე შეაკვდა
[edit]
628
ბაადურ თქვა ციცისშვილმან, ამ რჩევაზედ არ დაჭმუნდა:
«ჟამი არის მუნ სიცხისა, მზემ ჰაერი დააბუნდა,
დაგვიმარცხდეს ქვეითობა, სადღა მორჩეს, თქმა არ უნდა,
თუ ამოსწყდეს გლეხიკაცი, საქართველო დაძაბუნდა».
რჩევა კახთ საბატიოს კაცთა და დარბაისელთა
[edit]
629
კახნი მუნ ომსა ისწრაფდეს, უფროსი ჯავრიც ახსონდა,
თქვეს: «მათ იქიდამ რა დასძრავს, ვნახეთ ზახირი მოჰქონდა;
ორჯელ გალახულს თათრებსა საომრად ვინ შეუღონდა?
დილას შევებნეთ სიგრილით, ამას სხვა რჩევა არ უნდა».
630
კახთა არჩივეს ერთპირად, შებმა და მათი ომია,
თქვეს: «არსად წავლენ მუნითგან, ეს ადვილ მისახდომია;
ორჯელ გალახულთ შევებნეთ, ვინცა ხართ ომის მნდომია,
ზოგთა გვწადს ომი ახალი, ზოგს ბევრი გარდაგვხდომია».
რჩევა მანუჩარ ათაბაგისა და მესხთ დარბაისელთა
[edit]
631
თვით ათაბაგი მანუჩარ, ურუმთა გამოძებული,
ჩემთან მობრძანდა იმ ხანად ომ-ნახულ, სახელდებული,
ამ დღეებზედა ნაქები, მრავალჯერ გამარჯვებული,
სამასის მოყმით, არ ბევრით, რაც ახლდა მისებრ ქებული.
632
მოახსენეს ათაბაგსა: «რად არ ბრძანებ უმჯობესსა?
თქვენგან უფრო ნაომარი არვინ არის ჩვენში დღესა!»
მან უბძანა: «კარგად არჩევთ, მე რას ვიტყვი უკეთესა,
მაგრამ ძველად ნათქვამია, ომი სამზღვარს მესამზღვრესა.
633
მერმე არის ორი რაზმი, დაახლოვდეს ერთმანერთზედ,
ვინც მოუხდეს მეორესა არ ყოვნებით იმავ დღეზედ,
მისი ჯარი გათამამდეს, მდგომთა დადგეს ძლივღა ფეხზედ.
ხანგრძლივ რჩევა ცუდი არის, გამარჯვება არის ღმერთზედ».
რჩევა კახთა და ქართველთა ვაჟკაცებისა და ომისა წადილი
[edit]
634
ვაჟკაცები ისწრაფოდეს, თითქმის კბილთა იმსხვრევდიან:
«ჰე, რად ჰყოვნით მათზედ მისვლას, ისინი აქ არ მოდიან;
მეფის მზემა, უსაცილოდ ჩვენგან იმათ სისხლნი სდიან,
მინდვრადა სჯობს ომი ცხენზედ, სიმაგრეში რასა ჰქვიან?»
635
ამ რჩევაზედ ბარათიანთ წასვლის ეჭვი შეგვივიდა,
არ ჭორად თქვეს ეს ამბავი, მედასტურე მოგვივიდა.
თქვეს თუ: «ღვთის მადლს ამ ჯარშიგა არამც ეს ხმა გაგვივიდა,
ამად გვიჯობს ადრე შებმა, თუ ესენი წაგვივიდა».
636
დავასკვნეთ ომი ალგეთზედ, მივმართეთ გულით მაგართა,
კაცთა სამების უცნობთა, მაჰმადიანთა, აგართა;
ჩვენ ვეზიარნეთ ქრისტესა ხორც-სისხლსა, მისთა ამართა,
რისხვით მოგვხედნა მოწყალემ, იგ დაცემულნი აღმართა.
637
ავიყარენით, რა მზემა მწუხრად ქმნა დანასულობა,
დავდევით ქრისტეს რჯულზედა ჩვენი ხორცი და სულობა
მხიარულად და თამამად, რას ჰქვიან დანასულობა?!
აწ გამოჩნდების მოყმეთა სიმხნისა მათ ლომ-გულობა.
638
დღისით ჩავლევით ავი გზა, ღამე ჩავედით ვაკესა,
ცოტას ხანს შემოვიცადეთ, არ თუ ყანები დამკესა,
კახნი ამბობდეს: «ვიაროთ, მოუხდეთ ფურებს მაკესა!»
რაზმი დავაწყვეთ, ვიარეთ, მეთოფემ ტალი დაკვესა.
639
რა ღამეს ბნელსა ნათელმან მომართა, ამან დარიდა,
მზე რა უღრუბლოდ აღმოჰხდა, ქვეყნად მოჰფინა დარი და,
ამ დღეს მოყმესა, მამაცსა სხვას ზნით ვინ შევადარი და?
არ სხვას ზნეობის დრო არის, ჟამი არს საომარი და!
640
გათენდა და დავინახეთ ერთმანერთი მუნ შორიდამ,
დავაწყევით ორთავ რაზმი, ჩვენ აქათ და მათ იქიდამ.
მათი იდგა თვალუწდომი, სიმრავლე სჭირს მათ გვარიდამ,
მაგრამ ვერც სულ დაგვაღონა სიბევრისა ჩვენ არიდამ.
641
მან თურე ასრე გააწყო მეთოფე თოხანიანად,
ჯერ ზარბაზნები გარშემო მიმართა არაბიანად,
მას ქვეშ მუხლ-მჯდომი მეთოფე, მეორე ზედე დგიანად,
მესამე ცხენოსანია, მეოთხე აქლემიანად.
642
მივახლოვდით, კომლისაგან მზე დაბნელდა, ჰაერიცა,
ჰგვანდა, თუცა ჩამოვარდა ცა ქვეყანად, ან დაიქცა;
მოწმენდილი მზისა შუქი ჩვენს წინ ღამედ გარდაიქცა,
ვირემ კვამლი არ განქარდა, მათკე ვერვინ ვერ გაიქცა.
643
რა განქარდა თოფის კვამლი, შეუტიეთ ერთპირობით,
გულსრულად და ჯავრიანად, ვინ ვის წინა წაუსწრობდით,
ვჰხოცდით, ვლეწდით, ჩამოვჰყრიდით, არ ცოცხალთა შევიპყრობდით,
არ მოსწრობდა შაბანდახან, სულ გაწყვეტას უპირობდით.
644
გავაქცივეთ დიდი რაზმი, ის მოგვიხდა აწ მოგანეთ,
მათს ურდოსა გავაცილვეთ, მოსვლა ერთხან შევანანეთ;
უკან ჩვენს რაზმს თავრიზელთა უწყეს ცემა, დიდად მავნეთ,
გაგვიქციეს უკან ჯარი, დაიზახნეს «გაათავნეთ».
645
ამასზედა «თეიმურაზ, – ვინ მუხრანსა ბატონობდა –,
მოკლეს» თურე დაიზახეს. ზოგი კაცი ჩემსა სცნობდა,
გამობრუნდეს, უფრო ამით გულსა სალსა დამიდნობდა,
გამარჯვების სიხარული აღარ ჩვენთვის დაბდაბ-ნობდა.
646
ორისავე პაატასი თქვეს, თუ მოვა მოციქულად,
ასრე ჯარსა წინ მოგვიძღვნენ, დაიჯერე უსაცილად.
გაათავეს თვისი თქმული, სადგომსვე თქვეს დაქადილად,
ორნივ თოფით ჩამოყარეს, სიცოცხლე აქვს არ სიკვდილად.
647
ქვეითობა ურდოშიგა ალაფობდეს, იტვირთოდეს,
მათ, გლახ, თურე ის ეგონათ, მარტყოფს შოეს ლარნი ოდეს.
დაგვიმარცხდა, გამარჯვებულთ მართ სრულ ვითმე მოისროდეს,
სიცხისაგან ძალწართმულნი, ისარს ვეღარ მოისროდეს.
648
კვლავ მოისრნეს დიდებულნი ქართველნი და კახნი ბევრი,
აღათანგის სახლის კაცი შვიდი მოკვდა, კარგი ევრი,
სხვა ბაადურ ციცისშვილი, კახი დავით, გულად სვერი,
კიდევ ბევრი კარგი მოყმე დამიკაფნეს, ვითა ტევრი.
649
ჩოლაყაშვილი შვიდი და ცხრა კარგი მაჩაბელია,
სულ ვინ სთვლის აზნაურშვილთა, რაც მოკლეს, საქებელია;
სხვა ბევრი იპყრეს ცოცხალი, მოაბეს ყელს საბელია,
ძლივ მორჩა ალავერდელი, გარდაგდეს ხარჭაშნელია.
650
ათაბაგი ამირგუნხანს იმ დღეს შეხვდა ერევნისას,
შუბი პირველ გასტეხოდა, მინდობოდა ქნევას ხლმისას,
სამი, თურე, ზედისზედა შემოჰკრის და შესძახისას:
«ვარ მანუჩარ ათაბაგი, თავს არ ვფიცავ ყაენისას!»
651
მოურავმა იმ ომზედა მუზარადი არ დაიდგა,
თქვა: «რა მიცნას ყიზილბაშმა, ბრძოლად ახლოს ვინ მამიდგა?
თუ დავირქვა ანჩხაბერი, ვეღარ მიცნან, ვინც წინ მიდგა,
არ დამიშვრეს ხელი ცუდად, სანამ პირში სული მიდგა».
652
ზურაბ ადრე დაგვიკოდეს, თურე სისხლმან შეაწუხეს,
იმისმა ძმამ დათუნამა და ავთანდილ დაიქუხეს.
რაზმი განვლეს, უკან სდივეს მუნამდისი, სად დგა მუხეს,
ფრეწდეს მათსა საჭურველსა, ყოფილიყვნეს ვითამ უხეს.
653
თუ ჩემიც რამ მოგახსენო, მგონ არ ვიყავ უსუარი,
საკვეხურად ნუ ჩამიგდოთ, ამად თქმისა მაქვს უარი,
არა ვთქვა და, ისრე დარჩეს, აღარ იყოს მახსუარი, –
«რა უქნია თეიმურაზს» თქვან, რად არ თქვა ვით სა ვარი?
654
ამის მეტსა ვერას გეტყვი, რაცა მქონდა საომარი,
თუ ყველა არ დამემტვრიოს, ვიქნებიმცა მე ომარი,
შუბი, ხმალი, ლახტი გატყდა, მოვიხმარე კვლა ხანჯარი.
სომეხადმცა ჩაგიგდივარ, მათებრ ვიყო მეომარი.
655
მას დღეს მოკვდა ყიზილბაში ათოთხმეტი ათასიო,
ცხრა ათასი საქართველოს, ზურაბის ყმა ცხრაასიო;
მაშინდელთა დახოცილთა კაცთ ვითა ვთქვა საფასიო?
ამოგვწყვიტეს, მაგრამ კიდევ მინდა ვინმე მიუსიო.
656
რას ვაგრძელებ, დაგვიმარცხდა, და ღვთის რისხვა მოგვევლინა.
არ დაბრუნდეს ღვთის ბრძანება, ერთხელ თუ გამოევლინა.
მადლი მასვე, ადრე ხანად კიდევ მათზედ გაგვევლინა.
აწ უყურე ქსანზედ მოსულთ, თუცა რაზომ გარდავლინა!
აქა მოურავი გაბრუნდა მესამეს დღეს ნოსტიდამე. ლისს ქალაქისა და ციხის თათრები გამოვიდეს. ლისი რომ დაარბიეს, მოუხდა და მოურავს გაემარჯვა
[edit]
657
მოურავს ეთქვა: «ციხისა თათრები ლისს დამირბევენ,
ტყვეს წაასხამენ და სახლებსა ზოგს დასწვენ, ზოგს დააქცევენ;
არ უშველი, საბოლოოს თავს და შვილსა დამიწყევენ.
მივალ, ვნახავ მინბაშები მეთოფეებს რად მისევენ».
658
მესამეს დღეს ნოსტედამე ლისს გაბრუნდა, მიაშურა.
არ გიკვირს, რომ ამ დიდს ომსა ბრძოლისაგან არ დაუშვრა?
გარდახედა, ლისს არბევენ, ჯავრისაგან სისხლი უშრა.
რა გიჭირდეს, სიფიცხე სჯობს სიზანტესა, აჰა, მაშ რა?
659
დახოცა და გააქცივნა, კვლა მისდია ვერემდისა:
«რაც გიქნიათ, ის გეყოფისთ, მოვიდოდი ვირემდისა.
ასრე თქვენ ვით მიძაბუნეთ, კიდევ სული ამომდისა!
ყორჩიბაშმა გამაქცია, ციხის კაცნო, თქვენ რა გრჯისა?!»
აქა ყორჩიბაშმა ანდუყაფარ ამილახორის ცოლის გამოსაყვანად არშიდამ ზურაბს საფიცარი სთხოვა და მისცა საფიცარი: ქალი მოგცე და არცა რა ჩემს მამულში ლაშქარს დაუმარცხდესო და მოის ჩემს მამულზედ ნუ წამოვა ლაშქარი, ქსანზედ ჩამოიარონო. დასჯერდა ყორჩიბაში და გაგზავნა თორმეტიათასი კაცი. და როსტომ რომ ქართლს გაბატონდა, დაუთ, სვიმონ მეფის ძმისწული, მაშინ ხოსრო-მირზა ერქვა და ის უთავა. და აწ უყურეთ თუ რას ყოფით ჩამოივლიან
[edit]
660 როს შეიპყრეს ანდუყაფარ, ცოლიც არშას დაუტყოეს,
ყაენისგან მოცემული იყო, ამით შეიტყოეს;
ეს ლაშქარი ამით უფრო გამოგზავნა, ის იპოეს.
აწ დაუწყეს ლაპარაკი ზურაბის ძმებს, დაუყოეს.
661
შეუთვალა ყორჩიბაშმა ზურაბსა და მისსა ძმებსა:
«რად არ იცით შეპყრობილსა ხანუმს ყაენი ეძებსა?
თვით შვილისა-შვილი არის, ურჩევნია თავის ძებსა,
ეგ მომეცით, გავბრუნდები, თორემ ვერვინ გამაძებსა.
662
ფიცსა მოგცემ, შენს მამულსა მე ვაწყინო არა რამე,
თქვენც აგრევე შემომფიცეთ, საფიცარი მოგცე რა მე,
ჩემს ლაშქარსა თქვენს მამულში არა ევნოს თქვენიდამე,
მერმე დიდს ჯარს გამოვგზავნი, გამოვიყვან ციხიდამე».
663
რა მოსლოდათ ეს ამბავი, ეთქვათ: «კაი რჩევა არის».
მისცეს ამათ საფიცარი. თქვეს თუ: «ფიცად მგონივ კმარის,
ჩვენს მამულში არა ევნოს, მაგრა მოის გზა არ არის,
მოის ქსანზედ წამოვიდენ, შიში ნუ აქვთ ავის დარის».
664
გამოგზავნილთა არაგვი შევლეს, მივიდენ არშასა,
გიორგი არჩევს სხვას თათბირს და ერიდება არ შასა,
ისარს დაუწყებს სროლასა, თოფსა დაუძრავს მაშასა,
ხანებს დაუხოცს ყაენსა, ხონთქარს არც ერთსა ფაშასა.
665
მივიდა არშას ლაშქარი, გამოიყვანეს ხანუმი,
საგძალი არ შეიტანეს, ხან მწვარი ჭამეს, ხან უმი.
ავს დღეს შეასწრო გიორგიმ ქალი გამდელი, ხადუმი.
რა გამოსცილდეს ლომისას, ხმა არის მო დასადუმი.
666
გამოსცილდეს ლომისასა, უკან მოჰყვა მათ გიორგი.
გამოიქცნენ, არ უყურეს, რაც მოსდევდა უკან ბარგი;
მოჰხოცდეს და მოსძახოდეს: «წინ დამხდომნო, აწ ივარგი!
ეს სახელი მე მიქნია, ნუგზარის შვილს, ჩემთვის დარგი».
667
ეს ამად ქნეს, თუმცა ფიცი გასტეხოდათ ამათ არა,
მოსწეოდეს სხვის მამულში, დაეზახა იმათ არა.
ყიზილბაშთ ჭკვა დაეცდინათ, არ ხლებოდათ ი მათარა,
კარგად სჯობდა გაესინჯა, მოეხაზა, მოეთარა.
668
წინ დაუხვდა მოურვი და იასე, ქსნის მპყრობელი,
ქაიხოსრო, მუხრანისა ბატონია, ხლმის მსობელი,
ზურაბ, ქველი მეომარი და დათუნა საქებელი, –
წინ დაუხვდენ გამოქცეულთ, აწყევლინეს მათ მშობელი.
669
ჩაიყარეს ორთავ შუა უკან მამყოლთ, წინ დამხდომთა.
ყორჩიბაშსა ამ რჩევისთვის აგინებდეს ვერ მიმხდომთა:
«ცოცხალს რაღა მოგვარჩენდა, არშას ციხის ჩვენ მიმხდომთა?»
უფროს ჰხოცდეს მახვილითა, სხვათ აქა-იქ კლდეზედ მხლტომთა.
670
წასვლის ღონე აღარ ჰქონდათ, მათ მოეღოთ სულ ხელ-ფეხი,
გაურისხდათ შემოქმედი, მოევლინათ ზეცით მეხი,
ვეღარც ხმასა იღებდიან, არ ისმოდა მათგან ჭეხი,
ქარქაშიდამ მათს ისრებსა ართმევდიან, ჰქონდისთ ჩეხი.
671
წინ შეუკრეს ასრე გზები, არსით კარი გაეღება,
იგინი დგეს უჩუმარად, ამათ ხმა არ შეეღება;
სისხლთა მათთა მინადენთა სამ დღეს ქსანი შეეღება,
ცხენი, მათი საჭურველი ამათს სახლში შეიღება.
აქა ყორჩიბაში წავიდა და ბაგრატ მეფის, როსტომ მეფის ძმისწული, პატარა სვიმონ ქალაქს ციხეში დასვა საბატონოდ
[edit]
672
ამ საქმეებით გაბრუნდა, სვიმონ-ხან ქალაქს დააგდო,
სხვა ვერა გაარიგა რა, ვერცა ვინ სხვაგან გააგდო,
ქართველთ და კახთა დაჭერა მართ ისრევ ჩემზედ მააგდო,
ისევ დავიპყარ ორივე, სვიმონ ქვა ვეღარ ჩააგდო.
აქა შააბაზ ყაენის სიკვდილი და შასეფის ტახზედ დაჯდომა
[edit]
673
აწ გარდიცვალა შააბაზ, ჯოჯოხეთს დაიმკვიდრებსა,
მის მტერობისა ბორიოს სიკვდილი მომიმყუდრებსა,
მის შვილის-შვილსა შაჰ-სეფის იმის წილ ამიყუდებსა,
პირველ წყალობით მომხედა, ბოლოს კი გამიცუდებსა.
აქა მოურავისა და ზურაბის დაქიშპება და მოურავის უკუდგომა
[edit]
674
ასრე სჭირს საქართველოსას დიდებულთ, გინა მცირეთა,
აზვავდებიან, იტყვიან: «უჩემოთ ვინ იმღერეთა?»
დაბალს კაცს არ ახსენებენ, იტყვიან «დამიჭირეთა».
კაცი სჯობს საქმე კეთილი ანგაარ, მოგულძვირეთა.
675
ზურაბ და შიოშის-შვილი იყვნეს სიძე-ცოლის ძმანი,
გაეზარდა მოურავსა, ყოფილიყვნეს ვით მამანი.
აწ დაქიშპდეს უსაზომოდ, შუა დასდვეს მათ სამანი,
დაემტერნეს ერთმანერთსა, აღარ მისცეს წამსა მანი.
676
მოურავი უფროსობდა მასზედა და ქართვლთაზე,
თუ ეტყოდა, დასხდებოდენ, თვარ იდგნიან სულ ყველა ზე.
ქეშიკშიგაც უწვებოდეს თავითაც და სხვა შუაზე,
ვინც შესცოდის, ყველამ უთხრის: დაჰკარგეო, გალალა ზე.
677
მე ზურაბსა მოურავმა დამამოყვრა, გამიერთა,
თქვა: «უბოძეთ ზურაბს ქალი, გაიგონეთ სრულ ამერთა».
მოიყვანა, მუხლს მაკოცა და გამყარა იმიერთა.
მაშინდელთა იმათს საქმეს სულ ვერ დავსწერთ, ცუდათ ვსწერთა.
678
რას უშველა, გარდიკიდნენ, მე ზურაბსა მიმიყენა,
სულ ქართველნი შემომძარცვა, ერთიც აღარ მომიყენა;
ზურაბს უთხრა: «შინ წაბძანდი, ამ სიტყვასა ნუ მიწყენა».
პირველ იგი გაისტუმრა და მეც უკან წამიყენა.
679
მე ეს მითხრა: «ღმერთმან იცის, ქართლი მოგეც, ჩემი თავიც,
მაგრა რა ვჰქნა, არ განდომეს ჩემი თავი, მით ვარ ავიც;
მაგით თავსა ვერ მოვიკლავ, ან გულს დანა როგორ დავიც?
თქვენც წაბძანდი ზურაბთანა, იქიც მოვალ მითქვამს დავიც».
680
აღარ იყო გაცლის მეტი ღონე, სხვა რა მომეღონა?
გავეცალე ჯავრით სავსე, მისმა საქმემ დამაღონა.
მიველ დუშეთს ზურაბისას, იმანც თავი მომაწონა,
მითხრა: «ნახავ, ხელმწიფეო, მათ ყველაზე არ მოწონა?»
აქა მოურავმა იმერელთ მეფეს გიორგის შვილი სთხოვა ქართლს საბატონოდ. და მეფემ მამუკა ბოქაულთუხუცესი, ამილღაბარა აბაშიძე და ზემომხრის ლაშქარი მოსცა, და ათაბაგმა საფარფაშამაც ლაშქარი აშველა; და ქართველნიც მას ახლდენ, ზურაბ ერისთვისა და იოთამ ამილახორის მეტი. მოუხდა მოურავი და რაზმით შეიბნეს ბაზალეთს
[edit]
681
აწ დაუწყო მეფეს თხოვნა შვილს ქართლისა საბატონოდ,
აჰყვა მეფეც, დაიყოლა, ბრძანა, არ აქვს დასაღონოდ.
ათაბაგსაც ჯარი სთხოვა ქრთამით რასმე მოსაწონოდ,
ორთავ მოსცეს მას ლაშქარი ჩემად სამტროდ არ საყოვნოდ.
682
მოვიდა, დუშეთს მოგვიხდა, ქართველთ და სხვას ამ ჯარითა,
საკვდავად გამოგვიმეტა გულითა საომარითა.
უთხარ ზურაბს და ჩემს კახთა: «ერთს ომად თქვენცა ჰკმარითა,
მე ჩემი ქრისტე შემწედ მყავს, არ ვიბრძვი მე ომარითა».
683
ზურაბ თქვა და ერთპირ კახთა: «ვიცით, ღმერთი გვყავს მფარველად,
ყმას პატრონზედ გაემარჯოს, არ გვასმია ესე ძველად!
თქვენს წინ თავი სასიკვდილოდ დაგვიც, იდვას მძორი ველად,
ღმერთმან ქნას და სამართალმა, გაგემარჯოს ძოღანდელად».
684
ედიშამ თქვა: «ღვთის მადლს, კახნო, ეცადენით, მას ვინ მოხვდეთ,
საქართველოს ის როგორ რევს, სხვანი ეგრე როგორ წავხდეთ?!
თუ ვინ მოხვდეთ მამაცურად, კარგად გმართებს, რომ მას დახვდეთ,
თუ ცოცხალი გარდგვირჩება, კიდევ გაგვრჯის, უნდა ვახდეთ.
685
თუმც არიან უმრავლესნი, ეგრე დგიან ვითა ტევრი,
ღვთის წინაშე სწორი არის შავი ზღვა და ისერ ძევრი;
ბევრს ხუვილსა მოერევის, ჟამერთ გალეწს ერთი კევრი,
ერთმან სძლიოს ასეულსა, ორმან მოსრას ბევრის-ბევრი».
686
რა მოვიდენ, ბაზალეთსა დაუკიდეს მათ ცეცხლები,
ავი დარი დასცემოდა, დახუთოდათ მათ ხელები.
დავინახეთ, მსწრაფლ მივმართეთ ჩვენ სახლებსა ნათბილები,
შეჭურვილთა მეომართა ცხენი გვყვანდა ფიცხელები.
687
მე მახლდენ ქართლით ესენი: ზურაბ და ამილახორი,
ხან წამივიდის იოთამ, ხან დამრჩის მწვე ნამსახური,
ზნე-კეთილი და საჭვრეტლად სრულ კარგი, არ უსახური,
ხან ჯარით მახლდის, ხან ასრე, თუ შერჩის ორი მსახური.
688
მივედით, ორგნით შეიქნა შეტევა, შემოტივილი,
ხმის ბაიბური არ იყო, ზახილი, არცა კივილი.
დაუკოდველი ვერ მოვრჩით, იმ წამს არ იყო ტკივილი,
თუმც მაშინ ვერ შევიგნევით, მერმე შეგვექნა ჩივილი.
689
მოურავს რა დავენახე, შეჰბრალოდა ჩემი კახნი:
«ჩემი – ეთქვა – უღირსი ძმა, ამოსწყვიტნა მწიფით მკვახნი».
ღვთით ამათვე მუზარადნი დაუმსხვრიეს, ვითა კვახნი.
დახოცნეს და ხელთ დაიპყრეს, ის წავიდა ცუდ-მომკვახნი.
690
გოგორისშვილს დაუთბეგსა მისი კურტაკი ჩააცო,
თვისსავ ლურჯსა ცხენსა შესვა, უთხრა: «აბა, კაი კაცო,
ზოგი შუბით ჩამოაგდე, ზოგს ზუჩზედა ლახტი სტკაცო.
ვინ მოგიხდეს, კარგად დახვდი, ვითა გმართებს შენ მამაცო».
691
პირველზედვე შემეყარა ეს დაუთბეგ, შუბ ხელთ-მქონსა,
შუბი ვჰკარით ერთმანერთსა, მაგრამ ვერც ერთს დაგვიმონსა,
მერმე საამ კობიას ძე მოგანებით შუბს მოსწონსა,
მოვიდა და გვერდს შემოსცა მას, მორევის ჩემსა მგონსა.
692
ვეღარც იმან ჩამოაგდო და ცოტადრე გარდახარა,
მას კვლა ზურაბ შეუზახა: «მოურაო, თქვი თუ ხარა?»
– შიშველს ბარკალს ხმალი დაჰკრა – «ეგრე მაგრად რად სდგახარა?»
სრულ მოჰკვეთა, გარდააგდო, იცოცხლაღა მან, გლახ, არა.
693
მერმე შემხვდა აბაშიძე, იგ ღონენა ქვიშხეთელი,
თავი ფარში ჩამოეყო, მოეხარა ვითა თელი,
ფარის კუბოს შუბი მიკრა, მაგრა ვერ მყო მიწის მთელი,
სამკლავეცა გამიტეხა და დამკოდა მე ნათელი.
694
ედიშას თქმული გათავდა, ეპოვნა მოურავია,
გულსრულად თურმე მოვიდა, მან აღასრულა დავია,
უმუზარადოთ ომს შესვლა კარგთა კაცთაგან ავია, –
ამანც შუბი ჰკრა, მაგრამე მან კი გაუპო თავია.
695
რა ედიშა ჩამოაგდო, ადგა, უნდა მოეწვა და,
მან დაასწრო, თავსა დაჰკრა, ხმალი ძლივღა მოეწვადა,
შუა პირი მოეხვედრა, არ თუ მჯიღი მოეწვადა;
ეს მოკლა და გარდიხვეწა, გლახ, გრძლად წყლული არ ეწვა და.
696
ერთს ომს უფრო გასაჭირსა მართ აღარსად დავხდომივარ,
ჩემს ჯარშიგა დაუკოდი ძვირად მორჩა, და არც მე ვარ.
გამემარჯვა ღვთის ძალითა, არ მოვჰკვეხდი, სულ ომში ვარ,
ყმანი მყვანდეს ნაომარნი, ვით ამირანს მისი სავარ.
697
მამილოცეს იმერელნი, ქართველები, მერმე მესხით,
შეუზახე: «დიდებულნო, რას საქმეზედ თავს დამესხით?
თქვენგან იყო რა საქნელი, ჩემზედ იმას თქვენ მოესხით?»
ვბრძანე: «მანდა ნუღარ გიდგან, ასრე აქეთ წამოასხით!»
698
ხოსუა მაჭავარიანს, მიყურე, რა მოვაწიო,
ყურებს დავსჭრი შიგ ძირშიგან, ნუ ეჭვ ახლოს დავიწვიო,
შემეხვეწა: «სულ ნუ დამჭრი, ცოტა იქით მიიწიო»,
როდეს დასჭრეს, შემომზახა: «არ მეგონე გულპილწიო».
699
მოურავი ვეღარ დადგა, ახლა ხონთქარს მიაშურა,
ვერ კარგად ქნა ორგულობა, ვერ ომი და ვერა შურა;
ხვანთქარმან სცა მწვედ პატივი და წყალობა არ უშურა,
ერთს თავს-ვეზირს გარდაისად მას წინ დგომით სხვად უშურა.
700
ქაიხოსრო და იესე, კვლა სხვა ბევრი ქართველები
თან გარდაჰყვნენ სააკაძეს, თავადები ძირძველები;
იქაც ბევრი სახელი ქნა, მაგრამ თავს გარდავევლები,
იქ დახოცეს ქიშპობითა, ვეზირმა ქნა ეს ნავნები.
აქა ზურაბ ბატონს წაუვიდა და სვიმონს მოუვიდა. ქართლი დააჭერინა, მერმე მოკლა და თავი კახეთს ბატონს გაუგზავნა, და ისევ მეფეს თეიმურაზს დააჭერინა ქართლი სრულიად
[edit]
701
რა წავლეთ ხანი, ზურაბთან დამიწყეს ჩხუბს ჩამოგდება,
რად ვერ მოუხვდა, ეს მიკვირს, ცრუს კაცს თავისა აგდება?
სიძე იყო და შვილად მჩნდა, მახსოვს ვალისა დადება,
ადრე ამყოლის სიტყვისა მე აღარ მეიმედება.
702
გავეცალე, კახეთს ჩაველ, ის სვიმონ-ხანს მიუვიდა,
ფიცითა და თავდებითა ქალაქს ციხით გამოვიდა,
წამოუძღვა ზემო-ქართლზე, თან მოჰყვა და წამოვიდა.
თუ მე ზურაბ მიორგულა, რად ვერა სცნა თავს მოსჭრიდა?
703
ცოტას ხანს სვიმონ ქართლითა ზურაბს ხელთ ჰქონდა ამარად,
ესეც მოსწყინდა, ასრე თქვა: «აწ ეს მაქვს მე საომარად».
მამას უხმობდა სვიმონ-ხან და ფიცი არ იწამა რად?
მოკლა მან ჩემად უგრძნობლად, მიწა ძლივ მისცა სამარად.
704
თავი უფადარს მამწივა ყაენთან წასვლის მნდომელსა:
«ვით გაგიშვებდი ხელითა, ვირ გხედავ სულთა-მდგომელსა,
ყაენთან წასვლას ესე სჯობს, ქართლითგან შემომწყრომელსა,
ბოლო არ გაუთავდების ბატონის სისხლში მჯდომელსა!»
705
აღარ წაველ ყაენთანა, ისრევ ქართლსავ მოუბრუნდი,
აწ სრულ ერთპირ დავიჭირე სომხითიან, არ დავჭმუნდი;
ხან სიმაღლეს, ხან სიმდაბლეს მიმცა ვინ მე, ასრე უნდი,
ორსავ კარგად ვიტვირთევდი, არცერთ არას შეუღონდი.
706
ამ დროს ვთქვი «ლეილ-მეჯნუნი», «ზილიხან-იოსებისა»,
ქება, შვენება, სიტურფე, მიჯნურთა ცეცხლებრ დებისა,
გაჭრა მინდორად, ხელობა, გულთა ლახვრულად სობისა.
ტკბილად რომ აღმოვმეტყველე ლექსები სხივ-შუქებისა.
707
გამოვარჩინე ნათქვამი მე ჩემის მუსიკობისა,
არ დაშვრა ენამეტყველი ტკბილად მაზედა მკობისა,
განმარტვითა ვთქვი ქართულად, თქმული სპარსთ არაკობისა,
არ დამორჩილდა მეძავსა იოსებ იაკობისა.
708
აღარა მყვა მტერი მოღმა, მეომარი შემომბმოდა,
დამმორჩილდა ყოვლი ურჩი, ყელსაბელი ვითა ბმოდა.
ყოვლგან ისმა ეს ამბავი და შეიქმნა საამბოდა,
შვება იყო სამუდამო, ლხინ-სობათი შეიმკოდა.
აქა ბატონმა თეიმურაზ ლეკის-წახეთის მიხდომა მოინდომა სარუბაშს, და ცხენი წაექცა, თვითან ვეღარ წავიდა და ზურაბ უთავა ქართველთა და კახთა, და მიუხდენ
[edit]
709
გამიწყრა ოდეს ყაენი, მას მოჰყვა წახეთს ვინ ზისა,
ალიბეგ სახელდებული, პატრონი სარუბაშისა;
მისი მომინდა პასუხი, ჩვენება ჩემის რაზმისა,
მალ შევანანე სიკვდილით მოყოლა შააბაზისა.
710
ალონში ცხენი წამექცა, თავს მტვერი გარდავიყარე,
ძალიან დამცა მიწასა, მაჯები ამოვიყარე;
ვეღარ შევიძლე ლაშქრობა, ვერ წაველ, ვერ ავიყარე,
ზურაბ, კახნი და ქართველნი მათად სამტეროდ წავყარე.
711
ევლოთ, მისლოდეს სარუბაშს, მას შეუტყობრად მყოფარსა,
ასრე შეპარვით მიუვლენ ძაღლებსა მათსა მყეფარსა.
ვეღარ გაუსწრეს, წახეთსა გარ ჯებირს შემოიფარსა,
ქვეითად შეუხდებიან, აგლეჯენ ხმალსა და ფარსა.
712
ზურაბ ცხენით გარდაუხდა, შეუზახა სრულ ლაშქართა:
«გარდმოხედით ყველა ცხენით, ვით ბრძანებით აქა ხართა!
ვითღა მიხვალთ მეფესთანა, თავს ვერ ნახავთ განახართა?
ვსძლევთ ომითა, ვერ დაგვიდგმენ ხმალ-მოწვდილთა, დანა ფართა».
713
ამ სარდლობით მალ აეღოთ ჯებირი და სხვა სიმაგრე,
თავი მოსჭრეს ალიბეგსა, შეუზახეს: «იდევ აგრე,
ვით გმართებდა შექნილიყავ შააბაზის შენ მოსაგრე?
სარუბაშმა ვერ დაგვიდგა, წა, წახური გაამაგრე!»
714
მოვიდეს, თავი მომართვეს და საშოვრის ფანჯიაკი,
ექმნათ ბევრი საშოვარი, დაეცალათ ცხავრთა ბაკი,
მომილოცეს, მოულოცე, თქვეს: «გათავდა თქმული აკი».
აწ შეიქნა ნადიმობა, არ თუ ცუდი რამ ტაკ-ტაკი.
აქა ზურაბ ერისთვის სიკვდილი
[edit]
715
ენის ძალი შენ გითქვამს და ცოტა მეც რამ მოგახსენო,
ტკბილი ასპიტს მოამდოვრებს, მწარე ძირში გარდახსენო.
თუ კარგგვარად გაგასინჯო, მგონივ ავად არ მახსენო,
ავმა ენამ საქმე მიყო, ავი, ღვთის მადლს, ჩამომხსენო!
716
ენას აქვს გესლი ბოროტი უმწარე ასპიტისაგან,
თვით დამიცდია აგრევე, ვითა მასმია სხვისაგან.
წინასწარმეტყველთ ასე თქვეს და მტკიცედ თვის და თვისაგან.
მათი მესმინა, მიჯობდა, ეწვართა ავს ავისაგან.
717
ენა მლიქვნელი გონებას მყუდროსა, მშვიდად დებულსა,
გულსა განმსჭვალავს და ღვიძლსა გააპობს, სიბრძნით ქებულსა,
ანაზდად აღსძრავს რისხვასა, შეიქს ცეცხლ-მოკიდებულსა,
ადუღებს ნაღველს ცეცხლთაებრ, ცნობაზედ ზედ მიწებულსა.
718
ყურსა ლახვრულად ეცემა, უმაგრეს გრდემლ ნაკრავისა,
თვალსა აამღვრევს წმინდასა, ხედვიდეს ავს არ ავისა,
თმათ აშლის, ხელ-ფეხთ ფრჩხილებსა გასწვავს ცეცხლ-განაკრავისა,
შფოთს ააყოლებს ვინც ისმენს, უმშვიდეს იყოს კრავისა.
719
თუ ვინ ჩავარდეს წყალსა და აღმოხდეს დაუსველებლად?
წიაღში მკვრელი ცეცხლისა ვით დარჩეს დაუმწველებლად?
ან ბადეს ვინღა განერეს, აცლიდეს გამოსადებლად?
ვინ ისმენს მლიქვნელს ენასა, არ უნდა ცუდად სადებლად.
720
ვისცა არ უნდა აყოლა სიტყვა ავისა, ცუდისა,
ვით ნაკვერჩხალი კალთასა დაგეცეს, შეშა უდისა,
ანაზდად თუ არ გარდაგდებ, ნატისუს ალი უდისა.
აგრევე ენას თუ უსმენ, დაგრჩება, დაიბუდისა.
721
რადგან ეს ვიცი, რად ავყვე ენას ავისა მბობელსა,
ლბილისა გამსალებელსა, ფოლადის დამადნობელსა,
უცებთა შეუტყობარსა, ბრძენთაცა ძლივ საცნობელსა,
ყელშიგან წამჭირებელსა, საბელსა დამარჩობელსა?
722
რას მიშველა, ვინანი და ღმერთს ვიაჯი მოტევებას,
მაგრამ ძნელად გაეძლების ყმის პატრონზედ აზვავებას.
ორივ ერთად შემეყარა, ამად ვერ ვიქ ჯავრთა ვსებას.
ავი ენა, იგ ამაყი, ასრე შემიქს მე დავსებას.
723
სჯობდა, თუ ორივ დამეთმო ღვთის წინ და ამ სოფლისადა,
ვირე ცოცხალ ვარ, ვინანი, სამუდმოდ ცრემლი მდისა და...
რად მოვჰკალ, ვით შემოვიკალ, შვილის უმჯობე, ძმისა და,
ნამსახური და კვლავ სიძე, სიკეთე აქვს მოდგმისადა?!
724
ღვთისა მეშინის, კაცთაგან მრცხვენის ამისსა მყოფელსა!
გული გაშმაგდეს და ხელნი შემხმეს მის ლახვრის მყოფელსა!
სახელმწიფონი ოხრად მიჩნს, რას ვაქნევ მე საყოფელსა?
იმ სოფელს ნუმც მეკითხება, გარდამხდეს ამავ სოფელსა!
725
ამისგან უგრძედ ამის თქმა ავია, ამად გაუშო.
გვერდს მიჯდა, ვბრძანე სიკვდილი, სისხლი მან ჩემს წინ გაუშო,
დედამ მისთანა თავადსა შვილი ვეღარ ვისღა უშო.
რადგან ის მოვჰკალ, ამაყი არ მმართებს სხვაღა აუშო.
ამას ზეით ლექსები სამისა ერთგვარი იამბიკოთ რომ თავბოლო ლექსად აქვს, ერთს კიდევ სხვის იამბიკოთ ზეითი-ქვეითი სტრიქონი და თავბოლო ლექსი აქვს; ცხრა ლექსი ანბანთ ქებისა ოსეთს არის ნათქვამი, ქრონიკონის ლექსით ორმოცს დღეს
[edit]
726
ამას ზეით ოსეთს მითქვამს, ამას ქვეით ვიტყვი რუსეთს,
სოფლისაგან არას მიკვირს, მობალხენიც მივლენ მისრეთს.
კარგად მიყო, არ ვემდურვი, ასრე უნდა საქმეს ისრეთს.
კიდევ ღმერთი კარგად შესცვლის, მოწყალებით ისრევ იღმერთს.
727
ნაღვლის რასმე საქარვებლად მე ეს საქმე ვიმეგობრე,
ქვეყანაა მჭიდრო რამე სამესისხლო, სამეკობრე.
ზოგთ ვაქებ და ზოგთ ვაძაგებ, ავის საქმის მე დამგმობრე.
ასე ამან შემიქცია, აღარა რამ ვისალმობრე.
აქა მეფის თეიმურაზისაგან ულუკუსორის მიხდომა
[edit]
728
ამას უკან გავილაშქრე და მიუხე ულუკოსორს,
თუ ამირან გაბედავდა, არ უქნია ეს არ ნოსორს.
სამ-დღე შევლე დაღისტანი, ოთხისაგან უფრო მოშორს.
რას ეჭვ ამის შემმართველი, შევებმოდი დვალს ან ოს ორს?
729
დავსწვი, დავსტეხე კოსორი, უწინ არვისგან ქნილიყო,
თუ არ ისევე ჩემგანვე, უთუოდ სხვისგან ძნელ იყო.
ნატყვენავი და ალაფი მოის მუხრანსა განიყო.
ვეღარ მემტერნეს მას აქეთ, მერმე მშვიდობა დამიწყო.
აქა არეზს აქათის მორბევა მეფის თეიმურაზისაგან
[edit]
730
აწყა ჩაველ, არეზს აქათ მოვაოხრე, მოვარბივე,
ორგული და ურჩი ჩემი ვინც გამოჩნდა, დავაბივე.
ამ ორისავ ტახტის მჭერმა მეფეც მოყვრად მოვიბივე,
ურჩსა მივე არაფერი, ერთგულებსა ბევრი მივე.
731
დაუთხან იჯდა განჯასა, უნდილაძე ბეგლარბეგად.
წამოვიდა, მამივიდა, თვით ჩემთანვე იყო მდეგად;
სრულ ყაჯარი თან იახლა, იორზედა დადგეს ბეგად,
მერმე კახნი თავს დაასხა მოსასრველად, გარდაგებად.
732
ყაენმა მთხოვა ბევრითა წყალობა უსაზომითა:
«დასწყნარდი, მამეც დაუთხან, გაძეღ ჩემითა ომითა,
წყლობა გიყო მრავალი არ ხერხად შემამდგომითა».
ამად ვერა ვქენ, ვერ მივეც, რომ ხმალზედ მამენდო მითა.
აქა სააკაძე როსტომხან სპასალარი გამოგზავნა შასეფიმ ყაენმა და როსტომ, ბატონის სვიმონის ძმის დავითის შვილი, გამოატანა ქართლს გასაბატონებლად და კახეთს სელიმხან
[edit]
733
აქ სააკაძე როსტომხან ერანზე ასპასალარა,
კვლა დაუთხანის შვილს მისცა, მას როსტომ ერქვა სალარა,
ქართლი მისცა და სხვაც ბევრი საჭურჭლე მათ ასალარა.
მოვიდეს, თუმცა გამაგდეს, მოისვენებდა მალ არა.
734
რა მოვიდენ, ბარათიანთ ფიცი სტეხეს, მიუვიდენ,
რა დათუნა ერისთავი მისის ძმებით შეთაბუნდენ,
ხმალი ვეღარ გაუმართე, ყმათ რა მიყვეს საქმე ესდენ!
მეც წაველ და ჩემნი ყმანი იმერეთსვე გარდმოვიდენ.
735
ქართლი როსტომ დაიჭირა და კახეთსა დასვეს სალიმ,
ჩემი ქრისტე ადრე მამრევს, გამიმაგროს ის ვერ ალიმ.
რა მიუხე, მოარჩინა ცხენმა მისმა მუხლად მალიმ.
ისრევ ფეხზედ დამაყენის გაბედვამ და ჩემა ძალიმ.
აქა როსტომ მეფისაგან დათუნა ერისთვის სიკვდილი. და საერისთოს შეხდომა და დამარცხება. და ზაალ ერისთვისაგან მეფის თეიმურაზის ანანურს დვალეთზე მოყვანა
[edit]
736
როსტომ მოკლა დათუნა და თავი ყაენს გაუგზავნა,
რა შეუხდა საერისთოს, სხვათ ძმათ აღარ დაეზავნა.
ზაალ, მისმა უმცროსმა ძმამ, გამოქცევით გამოგზავნა,
რომელიც რამ თან რამ ახლდა, ისიც დარჩა, დიდად ავნა.
737
გამოგზავნა ჩვენთან კაცი ფიცითა და თავდებითა:
«ვირ ვცოცხალვართ, მუნამდისი ჩვენ ამ პირზე დავდგებითა,
არ გიტყუოთ არას საქმით, არას მიზეზ დადებითა,
არ სიტყვით და არა ტრელით, არ იქი-აქ მოდებითა».
738
შემიჯერეს ფიცითა და, წაველ მთისკენ ანანურსა,
დვალეთზე გარდავიარე, რა გზა მექნა სადაურსა.
მამეგებნეს მხიარულად, ვეღარ გვანდეს დანამდურსა,
მერმე წვრილად მიამბობდეს მუნ ამბავსა იქაურსა.
739
სალიმისა თქვეს მოსაბრუნს დგომა, სახლისა აგება,
კვლავე როსტომის ტფილისსა სამუდმოდ სუფრის დაგება:
«გვმართებს როსტომის მტერობა, სალიმის მალ გარდაგება».
«მაგრა სალიმის გაგდება» – ზოგთა თქვეს – «სჯობდეს ეგება».
740
თქვეს, თუ «როსტომ ციხესა ზის, სალიმ არის კახეთშია».
ესე მესმა გაჯავრებულს, ლომს ნადირზე მომეშია.
გარდუხე და გავისტუმრე ფეხშიშველა, უმაშია,
ჩემთა ყმათა წინ მიმასწრეს, პაღური ჰკრეს დუმაშია.
741
კახეთი იყო უკაცო კვერნაქიანად გაღმართი.
ასე მოგვეპყრნენ თათრები, ვით ისრაელთა წარმართი.
ანანურს ვიდეგ სამს წელსა, ვიარე აღმართ-დაღმართი,
მრავალი მტერი ამიტყდა, მართალი, არ უკუღმართი.
აქა ოხიაყორჩის დავით ასლანისშვილისა და გარსევან ჭავჭავაძის, გულბათის შვილის, ანანურით სათოფეთ წასვლა და ლეკების დახდომა
[edit]
742
ანანურიდამ წავიდენ გარსევან და მამუკაი,
თუმც მამუკა უმჯობეა, მაგრამ არის ისიც კაი,
თვითანც კარგნი მეთოფენი და იმათი სააკაი,
აქათ მივლენ თვით ესენი, მთიულს დახვდა ბაკაკაი.
743
რა მოვიდენ სანადიროს, ორნივ წავლენ ერთას მხარეს,
ლეკნი თურე მზირად უსხდეს, ორმოცია არემარეს;
ბუსუნი ქნეს, ჩაცაუსხდენ, არ თუ შორით მოუარეს,
მათ ერთი ლეკი ხეზედ ჰყავს, ახლოაო, არ თუ შორეს.
744
ლეკი ნახეს ხეზედ მყოფი, მისმა ნახვამ გააცინა,
ერთმანერთსა დაპატიჟეს სროლა მისი, სისხლთა მდინა.
ჰგავს გარსევანს უსროლია, მგონი, კიდეც დაეცდინა:
რად ვერ მიხვდნენ სხვათაც ყოფნას, კარგნი კაცნი რამ აცდინა?
745
რა თოფის ხმა გაიგონეს, მზირთ ფარული გააცხადეს,
ორნი დარჩეს მოდაბლებით, ლეკნი ზეით წარმოადგეს;
გამორიდეს, უკან მიჰყვნეს, ვინც დაეცა ვეღარ ადგეს.
აწ უყურეთ მამუკასა, ჭკუა როგორ გამოადგეს!
746
გარსევანს თოფსა დაცლილსა ფეხი წაუბრკმა, დაეცა,
ერთი უძახის მეორეს: «კა მაგას, დანა დაეცა».
მამუკა თოფსა აიღებს, არ ესვრის, ჭკუა მოეცა.
გიუნა ნატრობს: «მამუკას ვხლებოდი ნეტაი მეცა!»
747
მამუკასაც თუ ესროლა, მოეკლამცა მას ერთიცა,
მასც მოჰკლავდენ უსაცილოდ, ჩაივლიდა იმათიცა,
კაცმან უნდა იმ დღეს ჭკუა მოიხმაროს და ღმერთიცა.
მოსულიყო სადგომს, ეთქვა დიდი რამე მას ფიციცა.
748
მამუკა ერთათ სიფიცხით და მერმე ჭკვითაც მოურჩა,
ესე სასირცხოდ დაიდვა, რისთვის გარსევან დაურჩა.
თქვა: «მივსდევ დაღისტანამდი, იმას ვეღარვინ დაურჩა,
სად მიიყვანენ, მივჰყვები, მე თეიმურაზ დამირჩა».
749
გავიდა გაღმა სოფლებში, დავლო ფშაველი ართანა.
ვინც პოვა, არვინ დააგდო, მან არ იახლა ართანა,
უკან გაუდგა გარსევანს, ამხანაგს ნაომართანა.
იმ ტოლი კაცი იმ დროსა მე აღარ მყვანდა მისთანა.
750
ლაგოდეხად წაეწივნენ, გარსევან ჰყვათ ხელშეკრული,
ნახა წინამ ამხანაგმა, აუფეთქდა მწოვედ გული.
მამუკამ თქვა: «არ შესძახოთ, დაიღევით ასე სული,
თორემ იმას იქავ მოჰკლვენ, მეც დავრჩები დაკარგული».
751
შეეპარნენ ტყის ბედითა, რა მოვიდენ, შეუზახა.
თვითან მივა ყველას წინა, სხვა არავინ წაუძახა.
ხლმით დახოცა მან ლეკები, აღარც სულთქვნა, აღარც ახა.
გარსევანც ლეკი შეიპყრა, რა ესენი დაინახა.
752
ზოგთა თქვეს, თუ: ესე საქმე მამუკამა ვერ ქნა კარგა,
განა თუ არ მოსწეოდა, მას უკან რადღა ევარგა.
შენ რას იტყვი, მე კი მომწონს, ჩემწინ იმან კარგა დარგა.
კაი საქმე წახდებოდა, თუ ლეკთ აქ არ დაებარგა.
აქა მეფის თეიმურაზისაგან კახეთში ჩასვლა და შენობის დაგდება
[edit]
753
რამდენჯერ ლეკთა შევები, არ მახსოვს მე სათვალავი,
ან აზმით, ან წინ დახდომით, ან მდევრად დასაღალავი;
ვერ წაგვივიდის ჯარი და, ვერცა იქი-აქ მალავი.
უფროსი ერთხან უჩემოდ ყმანი მყვეს მათი მძალავი.
754
ხისიყის ნაცვალს ჯიმშიტას, ხისიყელთ არ მოურავსა,
ორჯელ ლეკთ რაზმის ომზედა უყურე სისხლში მცურავსა!
დიაღ სარდლობდა ჯიმშიტა, ომის ოფლს მოიწურავსა,
ორჯელვე გამარჯვებოდა მას სიხრდლის არ მიმწურავსა.
755
კახეთს ჩავედით ბატონყმით მემკვიდრე, არ თუ ახლები.
რასაც ვით გავწვდით, დავსახლდით, დავიდგით ყოვლგან სახლები.
არაგვისა და ქსანისა ერისთვებთანა ნახლები
იყვნეს კახნი და, ისინი ერთმანეთს მოყვარ-მძახლები.
756
ერთგნით ყაენის ლაშქარი მებრძოდა არ ხანდახანდა,
დაუმადლებდა ჩემს წყენას, ასე სულთნები დახანდა,
მეორედ როსტომ, ქართველი, ვინ კარგი, ან ვინ და ხანდა,
მესამედ ლეკი მტერობდა, სამუდმოდ ვინც გაშამხანდა.
757
მაგრამ ვერათ შემაწუხეს, ჩემგან იმათ ეშინოდეს,
ვლაშქრობდი და ვნადირობდი, ლხინს ვნახავდი მე შინ ოდეს.
«მოვიდაო თეიმურაზ» – როსტომს კაცი მიურბოდეს,
ხან გორს იჯდის, ხან ქალაქსა, ციხეებში მწვე ლხინობდეს.
758
ქართველთა ჩემი ერჩია, მაგრა ყაენი მას ება,
არეზს აქეთი ლაშქარი ხან ნაცვლით ექეშიკება,
ციხეში იჯდა, ფრთხილობდა, გაძნელდა მისი გაძება.
რა საქმე დაგვიანდება, სხვაც რამე დაეწმასნება.
759
ხანდახან დავზავდებიდი, ყაენს შევსძღვნიდი ფეშქაშსა,
გამოგზავნიდა ხალათსა, მის შესაფერსა ზარქაშსა.
კვლავ რუსეთიდამც მოვიდის, ფლურით ავსებენ ბარქაშსა.
როსტომ მეფესაც გავრიგდი, უხარის ჩემსა დამაშსა.
აქა დიდოეთის მოსაქცევლად წასვლა მეფის თეიმურაზისაგან
[edit]
760
დიდოთ ვსჭვრეტდი ყოვლთ წარმართზედ უღვთოთა, უუსჯულესსა,
ღვთისგან შორს და მის უცნობლად კვლავ ეშმაკთა მემსხვერპლესა;
არ უსმენდენ ებისკოპოზთ, რაც რომ მათთვის დააწესა.
თქვი, აწ წავალ, ძალს უჩვენებ სულელთა და ჭკვამოკლესა.
761
ამად წაველ მათ წარმართზედ, მინდოდა რომ მამექცია,
მერმე, თუ არ დაეჯერათ, ციხეები მამექცია,
ვამე, მათგან კარგთა ყმათა სისხლი კლდეთა მამექცია
მათ ასეთი საქმე მიყვეს, დასარჩომლად მამე ქცია.
762
მიველ, ჩაუდეგ, ავიღეთ ზოგზოგის კოშკებიანად,
უთხარ: «არ მოხვალ რჯულზედან, ყათლანს არ გიზამ გვიანად».
მათ დაბალი თქვეს ერთხანად, ვთქვი აწ არიან ჭკვიანად.
მერე მომიკლეს მამუკა, სარგებელი ვქენ ზიანად.
763
მამუკა მოკლეს თოფითა, ისროდეს შხამიანებსა
ისარსა მათებრ უკუღმა, უცდურად დასანანებსა.
რუსთველი მირჩევს წამოსვლას, მე ვეტყვი მას უარებსა,
მან მითხრა: «მეფევ, ესე სჯობს ამისგან უუარებსა».
764
არ დაუჯერე, ავად ვქენ, მიჯობდა გაბრუნებანი.
მათ იხმეს ლეკი საშველად, მალ მოვლენ, ექნათ რებანი?
შეიქნა ომი სასტიკი. კარგთა ვინ შესძლოს ქებანი?
საგორვით გამოგვაქცივნეს, ხრდალს დაუკარგეს ცნებანი.
765
ალავერდელი, რუსთველი, მოკლეს ჩემ წინა და ახლო,
პაპუა აშრაპიშვილი, კაი ყმა, მუდამ საახლო,
სულხან ბაზიერთ-ხუცესი, ჟამ წარვლილ ვინღა აახლო?
მასთან ნათანელ მდივანი, მისთვის ვინ შეგკრას ნაახლო.
766
რევაზ დაჭრეს სახლთხუცესი, მე ცხენი ქვეშ გამომიკლეს,
კვლავ თამაზი, ჯაზდანისძე, მათ იმატეს, ჩვენთა იკლეს,
მე ცხენს შემსვა გიორგიმა უკეთესსა, არ მუხლ-მოკლეს.
რადგან ბევრი მტერი მყვანდა, რას ვებრძოდი ჭკუათ მოკლეს?
767
ებისკოპოზთ, დარბაზის ერთ ამოწყვეტილი შინ მიველ.
ისინი ღმერთსა ვერ სცნობენ, ვით გაუმარჯვა სამოველ?
დიაღ დავსუსტდი მას აქეთ, ცოცხლი რადღა წამოველ?
სხვაც ბევრი მოჰკლეს მსახური, მგონივ ერთს ერქვა იოველ.
768
მამუკა ბოქაულთხუცეს, ლაღობით ეთქვა «იშიო»,
იმ ძაღლთა ვით შეურჩიეს, ღაწვს მცირეს, კანჭსა წვრილშიო.
რევაზს ლოყას ჰკრეს ისარი და თამაზასა წვივშიო.
აგრე ისპანი ყოფილან, რად არა ჰქონდათ შიშიო?
აქა ამილახორი და ზაალ არაგვის ერისთავი მეფეს თეიმურაზს ახლდენ და კათალიკოზი დიასამიძე ევდემოზ. გოჩაშვილი გიორგი და ნოდრ ციცისშვილი შიგნით გაუორგულდენ როსტომ მეფესა და, სანამდის ბატონი თეიმურზ მოასწრობდა, ნოდარ უკუუდგა როსტომ მეფესა, მიასწრო ნოდარზედ როსტომ მეფემა და გაემარჯვა
[edit]
769
ამილახორი იოთამ და ზაალ მაშინც მე მახლდენ,
კათალიკოზი ევდემოზ და გოჩაშვილი გაახლდენ,
კვლავ ციცისშვილი ნოდარ და სხვა ქართველები ვთქვა რამდენ? –
მიმიხმეს, ლაშქრით რა წაველ, ჩემად მისვლამდის გაცუდდენ.
770
ნოდარ ფიცეთს შეიყარა, ჩხეიძენიც მასთან იყვნენ,
როსტომს უთხრეს: «ესე ასრე ნოდარზედ მალ წაიყვანენ,
ნუ შევჰყრითო, მივაშუროთ, თორემ ბოლოს შეინანენ,
ვინ მუხრანსა ჰპატრონობდი, ცუდ-მადები მოიხმარნენ».
771
მივიდენ ფიცეთს ნოდარზედ, უვიცად, შეუტყობარად,
მას ყარაული არ ჰყვანდა, ნეტაა ზვართა საბარად?
ჩხეიძეებმა რა ნახეს ესენი მართ საშუბარად,
მოვიდენ, მოიქნივესცა, ზოგთა ჰკრეს მწვე გასამწარად.
772
მეც მუხრანს მიველ, მიმასწრო და გაემარჯვა ნოდარზედ,
ბეჟია დარჩა იორამს, მოურავის-შვილს, იმ ომზედ;
ოტია თვითან ოტიას რატიშვილს უჯდა გავაზედ;
საციციანო კაცები ცხენს სხედან მათს კვიციანზედ.
აქა მაღაროს მისვლა როსტომ მეფისაგან დიდის ლაშქრითა
[edit]
773
ამ საქმემ გამითამამა როსტომ, წამოდგა საომრად
ქართველთა მეფე ქართველით, ჰყვანდა ხანებიც თან ლაშქრად.
მე ბაზარს ვიყავ გაზაფხულ სანადიროსა, მათ შორად.
მითხრეს: «მოვაო ლაშქარი», არ დავიჯერე ნაჭორად.
774
ქალაქიდამ გამოვიდა, მოვიდაო მედასტურე.
მალ დავაგდე სანადირო კარგები და სხვა ასტურე,
შვილი ზეით გამოვგზავნე, მუზარადი არ დავხურე,
ლაშქრისათვის შესაყრელად ვერ მამასწრეს მათ, უყურე!
775
მამაშურეს მათ ხისიყსა, ეგონათ თუ მამისწრებდენ,
მაგრამ კიდევ მე მიუსწარ ცოტას კაცით, ასიოდენ.
რა მე მიველ, იგინიცა კელმეშურში რაზმს აწყობდენ.
სულ ხისიყელთ ვერ მამისწრეს, რაზომ კაცი კაცზედ რბოდენ.
776
მოვიდენ რაზმ-დაწყობილნი ჭოტორის გზითა მაღაროს,
სრულ ერთს გზაზედა მოაწყვეს, ჯარი სხვა გზაზედ არ აროს
სცემდეს ქოსსა და ზურნასა, ჰგონებდეს მათ სანაღაროს,
გაბრუნდებიან იმგვარად, ამ გზაზედ მოვლენ აღაროს.
777
შეიქნა სროლა ორგნითვე უმცროთგან უფრო ფიცხადე,
მოკლეს და დაჭრეს ჩვენგანთა, სისხლი შენ გარდაიხადე;
ყაფლანს ჰკრეს ზუჩის საცხვირეს, ხმა გამოვიდა ჯახადე,
ჯაჭვმა დაუდგა სადგომსა, მიჰყავს და მალე აჰხადე.
778
ბოვნელსა ეფისკოპოზსა ჰკითხე, რად მოჰყვა ჩემზედა?
მე ქრისტიანე მეფე ვარ, იგ არის თათრის რჯულზედა.
თუ უსამართლო ბერია, ღმერთი გამივლენს მას ზედა,
თოფი ჰკრეს, ორივ თვალები წააყრევინეს ქვაზედა.
779
ორი ქისიყელი კაცი, მსახურები რომ იქ იყვნეს,
გონასა მანგოსაშვილი, ერთად მსროლნი არ გაიყვნეს,
გლეხნი იყვნეს, მაგრამ იმ დღეს დარბაისლადაც კმარ იყვნეს,
იმ დღეს იმდენს მეომართა პირი მართ იმ ორთ დაუყვნეს.
780
გაბრუნდნენ, ავად გაყარეს ბარგი და მაფრაშებია,
იმდენთ ლაშქართა ცოტათი ღვთითა მე მალ შევებია;
ქართველნი ახლდენ, სხვა ხანიც, აკლია თუ ფაშებია.
ნეტამც გეჭვრიტა, ვინ მახლდეს, შენ ვისმე იქ დაებია!
781
ვეღარც ლაშქარმა მამისწრა და ვეღარც შვილმა, თორემე
თუ მათ მოესწრო, ან აქა შემყროდა გლეხი მერე მე,
მათ ქალაქამდი მივსდევდი, მაგრა რა მექნა მორემე?
აქადამ გავაქციე და ვეღარ მივსდიე შორე მე.
აქა კვალადცა პასუხი რუსთველისა. რომელი მოახსენა მეფეს. თამარ დედოფლისა და მეფედაც წოდებულის, მის ჟამის ნაქმარნი ომნი და მის დროთ საქართველოს დიდებულთ ნაქმარნი სრულნი, რომელნი სწერია ცხოვრებასა შინა საქართველოსასა ვრცელად, აწ მე შემოკლებით ვთქვა ლექსად პასუხი ივ [16]
[edit]
782
ხელმწიფევ, თქვენი ამბავი ვისმინე, რაც გამიხსენე,
მეც რას დროსა ვარ შემსწრობი, მიყურე, თქვენც მამიხსენე,
შეჭირვებისა საკრველი ინებე, აწ მომიხსენე,
თუ ტყუილი რამ გიამბო, მაგინე, ავად მიხსენე.
783
მეფეო, გვიკვირს, ეგზომი თავს ღვაწლი აწამენითა,
არ თუ გვენახოს, ძველადცა ამბად ვართ ძლივ მოსმენითა,
მაგრამ მელექსეთ ჯობნება არა ვთქვა აწ ამ ენითა,
თვით მამკლა, ამიონარო სახლ-მარან აწა მენითა.
784
არც მეფედ შეგედარები და არცა ომ-სახელითა,
არც ძალად, გულად, სიფიცხით, რომე გკრა ხელსა ხელითა;
თუ მელექსედა მედრები, ჩვენა ვართ არ ერთ ხელითა;
მე რიტორი ვარ, მიჯნურნი შევამკევ ხელი ხელითა.
785
ომნი ძლიერნი ნაქმარნი მიბრძანე სახელოვანი,
ჭირნი, სასჯელთა მოთმენა, მართ მსგავსი იობიანი,
ხან დამდაბლება ბედისა, ხან ამაღლება სვიანი,
მეც რამ მოგართვა პასუხი, მისმინე ვთქვა რამ ჭკვიანი.
786
როს თამარ, დიდი ხელმწიფე, სრულ ხმელთა პირსა ნათობდა,
სხვათა მნათობთა უმჯობე, მზესა მით ეკამათოდა,
ბროლ-მინა ერთად შეთხზნილი, გარშემ გიშერი სათოდა,
მძლეველი მძლავრთა მეფეთა, დამამხობელი მათო და.
787
ამხედრდა ჰუნეს მეფეთას, აღვირი იპყრა ძლიერად,
მან ტახტი ხელმწიფობისა შეამკო, კმა მის მიერად;
განბრწყინვებული განშვენდა სფერო, უღრუბლო აერად,
დაიპყრა შვიდივ სამეფო ლიხთ ამიერთგან იმერად.
788
თორმეტს წელიწადს სიბრძნითა სამეფოს გაარიგებდა,
ურჩს შეიპყრობდა, ერთგულთა სვე-ბედით აამაღლებდა,
ლაშქართა სარდლებს უჩენდა, ერთს ამირ-სპასალარებდა,
მშვიდი მშვიდთ პატივს უპყრობდა, ამაყთა მოამდაბლებდა.
789
მოესთლო შვება, სამოთხის სურნელთა სახეობანი,
მას მოეფუტკრა ვარდისა დაცვარულ-მობუტკობანი,
მცენარეობა ყვავილთა ასფადელ-ნარგისობანი,
ივლიოს ველის შვენება, სიტურფე ნამორვებანი.
790
აჩინა ყოვლი მოხელე, მის მის პატივსა უპყრობდა,
წინ-მდგომობისა პატივი ვის ჰქონდა, ვინ წაუსწრობდა;
ამპარტავანთა ღრუბელი განქარდა, ვეღარ ავდრობდა.
ახლა ისმინე, საზღვარი საით სადამდის იპყრობდა.
791
პონტოს ზღვით გურგანის ზღვამდის, სპერიდამ დარუბანდამდის,
ყოვლნი კავკასნი, იმერნი, ამერნი, ხაზარეთამდის,
მთით გელაქუნით, ჩრდილოთ-კერძ მპყრობელი სრულ ყივჩაყამდის.
ვაი, ვაება მამირთე, უმისოდ სული ამამდის...
აქა პირველი ლაშქრობა მეფის თამარისა ქვეყანასა კარისასა
[edit]
792
პირველ ილაშქრა ქვეყანას კარის და კარნიფორისა,
სრულ მოარბია ერთპირად სამზღვრამდის ბასიანისა;
გამარჯვებულნი, ნაშოვნი მოვიდენ წინაშე მისა,
მაღალის, გულით მდაბალის, მეფის ღვთივ განბრძნობილისა.
აქა ომი კახას-ძის გამრეკელისა და გამარჯვება
793
ამის პირველად მოვიდენ ლაშქარნი თურქთა ქვეყნისა,
მუნ ბევრეულნი თათარნი გელაქუნელთა არნისა,
ქვეყანას პალაკაციოს, ძაღლის-ხევ წოდებულისა.
ზედან მიუხდა კახას-ძე სვითა მით ძალ-ძლიერითა.
794
იქ გაემარჯვა გამრეკელს, მცირეთგან დიდნი იმძლივნეს,
იოტეს ბანაკი მათი, მომცროთგნ ბევრნი იძლივნეს,
მათ არმაღანი მოიღეს, მეფეს წინ გამოაჩინეს,
კვლა სატურფალი ტურფასა თვით ნებით შემოაძლივნეს.
აქა თურქნი მიუხდეს შავშეთს და გუზან აბულის-ძემან შეიყარა ტბელნი, კლარჯელნი. აქათ შეებნეს მესხნი და გაემარჯვათ იმავ ჟამ
[edit]
795 თურქნი მოვიდეს ამ ჟამად შავშეთს, გამრისნი, შამელნი,
კარელნიც თან მოიტანეს, მოარბიეს სრულ კლარჯელნი.
აქათ გუზან აბულის ძემ შეიყარნა ტაოელნი,
კვლა ბოცო და სხვანი მესხნი ზედ მიესწრნენ ომ-შემძლენი.
796
თურქთ მარბიელ გაშვებულთა შეებნენ და გაემარჯვა,
წარიქციეს წინ მეოტნი, რაღაც უნდა მოემარჯვა,
დაავიწყეს მათ იმათი მოისური, გზის დათარჯვა.
მოულოცა თამარ მეფეს, გუზან შავში მოეკლარჯვა.
797
მოიღეს კაცი მრავალი ცხენითურთ მეფის წინაშე,
მხარ-დაკრულებთა წარმართთა უნახავ მათი თამაშე.
ხმლით, ისრით, შუბით ვიბრძოდით, არა ვთქვით «თოფი დამაშე»,
ჩვენ ხარაჯაცა მოგვციან, თქვენ მტერიც ვერ დაამაშე.
აქა საღირ მხარგრძელის შვილთაგან, ზაქარია და ივანესაგან, დვინის ქვეყანას მიხდომა და გამარჯვება
[edit]
798
ამის შემდგომად მხარგრძელნი, ძენი საღირ და ვარამის,
ზაქარია და ივანე და სარგის მნახი ვარამის,
ილაშქრეს დვინის ქვეყანას, ქალნი იშოვნეს არამის.
ჯერ ეს მითქვამს და სხვაცა ვთქვა, თქვენ გამხელა სთქვით ბარ ამის.
799
ალაფ-აღებულთ ეწივნეს უკან ლაშქარი მწვე ძნელი,
კმა იყო ვეფხის სიფიცხედ, რაც მათ ორთ ძმათ ქნეს საქნელი:
სძლიეს მხარგრძელთა მომწევთა, მათ ხორცთა ექნეს ამქნელი
გამარჯვებული მოვიდეს, აქ თამარ დახვდა ნათელი.
აქა ზემო საქართველო ზემოთ, შუანი შუათ ქვემონი ქვემოთ იბრძოდეს და ყოველგან ამათ გაემარჯვებოდათ სვითა თამარისათა
[edit]
800
გამოსვლის ხანსა რამესა ლაშქრობდეს ქვემო-ზემონი,
შუანიც ბევრჯელ იბრძოდეს, არ შეყრის ცუდა მომგონი.
სხვასაც ბევრს ვიტყვი ომებსა, თუცა ვიპოვე გამგონი.
მაშინ თუ ბრძანებულიყავ, ვეჭვ, რომე თქუენც დაემონი.
აქა რუსთა მეფისა ძე, რომელი იყო პირველი ქმარი თამარისი, ილაშქრა პართის ქვეყანასა და მოარბია და ციხე აიღო
[edit]
801
კვალად მეფემან რუსის ძემ, სპათა ჯარისა შემყრელმან,
ბრძანებით თამარისითა ქვეყნისა მაოხრებელმან,
მიმართა პართთა ქვეყანას, უყურე ამის მსმენელმან!
მან ამღებელმა ქალაქის, ვერ უდგნა სიმაგრემ ძნელმან.
802
მუნ შიგან მყოფთა საუნჯეთ და ტყვეთა მოგვრის თამარსა,
სულსა ნათელსა, ბრწყინვალეს, წინაშე მას მის ამარსა;
მას თაყვანისცეს, ვინ იპყრობს ყველასა მისსა დამარსა,
ესრეთ სვე-ბედთა უკლები თქვიან თუ «საიდამ არსა?»
803
ხანდახან მოისვენებდეს ლაშქრობისაგან საშვებად,
გარდავიდიან იმერეთს გულთა ნაღვლისა საშვებად;
აღჯდის ტახტზედა შუქითა მზე ლომს მაისში აშვებად,
მოვლის ქვეყანა აფხაზთა, სიმაღლით დაბლა დაშვებად.
აქა გელაქუნის მოოხრება თამარის ლაშქრთაგან, მათგან უკან მოწევა და ამათგან გამარჯვება
[edit]
804
აწ შეიყარა დიდ-ძალი სიმრავლე სპათ-მეომართა,
გელაქუნისა ქვეყანათ, მაგართა, ძნელ საომართა,
თურქმანთა, მაჰმადიანთა, შიათა, გინა ომართა.
მოსწყვიტეს, მოიალაფეს, მან ასრე საქმე მომართა.
805
ნატყვენავ წამოღებულთა გვეწივნეს თურქმანობანი.
გელაქუნთ წინაძღომითა შეჰყარეს სრულადობანი,
შამელთ დიდებულთ როსტოვ და იალღაზ სულტანობანი.
უჯობდათ არ მოგვწეოდენ, დაეთმოთ სულადობანი.
806
თამარის სპათა ლომგულთა აღიმსთვეს იმათებურეს,
ზედან მოუხდეს კისკასად, ჩაფხუტი იმათ ებურეს;
უსწრობდა ბერი ყრმასა და ყრმა ბერსა, ვერ ქნა საბურ ეს
პატრონი ყმასა, ყმა პატრონს, უფროსი მოსამსახურეს.
807
ამოსწყვიტეს და გაფანტეს მხნეთა, ძლიერთა, ლომებთა,
ცხენთა სიფიცხე წაუხდათ თურქმანთა მუხლად მალებთა,
სხვა უმრავლესნი შეიპყრეს ზურგით-კერძ ლახტით მალებთა,
მოვედით მეფეს წინაშე, მოყმეთ გვიქებდეს ძალებთა.
აქა გრიგოლის ძე ასათ წავიდა ლაშქრითა განძას, მთასა მასისისასა, და დიდნი ომნი გარდაიხადნეს და გაიმარჯვეს ჭვრეტითა თამარისათა
[edit]
808 კიდევ წავედით წვევითა ასათ გრიგოლის ძისათა
განძას ზემო-კერძ, რახსისა პირსა, მთა მასისისათა;
მუნცა გარდაგვხდა ჩვენ ომი ძლიერი მათ ლაშქრისათა,
იქ ისახელეს ბუნ-ბერაზთ ჭვრეტითა თამარისათა.
809
ვარდან და ნამან ორთავე მათ უხუცესთა მსახურთა,
ორთავ მხარგრძელთა, ძლიერთა, მეფეთა მათ ნამსახურთა,
სხვათ დიდებულთ და აზნაურთ, მოყმეთ კარგ, არ უსახურთა.
გავაქციეთ და მივჰყევით სახლ-საჯინიბო-ახურთა.
აქა რუსთა მეფისაძე ექსორია ყვეს და სტამბოლს გაგზავნეს
810
მიჰბაძა რუსმან ევასა, განვარდა სამოთხისაგან,
შესცოდა მზესა მზეთასა სიტყვითა სამ-ოთხისაგან.
ეს სიტყვითა სცდა უცდომსა, ევა ნაყოფით ხისაგან,
ჭკუით-მყოფელსა, არ-თქმულსა ნათქვამსა ჭკვა-მოთხისაგან.
811
ექსორია ყვეს პატრიაქთ, ქვეყნის ერთ, სულა ქართველთა.
სიტკბო განმწარდა სოფლისა, ლხინთა ზედაზედ წამრთველთა,
რაღა გვმართებდა მის მეტი შვებაზედ ჭირთა დამრთველთა?
განაძეს რუსი სტამბოლსა შემოდგომისა თვე სთველთა.
აქა ოდეს რუსი განაძეს, თამარს შერთეს ოსთა მეფის ძე, თვით კაცი სრული სიკეთითა. ამისად შემდგომად იზრახეს გუზან, პატრონმან შავშეთისამან, სამცხის სპასალარმან ბოცო მისით მოკიდულით მესხთ, ყვარყვარემ ციხისჯვარელმა და მოიყოლეს იმერნი. დადიან-გურიელი, აფხაზი და სვანი. და მოიყვანეს რუსი და შემოებნეს დავითს და ამიერთა
812
აწ იქმნა საქმე ბოროტი, უშვერი, მოუწონარი,
არ ღვთის-მოყვარეთ საქნელი, მძიმეა, მოუწონარი,
ამის მოქმედსა ეკალი თვალსა ჰკარ, მოუწო ნარი.
აწცა თამარის ერთგულთა შეუმკო, ამოუწონ არი.
813
გუზან განუდგა, პატრონი შავშეთის, სულა კლარჯისა,
კვლავ სპასალარი სამცხისა ბოცო, არ გიკვირს, რა რჯისა?
სხვა მათი მოკიდულობა ყვარყვარე ციხისჯვარისა.
მათ უაუგოთ, ორგულთა, ჯვარი ცხოველი გარჯისა.
814
წავიდეს გეგუთს, შეკრიბეს ლიხთ იქით, ვინ არს მყოფარი,
აფხაზნი, სვანნი, მრაჭველნი, სხვათ მთის კაცთ არ გამყოფარი,
აფიცეს რუსის სამეფოთ, რა ამის განაყოფარი.
გაგზავნეს, რუსი მოიხმეს, დააგდეს არ სამყოფარი.
815
მოვიდა რუსი, გარდვიდეს, გეგუთს შეჰყარეს ლაშქარი,
შემოიყარეს ყოველნი, დადიანიცა, შაქარი,
იგინი იქით წამოდგეს, თამარ ნათელი აქ არი.
მალ წაუხდებათ რჩევისა მინაქარ-მათ-მონაქარი.
816
მათ გარდმოვლეს მთა ლიხისა, ქართლი მოწვეს, მოარბიეს,
არვინ დახვდა მეომარი, ყოვლგან ცხენი მოარბიეს,
გარდიარეს რკინისჯვარი დასადგურდეს ციხისჯვარეს,
დაწვეს ქალაქი ოზურხე, ურჩისა თქვეს: «დააბი ეს».
817 დაასკვნეს პირველ აღება ჯავახეთისა თმოგვისა,
თრიალეთს, ახალქალაქის, სომხითის მიწას მოგვისა.
ავად მოუვათ ბოლო-ჟამს წვა, ოხრობისა, დაგვისა.
მათ არ მართებდათ ღვთის მცნობთა, ეს საქნელია მოგვისა.
818
მეფეა მშვიდი სიბრძნითა, ძნელის საქმისა შემმართი,
ორგულთა რისხვით მპყრობელი და დრკუთა წამ-ერთ დამმართი.
უბრძანა ერთგულთ ამერთა: «მალ წარვლეთ აღმართ-დაღმართი,
იქივ ჯავახეთს შეებით, ბედი აქვთ მათ უკუღმართი».
819
კვლავ უბრძანა გამრეკელსა, მაშინ ამირ-სპასალარსა,
მისთ ერთგულსა ოთხთავ მხარგრძელთ, საჭურჭლეთა მათა-ლარსა:
«მამაცობა პატრონთანა იცით, კაი მასალ არსა,
პატრონისა ერთგულობა ყმისთვის დიდი წამალ არსა».
820
დადვეს თავი პატრონისთვის თამამად და უშიშარად,
კარგსა კაცსა ერთგულობა წინა უძეს უშიშ შარად,
მეცა მათი თანმხლებელი ვერ ამიგდო უშიშ არად.
ადრე დავსთმე თავი ჩემი პატრონისთვის მოსახმარად.
821
აიღეს დროშა სვიანი, მაღალი, გორგასლიანი,
ის სპათა ღმერთსა ვედრებდა თამარ ნათელი მზიანი:
«უფალმან ჩემმან მიჩვენოს, ყმანო, ნუ თქვენი ზიანი».
გავლეთ, მივედით ჯავახეთს, თამარ თბილისს დგა სვიანი.
822
ჩვენ იმედი გვქვს სიმხნითა, მერმე თამარის სვისაგან.
შეიქნა ომი ფიცხელი იმერთა ამერისაგან,
იყო სროლა და ყივილი აფხაზთა, მეგრელისაგან.
იმ დღეს სიღამემ გაგვყარნა, ევნეს მათ ჩვენგანისაგან.
823
ნახეს სიქველე ჩვენ-კერძი, შეკრბეს იმ ღამეს, არჩიეს,
მუნ ომი ვეღარ გაბედეს, მთას ასვლა გამოარჩიეს;
ტორნაძად სახელდებულსა მიმართეს, ჯარი არიეს.
ძლევის მომჭირნეთ თამარის მონათა ხელი დარიეს.
824
გავედით ხიდსა მტკვრისასა, მივჰყევით, დევნა უყავით,
ლიანის ველსა ვეწიეთ, მათ ხორცთა შუბნი უყავით;
სინგარის წყალზედ მივედით, ჩვენ ჯარი არ გაუყავით.
ერუშეთსა და თმოგვს შუა ყრიალი იყო მუყა ვით.
825
შეიქნა ომი კისკასი, ვით მართებს იმერ-ამერთას,
ქვეითნიც მწოვედ იბრძოდეს, სამების მიმნდო ამ ერთას,
მეხეთქეობდა ჰოროლი, ხრმალი ხორცს სჭრიდა ამ ერთას.
ძველთ გოლიათთგანც კმაროდა, რაც ომი იქნა წამ-ერთას.
826
ომთა სიგრძესა მიეცა ძლევა ჩვენს ბუმბერაზებსა,
დახოცეს, დაიონრესცა, ტყვე ჰყოფდეს გულით ბრაზებსა,
ჩვენს არვის ევნო მის მეტსა, ივანე ცოტად ივნებსა.
მოვედით გამარჯვებულნი წინაშე, ვის მზე იმზევსა.
აქა ამბავი გუზან-კარელნი შეიაყარა თორმეტი დროსა კაცი და მოვიდა კოლას და დახვდა ფანასკერტელი ზაქარია და გაემარჯვა
827
გუზან წარმწყმედმა თავისა ავს ავი მოუმატოსა,
აწ ამტანელმან კარისამ ვაშლოვნის სახლის ტაოსა,
ქვეყანა შარემანისა დაწვა, სიბრიყვე აოსა.
რეგვენის კაცის წესია საქმე ბოლომდის აოსა.
828
შეჰყარა დროშა თორმეტი, მოვიდა მთასა კოლისას,
მუნ დახვდა ფანასკერტელი, სცნობ ზაქარიას ომისას;
ამან სძლო ცოტას ლაშქრითა მის ლაშქარს ჭკუა-მოკლისას,
ზოგი ხელთ დარჩათ, იტყოდეს: «უფროსი ერთსა მოკლის ასს».
829
გამარჯვებაში ლაშქრისა ჰსუფევდა თამარ ნათელი,
უმაღლეს ყოვლთა მეფეთა, არვისგან არ განათელი,
არვის უნახავს დავსილი მისის დროშისა სანთელი,
სვიანი, გამდიდრებული, უტკივრად მყოფი, კვლავ მთელი.
აქა თამარს ძე მისცა ღმერთმან და მამის სახელი დასდვა გიორგი და ლაშა დაურთო ზედა, რომელი გამოითარგმანების ქვეყნის განმანათლებლად
830
მრეკელთ გამღებმა კარისამ, მიმცემმა სათხოვარისა,
მომფენმა წყალობისამან თამარ პირ-ბაკმულ-მთვარისა,
ძე მისცა დავითიანი, მსგავსი მისისა გვარისა;
ცა ნათობდა და ქვეყანა, იხარებს მოსაგვარისა.
831
სიმრავლე ქველის საქმეთა არ ითქმის ასე ადვილად,
გლახაკთ სიმდიდრე მიეცა, აეშვნეს ვინ «ჰყვა პყრობილად,
ქვრივთ შეშრათ ცრემლთა ნაკადი, ობოლნი იქმნეს დაზრდილად.
ყრმაწული სახელ გიორგი, ალვისა ნორჩი ჯერ ჩვილად.
832
ლაშა დაერთო გიორგის, სახელის მოსამატებლად.
გამოითარგმნა სხვას ენით ქვეყნისა განმანათლებლად.
საქართველო სად კმარიყო უფრორე ასამაღლებლად?
სიმტკიცედ გამამარჯვებლად, სხვათა საზღვართა წამღებლად.
833
მოვიდა მოსალოცავი სულტანთა, ათაბაგთაგან.
დიდთა ბერძენთა მეფეთა და სპარსთა ამირათაგან,
კმა-სამყოფელი ნიჭი და ტურფანი ძველთა განძთაგან,
ოქრო, მური და გუნდრუკი, ვითა ასმოდათ მოგვთაგან.
აქა ლაშას ბედზედ გალაშქრება და გამარჯვება
834
ლაშას ბედზედან ვილაშქრეთ და მოვარბიეთ ბარდავი,
ციხე-ქალაქი ავიღეთ, გამოგვითხოვეს არ დავი.
ამდენს ლაშქრობას დაუხვდი, მოყმე გგონივარ რად ავი?
გიორგის თავს შემოავლეს ბევრი ტყვე ჯავრის მდარდავი.
აქა კარსა და არზრუმელზედ გალაშქრება და ანადოლის მიშველება და ომი
835
ამას შუა არც თვე ერთი გამოსულა, ეს ვილაშქრეთ.
მსწრაფლ წავედით არზრუმზედა, კარისაკენ თავნი ვარეთ,
მოქალაქეთ ციხის მცველთა ყოფა დიაღ გაუმწარეთ,
მას შიგნითი ანადოლი ჩვენად სამტროდ შემოვჰყარეთ.
836
პირველ დღის ცისკრისა ომსა ულხინა ჟამ მწუხარისა,
დილას მოვიდა ლაშქარი, ვნახეთ გარდმდგომი კარისა.
ცხენ, ქვეითისა რაზმი ჩნდა, აბჯარი საომარისა.
დაჰკრეს ბუკსა და დუმბულსა, ხმა არს სახდელი ზარისა.
837
რა ნახა დავით მეფემან, ლაშქართა სპათა მისთამან
დასტეხა მსგავსად მეხისა, დაზვლოს მაღნარი ვით მთამან.
რაც მორჩა, ციხეს შეგავსწრეს, იკივლეს ცოლთა მათთამან.
აავსო გზა და სახლები ნაგლეჯმა მათთა თმათამან.
838
ვეღარც ციხემან დაგვიდგა, ავიღეთ, ავიალაფეთ,
ხმალ-შემოკრულნი იზახდეს: «ნუ მამკლავ, ხორცსა ნუ აფეთ!»
შერცხვენილნი და კდემულნი მათ ცოლთან გავათავლაფეთ.
გამარჯვებულნი მოვბრუნდით თამარის კვლავ სიიეფეთ.
აქა გელაქუნად განვიდეს, ჩაიარეს ხაჩიანი, ჩავიდეს ვიდრე ქვეყნად ყვარყვარისათა, ბალაყუნი მოარბიეს, ამოვლეს განძის კარი და დიდი ომი იხადეს და გაიმარჯვეს
839
ოდეს ჟამსა ერთსა შინა შეიყარნეს და განვიდეს
გელაქუნად, ჩაიარეს ხაჩიანი და ჩავიდეს
ქვეყანას ყვარყვარისასა, ბალიყუნამდის წავიდეს.
მომრბევი, მოთარეშენი გამარჯვებულნი მოვიდეს.
840
ამოვლეს კარნი განძისა, შეიქნა ომი ძლიერი;
განაღამც გავაქციენით ჩვენ ღვთითა იმათი ერი,
საშოვრითა და ომითა არავინ დარჩა მშიერი.
მოვედით მზესა მეფესთან, ვის ჰქვიან სხვა შარიერი.
აქა მხარგრძელნი ივანე და ზაქარია, ძენი სარგის მხარგრძელისანი, წარვიდეს რახსის პირი მოარბიეს, და დვანელნი ამბედარელნი სამეკობრედ წამოსულნი დახვდენ, და გაიმარჯვეს
841
კვალად ლორიდამ წავიდეს ძენი ორნივე სარგისა,
ზაქარია და ივანე, არ მქონე მძიმის ბარგისა,
მათ ჰქონდათ ყოვლი სიკეთის სისავსე ბევრის დარგისა.
ღვთის წყალობა გაქვს, ომის დღეს რამდენჯერ მათ ევარგისა.
842
რახსის პირი მოარბიეს, წამოსულნი იყვნეს შინა;
სამეკობროდ წამოსულთა ქარავნისად დაეშინა,
დვინელნი და ბაჯანელნი, ამბერდელნი მუნ მაშინა.
რა ესენი შემოჰყროდეს, ამათ ნახვას შეეშინა.
843
უგრძნობელად შემოჰყროდეს მუნ იგინი ურთიერთსა.
ვის მოწყალე ძალს უბოძებს, მალე მორევს ათსა ერთსა,
დიდს საქმესა ადვილად ჰყოფს და ხანგრძელსა წამსა ერთსა.
ომი დიდი გარდაჰხდოდათ, გაემარჯვა მათთვის ღმერთსა.
აქა ივანემ მსახურთუხუცესმა დავით მეფე აწვია გელაქუნს, სპარსიაზ ბოზორის გორალ ქვეყანასა; და მოარბიეს, აიღეს სიმრავლე ტყვისა და პირუტყვისა შემსგავსებული ქვიშისა
844
ივანე მსახურთხუცესმან დავით სალაშქროდ აწვია,
გელაქუნს, სპარსის ბოზორის გორლა ქვეყანას აწვია
მორბევად, წარსატყვენელად, უთხრა: «თუ გინდა, დაწვია».
წავიდა. სრულყო ნათქვამი მუნ, ჩემმან სულმან, რა მწვია!
845
აიღეს ტყვე, ცხენ, აქლემი, ძროხა, სიმრავლე ცხვარისა,
სიმრავლით შემსგავსებული მდელოთაებრი ქვიშისა,
მათ დედაწულთა ვერ მშველნი, მოსაგებ იყვნეს იმისა,
ქვეყანას ზარი დასტეხეს მეხებრ მათისა შიშისა.
846
მივიდნენ სპარსის ბოზორის მოედანს შიგან სულტანის,
ხელი ჰყვეს ასპარეზობას თავით თავამდის გატანის;
ესე არვისგან ქმნილიყო ცოცხალთა, არც კვდართ ჩატანის.
ეს ასრე ქნეს და სხვა საქმე მას უკან მოამატანის.
აქა იგი ბედკრული რუსი მაშინ, ოდეს ლტოლვილი ხელთა იგდო და არა ავნო და განუტევა, მივიდა ერანს ათაბაგთან და მან მისცა ქვეყანა არანისა; შეიყარა ლაშქარი და მოვიდა ქისიყს; კამბეჩოვანს შიგნით მინდორი მოარბია, წაეწია გახატელის ძე ხორნაბუჯელი და გაემარჯვა
847
რუსი მაშინ გაქცეული ხელთ იგდო და არა ავნო.
სადღა მოვა კვლა საბრძოლად ან თქვენ მოსდევთ ავ სად ავნო?
უღურსიძო ბედო მისო, სვე-დოვლათო ერთად ავნო.
არა ხამს, რომ გაგემარჯვოს, ავის საქმის შენ მოდავნო.
848
მივიდა ერანს მყოფელთან, ათაბაგ წოდებულისა;
უბოძა არნის ქვეყანა, ხელმწიფეთ შემსგავსულისა.
მუნით შემყრელი ლაშქრისა, განძელთა თვით გრძნეულისა,
მოვიდა კამბეჩოანსა შემარცხვენელი სულისა.
849
მის გარეშემო ალაგი მოარბია და აიღო,
სიმრავლე ნაშოვარისა მუნით დიდძალი წაიღო,
ვეღარ წაბძანდა მშვიდობით, ვერც შინ ნაშოვნი მიიღო.
თუ ასრე გაემარჯოდა, ავად ქნა, ქრთამი გაიღო.
850
წაეწია მახატლის-ძე, ხორნაბუჯის მჭერი საღირ,
მცირეს ლაშქრით შეუზახა: «შენ ამ საქმეს როგორა ღირ?
ჩემის მეფის მაღლის სვისგან ხმალსა ცუდად არ დაგაღირ!»
რას ვაგრძელებ, სასახელოდ გაემარჯვა, დასო დაღირ.
851
სანატრელია თამარის მუდამ გამარჯვებულობა,
უსინჯო მისი სიტურფე, შვენება, კვლავ უსულობა.
მინახავს მისთა მჭვრეტელთა შორს ბნედა, შორს უსულობა,
მხეცთაგანც თავის დადება, ვით მონა გაერთგულობა.
აქა შარვანშასაგან ლომის ბოკვერის მორთმევა თამარ მეფისა
852
შარვანშას ოდეს ბოკვერი გამოეგზავნა ლომისა,
დიდი შეიქნა ხარება არმაღნად მოსანდომისა.
ივლისის თვესა მოართვეს ლომი მზეს სამისო მისა.
ესრეთ დამონდა, ვით ვამბობ, არ ბრდღვინვით მნდომი ომისა.
853
მოაყვანინის დარბაზსა საქმისა მოცალებამან,
ჩაუდვის თავი უბესა, არ ბრჭყალით დასალებამან.
ჩვენ გაგვაკვირვა ესეთმან ლომისა მოდედლებამან.
რა გამოჰყრიდეს, ატირის გაყრისა იძულებამან.
854
ძლივ იპყრობდეს ძალის საქმით იქით-აქათ, ვის ეჭირა.
მყის მოვიდეს მოშიშარად ლოშნად მისდა, ვთქვა მეტი რა?
რა მოშორდის, ცრემლთა სჩქეფდის, უნდოდა, რომ ჩვენც გვეტირა.
ლომიც ასრე დაემონა, ჩავაგდო ქალაქპეტი რა!
855
ძველად სასწაულთმოქმედთა ექნათ, იმათგანც კმარიყო.
არ მისწვდა მისი სახელი, ხმელზედ ქვეყანა სად იყო.
ლაშქრის სიმრავლე, სიდიდე, კმარა თუ ზღვასა არ იყო.
ოთხთა კიდეთა იპყრობდა, თუ ადრე არ მამკვდარიყო.
აქა ერანის მპყრობელი ბობოქარ მოვიდა შირვანს, შირვანშა აღსართან გამოაგდო, და თამარ მეფეს შემოეხვეწა. ამით ილაშქრა და გაიმარჯვა
856
სრულად ერანის მპყრობელად ჯდა ამირ-ბუბაქარია,
აღსართან შარვაშიანსა უთვალა მან მუქარია.
მოვიდა შირვანს, წაეღო, თან ახლდა სრულ ლაშქარია.
ვერას ავნებდა შარვანშა ლტოლვილი აწ აქ არია.
857
მოვიდა ხვეწნად თამართან სახლს მეფის დავითისასა.
მათ შეიწყალეს, უპყრობენ წყალობას პატივისასა,
მისცეს ბორჯალი ლაშქრისა, იმედს იდებდეს ღვთისასა.
ილაშრეს. არვინ დაეძებს კითხვას მოსაათისასა.
858
სრულ საქართველო აწვიეს, შიკრიკი გაუფრინესა,
ლაშქარი იხმეს ყოველგნით, სასწრაფოდ მოაწივნესა.
რა ხელი ჰქონდა მაცდურსა ბობქარს, ვინ ის და ვინ ესა?
ვირე შემოკრბა ლაშქარი, არც ერთს დღეს მოაწყინესა.
859
აცნობეს ბობქარს ნახჭევნელთ, მანც მოაწვია სპარსეთი,
ბაღდადელისა ხალიფას ლაშქარნი დას-და დასეთი.
წავა დავით და ქართველნი, ვით ისრაელნი მოსეთი.
ჯაბანს კაცს შიში გახეთქდა, ომი მუნ ვნახეთ ასეთი.
860
შეკრბეს წინაშე თამარის ყოველნი მისნი ვაზირნი,
სარდალნი, ერისთავები, სპანი ლომ-გულნი და გმირნი,
ამირ-სპასალრის უწინ თქმის ზაქარიასა შემზირნი.
არჩიეს წასვლა; მიმართეს, სხვის არას არ დანაპირნი.
861
ითხოვეს სიტყვა, დალოცვა გამარჯვებისა, ძლევისა
პირისა მისგან ბრძენისა ტომ დავითისა ლევისა,
წარმძღვანებელი ჯვარისა, ცხოველსმყოფელის ძელისა,
კვლავ დროშა გორგასლიანი, ბაგრატოანთა ძველისა.
862
წარსრულთა დაიბანაკეს წყალზედა ელეკეცისას.
მუნით ვიარეთ, მივედით სიახლედ სახლ შანქორისას.
თვესა ივლისსა, ხუთშაბათს, თენებას პარასკევისას.
რომელსა შინა ქრისტე ჰყოფს ძლევას ორთავის გველისას.
863
რა ცნა მეფემ და მისთა სპათ მოსვლა ბობქარის ახლოსა,
გაჰკვირდნენ წინ მოგებებას, სირეგვნეს მის საახლოსა,
გამხიარულდენ მტერისას მალ პოვნას არმის სახლოსა.
სიმრავლემ, ლაშქრის სიდიდემ მტერი მტერს არ ამზახლოსა.
864
ერთად თურ ექნა აქ მოსვლა ლაშქრისა სიმრავლისაგან.
მეორედ ხევის შეზღუდვით ძალისა სიმაგრისაგან.
რა დაემართის, ისმინე, რეგვენსა აქ მოსვლისაგან,
მეფის დავითის სიმხნით და სპათა მისთ ლომ-გულისაგან!
865
მაშინ აღჭურნა მეფემან, შეჯდა ზერდაგსა განთქმულსა,
ომი იხადა ძლიერი, მით ბობქარს შეიქს დანთქმულსა,
გმირთაგან სა[ა]მიანთა, ძველთაგან ამბადა თქმულსა,
ჩვენ განვაახლებთ, ვიშოებთ საჯილდოოსა მამულსა.
866
შეჰკადრებდენ ურთიერთსა სიმხნეს, გამარჯვებულობას,
ძველთა მამათ და პაპათას მეფეთა მათ ერთგულობას,
მოწამეთ ღვაწლის თავსდებას, ტანჯვასა, დადაგულობას.
ქრისტესთვის გვიჯობს სიკვდილი ამაოს აქ სულდგმულობას.
867
სპასპეტნი სპათა ეტყოდეს, თავ-თავის თავის დამდებნი:
«ამხედრდით ბრძოლის ეტლზედან, მათზედა ცეცხლებრ მამდებნი,
ისტროს ქებისა შემსხმელთა წარვმატოთ ჩვენი საქებნი,
ხელი ხმალს მივსცეთ, სულნი ღმერთს, ვართ სხვის ნუღარას მომდებნი».
868
მაშინღა დაჰკრეს სპერი-ჭურს, შეიქმნა რაზმთ წყობილობა,
წინ მბრძოლთა ერთმანერთისა შეტევა, მუნ სირბილობა,
ომი სასტიკი, ფიცხელი, მოყვსობა არ ძმობილობა,
თავს ლაფი უნდა დაისხას, იმ დღეს ვის ჰქონდეს რბილობა.
869
გაგრძელდა ომი, მუნ ცხენი ბევრს კარგს მეომარს მოუკლეს,
მაგრა იბრძოდეს თამამად, ქვეითობითა არ უკლეს.
ზაქარიამ და ივანემ მხარგრძელთა გზა შეიმოკლეს,
მიმართეს ფრთოსანს ვეფხთაებრ, ნავარდი არ შემოუვლეს.
870
ცოტაღა აკლდა ჩვენს რაზმსა დიდის გაჭირვებისაგან
გამობრუნვება, სირცხვილსა აგართ ერთ სიბევრისაგან.
ვნახეთ იგინი მოსულნი, იმ ხან დავდეგით ღვთისაგან.
ომი იხადეს ძლიერი, ხმა იყო ლომთ ლომისაგან.
871
მეფეც მოვიდა რაზმითა და დროშა გორგასალისა,
სინდეთს ნაშოვნი ვახტანგის, შემკული ძვირ მასალისა.
იყივლა ხმითა მაღლითა, ვით გული ჰქონდა სალისა.
გაიქცეს მაჰმადიანი, რა სიცხე მიხვდა ალისა.
872
ისარი სმიდა სისხლსა და ხრმალი შესჭამდა მათს ხორცსა,
მისდევდეს ალაღებულნი, ქართველნი თათრებსა ჰხოცსა,
ერთი იპყრობდა ათსა და ორი ცხრამეტსა ან ოცსა.
მისებრი გამარჯვებასა სიზმრადცა ვერვინ იოცსა.
873
მისწვდა ერთის მხრის მდევარი კერძო განძისა შუამდი,
მეორეს რაზმის წინანი მთა-მაღალ გელაქუნამდი.
ჰხოცდეს, იპყრობდეს, მცემელნი ტანს მათსა სისხლთა ბანამდი.
ამაღლდა მეფის სახელი ამ ომით სვე სვიანამდი.
874
დროშა იშოვნეს ხალიფას ღაზოდრე გამოგზავნილი.
სამი ქალაქი ავიღეთ, სამივ დაგვხვდა კარ-გახსნილი.
ლარ სალარონი, საჭურჭლე ვნახეთ ნაბეჭდი, არ ხსნილი.
ეტლი თამარის ბედისა სიკეთეზე არს ახსნილი.
875
დაიბანაკეს იმ ღამეს, სად ბობქარ ლაშქრით მდგარიყო.
იდგა სიბევრე ჭურჭელთა, თუ ვსთქვა სიმრავლით არ იყო.
ჩვენი მებრძოლი ჩვენზედა თამამად არსად არ იყო.
ისრემც კარგად ხარ, ის ომი ერთ გამარჯვებად კმარიყო.
876
განძას მოვიდა, ქალაქის მუნ მყოფნი მომგებელობდეს,
დიდებულნი და ვაჭარნი ფეშქაშსა მომღებელობდეს,
თაყვანი-სცეს და დალოცეს, თავს ოქროს გარდამყრელობდეს:
«ღმერთმან განაგენ მეფობა თქვენი, მრავალწელ გრძელობდეს».
877
ცრემლით მოქენეთ შევედრნეს თავი და მათიანობა,
უფინეს სტავრა ფერხთ ქვეშე, სურნელნი ვარდიანობა.
შევიდა ლაღი ქალაქად, შვენოდა პირ-მზიანობა.
ბრძანა: «არ წახდეს ქალაქი, ამათი თემიანობა».
878
ავიდა, დაჯდა ტახტზედა, თავს თვალთა გარდაასხმიდეს,
ამირ-მირანს და შარვანშას მის-მის ალაგსა დასხმიდეს.
აწ დარბაზობა შეიქნა, ლხინი, და ღვინოსა სმიდეს.
მეფობისა და სულტნობის მუნ ერთად მქონი დაზმიდეს.
879
შარვანშას ყმათა ყოვლისა და ძისა ათაბაგისა
შესატყვი ჟამთა ლხინია, შვენის ღიმილი ბაგისა.
მახარობელი გაგზავნა თამარს წინ, მის დამდაგისა,
მანდატურთხუცის ჭიაბრის მის წინ წარგზავნად გამგისა.
880
საქმე გააგო აქეთი, მიმართა ეტლმან მის მზესა,
მეფედ ხმობილსა დედოფალს, მას ხელმწიფესა ზესთ-ზესა.
შეიყარნეს და ბაგენი ერთმანეთს გაუმაზესა.
იმათი მსგავსი ქალ-ყმანი არ მახსოვს, ვფიცავ მათ მზესა.
881
მოჰყვა საჭურჭლე ურიცხვი, მრავალი და ბევრჯელ ასი,
დროშა თხუთმეტი ათასი და ერთი თვით ხალიფასი,
იყო უებრო ნაქმარი, არ ითქმის იმისი ფასი,
მურასა გულქანდელთაგან ფრანგთა ნაქნარი მინასი.
882
ათი ათასი ავაზა, ორმოცი ცხენი ქებული,
არაბთა ჯადბაჯადობით ჩამოსვლით მუხლ ფიცხებული,
შვიდი ათასი ყათარი აქლემი ლარ-კიდებული –
მოართვა თამარს, ვინ არის დავითიანი ცხებული.
883
დროშა წარგზავნა ხახულის ღვთის-მშობლის სასოებისა:
«ოდეს დორბეზეს ყაისის მანიაკ ყელ-მოდებისა
ამძრცველი მამა ჩემი გძღნობს ცოდვათა დასავსებისა,
მეც ხალიფასა დროშასა შეგწირავ კართაგებისა».
აქა მხარგრძელი ივანე მსახურთ ხუცესი გელაქუნელთ მიუხდა, განძელი ლაშქარი დახვდა ვანს მიმავალი და გაემარჯვა
884
აწღა ივანე მხარგრძელი წავიდა ლაშქრით მცირითა,
მბრძოლი ფიცხელი შუბითა და მერმე ისარ-ხშირითა;
განვიდა გელაქუნელად გულითა მტერთა მზირითა,
ნახა ლაშქარი განძელი ვანს წასვლად განაპირითა.
885
ლაშქარი დახვდა უფროსი, უმცროსმან აღარ დახედნა,
ამად რომ, იყო გულ-მხეცი, უმრავლეს მისდა შებედნა,
გააქცია და ასწყვიტა, სადგომნი გაუმაედნა,
სილაღე მათი წაუღო, მოამშვიდნა და დახედნა.
აქა ნუქრადინ საბერძნეთისა და პალესტინისა სულტანმან ოთხასი ათასი კაცი შეიყარა და ლაშქრად გამოგზავნა; წინ ელჩი გამოუგზავნა თამარ დედოფალს და ეს შემოუთვალა
886
იჯდა სულტანი ნუქრადინ საბერძნეთს, პალესტინესა,
უმაღლეს ყოვლთა, ვით მაშინ მონებდენ კონსტანტინესა.
მიესმა საქმე თამარის, თქვა: «ვინ ქალი და ვინ ესა?»
ოთხ ასჯერ-ასსა-ათასსა სპათ შეჰყრის მოსაყივნესა.
887
წიგნი მოსწერა, ეს იყო შიგან წერილი უშვერი:
«მე ვარ მპყრობელი ქვეყნისა, მაჰმადის თითის მიმშვერი;
დიაცთ სირეგვნე მოგიდგამთ, შენ მორჩე მარტო მაშ ვერი;
რად გითქვამს საქართველოსად, გაწყვიტონ მუსურმანთ ერი?
888
აწ ვბრძანე ლაშქრის წამოსვლა შენზე და შენს ქვეყანასა,
ვინც მოხვალთ ჩემსა რჯულზედა და მაჰმადს სცემთ თაყვანასა,
ოდენ ის დარჩეს ცოცხალი, სხვანი შეიქმენ ნანასა.
სულ მოსვრა მიბრძანებია, მომკიან ვითა ყანასა».
889
მოვიდა ელჩი, გვიამბობს ავს ამბავს საკადრებელთა,
უყურე, სიტყვას რას იტყვის ჩვენ ჯავრით ასანთებელთა,
რაზომ უქნელთა საქმეთა, რა ცუდთა მოსადებელთა!
თქვა: «რჯულს დააგდებ, შეგირთავს, თვარ, უნდა ახლდე მხლებელთა».
890
ამირ-სპასალარს რა ესმა, ზაქარიას სიტყვა ესე,
წარმოდგა და პირსა ხელით მწვე უხეთქა დასაკვნესე,
ვითა მკვდარი ქვე დააგდო ავის მთქმელი, ავის მთესე.
რა მობრუნდა მოციქული, სიტყვა უთხრა უკეთესე:
891
«თუ არ იყო მოციქული, გიხმსო ენა ამოგართო,
მერმე თავიც გაგაშორო, შენ სულტანთან ვეღარ წართო;
ხორცი შენი დასაწველად ნავთ-მოდებულს ცეცხლსა დავრთო;
ვით იკადრეთ უკადრისი, ძაღლებო და თქვენა ვირთო».
892
მერმე შემოსეს ელჩი და გაგზავნეს სიტყვა მწვავითა,
იხმეს ლაშქარი ყოველგნით: დარუბანდ-ანაკოფითა.
შუა-მყოფნი და იმერნი, ამერთ არ განაყოფითა.
ღმერთმან მტერს მისცეს, ნუქრადინს, შევიქთ რასაცა ყოფითა.
893
შემოკრბა ჯარი ჯავახეთს, ვარძიას მივლენ მეფენიც,
თვით დავით სოსლან ძლიერი, თამარ ბრწყინვალე, შუქ-მფენიც;
ღვთისმშობელს ლაშქარს ვედრებდა, იქმნა მოწყალე, მომსმენიც:
«ღვთისა დედაო, დამიცევ მე თამარი და ესენიც».
894
გაისტუმრა ლაშქარი და ესენია მეწინავეთ,
ზაქარია სპასალარი და თორელნი არ სიავეთ,
ივანე და შალვა, ძმანი ახალციხით; მესხთ უთავეთ
ომზედ დიდსა გასაჭირსა, მოსვენებად არ, საავეთ.
895
იგინი იდგეს ბასიანს, ბოლოკე წოდებულისა.
ძლივღა იტევდა მინდვრები სიგრძე-გან გაკიდულისა.
დააწყვეს რაზმი ჩვენგანთა, მივლენ დამდებნი სულისა.
ვიხადეთ ომი ძლიერი ძველთაგან დადებულისა.
896
წინ მბრძოლად იყვნეს იგინი, პირველ ვთქვი მათ სახელები
იმიერნი და აფხაზნი, მარჯვენი, ცხენ-ფიცხელები,
ამერნი დარუბანდამდინ, მარცხნივ-კერძ თვით კახელები,
შუა დავით დგა ლომგული, მებრძოლი ლომ-თათ-ხელები.
897
აწ იგინიცა წამოდგეს, ბარგ-კარვები დაუტევეს,
მოეგებნეს და საომრად ერთმანეთსა შეუტევეს.
ომი იყო პირველჟმური, გმირული და მართ უდევეს.
გამოუკლეს ჩვენებურთა ქვეშ ცხენები კარგ სადევეს.
898
მოუკლეს ცხენი ივანეს, მსახურთხუცესა მხარგრძელსა,
ახალციხელსა ივანეს, შალვას და ბევრსა თორელსა,
დაუდინს თორგველს მხნეს კაცსა, სხვათ თავადთ მუნ იმერელსა.
ქვეითად დარჩნენ რაზმთ შუა, უყურე მათს სიქველესა!
899
რა ნახეს ყმათა პატრონნი ცხენ-მკვდარ, ქვეითნი მობრძოლნი
გარდახდენ ყმანიც პატრონთან, ზოგთ ხელთ აქვს კიდევ ოროლნი;
გაწირეს თავი საკვდავად, არ ახსოვს ცოლ-შვილ, საყოლნი,
მოუდგენ მათთა უფალთა, იბრძოდეს ისართა მსროლნი.
900
დავით იხილა მეფემან მხნენი ქვეითად მსროლელი.
მორიდა კერძო მარცხნითა ქვეითთა გარ-შემოვლელი.
მუნც ზაქარია მხარგრძელი მარჯვენით იქმნა მომსვლელი.
ქვეითი არ დაეთრგუნათ, ვერ ჰყოფდა კაცი სულელი.
901
მოუხდენ რაზმთა თათართას, სიმრავლეს მათსა შუასა;
იფიცხე მათი ამსგავსეს, რა ბარი სცემდეს ბუასა.
ერთი ვით ლომი დავით არს, თათართ აძახებს «უასა».
იქითკენ ზაქარიამაც მან თავი ერთსა უასა.
902
ვითა მგელნი ცხვართა ჯოგსა, მსწრაფლ მიუხდეს მათ,
თამამად რაზმს აპობდეს სულტანისას, ძლევას ჰყოფდეს ღვთითა ამად,
ამათ ჯვარი სცავს ცხოველი, შერცხვენილი იმათ მაჰმად.
ძალსა მალ გაექცევიან, თათართა სჭირს გვარ-მოდგამად.
903
განხეთქეს რაზმი, იძლივნეს, სიმრავლით ჰგავდეს მაღნართა,
მუნ ხმა ისმოდა დავითის ვით ლომთა, არ თუ ნარნართა.
შავი ტყე მოსქდა მაღალს მთას, წარიქცევს შამბთა და ნართა.
ჰხოცეს უწყალოდ, უშრომლად უსჯულოთ, ვით სოინართა.
904
რომელნი იყვნეს ქვეითნი, აწ ცხენს ასხდეს, დევნა უყვეს;
ღამემდისინ სდევდენ, ჰხოცდენ, ჯარი სულტნისა გააწყვეს;
მობრუნდენ გამარჯვებულნი, მათ სადგომს ხანი რამ დაყვეს.
კარავსა, სალაფარდებსა შოობდენ, წილით არ გაყვეს.
905
თუცა არის საქართველო ღვთისმშობლისა წილხდომილი,
აქ გასინჯე საფარველი მარიამის მისი ტკბილი!
ვარძიიდამ წამოვიდენ, საომარად აქათ ვლილი.
არ მომკვდარა ამ ომზედა კაცი მეფეთ შესწავლილი.
906
აივსო სრულად ლაშქარი, რომელ დაჰყარეს კარავთა,
საჭურჭლე პატიოსანთა, სამოსელთ სარა-სარავთა,
ცხენის ჯოგთა და აქლემის შოვნისას ვინა სწერავთა?
განმდიდრებულნი მედიდართა მოვლენ, ლხინთ ნახვენ არ ავთა.
907
ამახარობლეს თამარსა ნათელსა მას, უბინდოსა.
ვით სძლიოს მტერმან ბოროტმან წმინდის ღვთისმშობლის მიმნდოსა?
სხვა არვინ დარჩა უძლევი, მიჰმართოს აწღა ინდოსა.
მინახავს ძენი მეფეთა, მის სურვილს დაებინდოსა.
908
გარდვიდენ ლიხსა, სუფევდენ, ნადირობდენ და ბურთობდენ;
ამაღლებულნი ღვთისაგან კიდით-კიდემდინ ნათობდენ;
ქვრივთა, ობოლთა სწყალობდენ, მებრძოლთა მალ დაამხობდენ;
მონასტრებს აღაშენებდენ, ხატთა და ჯვართა ამკობდენ.
909
მიიცვალა სოსლან დავით მეფე, ქმარი თამარისი,
ცრემლი თვალთა დამიბნელებს, ადგილი ვთქვა სამარისი;
გლოვამ მოცო საქართველო, მწუხარებად მგონ კმარ ისი.
ძაძამ შიგნით მოიქცია ტანი ბროლი, მარმარისი.
910
ვაჟი დარჩა, ლაშა ჰქვიან, და მისვე შვილს-ქალს რუსუდან,
ჩვენ ვიქმენით ყელ-დაჭრილნი უხმლოდა და მერმე უდან;
სანადირო ოხერ-იქმნა, უბურთალო მუნ მეიდან;
განიკიცხნეს დიდებულნი, ერისთავი რაჭის ბედან.
911
ამ დღეს ვინ დააკლდებოდა დიდთაგან მცირის მონამდი?
მეფევ, შენც გული იტკივნე, სულთქმიდი, ცრემლსა მონამდი,
მოსთქვამდი სიტყვა-მჭევრულად, თამარის მოსაწონამდი.
ზარი, ყვირილი ისმოდა გეგუთით მგონი ონამდი.
აქა თამარ დედოფალი გეგუთს იდგა და მხარგრძელნიცა მუნ ახლდეს. მიუხდა არდაველის სულტანი ანისს, რომელი გათენდებოდა აღვსებად, და მოაოხრა, და მოსრა და წარვიდა
912
დგა თამარ მეფე გეგუთსა, მხარგრძელნიც მასთან ხლებოდენ,
სცნა არდავლისა სულტანმა, პაემანსა სცა ეგოდენ;
მხარგრძელთა ანისს არყოფნა მისთ სპათ ეიმედებოდენ,
ანისს მიუხდა დიდ-შაბათს, არ ითქმის, რაც მას ვნებოდენ.
913
აღდგომა გათენდებოდა ქრისტეს მეუფის მხსნელისა,
მოადგა ციხის გალავანს, კარის გაღებას ელისა;
დარეკეს ცისკრის ზარებსა შესაკრებელად ერისა,
გაახვნეს ყოვლგნით გალავნის, ვა ჯავრი კართ გამხმელისა!
914
შეკრბა ერი ეკლესიად, ვით წესია ქრისტიანეთ,
ლაშქარიცა თანვე შეჰყვა, იზახოდეს: «მიატანეთ,
რჯულ-მყრალებო, ამოგვწყვიტეთ, ზოგი ცხენქვეშ დაგვატანეთ,
გაგემარჯვათ ვით გინდოდათ, ჩვენი სისხლი გაიტანეთ».
915
ერთ-ბევრი და ორ-ათასი კაცი ეკლესიას დაკლეს,
ქალაქსა და ფოლორცს შიგან, ანუ გარეთ ვინცა მოკლეს,
ჰეროდემ რომ ჩჩვილნი მოსრნა, უფროსი ქმნეს, არ მოაკლეს.
მაგრამ ლომი ზაქარია პასუხს უზამს ჭკუა-მოკლეს.
916
ახალ-კვირასა აცნობეს მეფეს და მხარგრძელთ დასტურად,
დაჭმუნდა მეფეც, ყველანი, მაგრა იგინი მეტურად;
ამზადდენ მათზედ სალაშქროდ არ ცუდ-სომხურად, ტურტურად,
ზაქარიამ თქვა: «სულტანო ვერ გნახო, შემქენ ცოლ-ტურად».
917
მხარგრძელთა ჰკადრეს მეფესა: «გვეწივნეს საქმე ბოროტნი,
ჩვენის ცოდვის წილ მოისრნეს მუნ მყოფნი, ვერსად მეოტნი».
თამამად გამოარჩივეს, არ სიტყვა მიროტ-მოროტნი:
«აწ სად წაგვივლენ არდავლით სულტანნი ხრდალნი და ბოტნი.
918
ვესავთ წყალობას ღვთისასა და მერმე ცხოველსა ჯვარსა;
აწ შენ, მეფეო, უბრძანე მზადება შენსა სულ ჯარსა,
მზას იყოს ყოვლი ლაშქარი, ჩვენი სააჯო ეს არსა;
რაჟამს გაცნობოთ, გვიბოძეთ, როს დაგირეკოთ ჩვენ კარსა.
919
ნაცვალი ვაგოთ, სიცრუვე მათი მათზედა მიიქცეს;
თუ ბევრნი წავალთ, გვიგრძნობენ, ვაი თუ სხვაგნით გაიქცეს;
როს რამაზანი დაუდგეს, მთვარე სიახლედ მოიქცეს,
მაშინ გვიბოძეთ ლაშქარი, მეჩიტში სისხლი მოიქცეს».
920
ისინი ანისს წავიდენ, აქ ლაშქართ იწყეს მზადება,
ასრე მზას დადგენ ყოველნი, უნდა თუ ლაგმის ადება;
წასვლა გვიხარის, არ გვინდა სირცხვილის თავსა დადება
დაუდგათ რამაზანი და ჩვენგან ცეცხლისა მოდება.
921
წარმოავლინეს მეფეს წინ კაცი ლაშქრისა მთხოველი
სომხითარნი და სრულ მესხნი, კახნი, არ დიდო ფრთხოველი;
ქართველნი არ გაატანეს, იგრძნობსო, ამას მოველი.
რაც მათ ეთხოვნა, გაგვგზავნეს ჩვენ ჯარი იქით ყოველი.
922
მივედით ანისს, იგინიც დაგვიხვდენ მზას, და ვიარეთ.
ისწრაფდეს ადრე მისვლასა და ჩვენცა არ ვიუარეთ,
გარდავვლეთ გელაქუნის მთა ჩვენის სამზღვრითა მათ არეთ,
განვედით ხაფურის ხიდსა, არ გარე შემოუარეთ.
923
რამაზნის მარხვა გავიდა, გათენდა მათი აიდი.
არეზს აქათს რომ არბევდი, გაბრძანდი, აბა, იქ მიდი!
ასრე მოვსწყვიტნე თათრები, ხანსაც იმდენსა დაზმიდი!
თუ ეს ჰქნა, ნაძლევი მოგცე, რასაც გინდოდეს, მიზმიდი.
924
ხმა ყო ქადაგმან ბილწისამ ქადაგებისამ მათისამ,
გახშირდა მუყრთა ყივილი, ბილწებო, ღმერთს რად არ ისამ?..
მუნ ვესტუმრენით ასეთს დროს, ვეღარ გააძღოს არისამ.
სისხლი ადინოს ღვარული, პასუხმან მათ საკმარისამ
925
შემოუტიეს მხარგრძელთა და სრულ ერთპირად ლაშქართა,
ეცნეს ანაზდად ქალაქსა, სიფიცხე გვქონდა ვით ქართა.
როს გაუსწორდათ დღე-ღამე, ამტვრევდენ, სჭამდენ შაქართა,
აუკრეს ხელი მონათა ლანგრებს, სინ – მათ – მინაქართა.
926
იგდეს ქალაქი ხელთა და თვითან სულტანი ცოლშვილით;
აივსნეს საშოვარითა და ოქროს სრული საჭურჭლით;
აფთხოფდა ზარი ჩვენისა მაღლისა ხმისა ყივილით,
ზოგს ცრემლიც ჩამოსცვიოდა მათის მოთქმისა ჩივილით.
927
სულტანი მოკლეს, ცოლ-შვილი ტყვე-ყვეს და წამოასხესცა;
მუნ ამოსწყვიტეს სიმრავლე, სისხლი მიზგითას დასცხესცა.
მათი საჭურჭლე, ცოლ-შვილი მათსავ ცხენებზედ ასცხესცა.
იქ საშოვრისა სრულად თქმა არ ძალუც ჩემს უხუცესცა.
928
აღივსო ჩვენის ქვეყნისა მცირეცა მონა ვერცხლითა,
შესამოსლითა ძვირითა, სტავრა, სარასალ, ნახლითა,
თვალითა, მარგალიტითა, ოქროს ხალასის ცეცხლითა.
მეფეს მოართმენ სამისოს, მადლს ბრძანებს ენა-მერცხლითა.
929
ციხე-ქალაქი მათ ბევრი უბოძა, მეფე უხვია,
ზაქარიას და ივანეს ხელთ მისცა, არ წაუხმია,
მხიარულითა პირითა, არ არის გულით წუხია.
სომხები თუ გამოექცეს, რას გიკვირს, თხისგან-უთხია.
აქა ზაქარია ამირსპასალარმა და მისმან ძმა ივანემ მსახურთუხუცესმან და გაგელმან მეფეს თამარს ხორასანზედ ლაშქრობა გამოურჩივეს და მეფემაც ალაშქრა ყოველნი, და ერანი დაარბიეს
930
მოვიდნენ სამნივ მეფეს წინ, მათ მოახსენეს: «ძლიერო,
ხელმწიფევ მზის შარავანდო, უმჯობევ, უნათლიერო,
უფროსო ხმელთა მპყრობელთა, ღვთისაგან თქვენ მადლიერო,
გიხილავს თქვენ სპათ სიკეთე, მძლეველო შენ მათ მიერო.
931
იპოებიან შენს ჯართა არსად არ წინააღმდგომი,
ბრძანე ხორასანს ლაშქრობა, უნახოთ მათი სადგომი,
სახელი შენი განვფინოთ, არ ვიყვნეთ ცუდად დამდგომი;
ვინ დაგემონოს, ვიყურნეთ და დაგიმონოთ გამდგომი».
932
დაემორჩილა მეფეცა რჩევასა მათსა მონათა,
განათლდა პირი მთვარისა, სულ არე-მარე მონათა,
სიტყვა აღმოთქვა სიბრძნისა, ყოვლთათვის გასაგონათა,
არ საწუნარი ბრძანება, ყოველთა მოსაწონათა.
933
მოუწოდა წარჩინებულთ და ყოველთა დიდებულთა.
ჰკითხა რჩევა მხარგრძელთაგან მათ მამაცად დადებულთა.
სთნდა ყოველთა მათი საქმე თავბოლომდის კიდებულთა.
დაასკვნეს წასვლა ყოველთა ჯერ ნუზლ არ აკიდებულთა.
934
შემოიყარა მეფემა თბილისს, არ საქულბაქეთა,
ანაკოფიას მოღმართი და დარუბანდთა აქეთა,
ხორასანსა და ერანზედ სარბევლად მუნ სალაშქრეთა.
თუ საქნელად კი კმა-იყო, თქვენც ჩემებრ კარგა აქეთა.
935
ზორასანს მეფემ ალაშქრა ზაქარია და ივანე,
მეც მათ თან ვახლდი, ვიშოვნე მრავალი, აწ გაგიმჟღავნე,
ტყუილი მეთქვას, დამარქვი თვენ დათო, თქვენი მდივანე!
თუ სახლხს ეძებ და წაბრძანდი, იქ მიდი, იქ დაივანე.
936
შემოკრბენ არეს სთვლისასა ყოველნი აბჯარ-კეთილად.
ნახა მეფემან, ეკეთა, ჰქონდა მას მისად წადილად.
უქო მის ყმათა სიმხნისა ვით ხმალი ებათ კეთილად.
უბრძანა: «წადით ხორასანს, დღეს აემზადეთ სადილად».
937
პირ-ბედნიერმან დალოცა დროშა, ლაშქარი ყოველი:
«შენ გაუმარჯვე ჩემს ჯარსა, მე ამ წყალობას მოველი,
დამიმხევ მტერი ხილული, უჩინო კვლავ სამოველი,
მე, ქვე მეთრევი, გონების თვალით წინ შენსა მოველი».
938
შევედრა მასვე ვარძიას ღვთისმშობელს დროშა, დალოცა:
«შენ, სულგრძელისა მშობელო და მოწყალისა მალოცა,
შენ თუ მამხედო წყალობით, მტერი მყის დამიბოლოცა,
რა გინდ ძნელს საქმეს შევმართო, უცოდნი გამიკვალოცა».
939
წავედით ნახჩუანის გზას, გავლეთ, მივედით ჯუღასა.
სხვაჯერ არვის არ აწყინეს, აზავრებს ჰხოცდეს ბუღასა.
ხან საქვეითო გზა მოგვხვდის, ფეხთა ვიცმევდით წუღასა.
სადაც მივიდით, იტყოდეს სიტყვას ცრემლთ ასადუღასა.
940
ხუთას რჩეულსა გვიჩინეს მთავრად თმოგველი თაყადინ:
«წინდაწინ ამბის შეტყობად ვირემ ჩვენ ვსცნობდეთ მანამდინ,
თუ ვინმე დაგხვდეს, რას ჰქვიან, შეებათ მოსვლათ ჩვენამდინ?»
თქვა ზაქარიამ: «უჩემოდ ცხვირთა სისხლთაცა ნუ ადინ».
941
მარანდის მთაზედ ავედით, მარანდელთ გვითვალწუნესა.
ხუთასი კაცი ვიყავით, გვიმცრეს, მით გვიძაბუნესა;
შემოგვიტიეს სასტიკად, მათს მუსაფს ჩაუსუნესა.
ხუთასთავ შუბი დავასვით კაცთა და ზოგთა ჰუნესა.
942
ვის შუბი ესვა, დავსტევეთ, სხვათ უკან ვსდიეთ ხოცადო,
ამოსულიყვნეს ჩვენნიცა ლაშქარნი იქ არ მოცადო;
ენახათ მკვდარი, ზედ მოდათ შუბი ოცდახუთ-ოცადო;
ჩვენ მკვდარი, ვერცა ცოცხალი ვერ გვპოეს, უჩნთ საოცადო.
943
გაჰკვირვებოდა ლაშქარსა, ჩვენი ვერ პოვნა ვერც ერთის,
მუნ ზაქარია მხარგრძელი მწუხარებასა შეერთის.
რა ჩვენ მივედით ნადევნი, ჭირს სიხარული დაერთის,
ჯერ გვიწყინა და მერმე თქვა: «წყალობა არის ესე ღვთის».
944
მუნით წავედით: მივედით ქალაქსა თავრეზის კარსა.
განჰკრთეს და ზარმან აიღო, თრთოდეს, იტყოდეს: «ვინ არსა?»
დიდებულნი და ხოჯანი გვძღნობდეს ძღვენს დასამშვიდარსა,
ოქროს და ვერცხლსა გვიყრიდეს მათის სისხლისა მსყიდარსა.
945
ძვირფასი თვალი მოჰქონდათ და მარგალიტი მრავალი,
ცხენები ჯოგი-და-ჯოგი, შორის გზისათვის სავალი,
სხვა ფარჩა, შესამოსელნი მათი და სხვათა ნავალი,
საზრდელი კმა-საყოფელი, პირუტყვი ჩვენკენ ნავალი.
946
სხვა არა ავნეს, წავიდნენ, მცველნი დაუგდეს ქალაქსა,
მცველთა უბრძანეს: «ნუ უჭერთ სამართალთანა კვლა ბაქსა,
ანგარიშს გამოართმიდეთ ზარბაბებსა და საბაქსა,
ჩვენ წავალთ ხორასანზედა, მათ ჩვენი ხმალი მალ აქსა».
947
წავედით და გავიარეთ ადარბეგი, მივალთ მანსა.
ცნა მელიქმა მანისამა, ვერ დავყოფო მეო ხანსა;
თავრეზელებრ მანც მშვიდობა მოითხოვა, ჰყოფს ხვეწნასა,
ოქრო-ვერცხლი, ქვანი ძვირნი მოუმატა მან წინასა.
948
მანიც დააგდეს მშვიდობით, მივედით ქალაქს ზანგანსა,
ალიზის ზღუდე მაღალი გარევლო არ ერთსა განსა.
გაგვიმაგრდენ და გვესროდეს ისარსა, ვითა საგანსა.
რაც რომ შეეძლოთ, ეცადნენ, თავს გარდმოგვკრევდენ არგანსა.
949
განყვეს თემ-თემად ქალაქი ზღუდე გარემო სათხარად.
კვლავ ზაქარია გაჯავრდა: «მე გამიმაგრდა ეს თხა რად».
სამ კერძო იმერ-ამერნი და მესხნი იყვნეს სამხარად.
უწინ მესხთ ზღუდე შევჰხვრიტეთ ნაშენი ხორად და ხორად.
950
ვიწყეთ ხოცა მოქალაქეთ, საშოვრითა დავიტვირთეთ.
კვლა სხვათაცა გადმოსტეხეს, ხოცა ხოცას ზედ დაურთეთ;
დავაქციეთ სრულ ქალაქი, ხორცი მათი უხვად ვფითეთ;
სხვაგან თუ სამ გაგვაჯავრეს, მათი საქმე დაუთითეთ.
951
აქათ ვიარეთ, წარსრულთა ყაზმინს მივედით დღე შვიდსა,
ვერ წინაღვიდგეს, ივლტოდეს, არც ჩვენ ვყოფთ მათ დასამშვიდსა.
ქარიზი ძაღლით აევსოთ, არ წყალსა ვსვემდით სახიდსა.
თვალ-მარგალიტსა შოებდენ მრავალსა, არვინა ჰყიდსა.
952
კაცს არ ავნეს, სრულა ტყვე ჰყვეს, აწ ხორასანს წარემართნეს.
გურგენისა ქალაქამდის, შენს მტერს მისცეს, რაც დამართეს;
მოაოხრეს, ამოსწყვიტეს, ასე საქმე მოუმართეს.
ქართველთაგან ძნელი არის ხონთქრისაგანც კმარა მართ ეს.
953
ასრე ვიარეთ, ეს გზობა ვერავინ წინა აღგვიდგა,
ვერ ხორასნისა სულტანი, ვერ ერაყისა მოგვიდგა;
ქალაქთა გამაგრებულთა და ვერცა ციხემ დაგვიდგა.
რა წამოვედით, უკანა მდევარი ვერ წამოგვიდგა.
954
იქითგამო წამოვედით ღვთითა ესრეთ გამარჯვებით,
საშოვრითა ურიცხვითა, სიხარულით, ლხინით, შვებით.
კაცი ვინმე მოსულიყო მანს მელიქთან ხელ-ჩაშვებით:
«ამოსწყვიტეს ქართველნიო, აწ შეიქენ ცეცხლთა ვსებით.
955
მოვიდა დიდი სულტანი გილანით, წინ გარდაუდგა,
სულ ასრე მოსრნა ქართველნი, აღარც ერთს სული არ უდგა».
რა მართალს ამბავს დასჯერდა, ორნივე თვალნი დაუდგა,
მან შეიჯერა მელიქი, წინარ და წინარ წაუდგა.
956
მელიქმა მცველნი დახოცნა, რომელნი ჩვენ დაუდგინეთ,
ერთი მათგანი გადურჩა დამალვით, აწ მას უსმინეთ.
აწ ჩვენ მივედით, მელიქი წინაშე წარმოვიდგინეთ,
თუ შევაჩნიოთ ტყუილი, სულ ყველამ მას შეაგინეთ.
957
ზაქარიამ მოიკითხა: «მცველნი თქვენნი სად არიან?»
თქვეს, თუ: «თავრეზს წავიდენო, ამად აქ აღარ არიან».
მან მოართვა შუა-ზამთარ ყვავილები, ია, რიან:
«ამად ვჰპოვე ამ დროს ესე, დარი იყო აქათ მზიან».
958
რომელი დამალულიყო, მოვიდა კაცი ჩვენთანა,
ამხილა მელიქს ნაქმარი, ვით დავითს მაშინ ნათანა:
«მცველნი დახოცნა ყოველნი, მე მოვრჩი ერთი მათთანა,
რად ამოგვწყვიტე, თათარო, რა იყავ შენ მაგისთანა?»
959
რა ისმინა ზაქარიამ, საზარელად შემოჰყვირა,
შეუზახა: «შენ ძაღლ-რჯულო, ესე ასე შენა ჰყვი, რა?» –
გაგულისდა ასრე გვარად, ყოვლი კაცი გააკვირა:
«აწვე მოგსრა სახლეულით, არ გადროო ერთი კვირა».
960
ვეღარა თქვა რა შემცოდემ მელიქმა, ცრუმა, მანისა.
დაჰკიდეს ძელზედ დაარჩვეს, მას უყვეს შესაგვანისა.
სრულ მოაოხრეს ქალაქი, უფრორე, რაც ვთქვით ანისა.
ყოვლს დამნაშავეს მეფეთას მაღალმან შეანანისა.
961
მუნით ლარ-წამონაღებთა არ იყო რიცხვთა შეგება.
ჩვენ სპარსნი ვერ შემოგვებნენ, თქვენ ლეკიც ბევრჯელ შეგება.
თავს მაშინ უფრო იქებდი, თუ ასე ხმალი შეგება.
მაშინდელს საქმეს ვერ სწორავ, ახლა კარგი ხარ ეგება.
962
მასვე გზასა წამოვედით, კვლავ გვძღნობდიან უურიცხვეს,
ძლივ მოჰქონდა სრულ ლაშქართა, გამორთმევა არ დაირცხვეს;
მასპინძლობის სიხარულით პური უწინ გამოიცხვეს!
ზოგთ მშვიდობა დაუტოვეს, უფროსთ სისხლი ხმალთ მოიცხეს.
963
რა მოვედით თბილისს-ქალაქს, მეფე დაგვხვდა მხიარული,
დაგვიმადლა გამარჯვება, ეგზომ გრძელი სიარული;
ბუკ-დუმბულთა ზარისაგან აღარ იყო თვალთა რული.
დაჯდა ტახტსა, მიულოცეთ ხმა-ნარნარი, კარგ-უსული.
964
მოვიდენ ყოვლნი თავადნი, დასხდეს მის წესით სელებსა.
მუნ არმაღანთა სიმრავლეს ვინ იტყვის მაშინდელებსა?
მიიღებდიან წინაშე უცხოსა თვალ-ნათელებსა
შუქნი ჰკრთებოდეს, ვით მზესა, მას პირსა არ ნაბნელებსა.
965
ღმერთსა ჰმადლობდეს გლახაკნი, ყოველი მუნ პოვნიერი,
ლაშქარი გამდიდრებული, აავსო მხნენი ძლიერი;
უბოძა მის-მის საფერი, საქმე ქნა მან მის-მიერი.
შვება სამუდმო შეიქნა, მეფე ზის პირ-მშვენიერი.
აქა ზაქარია ამირსპასალარი, ძე სარგის მხარგრძელისა, მიიცვალა და მის ძმას, ივანეს მსახურთუხუცესსა, უბოძა ამირსპასალარობა
966
ძე სარგის ამირსპასალრის, თვით ამირსპასალარია,
იგ ზაქარია მხნე კაცი მართალი, ვითა ლარია,
ზნესრული, საღვთოდ-საკაცოდ ყოვლითურთ უკლებარია,
გარდაიცვალა, კვლავ მეფემ ლაშქარი არა არია.
967
გაღანამც მეფეს ეწყინა, სრულ საქართველო იგლოვდა,
მისსავ ძმას მისცა სარდლობა, ვინ მტერთა მისებრ სისხლს სწოვდა;
მან იუარა: «არ ღირსვარ, მე მის სახელსა ნუ მძღნოვ და.
ვინ მის სახელსა მიზახდეს, მე უნდა მისგან მრცხვენოდა.
968
მე მის სახელსა არ ვღირსვარ, პატივ მეც ათაბაგობით,
აქ არ ყოფილა, მაგრამე სულთანთ ჰყავს გამზრდელ-მამობით;
ამით განდიდე წყალობა შენ ჩემზედ, ბრძანე არ გმობით,
შენით სვე-ბედით ადრე ვყო მე შენი მტერი ხმალ-სობით».
აქა დიდონი გაუდგეს თამარ მეფესა, ივანე ათაბაგი გაუსივა, ხადის მთაზედ ავიდა; ისე მთა-მთა ჩაიარა, მიუხდა, და გატეხეს, დაამძევლა და გამარჯვებული მოვიდა
969
დიდონი არის მოსავი ეშმაკისა და ძაღლისა.
დაუწყეს რბევა ფხოველთა, უფროსთათ მქნელთა ძალისა.
განუდგეს მეფეს სიბრიყვით, აღარ მომცემნი მალისა.
იქ გაუსივეს ივანე, მათ დაიმონეს მალ ისა.
970
ათაბაგს ლაშქრად აახლო სახლი ყოველთა მთიულთა,
დვალნი, ცხრაზმელნი, მოხევე, ხადელნი, ცხავატიულთა,
ერწო-თიანელთ ყოველთა, არ ჩაუგდიათ იულთა.
აღვიდეს მთას ხადისასა მუნითგან იქით წასულთა.
971
წავლეს მაღლის მთის თავები აღმოსავლეთათ სიგრძეზე,
მარცხნივ დაურჩათ ძურძუკი, თუშეთი კვლავ მარჯვენაზე.
მოვიდა მეფე ძურძუკთა შემოსამატად ლაშქარზე;
დიდოთ მიუხდენ, მაღლიდამ თავსა წაადგა ესე ზე.
972
დაწვეს, ავად მოარბივეს, შიგ დაუყვეს მათ სამი თვე,
ივნის-ივლისი ორივე, მესამე აგვისტოსითვე;
მძევლები მოსცეს, ბეგარა პირველისავე წესითვე.
მოვიდნენ გამარჯვებულნი, აბა თქვენც ისე აღიმსთვე.
973
სხვას მორჭმა-დიდებულობას ქართველთ ცხოვრება მოგვითხრობს,
მისის ჟამისა შენობას და იმას აქათ ვით ოხრობს,
მუნ სიხარულსა მის დროსა, შემდგომად ვით გლოვს,
ვით ოხრობს. სასუფევლისა შოვნასა ქრისტეს წინ მას ვინ წაუსწრობს?
974
მას ვით მონდა საქართველო, ეგრე თავი ვინ გიხარა?
შიშიც ჰქონდათ, წყალობითაც ყოვლმან სულმან გაიხარა;
მის ჩამოის მის გვარშია უმჯობესი შენვე ხარა,
აქანამდის ჩემი სიტყვა ხამი იყო, აწ იხარა.
975
მზე უღრუბლო დაგვიბნელა მოწმენდილი, აწ ბინდ არი,
სვე-სვიანი გარდიცვალა, მწუხარება ჩვენზედ არი;
მაშინ მყოფთა ყოვლთ პატრონთა უმჯობესი, არვის მდარი,
აღარ დაჯდეს მის ტახტზედა იმისთანა, იმის დარი.
976
ვირემ ის მყვანდა ცოცხალი, მანამდის ვერ მითხარ ესა,
მუნ მყოფთა მასთან რად მეცა სამარე არ მითხრესა?
გული დაუბამს ურვასა, ნაღვლის სმას უმწუხარესა,
მხედავ ოხერსა, მით მიზამ საქმესა გასამწარესა.
977
გმართებს ჩემი სიბრალული იმისივე ამარისა,
მერმე ბინდად გარდაქცევა სხივ-შვენება სამ-არისა!
რა საჩინო დაგვიფარა, ვაი ჯავრი სამარისა!
ბრალი იყო წასახდენად პირი მნათი თამარისა!
პასუხი მეფისა მეთვრამეტე
< . . . . . . . . . . . . . . . . >
986
ჩემნი ნაქნარნი წინანი გითხარ სარჯელი ამადა,
გარჯა, ჯავრი და ნაღველი ცნობას წაუხვამს ავადა,
გულს ჯანგად ასრე მოეკვრის, ვით ოქროს შავი სავადა.
ბოლოსიც გითხრა ყოველი, საქმე ვინ გამითავა და.
987
მტერი რას უზამს იმდენსა, რომ ყმა პატრონზე მიიღებს?!
მძლავრისა მტრისაც კიდევე ერთს რასმე გზასა გაიღებს.
თუ კაცი შიგნით საქმესა აიშლის, იმას მიიღებს,
ვინ გარდაჰკიდებს ამათა, ჩემთ სისხლით ხელსა შეიღებს.
988
სახლთხუცესი და სუფრაჯი, განაყოფი სახლეული,
კარგნი კაცნი, კარგნი ყმანი, ნამსახური და ერთგული,
ვინ იმათში ჩხუბს დასთესავს, წაუწყმდება იმას სული,
ამით წავხდი, ღმერთს გარდაის დავრჩი ასრე სახლ ეული.
989
სახლთხუცესი რევაზ იყო, კაცი სრული ყოვლის ზნითა,
სამღვთოთა და საკაცობოთ, მერმე ჭკვითა მწვე დამზნითა,
ბიძინაცა კარგი კაცი, გულმართალი, ტოლივ ხნითა,
მათ ოთხ-ოთხი შვილი ჰყვანდათ, ერთი დაკალ, მო დანითა!
990
ცუდი რამე სიტყვა ითქვა, ამად ჰკადრეს უკადრისი,
რევაზისგნით არა თქმული, სუფრაჯის შვილს მანდა რისი;
დილას ცხენით კარს მიუხდა, ავ საქმედ ა საკმარისი,
რევაზ გავა ახალუხით, უმჯობესი სავარისი.
991
უბრალომ კაცმან რა იცის, თუ ავს ვინ რასმე უზმიდეს?
ცხენი ჰკრა რევაზს ფარემუზ, სხვას ვერას ვერ მოურთვიდეს.
შეიგნეს ჯართა, საშველად ყველა იქ შეკრბა, მივიდეს.
აღარ მიუშვეს, გაჰყარეს, მოსული ისევ წავიდეს.
992
გავაბრჭევ, დავსხი სრულ კახნი, არ მარტო ეს პაატიო,
სუფრაჯს დაედვა სახლთხუცის არ სისხლი საუპატიო;
უთხრეს ეს: «მოგცეს მამული, და ზოგი ჩვენ გვაპატიო,
ჩვენ სულს ქვეშ ამას მიმხვდარვართ, აწ გინდა დასვი რატიო».
993
აღარ იქნა გაშველება, უფრო ჩხუბი გაძლიერდა,
კახნიც შუა გაიყარნენ, დიდნი, მცირენი, სულ ერ და,
ზოგის მისკენ, სხვა ამისკენ, ვაჟკაცები, ან ვინ ბერდა,
რევაზ წუხდა მის საქმესა, მხიარული არვის მზერდა.
994
იოთამ და ზაალ ორნივ ხან აქ იყვნენ და ხან იქა,
მოვიდიან, წავიდიან, დაგმობდიან, ავად იქა,
გულმართალი კაცი ყველა უზრახევდა, უფრო მიქა.
ამ ჩხუბმა და მათმა წასვლამ საქმე ასრე გააქიქა.
995
როსტომ მეფე შეიყარა, საომარად მოვა უღლის,
ეს გზა იმან რა იცოდა, ან გაწევა ჩემის უღლის?
ვიცოდი, რომ არ შეეძლო მას შემართვა ისრე შუღლის,
ბოლოც ამან გამითავა, გაწყვეტა ხამს აწ საუღლის.
996
თიანეთს ვიდექ შეყრილი, რაღაც რამ ყმა დამრჩომოდა,
ბიძინამა თქვა: «ერწოზედ მოვლენ, აქ ვიყო მეო და,
მე ნახევარი ლაშქარი მიბოძე, მივეშველო და».
ამბობს რევაზის ქიშპობით, მტერობა დაეჩემოდა.
997
უთხრეს ბიძინას: «რას ამბობ, რას ჭკუით მოგიყვანია,
ახლა ლაშქრისა გაყოფა რას ჭკუის შესაგვანია?
შენ ჭკვათამყოფი რად ამბობ მაგ სიტყვას, ვითა სვანია?
აქ კარზედა გვითქს ლაშქარი, ვერა ვართ ათისთავნია».
998
მან თქვა: «აქ მოვჰკვდე რევაზთან, იქ წახდეს ჩემი სახელო,
რასთვის ვიქ მაგას, რა არის, დამრჩება არ სასახელო!
ეგ თავისას კი ინახავს, მე ჩემი რად გავათხელო?
ეგ თუ თიანეთს მოუარს, მე ერწოს წავალ მით ხელო».
999
რაღას მიშველის, კარს მტერი მომადგა ჩემს უმძლავრესი?
წამართვა შვილი, ლაშქარი, საქმე ქნა ავს უარესი;
დავრჩით თუ კაცი ათასი, არა ვართ მტერთ საკმარესი.
რა კაი ვალი დამადვა, გაუწყრა საბა ლავრესი.
1000
ესენი ერწოს წავიდეს, ისინი უღლის მოადგეს.
მოვიდა კაცი: «მოვიდნენ, თუ ბატონი ზის, მო ადგეს!»
შევსხედით, რანიც ვიყავით, მეთოფეები წინ წადგეს.
მუნ რევაზ არის სარდალი, თავს მუზარადი დაადგეს.
1001
ყარაულმან თქვა: «ვიაროთ, თვარ მოვლენ უღლისს უწინა,
თუ მოგვისწრობენ, არ ვარგა», – ეს სახლთხუცესმა უწყინა,
ეს ავადა ქნა, ჯებირზედ მეთოფე არ დაუდგინა.
წავედით, იმათ მოგვასწრეს, რევაზ რა ნახა, აგინა.
1002
წადგა რევაზ მეთოფებთან, ასროლინებს, არიგებდა,
ბრუნავს ჯარშიგ ხმალმოწვდილი, ქარქაშიგან არ იგებდა,
ერთხან ჯარი უკუფანტეს, ჩვენი შუბსა მათ აგებდა,
გათამამდეს და ისროდეს, ვირე ამას შეიგებდა.
1003
გაგრძელდა ომი, რევაზს ჰკრეს ორი ფინდიხი ტყუბადა,
შვილებს უთხრა თუ: «მაცალეთ, მე ბატონს ვნახავ სუბადა,
მივალ, წინ წამოვაყენებ, სისხლი ვადინოთ გუბადა,
ღვთით გამარჯვება ჩვენია, წინ წავიქციოთ ჯგუფადა».
1004
მოვიდა რევაზ თამამად, მითხრა: «ძლევა შენიაო,
მაგას ჯარს ნუ დაახედვებ, უჩემობით შენიაო,
წინ დაუდეგ, ვარდი მათი მოუყინე, შენ იაო,
შენმც კახეთს ნუ მოეშლები, ოხერი თუ შენიაო».
1005
მოვიდა, ხელზედ მაკოცა, ვიდრეღა იყო სულდგმულად,
მითხრა: «მინახავ პირ-ნათლად, როს ქრისტე დაჯდეს მსაჯულად,
შენ ღმერთმან დიდხანს გაცოცხლოს გამარჯვებული კარგრჯულად»,
გაბრუნდა, საცა თოფი ჰკრეს, მუნვე გარდახდა სიკვდილად.
1006
რა ლაშქარმან დაინახა, რევაზ ცხენით გარდავარდა,
ვინცა ნახა, ერთმაერთსა უთხრეს, ყოვლგან ხმა დავარდა,
დაგვიმარცხდა, გამოიქცნენ, ერთი თოფიც არ გავარდა.
რა ზურგები დაგვინახეს, მათი ჯარი ზედ მოგვარდა.
1007
ვეღარ დაუდეგ თიანეთს და ჩაველ შიგნით კახეთსვე,
მომყვეს უკანა ესენიც, მაშინ წამიხდა სრულა სვე.
ხისიყსაც ხმა დაგვივარდა, ამბობდეს ლაშქრის მოსვლასვე,
დათუნა იქით გავგზავნე, მტერს ხმალი ვეღარ დავასვე.
1008
აქათ ესენი მოვიდენ, ხისიყს მოუხდეს ყაზახნი,
ამას ვინ ახლდენ მაგდენი სხვა, არ თუ ისევ კახნი?
მაგრამ რაც ახლდენ, ყველანი მამაცნი, გულითა მკვახნი,
სრულ ვაჟკაცები დაგროვდენ, არ იყვნენ ბევრ ომ-ნანახნი.
1009
შეუტივეს იმავ წამსა, ქვეითობას არ აცალეს,
ვინ ვის წინა გაასწრობდა, ან ცხენს ვინ ჯდა უმუხლმალეს,
ხევი დახვდათ შუაზედა, მათ თოფები ზედ დასცალეს,
ცოტა ვინმე გაუვიდა, სხვანი ცხენით გარდასცალეს.
1010
ჩემი შვილი ხევს ასლოდა, სხვას მეთოფეს შემოჰყროდა,
შუბი ეკრა ამას მისთვის, იმას თოფი დაესწრო და,
ეკრა გულსა, ჩამოეგდო, ვაი, რას დროს შევესწრო და!
თვით მოკლეს და ყმანი კარგნი იმ დღეს მასთან მოესროდა.
1011
ბიძინა დიასამიძე მიუძღვა მეწინავესა,
უცხოფრად თურმე შეიბა, ელიას გულად გავ ესა.
ერთი შვილი მყავს, რად ვჰხირი, უყურე ჩემს სიავესა?
რას სამზღვარზედან მამიკვლენ, სამართლით ვისა დავესა?
1012
ქაიხოსრომ მაყაშვილმან, მან სუფრაჯმა დედუფლისამ.
წამოსულმა სხვასა ჰკითხა, მოიხოცა მან ოფლი სამ:
«ბატონისშვილი მორჩა, თუ მოკლა საქმემ ამ სოფლისამ?»
უთხრეს: «მოკლეს, ეს მოიღო უსაზომომ რისხვამ ღვთისამ».
1013
თქვა: «მოკლეს დავით თათართა, დედოფალს ვით გაუცხადო?
ამას იქით მე სიცოცხლე ჩემი ღმერთსა აღარ ვხადო;
მივბრუნდები, შევაკვდები, მგონ, სირცხვილი მოვიხადო».
მიბრუნდა და შეცააკვდა, სასახელოდ თავი დადო.
1014
იესეცა სახლთხუცესი ამასვე იქს მორჩენილი,
ვირემ იარაღთ დაუდგნეს, სცემენ არვის დარჩენილი.
ბევრი მოკლეს, სხვა დააგდეს, მათგან ლახვარ-დაჩენილი,
მერმე თვითანც ზედ შეაკვდენ, რაზომ იყვნენ თავჩენილი.
1015
როსტომ მეფეა ძე მხევლის და არა აზნაურისა,
სვიმონ მეფის ძმის, დავითის, შვილი, გვარ ჩვენებურისა,
მას დედოფალი დათ ხვდება, სვიმონით მამეურისა,
მხევლის ნაშობმან მეფემან საქმე ქმნა ბედაურისა.
1016
აღარ იყო სხვათა ღონე, დედოფალი ნახავს ძმასა,
მოვიდა და შეეხვეწა, შეიხვეწებს ძმა მის დასა,
იმერეთის გზის მოცემას ემუდარა, არა სხვასა.
საქმე მან ქნა მოსაწონი, უქებდიან ყველა მასა.
1017
უთხრა თურმე დედოფალსა: «ღმერთმან იცის, არ მინდოდა,
თუმც არ ვღირსვარ, მაგრამ თვით ვარ მე ძმა თქვენი და შენო და,
ჩვენსა შუა ჩხუბის მნდომთა თქვენგან უნდა, რომ შენოდა,
ამათთანას ღვთის მგმობართა ჭკუისმყოფი ვით ენდო და?
1018
არა ქნეს იმ ღვთის მგმობართა, ურცხვინოთ ფიცის მტეხართა,
თქვენ აგიყოლეს ჩემზედა სამტეროდ, მათ განახართა,
აწ ზურგი შემოგაქციეს, გრქვიან: «აქ ნუღარ ხართა»,
ესენი მხიარულობენ, ჩვენ გვხედვენ ორთავ მწუხართა.
1019
ახლა რა გიყო მის მეტი, გზას მთხოვ და მომირთმევია,
ვინ გარდმოგყვების თქვენი ყმა, არავინ წამირთმევია,
არც შვილის-შვილებს გიხსენებ, არა ვარ ავ სადევია,
ქართველთა შემოგაფიცებ, სახერხო არ ურევია».
1020
ქართველნი წამოაყენა და შეაფიცა მტკიცეთა:
«ჩემგან აღარა ევნოს რა» თქვენ ასრე დაუფიცეთა.
კათალიკოზი აახლა: წინ მძღოლად გზები მისცეთა.
ამ ყოფით წავალთ იმერეთს, იქ უნდა თავსა ვიცეთა.
1021
როსტომ ამტკიცებს შენს სიტყვას, მტრის მორეულის ყოვნებას,
არ სიკვდილს მორეულისას, სადაღაც უნდა გაშვებას;
საბოლოოდაც იხედავს, ვერ ხედავს კარგად ჩვენს ვნებას,
თუ ჩემთვის ბოლო მოეღო, ჰპოებდა ვერ მოსვენებას.
1022
თუ დავესრულე სრულობით, ასრე ჩნდა საქმე ბოლოსი,
მასაც ხელს ჰყოფდა ყაენი, მოეხმაროდა არ ოსი;
ის ჩემდენს ვერ გაუძლებდა, ვით მოთხე ტანისამოსი.
ასრეა, მე დამიჯერე, მიხვდების კაცი სალოსი.
1023
რა მივედით იმერეთსა, ჩვენი საქმე მათცა ნახეს,
მოვიდეს და მოგვიტირნეს, მათცა სულთქვნეს ჩვენთან, ახეს;
ცოცხალთ საზღო, მკვდართ სამარხი ყოვლიფერი მოგვინახეს,
დაგვიტირეს გულმწუხარედ, სასიცოცხლო შეგვინახეს.
1024
დამრჩა ოთხი შვილისშვილი: სამი ვაჟი, ერთი ქალიც,
სულ უფროსი ხუთის წლისა, ცქვიტნი, კარგნი, მუხლად მალიც,
ყმაწვილურად თამაშობდეს, ხან საქციელ განაკრძალიც.
სულ უმცროსსა მეფემ შვილად ზრდა დაუწყო, არს ობოლიც.
1025
ვიყავ გლოვაში წლამდისი, გათავდა წელიწადია,
დადიანს დაეპატიჟა, მეფემაც ბრძანა: «წადია».
წაველ უფრორე ამისთვის, სხვა საქმეც რამე მწადია,
ბატონისშვილი მამუკა ხელთა ჰყავს, ვინ არს დადია.
1026
ოდეს ლევან დადიანი აქ ლაშქრითა მოსულიყო,
თვით გიორგი მეფე ხელთა დაერჩინა, მგონ კმარიყო,
მას თავი დაახსნევინა, მობძანდა და მომკვდარიყო,
აწ მეფისა ალექსანდრეს საქმე მისგან წამხდარიყო.
1027
იყო ამათში მტერობა, ყოვლთ მტერთა უბოროტესი,
მიხდომ-მოხდომა, ხმლისა კვრა პირისა, არა კოტესი.
აწ აქვს დადიანს მეფეზედ ძალი მწვე უუმეტესი,
დადიანსა აქვს ნარჩევი პაატა, წუწკი კუტესი.
1028
აწყა კიდევ მოსულიყო და მამუკა დაერჩინა,
დაეშინა შუბი, მაგრამ სალამაზოს მოერჩინა,
არ მოეკლა, წაეყვანათ, ოდიშს კარგად დაერჩინა,
ჩემს მოსვლაზედ დაეტყვევა, ეს წუწკ კუტანს გაეჩინა.
1029
წაველ, მინდოდა მამუკას შუამავლობა, აშვება,
ამათი გარიგება და იქ ნადირობა, აქ შვება.
დადიანს ჩამოვიყოლებ, სულძაღლი არ მოეშვება,
წუწკი არ მისცემს თავს ხელთა: «რას ჰქვიან, არ გაიშვება!»
1030
მიველ, ვნახე დადიანი, უტირე და მომიტირა,
მას ცოლ-მკვდარსა, მე შვილ-მკვდარმა, მიუმჩნივეთ მწარედ ვირა,
ჩვენმა შეყრამ, მოთქმის ხმამან მუნა მყოფნი გააკვირა,
სიტყვა ისმა იქით-აქათ, თქვეს: «რუსთველი გაავირა».
1031
რა გარდავსწყვიტეთ ტირილი, კვლა იმანც მოიფოჟოლა,
წავედით სანადიროდა, ტყეები ვრეკეთ მუნ ჟოლა,
შემოღობილთა დადგომა, გრძლად ტყეთა ჯილგის მიყოლა.
ჩვენ და-ძმათ შვილთა გვიხარის ერთმანეთისა თან-ყოლა.
1032
პაპა-ჩემსა ალექსანდრეს დავამსგავსე მშვილდოსანად,
მშვილდისა და ისრის სიგრძე სისხო ჰონდა ვითა მანად;
სამამაცო ყოვლი საქმე ბევრი სჭირდა კიდეგანად,
მაგრა ვერცხლის-მოყვარება გულსა ესვა, ვითა დანად.
1033
ლხინი მაჩვენა კარგები, სალაროს კარი გამიღო,
ვნახეთ ტურფანი ეგზომნი, მე ანგარიში წამიღო:
მურასა იარაღები უანგარიშო, საჯიღო.
გამოველ, ჯაზაირი და ერთი სამოგვე მამიღო.
1034
ვეცადე მათს გარიგებას, გამეწყობოდა რითაცა,
ხვეწნით და შემუდარებით, კვლა ფიცით მისით რითა ცა.
ასეთი სიბრძნე უამბე, მოამშვიდებდა გმირთაცა,
წუწკი ეტყოდა პაატა: «ამდენი სიტყვა ვით აცა?»
1035
მან მიზეზი უარისა მითხრა ცუდი ბევრი რამა,
რას უჯერა ერთს კუტს კაცსა, ან შეიპყრა ისე რამა?
რა შესცოდა მაგისთანა, შვილს მოუკლავს მამიდამა?
საქართველოს დაასუსტებს, ასე უღვთო საიდამა?
1036
თუ ისინი შემერიგა, რაც მინდოდა მას ვიქმოდი:
ორთავ ბევრი ლაშქარი ჰყავს, გამიგონე, ახლოს მოდი,
ვალაშქრებდი ჩემს მტერზედა და ბოლოსაც დავაქმოდი,
არ იქნა და მეც დავეხსენ, ვერ ავიღე ჩემი მოდი.
1037
ამად მინდა მათი შეყრა, ის ძმა იყო და იგ სიძე,
ეს არ იცი, ვით ძმა არის დადიანი, ან ვისი ძე?
მე ძმის-შვილი ვარ, ის დისა, შუაზედ ღობე ისი ძე.
დარეჯან მამიდაჩემი და დავით მას გაუბიძე.
1038
არ გაერთდენ არას საქმით, ორთავ ბევრჯელ შევეხვეწე,
მათი საქმე დაკორდვილი რაზომ წმიდად ჩამოვხვეწე,
გარდავსწყვიტე მათით ღონე, ახლა სხვაგნით გარდვიხვეწე.
ვაიმე თუ ვერც რამ იქ ვქნა და ცუდადრე წავეწეწე!
1039
თუ ყმა ბატონს მოერევა, აჯას აღარ გამოართომს,
ბევრია რომ ღმერთსაცა ჰგმობს, პირში სულსაც ამოართომს;
მამუკასა თვალებს დასწვავს, კარგს ვაჟკაცსა, არ თვალ-სადგომს.
მერმე მოჰკლავს დიდის სარჯლით ციხესა და ერთს ავს სადგომს.
1040
არ მომიკვდა მე გიორგი, მეფე ზრდიდა რომელს შვილად!
ჯერ ყმაწვილი ხუთის წლისა, უსუარი, ისრევ ჩვილად.
კრულმცა არის ჩემი ეტლი, არ მამესწრო პაპას ზრდილად!
ჭირი ჭირზედ დამეტმასნა, თავს გარდავსდებ სასიკვდილად.
1041
ვთქვი, თუ: ეტლი უკუღმართი ჩემი ბრუნავს მუდამ ასე,
არ მაჯერებს იმდონს ავსა, რომელ ათსა უფრო ასე.
რაღაც დარჩა სასიკვდინე, შენ ლახვარი მე დამასე,
რად არ მამკლავ, რად გინდივარ, დამაბერე, დამანასე!
1042
ძნელი არის გამოშვება, რა შეიპყრობს კაცსა ჭირი,
უკუღმართის ჩარხის ბრუნვა მაგრა ექმნას მონაჭირი,
ლხინი, შვება, სიხარული მისთვის იქმნას გასაჭირი.
ასე ძნელად მოურჩება, გალამაზდეს ვით დუხჭირი.
1043
თუ მოსავალი არ მოვა, კალო რით გაილეწება?
უბრალოდ ვინმე შემოკრავს ლოყას, გამიხდეს ლეწება,
მარჯვენეც უნდა მიუპყრა, საქმე ვქნა შესახვეწება,
როდეს ის ბადე შეიპყრობს, მას ვერვინ გარდეხვეწება.
1044
რასაც ვამბობ, კარგად სინჯავ და გაარჩევ, ვიცი, კარგ-ავს,
ეტლმან მიპყრა კირჩხიბისამ, ჩემთვის კარგი არასა გავს.
მას მოისთვლებს მემუშაკე, ძირად რასაც ნერგსა დარგავს.
თუ ვერ ვირგებ ამ სოფელსა, ღმერთი მუნ არ დამიკარგავს.
1045
სვე და ბედი გარდმეხვეწა, ვხედავ სხვაგან განაქცევსა,
სახელმწიფო დამეკარგა, ვსჭვრეტ ოხერსა, მონაქცევსა;
თვალთა ჩემთა ცრემლთა ხშირად შიგან ვცურავ მონაქცევსა,
ჩემთ საყოლთა სიკვდილისგან არ მოველი მონაქცევსა.
1046
ორნიღა დამრჩენ ძმისწულნი, რამე ვქმნა, ამას ვგონობდი,
ვთქვი: ერთს რუსთ მეფეს მივართმევ, წინაშე მიუძღონობდი,
ეგება კარგად მომიხდეს, თათართ წილ იმას ვმონობდი;
თუ ორნივ ჩემთან ვამყოფო, ავად მომიხდეს, ვღონობდი.
1047
რაც მყვანდა, ყველა თათართა წამართვეს, მივეც თუ ნებით,
იგ მეტად ავად მამიხდა, ჭკუითა ვქმენ თუ ცთუნებით.
ურჯულოთ წილად მორწმუნეს აწ ამას დავემონებით.
ერეკლე რუსეთს გავგზავნოთ, ხელმწიფეთ მოსაწონებით.
1048
შვიდს წელიწადს მოვიცადე, კიდევ რასმე შევეცადე,
მაგრამ ბედსა უკუღმართსა ასე რიგად დავებადე:
ვერა ვირგე მე მათითა, ღმერთს ამ სვეზედ დავებადე.
აწყა რუსეთს გავემზადე, იქით წასვლა დავიქადე.
1049
ახლა ვსთქვი შვიდის კრებისა, მამათა წმინდათ დასება,
სჯულის სიმტკიცე ნათლისა, მით მიერ შეიმოსება,
სარწმუნოება მართალი მუნითგან დაეთესება,
ჯერკვალთა, დრკუთა, მწვალებელთ ოდითგან ეყო დავსება.
1050
ვარდს ბულბული გავაუბნე, შემოდგომა გაზაფხულსა,
კვლავ სანთელსა პეპელაი, მისგან დამწვარ, დადაგულსა.
ამ დროს ლექსი ვით გავაწყევ, ძლივღა მხედავ მე სულდგმულსა?!
მუნ «მაჯამას» შეყრილს ხედავ, არ იქი-აქ დაკარგულსა.
1051
ეს ვეჭობ შენცა იცოდე, კაცს რას დროს სიბრძნე უწესებს!
ოცდათს წელიწადს იმატებს ძალ-ჭკუას, ცოდნას დას-დასებს;
ორმოცამდისი დადგება, არ იკლებს, ამად ითავსებს,
მერმეღა წავა კლებაზე, ოდითგან ვეღარ ისავსებს.
1052
დასტურ თქმულა, სიკვდილამდის კაცი ცოდნას ხამს იწვრთიდეს,
მაგრამ მოუძლურებული ჭაბუკისდენს ვით შესმიდეს?
თუ უცოდნი დაიწვართოს, ზოგი წვრთნილი დაავიწყდეს.
მე ეს დრო და მწუხარება შემომესწრო, ცრემლი მდინდეს.
1053
გითხარ სალექსე დროები აროდეს არ შემომესწრო,
ან მოსვენება მენახა, ან ჯავრისათვის დამესწრო,
მაშინ მნახევდი თამამად, თუ შენთვის მე არ წამესწრო!
ხელმწიფეს ვნახავ, თანხლება ვის გვართებს, შეგრცხვეს, არ მესწრო.
< . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . >
პასუხი კვალადცა მეფისა'
1056
ხანგრძლად სხვათა კართა ყოფა კაცსა ცეცხლად მოედება,
მუდამ მოყვრის პურის ჭამა საყვედურად დაედება;
რა გინდ რომე არა აკლდეს, მაშინც გაუგემურდება,
ვეღარ გასძლებს შემოცდასა, ამად სხვაგან გარდეგება.
1057
მამეწყინა ამდენს ხანსა მე მოყვრისას პურის ჭამა,
აწ მივმართე რუსთ ხელმწიფეს, ვინ მწერს «ხარო ჩემთვის მამა».
განვლე ზღვა და ხმელეთიცა, მამაწყინა ხანთა ზმამა.
მისი სიტკბო, თავმდაბლობა კაცს ვერ უყოს ვერა ძმამა.
1058
მიველ, დამიხვდა ხელმწიფე დიდისა მოწყალებითა,
სამართლიანი, რჯულ-მტკიცე, სხვათ მეფეთ უმაღლებითა;
დიდად პატივმცა, შემიტკბო გულითა მუნ მდაბლებითა,
ვითა მართებდა მამასა, შვილურად ალერსებითა.
1059
პირველს ნახვაზედ არ ადგა, ხელს ვჰკოცე, თავსა მაკოცა,
დამსვა მის ახლოს, ალერსით სიტყვები კარგად ამკოცა;
მამიკითხა და სიტყვითა თვალთ ცრემლი ტკბილად მამხოცა
თუ ღმერთს სწადს შენი სასჯელი, არ წახდეს, არ დაგამხოცა.
1060
მეორეზედ კვლა მიმიხმო, მიველ, იჯდა თავის წინა,
ადგა ტახტით, მამეგება მე ხელმწიფე კარგა წინა,
ხელი მიპყრა, მერმე ბრძანა: «ეს მმართებდა მე უწინა,
ამად ვერ ვჰქენს მაშინ, რომე დიდრონს რუსეთს არ ეწყინა».
1061
ამიყვანა თავის ტახტზედ, დამსვა, შუღლი არ შეგვექნა,
დავითისა ნათესავსა ვიცი ბოლო არ დაექნა;
არ ვღირსვიყავ, გული ჩემი შემიწუხდა, ვითა მექნა?
რადგან ისრე მოინდომა, ან მე რაღა ძალი მექნა?
1062
მოაღებინა ვახშამი და შეჰყვა წვრილადა სმასა,
უცხოდ თავმდაბლად მამეპყრა, ვით ჰფერობს ტახტზედ დასმასა.
მუხლ-და-მუხლ უჯე, თუ ვღირსვარ პირსა მის ფეხთ-მტვერთა სმასა.
რაც გარდამხდოდა, მკითხევდა, მე მოვახსენებ აწ მასა.
1063
მიბრძანა: «იმედი გქონდეს, ილოცე, ღმერთს ეხვეწეო».
მე ლაშქრის მოცემა მინდა, მით მისკე გარდვიხვეწეო,
არც დრო მაქვს საქმის მოცდისა, სიბერით დავიხვეწეო,
ვერ მოვიცადე, წამოველ, ვეღარ ვიშოვნე შემწეო.
1064
ვნახე სიდიდე უფროსი, სხვა რაც ხელმწიფე მენახა.
მიბოძა ბევრი სალარო, რა უყო რად შემენახა?
შენად სასმენლად გიამბე, რასთვის არ ისმენ შენ ახ ა?
აშთარხანს მოველ, მომირთე, სოფელო ვაი შენ ახა.
1065
სამოცდათის წლისა ვიყავ, როს რუსეთსა გავემართე,
წაველ შორეს ქვეყანასა, ზღვა-ხმელეთსა დავემართე;
რაცა მწადდა ღონისძება, იგ ვერცერთი ვერ მოვმართე,
ცუდ-მაშვრალმა, დაღალულმა, ისრევ იმერეთს მოვმართე.
1066
აშთარხანს მოველ, საზარო ამბავი მაშინ მომესმა,
აწ ნუღარც შენ შემიბრალებ, გულსა ლახვრისა მომე სმა,
მწუხარებისა საწდევსა სამსალით მმართებს მომე სმა!
ყოვლი იმედი გარდმიწყდა, რად, ღმერთო, ძისა მომე სმა?
1067
მიამბეს, თუცა ძნელია აწ ჩემგან კიდე სათქმელად,
მაშინ მივჰქონდი ღელვასა უფსკრულთა მე დასანთქმელად;
ნათელი თვალთა დამიშრტა და გარდამექცა ცა ბნელად,
აწ ამას იქით მეშველმან მიშველოს მედა მწვე ძნელად.
1068
პირველ ჩემს ყმათ გაეგონათ, დასტეხოდათ მწარე ზარი,
მოევაჭრათ ღვთის რისხვის დღე, გაეშალათ მათ ბაზარი,
ყოფა ექნათ საკვირველი, გაეკვირნეს მით ხაზარი.
რა ეს მითხრეს, დასამხობი ამოუშვეს მაღლა ზარი.
1069
მოცვიოდიან საზარლად, მაგრამ დავაზრდი ვერასა,
თავსცემით პირსისხლიანნი იგლეჯდეს თმათ და წვერასა:
«ვაი დაგვსია ნათელი, მზე არ ჩანს დანაწვერასა,
გული დარია ლახვარმა, არა გვჩხვლეტს დანა წვერასა».
1070
დამიჩოქეს, შემომზახეს მაღლის ხმით და ცრემლთ დათხევით:
«ჰე, მეფეო, მოგკდომია, ვის უჭვრეტდი სამოთხე ვით,
პაპას ბიჭი ახალ ნორჩი, ჯერ არ სრული მაღალს ხე ვით,
ზღვას დაუნთქმან პატრონ-ყმიან, არ დამრჩვალან მცირეს ხევით».
1071 გარდავიქეც მასვე წამსა, ამის სმენა ვით გამეძლო?
გულიც მქონდეს მაღნიტისი, მის ჩამოღმა ან გამეძლო?
მასვე წამსა მობრუნება ჩემი არვის არ შეეძლო.
გამოვემხვე ყოვლს კეთილსა და დამეხშა ვითა სასძლო.
1072
ცოტად რითმე მომაბრუნეს თვალ-ფახული, გულ-დნობილი,
ვთქვი: «რა რისხვა მამევლინა, ესდენ ვიქმენ მე ცნობილი?»
კვლავცა მითხრეს საზარელი სიტყვა ერთად შეწყობილი.
ავიოხრე, მადლი ვჰკადრე, ვინ ქალწულის არს შობილი.
1073
ვჰკადრე: «ღმერთო, კურთხეულ არს გაგებული შენი ნება,
მაგრა მამხვდა სიბერის დროს უხოიშნო დიდი ვნება;
მით მეწია რისხვა შენი, ვერ ვათავე შენი მცნება.
სულს ნუ წარსწყმედ, ხორცს გაჰყარე, სხვაღა ღონე არ ექნება».
1074
ეგზომ ცეცხლში გამომდნარსა, სთქვა თუ, რაღა დაეწოდა?
არ თუ ჩემი ყოფილიყო, სხვის ვისგანმე მომეწოდა,
შვილისშვილად არ მყოლოდა, შვილობილი დამეწოდა,
მაშინც ხამდა სიკვდილზედა ზე სიცოცხლე დამეწო და.
1075
არ მინახავს მე მისთანა არც ჩემი და არცა სხვისა,
თვით მნახავი ბევრის კარგის ვარ, როგორცა დღის ავისა,
არსად მახსოვს იმისთანა მენახის და ვჰკითხო ვისა?
თუ ეს ვისსა შესწრებოდა, შეჰნერწყვიდა მის რამინსა.
1076
მისნი მნახნი მას იტყოდეს, ნაშობია მო ეს რისა?
ხედავ, ჰკრთება სხივი მზისა, ვით ისარსა მოისრისა,
გულიც გვქონდეს ალმასისა, დაჭრა მისგან მოისრისა.
ვარდი ვარდსა დაუჩაგრავს, ვითა ხელით მოისრისა.
1077
სხვა მისებრი ცხენოსანი, ვის უნახავს მოისარე?
ვით წავიდის მხიარული, მჭვრეტელთ გულს ჰკრის მო ისარე,
ჯერ უწვერულს პირსა მზესა წარბ-წამწამი მოისარე,
ყოვლთ სულდგმულთა სატრფიალო, მსწრაფლ გული რად მოისარე?
1078
ხორცი უმანკო დაიცევ, სული მით გაგწრფელებია,
მკლავს ძალი ამჟამ ურკენი გულ-მაგრობ, გაგსალებია,
ფიცხელნი ფერხნი, კისკასნი, სიკეთე არსად გკლებია,
სხვა ამის მეტი რადა ჰყავ ოხერი პაპა-ბებია?
1079
თუ პატიჟი სიკვდილს აწვევს, მაშ სად არის, რად არ მოვა?
რაც მყვა, ყველა დამიხოცა, მე, გლახ, მარტო მისთვის მპოვა;
ყმანი ჩემნი დიდებულნი შემომძარცვა, შემომძოვა,
მწიხნა ფიცხლად საწერტლითა, გაუძღომლად სისხლი მწოვა.
1080
მეფეს ექნა საკვირველი გლოვა დიდი მეტის-მეტით,
გამცხადებელნი მოვიდენ, სულ იმედ-არ-გარდაწყვეტით.
ვიცი ჩემთვის ურგებია, მამიშინე თავსა კეტით,
აწ ერეკლე წამომგვარე, სულ არა ხარ ამოწყვეტით.
1081
მეფის ელჩებიც გავგზავნე და ჩემიც თან გავატანე,
ხელმწიფეს ვსთხოვე ერეკლე, სათუო არ დავატანე.
მწუხარებისა კანკალი ჩემს გულსა ხორცსა ვატანე,
რაღაც წამომყვა რუსეთით სალარო, თან მოვიტანე.
1082
მოველ იმერეთს, დამიხვდა კვლავ მკვდარი დედოფალია,
თუ გზას ვჰკითხევდი კამათელს, სულ მამდის ავი ფალია;
მართ დაჰკდომოდა ლუარსაბს, მიწათა დანაფალია,
დამტირებელთა ვიტირებ, ჭირისა მე უფალია.
1083
აღარ ვიტყვი მაშინდელსა, ეგებ გული არ გეტკივნოს,
ვით გაუძლო ამ საქმესა, მიწაც ვინმე გამარკინოს?
წყეულმც არის ეს სოფელი, თუ კიდევე არ მერკინოს,
ნაძლევი ვარ, ამის უფრო თუღა ვინმე დამაკნინოს!
აქა ლევან დადიანის სიკვდილი და მეფის ალექსანდრესგან ოდიშისა და გურიის და აფხაზეთის დაჭერა
[edit]
1084
დადიანი მოკვდარიყო, მეფეს ეპყრა ლიხს იქითი,
სულ აეღოთ ციხეები რუხ-ნაქალაქევ-ჭაქვითი,
სალარო თან წამოეღო ცუდ-მუდებსა მას იქითი.
აფხაზეთიც დაეჭირა, სრულ სვანეთი საქვეითი.
1085
ვამიყ იყო დადიანის ბიძაშვილი, არ მის გვანი,
ის დაესვათ დადიანად, ვინ არს ლიპარიტიანი,
ბატონობის შეუფერი, ვითა დვალი, ანუ სვანი.
ვერ მოევლო ოდიშისთვინ, გლახას მართებს რცხვენოვანი.
1086
კვლა დადიანსა ძმისწულნი ჰყვანდა მამუკა, ლიპარი,
წასრულიყვნეს როსტომ-ხანთან, მოეხმარა მას ლაშქარი,
როსტომ-ფაშას, ათაბაგსა, კვლა იმასაც მისი ჯარი,
ქაიხოსრო გურიელი და ერთპირად ოდიშარი.
1087
შეყრილიყვნენ მეფეს ზედა, ამათ ექნათ ერთპირობა,
მოსულიყვნენ ბანძას, მაგრამ მეფე წყალს კი გაესწრობა.
მეფე მარტო იმერელთად ხლმითა ავად მიეპყრობა.
გამარჯოდა სასახელოდ, საქართველო მით ეპყრობა.
1088
უწინც ჰქონდა, ამ ომს უკან დაეჭირა უფრო მაგრა,
დაეხოცა ორგულები და ზოგი კი დაეჩაგრა;
სამღრთო საქმეც ახლა ეწყო, სინანული მოესაგრა,
აწ მარგებდა უსაცილოდ, არ დასცალდა ხანი მაგრა.
1089
როსტომ მეფეც მომკვდარიყო, ვახტანგს ეწყო ქართლის პყრობა,
ყაენმა სიყვარულითა უწოდა შანავაზობა,
კაცი მხნე, ზნეობიანი, სიფიცხით ვით ავაზობა,
მამაცი, კარგი სარდალი, კარგად იცოდა რაზმთ წყობა.
1090
ამ ხანად მეფეც მამიკვდა, ვეღარ გასძლო წელიწადი,
ჭკუათმყოფი დიდად ტირან, ეძახოდეს, თუ: «სა წადი?
საქართველო დაემხობა, მტერთ მიხვდება სულ საწადი,
ჩვენ წახდენად ქვე დაგვყარენ, შენ სუფევის ტახტსა ადი».
1091
მეფე მოკვდა ლიხს იქითსა, საქართველოს თან ჩაიტანს,
ალაღდებიან თავადნი, ერთი-მეორეს აიტანს,
ერთი-მეორის სიკვდილად მოვა, ამხანაგს მოიტანს.
ერთმანერთს ხოცა დაუწყეს, თავს აშორვებენ მო ი ტანს.
1092
წამოდგა მეფე ქართლისა და ვამიყ დადიანიცა,
იმერეთზედა ილაშქრეს, მთიდამ ალაღდა სვანიცა;
დამოყვრდენ, შუა გაიყვეს მთა-ბარი, შუაგანიცა,
მო, ისიც გითხრა, ვამიყის საქმენი შეუგვანიცა.
1093
მე დავრჩი ყოვლგნით ოხერი არგვეთს, ციხესა სკანდისას,
ვამიყთან როგორ მივიდე, პურს ვსჭამდე უხლმოს კაცისას?
ქართველს ბატონსვე მივენდევ, მისივ ვარჩიე იმისას,
გზას ვსთხოვდი საფიცარითა ყაენის კარზედ წასვლისას.
1094
მომცა მეფემ საფიცარი: «არ დაგიშლი მე მაგასა».
ამად ვჰქენ, რომ ყაენი არ უმადლოდეს ამას სხვასა,
ჩემის ნებით მივენდობი, ვნახო, რას იქს მუქაფასა.
მაგრამ არას დამიმადლებს და დაარქვამს გაგზავნასა.
1095
მიველ ვახტანგთან, ვით მართებს, დამხვდება ეგრე თავმდაბლად,
ხელი შემიწყო, კვლავ იყო ყოფაქცევითა საკრძალად;
ხმალი, ძალგული, ნამუსი მას ჰქონდა მისად მასალად.
ნებით გამგზავნა ყაენთან, მე მინდა, განა მან ძალად?
1096
რაზომ გამსაჯა სოფელმან, ცდა არ დავაკელ სიკვდიმდი,
არ გავსტყდი, არც შეუზარდი, ვირე არ მოვჰკვდი, მანამდი;
მოსკოვს, სტამბოლს და ისპაანს, მას შიგნით მთა და ბარამდი,
ჩემის სახელის ძეგლები ყოვლგან დავასევ მანამდი.
1097
რაც ვამიყ ქნა, ვის უქნია, სხვას კაცს ასე საქმე ცუდი?
აეშალა ამ კარგს კაცსა ეშმაკის გულს დანაბუდი,
მოყრობიდამ გაეყარა ცუდი, ავად დანაყუდი.
ამ ხლმიანსა ხელმწიფესა სამამაცო ბურავს ქუდი.
1098
ასრე უნდა, მტერმა მტერის თუ სირცხვილი გარდიხადოს,
ჯერ ეს ჭკუა მოიგონოს, მისად შემწედ ღმერთსა ხადოს,
კვლა მიუხდეს ზედა მტერსა, ყოფა ავად გაუხადოს,
მტერი მისი შეარცხვინოს, სასახელოდ მისთვის დადოს.
1099
მიუხდა, ყველა წაართვა სამეფო, სადადიანო,
გურია, აფხაზეთიცა, ჰე, კაცო, ხლმიან-სვიანო!
შვილი მან მეფედ აკურთხა, მოყმე, ჯერ ახალიანო,
ვამიყ და მისნი მიმდგომნი, უყურე, სად დადიანო?
1100
ოდიშს ჩავიდა, იქ დასვა იესეს შვილი ზუგდიდსა.
მოყვარე იყო ამისი, მეცხედრე ე მამიდისა;
მუნ ინადირა ტყეები გარშემო დინაბოდისა.
აფხაზიც შემოიყარა, შიშით ამასთან მოდისა.
აქა ბატონი თეიმურაზ მეორე შააბაზ ყაენთან წაბრძანდა ქალაქით, სიბერით მოუძლურებული
[edit]
1101
გამისტუმრა ყაენთანა, მიველ, დამხვდა დიაღ კარგა.
რას დღეს მიველ, მასვე ღამეს, ჯერ მართლაც არ დამებარგა,
მოვიდა და მიდარბაზა, ეს რისთვისღა დამიკარგა?
ძველის მტრისა სიკეთემა ბოლომდისი არ ივარგა.
1102
ის ღამე და მეორე დღე ჩემს სადგომს სვა მხიარულად,
დაღალულსა, შორიელსა არ მაცალა ძილად, რულად;
მიალერსა მამასავით თავმდაბლად და ტკბილად სრულად,
კვლავ მიბოძა უსაზომო, მას არ ექნა დაკარგულად.
1103
რას ვაქნევ გრძლად მის ამბავსა, მარხვაა, განა აღება?
მოცემას ანუ პატივსა ძნელია ხელით აღება.
რას ხელს ვჰყრი ასეთს საქმესა, თუ ბოლო მალ მოღება?
კლდოვან ღირღატთა ადგილთა ვის შეუძლია ბაღება?
1104
დღე ერთ იყო ორშაბათი, როს ჯვარსმცმელთა ექნათ რჩევა,
ამ დღეს ერთი დიდებული ყაენს თურმე ენაძლევა:
«მას თუ ხორცი შენ აჭამო, ჩამოგართვას შენა ძლევა,
ნაძლევი ვარ, რაც მიბძანო, ჩემგან წამერთ მოგერთმევა».
1105
მიველ, ხორცი მომიტანეს, მითხრა: «ხანო, ესე ჭამე».
მოვახსენე: «მარხვა არის, სად ეგ სიტყვა სადიდამე?»
მიბრძანა თუ: «რა იქნება, დამიჯერე, მე მაამე».
კვლავ ხმა-მაღლა უარი ვსთქვი, ვჭამო, ღმერთი არ ვისამე.
1106
გაგულისდა, თასი სავსე ღვინო პირსა შემაქცია,
მეც მაღალი სიტყვა უთხარ: ვინც გნაძლეობს, თვალთმაქცია,
მე როგორ და მარხვის ჭამა, სხვას რჯულზე ვინ მიმაქცია?
მერმე მოტკბა, მიალერსა, კიდე რითმე შემაქცია.
1107
აწ უყურე ხელმწიფობას, გაათავებს ლხინს რა, სობათს,
თვითან წავა აშრაფსა და მე გამგზავნის ასტარაბათს;
დამაშხამებს მის სიტკბოსა, შარბათის სმას, მერმე ნაბათს.
ამავ ზამთარ მივიცვლები, წელსა დავჰყოფ ვეღარ აბ ათს.
1108
გულსა სწადდა, თუცა კიდევ ვაჟკაცობა მომეახლა,
ხანთ გამოსვლით დაცავბერდი, უძლურს ვითღა მომეახლა?
ჟამი ჩემი დაილია, სიკვდილის დღე მომეხლა.
ძოღან რომე ნაძლევი ვთქვი, დრო მოვიდა, მომეახლა.
1109
სოფელი ჩემის ცემითა არ დაშვრა, რაზომ დამჯიღა,
ვეღარ გაგიძლებ სიცოცხლეს, რა მოვკვდე, იქაც დამრჯი-ღა,
ყოვლის ლახვრითა დამკოდე, ერთი გაკლია ბარჯი-ღა,
ჩოხა ჩამიცვამს, მივცვლილვარ, აღარ დამასვა თავს ჯიღა.
- * *
1110
ამავ წელს მომცა კახეთი ყაენმა მე, ამის მთქმელსა,
წაველ გზაზედ, თქვეს სიკვდილი, ვინ ეახლების ნათელსა.
თათრებსაც ბევრსა ერწმუნა, მივლენ, უნთებენ სანთელსა,
თავპირს იცხებენ მიწასა მის ნალახ, მის დანათელსა.
1111
დადუმდა ენა რიტორი, ორღანო მზახი, წინწილი,
აქ გამოგზავნა ყაენმა იგ წმიდათ მსგავსი ნაწილი.
სამება მან აღიარა, იგ ერთღვთაება სამწილი.
მას კარ-განხმულნი დაუხვდა, სასძლო მზა მუნ საქორწილი.
1112
ალავერდსა მოასვენეს, შეკრბეს სრულად მღვდელთ-მოძღვარნი,
კათალიკოზი დომენტი, მათ განახვნეს საყდრის კარნი.
მიასვენეს, მუნ დაკრძალეს მოწამეთა თანაკმარნი.
მოწამეთა აღიარეს, აღუვლნა ცისა კამარნი.
1113
თავად ბატონი მეც ვნახე სიბერით მჯდომი კუბოსა,
ვეღარ ცხენს ჯდომის შემძლები, მტერზედა ვა უშუბოსა!
მისებრი სახელოვანი დედამ სხვა ვერვინ შობოსა.
კაცი რას გაიგონებდა მისის სიტყვისა უტკბოსა?
1114
მეფეთ ამბავი მეფემა შევჰკრიბე საქართველოთა,
ვეჭობ გაამოს სასმენელთ, ვით კარგა მოისთველოთა;
ხან გაიხაროთ ლხინზედა, ხან თვალიც დაისველოთა.
გვედრივარ, სული საკოდი თქვენ ლოცვით გამიმთელოთა!
1115
დიდება ყოვლი სოფლისა განქარდეს, ვითარცა ავლი.
თუ სოფლის საქმეს ავჰყვები, სასუფეველში ვერ ავლი,
ვითარ მოვსულვარ შიშველი, აგრევე აქადამ გავლი.
მიჯობს წამალი სულისა, საძებრად მისდა სამ დავლი.
1116
არა განმართლდეს ყოველი ცხოველი წინაშე შენსა,
დღე ერთ იყოს თუ ცხორება, ნუ ხანგრძლად ვინმე მოშენსა,
აურაცხელი წყალობა გაქვს, ზოგჯერ რისხვაც მოშენსა,
რაღა ვთქვა, ტვირთი ცოდვისა მამძიმებს, ერთობ მაქშენსა.
1117
უქმი სიტყვისა ჩემისა, ვამე, თუ პასუხი მთხოვო!
ვიცი, ნაცვალსა არ მაგებ, ბოდიში თუ მოვითხოვო.
მე ნუ განმანქრევ დაწვადა, შენ, პურო, ცხოვრების ხოვო,
რა მაქვს პასუხი მოგიგო, თანანადებნი მკითხოვო.
1118
ცუდად ყოფნით ამის მეტი სხვა ვერარა ვიმუშაკე,
ორსა წელსა მთა ვიარე, ვერსად ვნახე ერთობ ვაკე.
ყველა ვინმე კარგად დამხვდა, ვის ბერწი ჰყვა, ან ვის მაკე.
მომიძიე შეცთომილი, ქრისტე, შენვე მომიბაკე.
1119
ნათქვამია ესე ასრე, კაცს რომ მარტოობა ექნას,
წინ დაედვას ქუდი მისი, გაბრჭობოდეს, ასრე ექნას.
ერთი ცუდი რამ მიზეზი სუბაობას შემოექნას.
იმას ესევ ვამჯობინე, ბოლოც ადრე არ დაექნას.
1120
უნაყოფო არ დავაგდო მე სოფელი, თუმც ვინ მაქოს,
უგბილთაგან მოწონებას, ეს დია სჯობს, ბრძენმან მაქოს;
ჩემს თქმულზედან ყიბარჩობდენ, გაიგდებენ ვითა მაქოს,
იშვებდენ და იხარებდენ, ჰკრებდენ დაბდაბს ზედა მაქოს.
1121
იცით, საუნჯეს უხმარსა სჯობს გაცემული ყოველი,
ვით ცის გამხმარსა ჰაერსა ზომირ წვიმით სოველი.
მართ უტყვი ბრძენიც ცუდია, თქვენც დაგმოთ, ამას მოველი.
ვითა მცონარსა მოღვაწე, სჯობს უტყვსა გამომეტყველი.
1122
ქვეყანა არის ნაყოფთა მომცემი, გამომღებელი,
ზოგი ერთს ბევრად მომცემი და ზოგი გამბიცებელი.
ეგრეთვე კაცი იქმნების მართ კარგის შეუძლებელი,
სხვა ბრძენი, ტკბილად მეტყველი, წვრთნილობის მაუწყებელი.
1123
მართებს ბრძენსა გონიერსა, რაც იცოდეს, არ მალევდეს,
ესრეთ ბრძანებს სახარება, აღორძინდეს, არ გალევდეს;
დაცადევით ტალანტიო, სავაჭროსა მოიძლევდეს,
სახიერი შესძინებდეს და მედგარი დამალევდეს.
1124
ეთქვა: გამართე ლექსები, მომწყინდა სიტყვის ძებანი.
მას ეთქვა ტკბილად გაწყობით, ვის აქვს მეფისა ძებანი.
მწერალსა ვეღარ ევარგა დაღრმობილთ გამოძებანი.
სახლსა ვერ ამკობს სართული, სწორებით თუ არ ძებანი.
1125
თქვა ესე ვინმე უგბილმან: «რაღაცა მინდეს სხვისაო?
წვეთი მე სვისა არ მნებავს, ღრმა ჭური მებრ სიბრძნისაო».
სხვამ გონიერმან მიუგო: «არა ვარ მე მაგ ჭკვისაო,
ცვხარი სიბრძნისა ჩემდა და, თუ გინდა, შენ ზღვა სვისაო».
1126
მწვირეშიგ მჯდომმან აყვედრა, ვიც ცვარი აჯდა ზედაო,
შესძახა: «დასველებულხარ, მე გხედავ ავ-სახედაო»
კვლავ თვალში ბეწვი უპოვნა, ვის თვითან ჰქონდა ხედაო,
მიუგეს: «შენსა ვერ ჰხედავ, საწყალო, ცრუ-სახედაო».
1127
ბევრი საქმე უნდა სცადო, თუ გინდა გამოიცადო:
ბევრი უნდა მოითმინო, ავი კარგად მოიცადო,
ავი საქმე, ავი სიტყვა გულით აღარ გაიცადო.
რა ესე ჰქნა, დახალასდე, ნაწველმან გამოიცა დო.
1128
ეგ ნუ გგონიათ, სხვა ენა მეც არ ვიცოდი სხვასავით,
მაგრამ ცუდია გარევა ქართულს ენაში სხვას ავით!
იესო ქრისტე ვის არ გრწამს, მიკვირს, სხვას ღმერთსა ესავით.
თუ იგ არ შეგწევს, ცუდია, მარტო ვერას ვიქთ ესავით.
1129
ორს მელექსეს ჩამოისად სხვა მელექსე მე ამებით,
არა მძულხართ, ყველა გაქე, თქვენის თქმულით მეამებით.
რაც თქვენ დაგრჩა, მე ავჰკრიბე, ამას ნურვინ მედავებით.
სტუმარს დავხვდე ნახორხალით, თქვენით უკეთ მე ამებით.
1130
რაც მასმოდა, ან მენახა, ამბავი ვთქვი მე მართლები,
ანუ ლხინი, ანუ ჭირი ერთმანერთზედ დანათვლები,
სიმართლე და კვლავ სიმრუდე, ვინ ბნელი ქმნა, ან ნათლები.
თუ შენდობას არ მიბრძანებ, წყევლას არვინ მემართლები.
1131
ცხრა თვეს ყველა გავათავე, სულ ამაზედ არ მოცლილმა.
ოსეთს ვიყავ ფაიქომში, საქართველოს გამოცლილმა.
რად ამაზედ მამაცალა სოფლის ბრუნვამ, ვითა ჩრდილმა?
აქ აშთარხანს გავათავე არჩილ მეფემ ასრე ზრდილმა.
1132
მიხმს ესე ჩემი ნათქვამი ვთქვა ყოვლთა მოსაწონარად,
ფასად მომცემდენ ქებასა, სიბრძნესა მოსაწონარად;
დავაგდო ჩემად სახსოვრად, შენდობის მოსაგონარად,
თუ არვინ მითხრას შენდობა, ვერა მთქვან ცუდად მცონარა
ეს ლექსი დასაბამიდამ ამ წიგნის გალექსვამდისინ რამდენი წელიწადი ჩამოსულა, და ამის დაწყებაზე რამდენის წლის ვიყავ, და აწ თქვენამდი რა მოვა სოფლის დასასრულამდი, გაუწყებთ. ამის უწინ ქართულის ლექსით არ თქმულა, ესეც იცოდით, ქორონიკონი ლექსად
[edit]
1133
ვიწყე ოდეს ესე წიგნი წლისა ვიყავ სამათოთხ-ტნით,
დასაბამით წელიწადი ეს წასულა ჩემ არ ბასტნით,
შვიდიათასასოთხმოცცხრას, საფლავს ნურას დასტმასნით,
ეს ჯდებოდა ქორონიკვნად, სხვას ასოსა ნუ დამეტნით.
აქა ბატონი თეიმურაზ მეორე შააბაზ ყაენთან წაბრძანდა ქალაქით, სიბერით მოუძლურებული
[edit]
1101
გამისტუმრა ყაენთანა, მიველ, დამხვდა დიაღ კარგა.
რას დღეს მიველ, მასვე ღამეს, ჯერ მართლაც არ დამებარგა,
მოვიდა და მიდარბაზა, ეს რისთვისღა დამიკარგა?
ძველის მტრისა სიკეთემა ბოლომდისი არ ივარგა.
1102
ის ღამე და მეორე დღე ჩემს სადგომს სვა მხიარულად,
დაღალულსა, შორიელსა არ მაცალა ძილად, რულად;
მიალერსა მამასავით თავმდაბლად და ტკბილად სრულად,
კვლავ მიბოძა უსაზომო, მას არ ექნა დაკარგულად.
1103
რას ვაქნევ გრძლად მის ამბავსა, მარხვაა, განა აღება?
მოცემას ანუ პატივსა ძნელია ხელით აღება.
რას ხელს ვჰყრი ასეთს საქმესა, თუ ბოლო მალ მოღება?
კლდოვან ღირღატთა ადგილთა ვის შეუძლია ბაღება?
1104
დღე ერთ იყო ორშაბათი, როს ჯვარსმცმელთა ექნათ რჩევა,
ამ დღეს ერთი დიდებული ყაენს თურმე ენაძლევა:
«მას თუ ხორცი შენ აჭამო, ჩამოგართვას შენა ძლევა,
ნაძლევი ვარ, რაც მიბძანო, ჩემგან წამერთ მოგერთმევა».
1105
მიველ, ხორცი მომიტანეს, მითხრა: «ხანო, ესე ჭამე».
მოვახსენე: «მარხვა არის, სად ეგ სიტყვა სადიდამე?»
მიბრძანა თუ: «რა იქნება, დამიჯერე, მე მაამე».
კვლავ ხმა-მაღლა უარი ვსთქვი, ვჭამო, ღმერთი არ ვისამე.
1106
გაგულისდა, თასი სავსე ღვინო პირსა შემაქცია,
მეც მაღალი სიტყვა უთხარ: ვინც გნაძლეობს, თვალთმაქცია,
მე როგორ და მარხვის ჭამა, სხვას რჯულზე ვინ მიმაქცია?
მერმე მოტკბა, მიალერსა, კიდე რითმე შემაქცია.
1107
აწ უყურე ხელმწიფობას, გაათავებს ლხინს რა, სობათს,
თვითან წავა აშრაფსა და მე გამგზავნის ასტარაბათს;
დამაშხამებს მის სიტკბოსა, შარბათის სმას, მერმე ნაბათს.
ამავ ზამთარ მივიცვლები, წელსა დავჰყოფ ვეღარ აბ ათს.
1108
გულსა სწადდა, თუცა კიდევ ვაჟკაცობა მომეახლა,
ხანთ გამოსვლით დაცავბერდი, უძლურს ვითღა მომეახლა?
ჟამი ჩემი დაილია, სიკვდილის დღე მომეხლა.
ძოღან რომე ნაძლევი ვთქვი, დრო მოვიდა, მომეახლა.
1109
სოფელი ჩემის ცემითა არ დაშვრა, რაზომ დამჯიღა,
ვეღარ გაგიძლებ სიცოცხლეს, რა მოვკვდე, იქაც დამრჯი-ღა,
ყოვლის ლახვრითა დამკოდე, ერთი გაკლია ბარჯი-ღა,
ჩოხა ჩამიცვამს, მივცვლილვარ, აღარ დამასვა თავს ჯიღა.
- * *
1110
ამავ წელს მომცა კახეთი ყაენმა მე, ამის მთქმელსა,
წაველ გზაზედ, თქვეს სიკვდილი, ვინ ეახლების ნათელსა.
თათრებსაც ბევრსა ერწმუნა, მივლენ, უნთებენ სანთელსა,
თავპირს იცხებენ მიწასა მის ნალახ, მის დანათელსა.
1111
დადუმდა ენა რიტორი, ორღანო მზახი, წინწილი,
აქ გამოგზავნა ყაენმა იგ წმიდათ მსგავსი ნაწილი.
სამება მან აღიარა, იგ ერთღვთაება სამწილი.
მას კარ-განხმულნი დაუხვდა, სასძლო მზა მუნ საქორწილი.
1112
ალავერდსა მოასვენეს, შეკრბეს სრულად მღვდელთ-მოძღვარნი,
კათალიკოზი დომენტი, მათ განახვნეს საყდრის კარნი.
მიასვენეს, მუნ დაკრძალეს მოწამეთა თანაკმარნი.
მოწამეთა აღიარეს, აღუვლნა ცისა კამარნი.
1113
თავად ბატონი მეც ვნახე სიბერით მჯდომი კუბოსა,
ვეღარ ცხენს ჯდომის შემძლები, მტერზედა ვა უშუბოსა!
მისებრი სახელოვანი დედამ სხვა ვერვინ შობოსა.
კაცი რას გაიგონებდა მისის სიტყვისა უტკბოსა?
1114
მეფეთ ამბავი მეფემა შევჰკრიბე საქართველოთა,
ვეჭობ გაამოს სასმენელთ, ვით კარგა მოისთველოთა;
ხან გაიხაროთ ლხინზედა, ხან თვალიც დაისველოთა.
გვედრივარ, სული საკოდი თქვენ ლოცვით გამიმთელოთა!
1115
დიდება ყოვლი სოფლისა განქარდეს, ვითარცა ავლი.
თუ სოფლის საქმეს ავჰყვები, სასუფეველში ვერ ავლი,
ვითარ მოვსულვარ შიშველი, აგრევე აქადამ გავლი.
მიჯობს წამალი სულისა, საძებრად მისდა სამ დავლი.
1116
არა განმართლდეს ყოველი ცხოველი წინაშე შენსა,
დღე ერთ იყოს თუ ცხორება, ნუ ხანგრძლად ვინმე მოშენსა,
აურაცხელი წყალობა გაქვს, ზოგჯერ რისხვაც მოშენსა,
რაღა ვთქვა, ტვირთი ცოდვისა მამძიმებს, ერთობ მაქშენსა.
1117
უქმი სიტყვისა ჩემისა, ვამე, თუ პასუხი მთხოვო!
ვიცი, ნაცვალსა არ მაგებ, ბოდიში თუ მოვითხოვო.
მე ნუ განმანქრევ დაწვადა, შენ, პურო, ცხოვრების ხოვო,
რა მაქვს პასუხი მოგიგო, თანანადებნი მკითხოვო.
1118
ცუდად ყოფნით ამის მეტი სხვა ვერარა ვიმუშაკე,
ორსა წელსა მთა ვიარე, ვერსად ვნახე ერთობ ვაკე.
ყველა ვინმე კარგად დამხვდა, ვის ბერწი ჰყვა, ან ვის მაკე.
მომიძიე შეცთომილი, ქრისტე, შენვე მომიბაკე.
1119
ნათქვამია ესე ასრე, კაცს რომ მარტოობა ექნას,
წინ დაედვას ქუდი მისი, გაბრჭობოდეს, ასრე ექნას.
ერთი ცუდი რამ მიზეზი სუბაობას შემოექნას.
იმას ესევ ვამჯობინე, ბოლოც ადრე არ დაექნას.
1120
უნაყოფო არ დავაგდო მე სოფელი, თუმც ვინ მაქოს,
უგბილთაგან მოწონებას, ეს დია სჯობს, ბრძენმან მაქოს;
ჩემს თქმულზედან ყიბარჩობდენ, გაიგდებენ ვითა მაქოს,
იშვებდენ და იხარებდენ, ჰკრებდენ დაბდაბს ზედა მაქოს.
1121
იცით, საუნჯეს უხმარსა სჯობს გაცემული ყოველი,
ვით ცის გამხმარსა ჰაერსა ზომირ წვიმით სოველი.
მართ უტყვი ბრძენიც ცუდია, თქვენც დაგმოთ, ამას მოველი.
ვითა მცონარსა მოღვაწე, სჯობს უტყვსა გამომეტყველი.
1122
ქვეყანა არის ნაყოფთა მომცემი, გამომღებელი,
ზოგი ერთს ბევრად მომცემი და ზოგი გამბიცებელი.
ეგრეთვე კაცი იქმნების მართ კარგის შეუძლებელი,
სხვა ბრძენი, ტკბილად მეტყველი, წვრთნილობის მაუწყებელი.
1123
მართებს ბრძენსა გონიერსა, რაც იცოდეს, არ მალევდეს,
ესრეთ ბრძანებს სახარება, აღორძინდეს, არ გალევდეს;
დაცადევით ტალანტიო, სავაჭროსა მოიძლევდეს,
სახიერი შესძინებდეს და მედგარი დამალევდეს.
1124
ეთქვა: გამართე ლექსები, მომწყინდა სიტყვის ძებანი.
მას ეთქვა ტკბილად გაწყობით, ვის აქვს მეფისა ძებანი.
მწერალსა ვეღარ ევარგა დაღრმობილთ გამოძებანი.
სახლსა ვერ ამკობს სართული, სწორებით თუ არ ძებანი.
1125
თქვა ესე ვინმე უგბილმან: «რაღაცა მინდეს სხვისაო?
წვეთი მე სვისა არ მნებავს, ღრმა ჭური მებრ სიბრძნისაო».
სხვამ გონიერმან მიუგო: «არა ვარ მე მაგ ჭკვისაო,
ცვხარი სიბრძნისა ჩემდა და, თუ გინდა, შენ ზღვა სვისაო».
1126
მწვირეშიგ მჯდომმან აყვედრა, ვიც ცვარი აჯდა ზედაო,
შესძახა: «დასველებულხარ, მე გხედავ ავ-სახედაო»
კვლავ თვალში ბეწვი უპოვნა, ვის თვითან ჰქონდა ხედაო,
მიუგეს: «შენსა ვერ ჰხედავ, საწყალო, ცრუ-სახედაო».
1127
ბევრი საქმე უნდა სცადო, თუ გინდა გამოიცადო:
ბევრი უნდა მოითმინო, ავი კარგად მოიცადო,
ავი საქმე, ავი სიტყვა გულით აღარ გაიცადო.
რა ესე ჰქნა, დახალასდე, ნაწველმან გამოიცა დო.
1128
ეგ ნუ გგონიათ, სხვა ენა მეც არ ვიცოდი სხვასავით,
მაგრამ ცუდია გარევა ქართულს ენაში სხვას ავით!
იესო ქრისტე ვის არ გრწამს, მიკვირს, სხვას ღმერთსა ესავით.
თუ იგ არ შეგწევს, ცუდია, მარტო ვერას ვიქთ ესავით.
1129
ორს მელექსეს ჩამოისად სხვა მელექსე მე ამებით,
არა მძულხართ, ყველა გაქე, თქვენის თქმულით მეამებით.
რაც თქვენ დაგრჩა, მე ავჰკრიბე, ამას ნურვინ მედავებით.
სტუმარს დავხვდე ნახორხალით, თქვენით უკეთ მე ამებით.
1130
რაც მასმოდა, ან მენახა, ამბავი ვთქვი მე მართლები,
ანუ ლხინი, ანუ ჭირი ერთმანერთზედ დანათვლები,
სიმართლე და კვლავ სიმრუდე, ვინ ბნელი ქმნა, ან ნათლები.
თუ შენდობას არ მიბრძანებ, წყევლას არვინ მემართლები.
1131
ცხრა თვეს ყველა გავათავე, სულ ამაზედ არ მოცლილმა.
ოსეთს ვიყავ ფაიქომში, საქართველოს გამოცლილმა.
რად ამაზედ მამაცალა სოფლის ბრუნვამ, ვითა ჩრდილმა?
აქ აშთარხანს გავათავე არჩილ მეფემ ასრე ზრდილმა.
1132
მიხმს ესე ჩემი ნათქვამი ვთქვა ყოვლთა მოსაწონარად,
ფასად მომცემდენ ქებასა, სიბრძნესა მოსაწონარად;
დავაგდო ჩემად სახსოვრად, შენდობის მოსაგონარად,
თუ არვინ მითხრას შენდობა, ვერა მთქვან ცუდად მცონარად.