Jump to content

არიანე

From Wikisource

"მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო"
ავტორი: ფლავიუს არიანე
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: კეჭაყმაძე ნათელა


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის ბერძნულ-რომაული წყაროები



წიგნის სათაური:

ფლავიუს არიანე - "მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო"

სრული სათაური:

ფლავიუს არიანე - "მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო" - თარგმანი, გამოკვლევები, კომენტარები და რუკა ნათელა კეჭაყმაძისა - უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ - წიგნი II - თბილისი - 1961

რესურსები ინტერნეტში:

http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5120


წინასიტყვაობა

[edit]

ტექსტი

[edit]
არიანე


მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო

თვითმპყრობელ კეისარს ტრაიანე ადრიანე ავგუსტეს არიანე უსურვებს კარგად ყოფნას.

1

მოვედით ტრაპეზუნტში[1], როგორც ცნობილი ქსენოფონტი[2] ამბობს, ზღვისპირას მდებარე ელინურ ქალაქში,სინოპელთა ახალშენში, და სიამოვნებით შევყურებდით ევქსინის ზღვას სწორედ იმ ადგილიდან, საიდანაც [ათვალიერებდა მას] ქსენოფონტი და შენც. ახლა აქ სამსხვერპლოებია აღმართული, მაგრამ ხორკლიანი ქვისაგან და, ამიტომ, ასოები ვერაა ნათლად ამოკვეთილი, ხოლო ბერძნული წარწერა შეცდომითაც კია შედგენილი, რადგან ბარბაროსების მიერაა დაწერილი. ამიტომ, მე გადავწყვიტე თეთრი ქვის სამსხვერპლოები დამედგა და წარწარები ამომეჭრა ნათელი ასოებით. შენი ქანდაკება დგას აქ, მდგომარეობა მისი მოხერხებულია - იგი ზღვას უთითებს. ქანდაკება არაა შენი მსგავსი და არც სხვა მხრივაა კარგი. ამიტომ გამოგზავნე ასეთივე მდგომარეობის მქონე, შენი სახელის დარქმევის ღირსი ქანდაკება, რადგან საჭიროა ეს ადგილი უკვდავყოფილ იქნეს.

2

ხოლო აქვე აშენებულია ოთხკუთხა ქვებით ტაძარიც. არაა ცუდი, მაგრამ ჰერმესის ქანდაკება არ შეეფერება არც ტაძარს, არც ამ ადგილს. ამიტომ, თუ გსურს, გამომიგზავნე ჰერმესის სრული ხუთფუტიანი ქანდაკება. ასეთი სიდიდე, ვგონებ, ტაძრის თანაზომიერი იქნება. და მერე ქანდაკებაც გამომიგზავნე-ფილესიოსისა[3], ოთხფუტიანი, რადგან, ვფიქრობ, არ არის ურიგო, რომ შვილისშვილი პაპის თანამეტაძრე და თანამესამსხვერპლე იყოს. ერთი მოვა და ჰერმესს შესწირავს მსხვერპლს, მეორე-ფილესიოსს, მესამე კი - ორივეს. ეს ადამიანები მოიგებენ ჰერმესისა და ფილესიოსის გულს: ჰერმესისას იმით, რომ მის შვილისშვილს სცემენ პატივს, ხოლო ფილესიოსისა იმით, რომ მის პაპას სცემენ პატივს. აქ მე თვით შევწირე მსხვერპლად ხარი, მაგრამ ქსენოფონტის მსგავსად კი არა, კალპეს ნავსადგურში რომ ურმის ხარი გამოიყვანა სამსხვერპლო ცხოველთა ნაკლებულობის გამო[4], არამედ თვით ტრაპეზუნტელებმა შეარჩიეს საუკეთესო ჯიმის მსხვერპლი. ჩვენ იქ მისი შიგნეული გამოვალაგეთ და მსხვერპლშეწირვა შევასრულეთ. თუ ვის ვუსურვეთ პირველად ყოველი სიკეთე არ დავმალავთ, რადგან შენ იცნობ ჩვენს განწყობას და იცი, ღირსი ხარ, რომ შენს კეთილდღეობაზე ლოცულობდნენ ისინიც კი, რომელთაც ჩვენზე უფრო ნაკლები სიკეთე მიუღიათ შენგან.

ტრაპეზუნტიდან რომ წამოვედით, პირველ დღეს მოვედით ნავსადგურ ჰისოსში[5]. იქ დავათვალიერეთ ქვეითა ჯარი. იქაური რაზმი, როგორც იცი, ქვეითებისაგან შედგება და დამხმარედ ჰყავს ოცი ცხენოსანი, მაგრამ მათაც დასჭირდათ ლახვარის სროლა.

აქედან გავცურეთ ქარის შემწეობით, მდინარეებიდან რომ უბერავდა და ამასთანავე, ნიჩბებსაც ვხმარობდით. ცივი იყო ქარი, როგორც ჰომეროსი ამბობს[6], ხოლო არ იყო საკმარისად ძლიერი იმათთვის, რომლებიც სწრაფ ცურვას მოისურვებდნენ. შემდეგ ზღვა ისე დაწყნარდა, რომ ჩვენ მხოლოდ ნიჩბების მოსმით მივცურავდით, მაგრამ, უეცრად, ღრუბელი ქარიშხლად მოზვავდა აღმოსავლეთისაკენ უფრო მეტად და მოიტანა თან უჩვეულო ქარი, სწორედ ჩვენი საწინააღმდეგოც. ცოტაღა დააკლდა და დავიღუპებოდით. მოკლე ხანში ზღვა ისე ააღელვა [ქარმა], რომ არა მხოლოდ სანიჩბეებზე, არამედ კიჩოებზეც კი წყალი უხვად შემოიჭრა ჩვენთან ორივე მხრივ, ეს გავდა ტრაგიკოსის [აღწერილს]:

რამდენსაც ვხაპავდით წყალს,

იმდენივე მოედინებოდა"[7]

მაგრამ გარდიგარდმო ტალღები არა ყოფილა. ამის გამო, თუმცა ძნელად და გაჭირვებით ვუსვამდით ნიჩბებს, მაინც, ბოლოს, დიდი [შრომის] გადატანის შემდეგ მივედით ათენში[8].

4

ევქსინის ზღვის ნაპირზე არის ასეთად [ ე.ი. ათენად] წოდებული ადგილი და იქვეა ათენას ბერძნული ტაძარი რომლისაგანაც, როგორც ვფიქრობ, ამ ადგილმა მიიღო სახელი. არის აქ უყურადღებოდ მიტოვებული ციხე-სამაგრე. ზაფხულობით ამ ნავსაყუდელში შეუძლიათ შემოსვლა ხომალდებს მცირერიცხოვნად, იგი იფარავს მათ სამხრეთის ქარისაგან და აღმოსავლეთისაგანაც. აქ ხომალდებს შეუძლიათ გაექცნენ ბორეას[9], მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაიცავენ თავს აპარკტიისაგან[10] და იმ ქარისაგან, რომელიც პონტოში იწოდება თრასკიად, ხოლო ელადაში -სკირონად. ღამით ყრუ ქუხილი და ელვა იყო და ქარი გამოიცვალა, შებრუნდა სამხრეთით და მცირე ხნის შემდეგ სამხრეთ-დასავლეთისად იქცა. ხომალდებისათვის ნავსაყუდელი საიმედო აღარ იყო; ამიტომ, ვიდრე ზღვა მთელი ძალით აბობოქრდებოდა, ჩვენ ნაპირზე გამოვათრიეთ ხომალდთაგან იმდენი, რამდენის დატევაც ათენს შეეძლო დარჩა ერთი ტრიერი, რომელიც კლდეებს შორის მოთავსდა და იქ საიმედოდ დამდგარი ქანაობდა [ტალღებზე].

5

ხოლო მეტი წილი ხომალდები გაგზავნა გადაწყდა უახლოეს ნაპირზე ხმელეთზე გამოსატანად. მართლაც ისინი გამოტანილ იქნენ და ყველა დაუზიანებლად გადარჩა, გარდა ერთისა, რომელიც ღუზაზე დადგომისას დროზე ადრე შებრუნდა ალმაცერად, [ამიტომ ის] ტალღებმა ასწიეს, ნაპირზე გამოაგდეს და დაამსხვრიეს მაგრამ გადარჩა ყველაფერი: არა მარტო იალქნები და ხომალდის მოწყობილობა, არამედ ლურსმებიც, და სანთელიც კი აფხეკილ იქნა. ასე რომ ხომალდის აღსადგენად მხოლოდ ფიცრებიღა იქნება საჭირო, რაც, როგორც იცი, ჭარბად მოიპოვება პონტოს ნაპირებზე. ეს ქარიშხალი ორ დღეს გრძელდებოდა და ჩვენ იძულებული ვიყავით [აქ] დაგვეცადა. მაშასადამე, ჩვენ ვერ გავცილდებოდით პონტოს ათენსაც კი, როგორც უდაბნო და უცნობ ნავსაყუდელს.


6

აქედან გავცურეთ და განთიადზე განვიცადეთ გვერდითი ღელვა. ხოლო დღისით წამობერა სუსტმა ბორეამ, მცირედ დააწყნარა ზღვა და მოგზაურობისათვის მოსახერხებელი გახდა, ასე რომ შუადღემდე ჩვენ გავიარეთ ხუთას სტადიონზე მეტი და მოვედით აფსაროსში [11], სადაც დგას ხუთი კოჰორტი [12]. აქ ხელფასი დავურიგე ჯარისკაცებს და დავათვალიერე იარაღი, კედელთ თხრილი, ავადმყოფები და ისიც, თუ რა მდგომარეობაში იყო პურის მარაგის დამზადება. თუ რა აზრის ვიყავი აქ ყველაფრის შესახებ, მოგწერე ლათინურ წერილში.

ამბობენ, რომ ადგილი აფსაროსი ძველად აფსირტედ [13] იწოდებოდა. აქ აფსირტე მედეას მიერ იქნა მოკლული და კიდეც აჩვენებენ აფსირტეს საფლავს. მემდეგ ეს სახელი დამახინჯებულ იქნა მეზობელი ბარბაროსების მიერ, როგორც სხვა მრავალია დამახინჯებული: როგორც ტიანას[14] კაპადოკიაში თურმე წინათ ერქვა თოანა, ტავრების მეფის თოანტისაგან, რომელიც, ამბობენ, ორესტეს და პილადეს[15] მხლებლებს რომ დაედევნა, ამ ადგილამდე მოვიდა და აქ გარდაიცვალა ავადმყოფობით.


7

ტრაპეზუნტიდან ნაპირის გასწვრივ ცურვის დროს ჩვენ გავიარეთ შემდეგი მდინარეებო: ჰისოსი, რომლისაგანაცაა სახელწოდება ჰისოს ნავსადგურისა; ნავსადგური ტრაპეზუნტისაგან დაშორებულია ას ოთხმოცი სტადიონით; ოფისი [16], რომელიც დაშორებულია ჰისოს ნავსადგურს ოთხმოცდაათი სტადიონით და გამოჰყოფს კოლხების ქვეყანას თიანიკისაგან. მემდეგ მოსდევს ფსიქნზოსად [17] წოდებული მდინარე, რომელიც დაახლოებით ოცდაათი სტადიონით არის დაშორებული (მდინარე) ოფისს; შემდეგ ოცდაათი სტადიონით მდინარე ფსიქროსს - მდინარე კალოსი [18].

მდინარე ფსიკროსის მეზობლად არის მდინარე რიძიოსი [19], ას ოცი სტადიონით დაშორებული მდინარე კალოსიდან. ამისგან ოცდაათი სტადიონის მოშორებითაა მდინარე ასკუროსი [20] და ადიენი [21] ასკუროსიდან - სამოცი სტადიონით. აქედან ათენამდე ას ოთხმოცი სტადიონია. ათენიდან მხოლოდ შვიდი სტადიონის მოშორებით მდინარე ძაგატისი [22] მიედინება. ათენიდან წამოსულებმა გავიარეთ მდინარე პრიტანიდი [23], რომელთანაც აშენებულია ანქიალეს [24] სასახლე, და ეს მდინარე დაშორებულია ათენიდან ორმოცი სტადიონით. პრიტანიდს ემეზობლება მდინარე პიქსიტე [25], მათ შორის მანძილი ოთხმოცდაათი სტადიონია. ასევე პიქსიტიდან არქაბისამდე [26] ოთხმოცდაათი სტადიონია. არქაბისიდან აფსაროსამდე - სამოცი სტადიონი. აფსაროსიდან გავიარეთ მდინარე აკამფსისი [27] ღამით, იგი აფსაროსს დაშორებულია თხუთმეტი სტადიონით. აკამფსისიდან მდინარე ბათისამდე [28] სამოცდათხუთმეტი სტადიონია. მდინარე აკინასე [29] ბათისიდან ოთხმოცდაათი სტადიონითაა დაშორებული. აკინასიდან ისისი [30]-ოთხმოცდაათი სტადიონით. აკამფსისი და ისისი სანაოსნო მდინარეები არიან და მათგან დილაობით ძლიერი ქარი უბერავს.

ისისის შემდეგ გავიარეთ მდინარე მოგროსი [31]. მოგროსსაა და ისისს შორის ოთხმოცდაათი სტადიონია. ეს [Iმდინარეც] სანაოსნოა.


8

აქედან შევედით [მდინარე] ფაზისში [32], რომელიც მოგროსიდან დაშორებულია ოთხმოცდაათი სტადიონით. ჩემთვის ცნობილი მდინარეების წყლებს შორის ფაზისის წყალი უმსუბუქესია და ფერიც მეტად განსხვავებული. მის სიმსუბუქეს შეიტყობს კაცი წონის გასინჯვით და კიდევ იმით, რომ, როდესაც იგი ზღვას ერთვის, [ზღვის წყალს] ზედ მოექცევა, არ შეერევა ისევე, როგორც ჰომეროსი ამბობს, რომ "ტიტარესი [33] პენეოსის [34] [წყლის] ზემოთ მიმდინარეობს, როგორც ზეთი". და, როდესაც, ზემოდან ამოხაპავენ წყალს, მტკნარია ის; თუ ვინმე სიღრმეში ჩაუშვებს ჭურჭელს - მარილიანი. თუმცა პონტოს მთელი წყალი უფრო მტკნარია. ვიდრე ხმელთაშუა ზღვისა ამის მიზეზი მასში ჩამავალი მდინარეებია, რომელთა სიდიდე და რიცხვი განუსაზღვრელია. წყლის სიმტკნარის საბუთი, თუკი საბუთი გრძნობათათვის თვალსაჩინო საგნებსაც სჭირდებათ, არის ის, რომ ზღვის ნაპირზე მცხოვრებთ საქონელი წყლის დასალევად ზღვაზე მიჰყავთ და საქონელი აშკარა სიამოვნებით სვამს ამ წყალს. ამასთან ამბობენ, რომ ეს წყალი უფრო სასარგებლოა მათთვის ვიდრე მტკნარი წყალი. ფაზისის წყალს ტყვიის თუ კალის ფერი გადაკრავს, მაგრამ რომ გააჩერებ, ძალიან წმინდა ხდება ამიტომ ჩვეულებაა ასეთი, რომ ფაზისში შემსვლელებმა არ უნდა შეიტანონ იქ სხვა წყალი, და შევლენ თუ არა მის კალაპოტში, ბრძანება იცემა, რომ ხომალდზე არსებული ძველი წყალი სულ გადაიღვაროს. ამბობენ, რომ ვინც ამას არ შეასრულებს, მას ბედნიერი მგზავრობა არ ექნება. ფაზისის წყალი არ შმორდება და ათ წელზე მეტ ხანს გაუფუჭებელი რჩება, უფრო მეტადაც ტკბება.


9

ფაზისში რომ შედიხარ, მარცხნივ აღმართულია ქანდაკება ქალღმერთ ფასიანესი35

გარეგნობის მიხედვით ის ჰგავს რეას, რადგან ხელში წინწილა უჭირავს აგრეთვე მისი სავარძლის წინ წვანან ლომები და თვით ის ზის როგორც ფიდიასის ქანდაკება ათენის მეტროონში. აქ უჩვენებენ არგოს36 რკინის ღუზას. არა მგონია, რომ იგი ძველი იყოს, თუმცა სიდიდით არ ჰგავს ახლანდელ ღუზებს და მოყვანილობითაც განსხვავდება, მაგრამ, მაინც, ვფიქრობ, რომ გვიანდელ ხანას უნდა ეკუთვნოდეს. აქვე მაჩვენეს მე ქვის ძველი ღუზის ნაჭრები, რომლებიც უფრო მეტად შეიძლება მივიჩნიოთ არგოს ღუზის ნაშთად. რაიმე სხვა ძეგლი, იაზონის მითებში მოხსენებული, აქ არ იყო. თვით ციხე-სიმაგრე რომელშიც თავსდება ოთხასი რჩეული მეომარი, მე მეჩვენა მეტად მიუდზომლად ადგილის ბუნების მიხედვით, უშიშროების თვალსაზრისით მეტად მოხერხებულ ადგილზე მოთავსებულად აქ მომსვლელთათვის. ორმაგი თხრილი ერტყმის კედელს. ორივე ფართოა. წინათ კედელი თიხისა იყო და ხის კოშკები იდგა მასზე, მაგრამ ახლა კედელი კოშკები გამომწვარი აგურისაგანაა გაკეთებული. საძირკველი მისი მყარია, ზედ სამხედრო მანქანებია დადგმული. ერთი სიტყვით, ყოველმხრივ იმდაგვარადაა მოწყობილი, რომ ვერავინ მიუახლოვდეს ბარბაროსთაგან და რომ ალყის საფრთხე არ მოელოდეს ციხის დამცველთი ხოლო, რადგან ნავსაყუდელი უშიშარი თავშესაფარი უნდა ყოფილიყო ხომალდთათვის, [საიმედო უნდა გამხდარიყო] აგრეთვე ციხის, გარშემო მდებარე სხვა ადგილებიც; რომლებიც დასახლებულია სამსახურიდან გადამდგარი სამხედრო პირებით და ვაჭრებით გადავწყვიტე, რომ ციხის კედლის გირშემო არსებული ორმაგი თხრილიდან გამეყვანა მდინარემდე. სხვა თხრილი, რომელიც გარს შემოუვლიდა ნავსადგურს და ციხის კედლის გარედ მდგომ სახლებს.

10

ფაზისიდან ჩვენ გავიარეათ სანაოსნო მდინარე ქარიენტი36; მათ შორის36a მანძილი ოთხმოცდაათი სტადიონია. ქარიენტიდან გავიარეთ ოთხმოცდაათი სტადიონი და შევცურეთ მდინარე ქობოსში37. აქ ღუზაზე დავდექით. თუ რატომ [შევისვენეთ აქ] და რა მოვიმოქმედეთ, შენთვის ცხადი გახდება ლათინური წერილიდან. ქობოსის შემდეგ გავიარეთ სანაოსნო მდინარე სინგამე38, რომელიც ქობლისს დაშორებულია მხოლოღ ორას ათი სტადიონით. მდინარე სინგამის შემდეგ არის ტარსურა39, მათ შორის მანძილია ას ოცი სტადიონი მდინარე ჰიპოსი40. დაშორებულია ტარსურას ას ორმოცდაათი სტადიონით ჰიპოსიდან [მდინარე] ასტელეფს41 ოცდაათი სტადიონი [აშორებს]. ასტელეფი რომ გავიარეთ, სებასტოპოლისში42 მივედით მუადღემდე ქობოსიდან წამოსულები; ასტელფიდან [გავიარეთ]. ასოცი სტადიონი. იმავე დღეს მოხერხდა ჯარისკაცთათვის ხელფასის მიცემა, ცხენების და იარაღის დათვალიერება, მხედრების გავარჯიშება ცხენზე შეხტომაში, ავადმყოფების მონახულება, პურის მარაგის შემოწმება, ციხე-სიმაგრის კედლის და თხრილის შემოვლა. მდინარე ქობოსიდან სებასტოპოლისამდე სულ ექვსას ოცდაათი სტადიონია, ხოლო ტრაპეზუნტიდან სებასტოპოლისამდე ორათას ორას სამოცი სტადიონი. სებასტოპოლისი ძველად დიოსკურიადად იწოდებოდა, მილეტის ახალშენია.

11

შემდეგი ტომები გავიარეთ: ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი, როგორც ქსენოფონტიც ამბობს43, არიან კოლხები44 და ტომს, რომელიც უგულადესია და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტერი, ქსენოფონტი დრილებს უწოდებს45, მე კი ვფიქრობ, რომ ისინი სანები46 არიან. ესენი მეტად კარგი მეომრები არიან და ახლაც დიდი მტრები ტრაპეზუნტელებისა. გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობს ეს ტომი. მეფე არ ჰყავს. ძველითგანვე რომაელების მოხარკეა, მაგრამ ყაჩაღურ ცხოვრებას ეწევა და სისტემატურად არ შემოაქვს გადასახადი. მაგრამ ამის შემდეგ თუ ღვთის ნება იქნება აწ წესიერად გადაიხდის ეს ტომი გადასახადს, ან ჩვენ მას გავაძევებთ ქვეყნიდან. ამათ გვერდით არიან მაკრონები47 და ჰენიოხები48, მათი მეფე ანქიალეა. მაკრონების და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები49 არიან, ესენი ფარსმანის50 ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან51. ლაზების მეფე მალასაა, რომელსაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული. ლაზების მეზობლები აფსილები არიან52, მათმა მეფემ იულიანემ მეფობა შენი მამისაგან მიიღო.

აფსილების მეზობლები აბასკები53 არიან. აბასკთა მეფე რესმაგაა, ამასაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული. აბასკთა მეზობლები სანიგები54 არიან, მათ მიწაზე იმყოფება სებასტოპოლისი. სანიგთა მეფემ სპადაგამ შენგან მიიღო ტახტი. აფსაროსამდე ჩვენ მივცურავდით აღმოსავლეთისაკენ, ევქსინის მარჯვნივ, ხოლო აფსაროსი მე მეჩვენა პონტოს სიგრძის უკიდურეს საზღვრად აქედან უკვე ჩრდილოეთისაკენ მივცურავდით. მდინარე ქობოსამდე და ქობოსის ზემოთ სინგამემდე. სინგამიდან ჩვენ შევბრუნდით პონტოს მარცხენა მხარეს მდინარე ჰიპოსამდე. ჰიპოსიდან დაწყებული ასტელეფამდე და დიოსკურიადამდე ჩვენ ვხედავდით კავკასიონის მთას, რომელიც სიმაღლით წააგავს ყველაზე მეტად კელტურ ალპებს. გვიჩვენეს ერთ-ერთი მწვერვალი კავკასიონისა - სტრობილი, რომელზედაც მითის მიხედვით ზევსის ბრძანებით პრომეთეოსი ჩამოკიდებულ იქნა ჰეფესტოს მიერ


12

თრაქიის ბოსფორიდან ქალაქ ტრაპეზუნტამდე მემდეგი ადგილებია: თრაკიის ბოსფორის და ევქსინის პონტოს შესართავის გაყოლებით, აზიის მარჯვენა ნაწილებში სადაც ბითვინიის ტომი იმყოფება, არის ადგილი, რომელიც ჰიერონად იწოდება. აქ არის ტაძარი ზევსისა, ურიოსად წოდებულისა. ეს ადგილი პონტოში მცურავთა შემწეა. ვინც შეცურავს პონტოში, აზიის მარჯვენა მხარეს გაყვება და შემოივლის ბითვინიის ტომის ახლო მყოფ ნაწილს, იმ ნაწილს, რომელიც პონტოს გასწვრივაა, ამგვარი მოგზაურობა ექნება: ბიზანტიონიდან ას ოცი სტადიოინით დაშორებულია ტაძარი ზევს ურიოსისა. შენ იცი, რომ აქ არის სტენოტატონად წოდებული სრუტე პონტოსი, რომლის საშუალებით ის პრონტიდას ერთვის. ჰიერონიდან [ტაძრიდან] მარჯვნივ თუ გავცურავთ, მდინარე რებაა, ტაძრიდან ოთხმოცდაათი სტადიონით დაშორებული. შემდეგ ეგრეთ წოდებული შავი კონცხია, ას ორმოცდაათი სტადიონის მოშორებით. შავი კონცხიდან მდინარე არტანემდე, სადაც სადგომია პატარა ხომალდებისათვის აფროდიტეს ტაძართან; ას ორმოცდაათი სტადიონია. არტანიდან მდინარე ფსილისამდე ას ორმოცდაათი სტადიონია. აქ კლდესთან დადგომა შეუძლია პატარა ხომალდებს მდინარის შესართავებთან ახლოს. აქედან კალპის ნავსადგურამდე ორას ათი სტადიონია. თუ როგორი ადგილია კალპე და როგორი სადგომი და რომ მასში ცივი და წმინდა წყლის წყაროა, რომ ზღვასთან არის ხომალდების ასაგებად გამოსაყენებელი ტყე, რომელშიც ცხოველებია, ამის შესახებ მოთხრობილი აქვს ქსენოფონტ-უფროსს.

13

კალპის ნავსადგურიდან როემდე ოცი სტადიონია. აქ სადგომია პატარა ხომალდებისათვის. როიდან აპოლონიამდე, პატარა კუნძულამდე, რომელიც ხმელეთსმცირედაა დაშორებული, 20 სტადიონია. ამ კუნძულის ქვემოთ ნავსადგურია. აქედან ქელამდე ოცი სტადიონია, ქელიდან ას ოთხმოცი სტადიონი [იმ ადგილამდე], სადაც მდინარე სანგარიოსი პონტოს ერთვის აქედან ჰიპიოსის შესართავამდე ას ოთხმოცი სტადიონია ჰიპიოსიდან ლილეონამდე, სავაჭრო ნავსადგურამდე, ასი სტადიონია. ლილეონიდან ელეონამდე - სამოცი. აქედან კალეტამდე, მეორე სავაჭრო ნავსადგურამდე, ას ოცი სტადიონია კალეტიდან მდინარე ლიკოსამდე-ოთხმოცი. ლიკოსიდან ბერძნულ-დორიულ ქალაქამდე, ჰერაკლეამდე, მეგარელთა ახალშენამდე, ოცი სტადიონია ჰერაკლეაში სადგომია ხომალდთათვის. ჰერაკლეიდან ეგრეთ წოდებულ მეტროონამდე ოთხმოცი სტადიონია. აქედან პოსეიდონამდე-ორმოცი სტადიონი და აქედან ტინდარიდამდე-ორმოცდახუთი. აქედან ნიმფეონამდე არის თხუთმეტი სტადიონი. და ნიმფეონიდან მდინარე ოქსინამდე-ოცდაათი. ოქსინიდან სანდარაკემდე ოთხმოცდაათი სტადიონია. სანდაზე არის სადგომი პატარა ხომალდებისათვის. აქედან კრენიდამდე სამოცი სტადიონია. კრენიდიდან ფსილამდე, სავაჭრო ნავსადგურამდე-ოცდაათი. აქედან ტიონამდე, ზღვისპირა ბერძნულ იონიურ კარგად დასახლებულ ქალაქამდე, მილეტელთა ახალშენამდე, ოთხმოცდაათი სტადიონია. ტიონიდან მდინარე ბილეოსამდე ოცი სტადიონია. ხოლო ბილეოსიდან მდინარე პართენიოსამდე-ასი სტადიონი. ადგილამდე ცხოვრობს თრაკიული ტომი, ბითვინიელები, რომელთაც ქსენოფონტიც იხსენიებს თავის ნაწარმოებში; ის ამბობს, რომ ეს ტომი ყველაზე უფრო კარგი მეომარია აზიაში მცხოვრებთაგან, რომ ელინთა ჯარს დიდი გაჭირვება შეხვდა ამ ქვეყანაში, როდესაც აქ არკადიელები გამოეცალკევნენ რაზმებს, რომელთაც წინამძღოლობდნენ ქეირისოფოსი და ქსენოფონტი.

14

აქედან იწყება პაფლაგონია. პართენიოსიდან ამასტრისამდე, ელინურ ქალაქამდე, ოთხმოცდაათი სტადიონია სადგომია ხომალდთათვის. აქედან ერითინამდე სამოცი სტადიონია. ერითინიდან კრომნამდე - სამოცი. აქედან კიტოროსამდე56 ოთხმოცდაათი სტადიონია. კიტოროსში სადგომია ხომალდთათვის. კიტოროსიდან ეგიალამდე სამოცი სტადიონია, ხოლო თიმენამდე ოთხმოცდაათი. კარამბისამდე ას ოცი. აქედან ძეფირიონამდე - სამოცი. ძეფირიონიდან აბონოს ტეიხოსამდე, პატარა ქალაქამდე - ას ორმოცდაათი. არც თუ ისე საიმედო სადგომია ის, მაგრამ ხომალდებს აქ შეუძლიათ უვნებლად ყოფნა მცირე ქარიშხლის დროს. აბონოს ტეიხოსიდან ეგინეტამდე ას ორმოცდაათი სტადიონია. აქედან სავაჭრო ნავსადგურამდე, კინოლისამდე სამოცი. კინოლისშიც შესაძლოა ხომალდების დადგომა უვნებლად წელიწადის განსაზღვრულ დროებში ხოლო კინოლისიდან სტეფანოსამდე ას ოთხმოცი სტადიონია საიმედო სადგომია ხომალდთათვის. სტეფანოსიდან პოტამოსამდე ას ორმოცდაათი სტადიიონია. აქედან ლეპტემდე, კონცხამდე - ას ოცი. ლეპტის კონცხიდან ჰარმენემდე სამოცი სტადიონია, ნავსადგურია იქ. ქსენოფონტიც იხსენიებს ჰარმენეს. აქედან სინოპემდე ორმოცი სტადიონია. სინოპის მცხოვრებნი მილეტის ახალმოშენენი არიან ხოლო სინოპიდან კარუსამდე ას ორმოცდაათი სტადიონია. აქ საღუზე ადგილია ხომალდებისათვის. აქედან ძაგორამდე ას ორმოცდაათი სტადიონია. აქედან მდინარე ჰალისამდე სამასი სტადიონია.

15

ეს მდინარე ოდესღაც საზღვარი იყო კრეზის სამეფოსა და სპარსელების სამეფოს შორის, ხოლო ახლა ის მიმდინარეობს რომის სამფლობელოებზე, მაგრამ არა სამხრეთით, როგორც ჰეროდოტე ამბობს, არამედ აღმოსავლეთით და სადაც ერთვის პონტოს, იქ არის საზღვარი სინოპელთა და ამისელთა სამფლობელოებისა. მდინარე ჰალისიდან ნავსტათმოსამდე ოთხმოცდაათი სტადიონია, აქ ტბაცაა. აქედან კონოპიონამდე, მეორე ტბამდე, ორმოცდაათი სტადიონია კონოპიონდან ევსენემდე - ას ოცი. აქედან ამისოსამდე ას სამოცი სტადიონია. ამისოსი ელინური ქალაქია, ათენელთა სანაპირო ახალშენი. ამისოსიდან ნავსადგურ ანკონამდე, სადაც მდინარე ირისი პონტოს ერთვის, ას სამოცი სტადიონია ხოლო ირისის შესართავებიდან ჰერაკლეიონამდე - სამას სამოცი. სადგომია ხომალდთათვის. აქედან მდინარე თერმოდონტამდე - ოთხასი. ეს ის მდინარე თერმოდონტია56, რომელთანაც, როგორც ამბობენ, ამაძონები ცხოვრობდნენ.

16

თერმოდონტიდან მდინარე ბერისამდე ოთხმოცდაათი სტადიონია. აქედან მდინარე თოარისამდე - სამოცი. თოარისიდან ოინოემდე - ოცდაათი. ოინოიდან მდინარე ფიგამუნტამდე--ორმოცი. აქედან ფადისანეს ციხე-სიმაგრემდე - ას ორმოცდაათი. აქედან ქალაქ პოლემონიონამდე ათი სტადიონის პოლემონიონიდან ეგრეთ წოდებული იაზონის კონცხამდე — ორას ოცდაათი. აქედან კილიკიელთა კუნძულამდე--თხუთმეტი. კილიკიელთა კუნძულიდან ბორნამდე სამოცდათხუთმეტი. ბოონში სადგომია ხომალდთათვის აქედან კოტიორამდე56 ოთხმოცდაათი სტადიონია ეს ადგილი მოიხსენია ქსენოფონტმა57 და თქვა, რომ იგი სინოპელთა ახალშენია; ახლა კი პატარა სოფელია. კოტიორიდან მდინარე მელანთიოსამდე სამოცი სტადიონია. აქედან ფარმატენამდე, სხვა მდინარემდე, ას ორმოცდაათი სტადიონია. აქედან ფარნაკიამდეას ოცი ეს ფარნაკია ძველად კერასუნტად იწოდებოდა, ესეც სინოპელთა ახალშენია. აქედან კუნძულ არეტიადამდე ოცდაათი სტადიონია. აქედან ძეფირიონამდე - ას ოცი. სადგომია ხომალდთათვის. ძეფირიონიდან ტრიპოლისამდე ოთხმოცდაათი სტადიონია. აქედან არგირიამდე - ოცი სტადიონი. არგირიიდან ფილოკალიამდე-ოთხმოცდაათი. აქედან კორალამდე - ასი. კორალიდან ჰიერონის მთამდე [წმინდა მთამდე] - ას ორმოცდაათი. ჰიერონის მთიდან კორდილემდე - ორმოცი. სადგომია ხომალდთათვის. კორდილიდან ჰერმონასამდე - ორმოცდახუთი. აქვეა სადგომი (ხომალდთათვის). ჰერმონასიდან ტრაპეზუნტამდე სამოცი სტადიონია. აქ შენი ბრძანებით კეთდება ნავსადგური. ძველად კი აქ იყო სადგომი ხომალდთათვის, რომელნიც აქ შემოდიოდნენ ზაფხულობით.

17

ზემოთ მოტანილი მანძილები ტრაპეზუნტიდან დიოსკურიადამდე. გამოანგარიშებულია მდინარეების მიხედვით. სულ ტრაპეზუნტიდან დიოსკურიამდე, ახლანდელ სებასტოპოლისამდე, არის ორიათას ორას სამოცი სტადიონი. ესაა მთელი მანძილი ბიზანტიონიდან დიოსკურიადამდე, თუ მისცურავ [პონტოში შესვლის შემდეგ] მარჯვნით. აქ მთავრდება რომაელთა სამფლობელოები პონტოს მარჯვენა. მხარეს მცურავთათვის.რადგან გავიგე, რომ კოტის58, ეგრეთ წოდებული კიმერიული ბოსფორის მეფე, გარდაიცვალა, მე შევეცადე ამეწერა შენთვის გზა ბოსფორამდე, რათა, თუკი. რაიმეს მოისურვებ ბოსფორის მიმართ, შესაძლებლობა გქონდეს იმსჯელო ამ გზის ცოდნის საფუძველზე.

18

ამრიგად, დიოსკურიადიდან რომ მიდიხარ, პირველი სადგურია პიტიუნტში59, სამას ორმოცდაათი სტადიონის მანძილზე. აქედან ნიტიკემდე60 ას ორმოცდაათი სტადიონია. აქ ძველად ცხოვრობდა სკვითთა ტომი, რომელსაც იხსენიებს ისტორიკოსი ჰეროდოტე61. მათ ის გირჩის მჭამელებს უწოდებს [ფთიროფაგებს]. ეს აზრი დღემდეა შემონახული მათ შესახებ. ხოლო ნიტიკიდან მდინარე აბასკოსამდე ოთხმოცდაათი სტადიონია. ბორგისი აბასკოსს დაშორებულია ას ოცი სტადიონით. ნესისი ბორგისს-სამოცი სტადიონით; აქ არის კონცხი ჰერაკლეა. ნესისიდან მასაიტიკემდე ოთხმოცდაათი სტადიონია. აქედან მდინარე აქეუნტამდე62 - სამოცი. ეს მდინარე ჰყოფს ძილქებსა63 და სანიგებს. ძილქების მეფე სტაქემფაკია. ამასაც შენგანა აქვს ტახტი მიღებული. აქეუნტიდან ჰერაკლეს კონცხამდე ას ორმოცდაათი სტადიონია. აქედან ას ოთხმოცი სტადიონია ბორცვამდე, რომელიც იცავს [მოგზაურს] თრასკიული ქარისაგან და ბორეასაგან. აქედან ძველ ლაზიკედ64 წოდებულ ადგილამდე ას ოცი სტადიონია. აქედან ძველ აქაიამდე - ას ორმოცდაათი. აქედან ნავსადგურ პაგრამდე - სამას ორმოცდაათი. პაგრიდან ჰიერონის ნავსადგურამდე - ას ორმოცი. აქედან სინდიკემდე - სამასი.

19

სინდიკიდან ქიმერიულ ბოსფორამდე და ბოსფორის ქალაქ პანტიკაპეამდე ხუთას ორმოცი სტადიონია. აქედან მდინარე ტანაისამდე - სამოცი. ამბობენ, რომ იგი გამოჰყოფს ევროპას აზიისაგან. ის გამომდინარეობს მეოტიდის ტბიდან და ერთვის ევქსინის პონტოს. თუმცა ესქილე „განთავისუფლებულ პრომეთემი“ ევროპისა და აზიის საზღვრად ფაზისს თვლის. ყოველ შემთხვევაში ტიტანები პრომეთეს მიმართავენ შემდეგი სიტყვებით: „მოვედით... პრომეთევ, შენს უბედურებათა და ბორკილისაგან მოყენებულ ტანჯვათა სახილველად” შემდეგ ჩამოთვლიან [ისინი], რამდენი ქვეყანა გაიარეს: „სადაც ორმაგი საზღვარია ევროპის და აზიის მიწისა, დიდი ფაზისი“. ამბობენ, რომ მეოტიდის ტბის გარშემო სამოგზაურო მანძილი დაახლოებით ცხრა- ათასი სტადიონია პანტიკაპეიდან სოფელ კაძეკამდე, ზღვასთან რომაა მოთავსებული, ოთხას ოცი სტადიონია. აქედან თეოდოსიამდე, გაუდაბურებულ ქალაქამდე, ორას ოთხმოცი სტადიონია. ეს იყო ძველი ბერძნული ქალაქი, იონიური, მილეტელთა ახალcმენი. ამის ხსენება მრავალ ლიტერატურულ ძეგლშია; აქედან სკვითოტავრების მიტოვებულ ნავსადგურამდე ორასი სტადიონია. აქედან ტავრიდის ლამპადამდე - ექვსასი. ლამპადიდან ნავსადგურ სიმბოლონამდე (ტავრიდულია ესეც) ხუთას ოცი სტადიონია. აქედან ტავრიდის ქერონესამდე - ას ოთხმოცი. ქერონესიდან კარკინიტიდამდე - ექვსასი. კარკინიტიდიდან ნავსადგურ კალოსამდე (ესიც სკვიტურია) - კიდევ შვიდასი.

20

ნავსადგურ კალოსიდან ტამირაკემდე სამასი სტადიონია. ტამირაკის შიგნით არის პატარა ტბა. აქედან ტბის შესართავამდე სამასი სტადიონია. ტბის შესართავებიდან ეიონამდე-სამას ოთხმოცი. აქედან მდინარე ბორისთენემდე - ას ორმოცდაათი. ბორისთენის გასწვრივ ზემოთ რომ მისცურავ, შეგხვდება ელინური ქალაქი, სახელად ოლბია. ხოლო ბორისთენიდან პატარა, დაუსახლებელ და უსახელო კუნძულამდე სამოცი სტადიონია. აქედან ოდესოსამდე-ოთხმოცი. ოდესოსში არის სადგომი ხომალდთათვის. ოდესოსის იქით არის ისტრიელების ნავსადგური. აქამდე ორას ორმოცდაათი სტადიონია. აქედან არის ისიაკების ნავსადგური, იქამდე ორმოცდაათი სტადიონია. აქედან ისტროსის შესართავამდე, რომელსაც ფსილონი ეწოდება, ათას ორასი. სტადიონია. შუაში მდებარე ადგილები უდაბურია და უსახელო

21

ამ შესართავის პირდაპირ, თუ შიგ ზღვაში შესცურავ აპარკტიის [ჩრდილოეთის] ქარის შემწეობით, შეგხვდება კუნძული. ამ კუნძულს ერთნი აქილევსისას უწოდებენ, ხოლო მეორენი-აქილევსის ასპარეზს, მესამენი კი-ლევკეს [თეთრს] ფერის მიხედვით. ამბობენ, რომ იგი თეტიდამ ამოზიდა [ზღვიდან] თავისი ვაჟისათვის და რომ მასზე ცხოვრობს აქილევსი. კუნძულზე არის აქილევსის ტაძარი და ქანდაკება, ძველი ნამუშევარი. კუნძულზე ადამიანები არ ცხოვრობენ, მხოლოდ მცირეოდენი თხა ბინადრობს აქ. ამბობენ, რომ ყველა, ვინც ამ კუნძულს მოადგება თხებს სწირავს მსხვერპლად აქილევსს. ტაძარში სხვა მრავალი შეწირულებაც არის: ფიალები, ბეჭდები, ძვირფასი ქვები და წარწერები ლათინურსა და ბერძნულ ენებზე აქილევსის შესახებ სხვადასხვა სალექსო საზომით. არის, აგრეთვე, პატროკლეს სადიდებელი ლექსებიც, რადგან პატროკლესაც სცემენ თაყვანს აქილევსთან ერთად ისინი, რომელთაც სურთ აქილევსს ასიამოვნონ. მრავალი ჩიტი ბუდობს კუნძულზე: თოლიები, ყვინთიები და ზღვის ყვავები. ეს ფრინველები ემსახურებიან აქილევსის ტაძარს. ყოველდღე დილით ადრე ზღვისკენ მიფრინავენ, შემდეგ იქ ისველებენ ფრთებს, მოისწრაფიან ზღვიდან ტაძრისაკენ და წყალს ასხურებენ ტაძარს; როდესაც საკმაოდ დაასველებენ მას, ფრთებით გვიან ტაძრის იატაკს.

22

ხოლო ზოგი ამას მოგვითხრობს: კუნძულზე ჩამოსულთაგან ზოგიერთნი საგანგებოდ არიან მოსული, ხომალდით მოჰყავთ მათ სამსხვერპლო საქონელი, ზოგს მსხვერპლად სწირავენ, სხვებს კი [თავისუფლად] უშვებენ აქილევსის სახელის მოსაგონებლად. ზოგიერთი კი ნაპირს მოადგება ქარიშხლის მიერ იძულებული. ესენი თვით ღმერთს თხოვენ სამსხვერპლო ცხოველს. ეკითხებიან სამისნოს- კარგია თუ ცუდი ამა თუ იმ ცხოველის მსხვერპლად მოტანა, იმ ცხოველის, რომელსაც ისინი აირჩევენ საძოვარზე, და, ამასთანავე, თავიანთი მოსაზრებით ცხოველის ტოლ საფასურს დადებენ ხოლმე [ტაძარში]. თუ მისნის პასუხი უარყოფითია (ტაძარში არის მისანი), ისინი უმატებენ ფასს, თუ ამის შემდეგაც უარყოფითი პასუხი გამოვიდა, კიდევ უმატებენ. როდესაც მისნის თანხმობას მიიღებენ, ისინი მიხვდებიან, რომ საფასური საკმარისია. სამსხვერპლო ცხოველი ამ დროს თვითონ ჩერდება და არ გარბის. ამრიგად, გმირს [აქილევსს] მრავალი ვერცხლი აქვს შეწირული სამსხვერპლო ცხოველის საფასურის სახით.

23

აქილევსი სიზმარში ეცხადება ზოგს კუნძულზე მოსვლის შემდეგ, ხოლო ზოგს - ჯერ კიდევ ზღვაში ყოფნისას კუნძულთან მიახლოვების დროს, და უჩვენებს მათ, თუ კუნძულზე სადაა უკეთესი მისადგომი ხომალდისათვის და სადაა საჭირო ღუზა ჩააგდონ. ზოგიერთები ამბობენ, რომ აქილევსი მათ ცხადად მოევლინა ანძაზე ან ქანდარის კიდეზე, დიოსკურების მსგავსად. აქილევსი მხოლოდ იმით ჩამორჩება დიოსკურებს [ამბობენ ისინი], რომ უკანასკნელნი ყველგან ეცხადებიან ზღვაზე მოგზაურებს და, გამოეცხადებიან თუ არა, იხსნიან ხოლმე მათ, ხოლო აქილევსი მხოლოდ კუნძულზე მიახლოვებულთ გამოეცხადება ხოლმე. ზოგიერთნი ამბობენ, რომ მათ სიზმარში პატროკლეც ეცხადებათ ეს ამბები აქილევსის კუნძულის შესახებ მე ჩავიწერე ისე, როგორც მოვისმინე იმ პირთაგან, რომელნიც ან თვითონ მოადგნენ კუნძულს, ან სხვებისაგან მოისმინეს [ყველაფერი ეს]. სარწმუნოდ მიმაჩნია მონაყოლი. მე აქილევსს სხვებზე უფრო მეტ გმირად ვთვლი ანგარიშს ვუწევ მის კეთილშობილურ წარმოშობას, სილამაზეს, სულიერ ძალას, ამ ქვეყნის მიტოვებას ახალგაზრდობის ჟამს, ჰომეროსის პოეზიის მიერ მის შესხმას. სიყვარულსა და მეგობრობაში სიმტკიცეს და ერთგულებას იქამდე, რომ მან საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ არჩია თვით მომკვდარიყო.

24

ისტროსის ეგრეთ წოდებულ ფსილონის შესართავიდან მეორე შესართავამდე სამოცი სტადიონია აქედან ეგრეთ წოდებულ კალონის შესართავამდე-ორმოცი სტადიონი. კალონიდან ეგრეთ წოდებულ ნარაკონამდე, ისტროსის მეოთხე შესართავამდე, სამოცი სტადიონია. აქედან მეხუთე შესართავამდე - ას ოცი- ქალაქ ისტრიამდე - ხუთასი. აქედან ქალაქ ტომევსამდე - სამასი. ტომევსიდან ქალაქ კალატიდამდე - კიდევ სამასი. სადგომია ხომალდთათვის. აქედან კარიელთა ნავსადგურამდე ას ოთხმოცი სტადიონია და ნავსადგურის გარშემო [არსებული] ქვეყანა იწოდება კარიად. კარიელების ნავსადგურიდან ტეტრასიადამდე ას ოცი სტადიონია აქედან უკაცრიელ ადგილამდე, ბიძონიდან, სამოცი სტადიონია. ბიძონიდან დიონისოპილისამდე - ოთხმოცი. აქედან ოდესოსამდე-ორასი. აქ ხომალდთა სადგომია. ოდესოსიდან ჰაიმოსის მთის ძირამდე, რომელიც პონტომდე გრძელდება, სამას სამოცი სტადიონია აქაცაა ხომალდთა სადგომი. ჰაიმოსიდან ქალაქ მესემბრიამდე, ოთხმოცდაათი სტადიონია. სადგომია ხომალდთათვის. მესემ- ბრიიდან ქალაქ ანქიალემდე სამოცდაათი სტადიონია. ანქიალიდან აპოლონიამდე-ას ოთხმოცი. ყველა ესენი ელინური ქალაქებია, რომლებიც მდებარეობენ სკვითიაში იმისათვის, ვინც პონტოში შესცურავს, მარცხენა მხარეს. აპოლონიიდან ქერონესამდე სამოცი სტადიონია. სადგომია ხომალდთათვის. ქერონესიდან ავლაიოსის კედლამდე -ორას ორმოცდაათი. აქედან თინიადის ნაპირამდე - ას ოცი. თინიადიდან სალმისამდე ორასი სტადიონია. ამ ადგილს იხსენიებს ქსენოფონტი- უფროსი; ის ამბობს, რომ აქამდე მოდიოდა ელინების ჯარი მისი წინამძღოლობით, მაშინ, როდესაც ილაშქრა თრაკიელ სევთესთან ერთად. მან ბევრი დაწერა იმის შესახებ, რომ აქ არაა ნავსადგური, რომ მრავალი ხომალდი იღუპება აქ ქარიშხლისაგან და რომ აქ მცხოვრებ თრაკიელებს ხშირად უთანხმოება უტყდებათ დამსხვრეული ხომალდების ნაწილების გაყოფის დროს. სალმიდესიდან ფრიგიამდე სამას ოცდაათი სტადიონია. აქედან კიანეს კუნძულამდე სამას ოცი. ეს ის კიანეს კუნძულებია, რომლებზედაც პოეტები ამბობენ, თითქოს ძველად ისინი მოხეტიალენი იყვნენ და, თითქოს, პირველად მათ შორის გაიარა ხომალდმა არგომ, რომელმაც იაზონი კოლხებთან მიიყვანა. კიანედან ზევს ურიოსის ტაძრამდე, სადაც პონტოს შესართავია, ორმოცი სტადიონია. აქედან ეგრეთწოდებულ შმაგი დაფნის ნავსადგურამდე ორმოცი სტადიონია. დაფნიდან ბიზანტიონამდე - ოთხმოცი. აი, ეს ადგილებია კიმერიის ბოსფორიდან თრაკიის ბოსფორამდე და ქალაქ ბიზანტიონამდე.

კომენტარები

[edit]

1. ტრაპეზუნტი] ტრაპიზონი, Aristoteles, Mir. aud. 18; ტრაპეზუნტი კოლხეთისა. PS. Scyl. Periplus, 85: პონტოს ტრაპეზუნტი მაკროკეფალთა ქვეყანაში. Xen. An. V. 8, 22: ტრაპეზუნტი ელინური ქალაქი ევქსინის პო- ნტოზე, სინოპელთა ახალშენი კოლხეთის ქვეყანაში. Tab Peut - Trapezunte. Herod. Hist. VI, 127: ტრაპეზუნტი ქალაქია არკადიაში.

Paus. Descr. Gr. 8,1 არკადიაში თავდაპირველად ცხოვრობდნენ პელაზ-

გები, ქვეყანას „პელაზგია” ერქვა. 8,27 უძველეს მოსახლეობას (პელაზგ-არკა- დიელებს) ჰქონდათ ქალაქები, ამ ქალაქთა შორის იყო არკადიის ტრაპეზუნტი. ტრაპეზუნტელები ამოწყვიტეს არკადიმლებმა, მათი ნაწილი კი გადარჩა და მიაშურა პონტოს ტრაპეზუნტს. პონტოს ტრაპეზუნტის მცხოვრებლებმა გამო- ქცეულები მიიღეს, რადგან ეს უკანასკნელნი მათი მეტროპოლისიდან იყვნენ და მათ სახელს ატარებდნენ.

2. ამბობს ქსენოფონტი] Xen. An. V, 8,22.
3. ფილესიოსი] ღმერთის სახელია. არიანესთან ჰქვია ჰერმესის შვილი-

შვილს, სხვა ავტორებთან აპოლონის ზედმეტი სახელია. მაგ. Plin. NH 34, 8, 19.

75: Macrob. Sat. I, 17.
4. ქსენოფონტის მსგავსად] Xen. An. VI, 6. 22, 25.
5. ჰისოსი - ნავსადგური სურმენე, მდინარე კარა-დერე. Ptol. Georg. V, 7, 4. ჰისოსი კაპადოკიის ზღვაზეა, ფარნაკიასა და ტრაპიზონს შორის. Tab. Peut.-ზე აღნიშნულია ჰისოსი ტრაპეზ. შემდეგ (Hyssillime). ჰისოსი იხსენიებენ: Strab. Georg. II, 5, 24; XIV, 5, 19; Plin. NH, V, 91; VI, 214; Cic. ad Att. II, 10; V, 20; Xen. An.I, 2, 24; IV, 1; Diod. Sic. Biblioth. hist. XIV, 21, 1; Proc. Goth. VIII,2 .
V საუკუნიდან ამ ნავსადგურს ჰისოსს აღარ უწოდებენ, არამედ „სუსარმიას“ (პ. ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა, გიორგი მერჩულე, I954, გვ. 225).
ჰისოსი სპარსელების და ალექსანდრე მაკედონელის დროს ძლიერი და აყვავებული ქალაქი იყო (Xen. An, I, 2, 24; IV, 1; Diod. Sic. XVII, 32, 4) შემდეგ

კი ძლიერ დაკნინდა და სტრაბონის ხანისათვის პატარა დაბად იქცა. ალექსანდრე მაკედონელის 333 წლის გამარჯვების შემდეგ ამ ადგილმა სახელი გაითქვა, მას

ნიკოპოლისი დაარქვეს - Steph. Byz. Ethnica, s. v. Dionys. Perieg. 11 Ruge, Pauly –

Wissowa, Real – Encycl. D. cl. Alt. Wiss.).

6. ჰომეროსი ამბობს] Od. 469.
7. მოედინებოდა] Ath . Deipn. IV, p. 156 E.
8. ათენი] ფაზარი. ქალღმერთ ათენას ტაძარს აქ სტეფანე ბიზანტიონელიც

იხსენიებს. Proc. Goth. IV, 2; Pers. II, 29; Ptol. Georg. (A – thenis). ტომაშეკი (RE s. V.) ამბობს, რომ ადგილი ათენი ახლაც არსებობს რიზეს მეზობლად და ის იხსენიება მოსე ხოჯრენელის გეოგრაფიაშიცო.

9. ბორეა] ჩრდილოეთის ქარის სახელია.
I0. აპარკტია] ესეც ჩრდილოეთის ერთგვარი ქარის სახელია.
58 
__________
11. აფსაროსი] სარფი. სახელი „აფსაროსი" არიანეს მიხედვით მედეას ძმისაგან,

აფსირტესაგან მომდინარეობს. აფსაროსი აღნიშნულია Taხ. Peut.-ზე (Apsaro). ამ ად- გილს იხსენიებს: Pros. Goth. IV, 2, 14, 16; III, p, 320. პროკოპი კესარიელი ციხე- სიმაგრე აფსაროსს ლაზების ქვეყანაში ათავსებს, Plin. VI, 12,13 - მაკრონების ქვეყანაში ტრაპეზუნტიდან 150 სტადიონის დაშორებით. Ps. Scyl. 81: აფსაროსი მდინარეზეა კოლხეთში. St. Byz.: აფსაროსი, რომელსაც წინათ აფსირტი ერქვა. ანტიკური ავტო- რები: Ps. Scyl. 81; App. Mith. 101; Plin. VI, 13; Ptol. V, 6, 7 აფსაროსს უწოდებენ ჭორო- ხის იმ ტოტს, რომელზედაც გ ო ნ ი ა მდებარეობს. K-Muller-ით ჭოროხის დასავლეთი ტოტი მდ. აფსაროსია, აღმოსავლეთი კი - აკამფსისი (FHG V, 174).

ლ. ე ლ ნ ი ც კ ი ს აზრით ( Из исторической географии древней Колхиды. ВДИ .

1938. N 2/3. გვ. 308 – 311) ამ ადგილს ახლა გონია ჰქვია ( ასევე. დ ი უ ბ უ ა დ ე მ ო ნ პ ე რ ე ც აფსაროსს ჭოროხის სამხრეთით შვიდი კილომეტრის დაშორებით ათავ- სებს გონიასთან).

პ. ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა აფსარს. ციხე ქალაქს მდ. ჭოროხის სამხრეთით. თვლის თანა-

მედროვე სარფად ბათუმის რაიონში (გ. მერჩულე. გვ 204).

აფსაროსი, როგორც სამხრეთ კოლხეთის, ანუ ჭანეთის მთავარი პუნქტი მოხსე-

ნებულია ანდრია მოციქულის დასავ. საქართველოში მოღვაწეობის აღმწერ ძეგლში (Scherman, Prophet. Vitae, fab- p. 153 sq. 156. პ. ინგოროყვა, დას. შრ. გვ. 223). აფსაროსი

რომის იმპერიის საზღვრების დამცველ სიმაგრეთა სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელო-

ვანი პუნქტი იყო. არიანეს მიხედვით იქ რომის ჯარის ხუთი კოჰორტი იდგა. არიანეს ამ ცნობას მხარს უჭერს CIL, X N1202 რომლის მიხედვით იმპ. ტრაიანეს დროს აფსა- როსში იდგა პონტოს აღმოსავლეთ სანაპიროს, დამცველი რომაელთა რაზმი.

I2. კოჰორტი] ლეგიონის 0,1 ნაწილი, შედგება სამი მანიპულისაგან ან ექვსი ცენტუ-

რიისაგან

13. აფსირტე] მედეას ძმა რომელიც მედეამ აკუწა არგონავტების ლტოლვისას კოლ-

ხეთიდან. ოვიდიუს ნაზონი (Tristia III, 9) ქალ. ტომევსის (ახლანდ. კონსტანცას) სახელს აფსირტეს მოკვლას უკავშირებს (ბერძნული სიტყვა “ტომეინ!” დაჭრას ნიშნავს), ასევე აპო- ლოდორე ათენელი (Bibloth. I, 9, 24) და სტეფანე ბიზანტიონელი.

I4. ტიანა] ქრისტუპოლი. Const. Porph. De thematiobus, I, 2: მეორე კაპადოკიის ქალა-

ქია. Basil. Sophen. aSiI. S0phe". : მეორე კაპადოკიის ეპარქიის სამიტროპოლიტო ცენტრია. Stept. Byz.: თავდაპირველად იწოდებოდა ”თოანად”, ბგერების შეცვლის შედეგად მივი- ღეთ „ტიანა“', როგორც გადმოგვცემს არიანე. 1598 წელს არიანეს სქოლიოების გამომცე- მელი Jo. Gui1iehuus Stukins-ი წერს, რომ ტიანა ტრაპეზუნტის ახლოს აღმოსავლეთითაა საძებნი და რომ არიანე იძლევა იმ მხარის სახელს. რომელშიც თიანა-ტონსა შედიოდაო, სახელდობრ, „თიანიკეს“ (ჭანეთს. ნ. კ.). Steph. Byz.: „ტიენის" - ქალაქი კოლხთა. მდ ტიე- ნიდიდან აქვს სახელი მიღებული. Plin. NH, VI, 8; Strabo, XII, 2,7; 2,9; Ptol. V, 6, 18:

59 
______
ქალაქი კაპადოკიაში. “ტიენის“ მხარეში.
I5. ორესტე და პილადე] ორესტე ტროის ომში მონაწილე ბერძენთა ლაშქრის მთა-

ვარსარდლის, აგამემნონის ვაჟია. პილადე - ორესტეს განუყრელი მეგობარი.

16. მდ. ოფისი] ამ მდინარესთან ახლა არის ადგილი „ოფი". არიანეს მიხედვით

ეს მდინარე ჰყოფს კოლხების ადგილ-სამყოფელს „თიანიკისაგან" (ჭანეთისაგან). Taხ. peut.- ზე არის ეს პუნქტი აღნიშნული ( Opiunte). Paus. Descr. Gr. VIII; 8. 4, 7: არკადიაშიცაა ამ სახელის მქონე მდინარე. ახლანდ. მდ. სულაკლი.

17. მდ. ფსიქროსი] კომენტატორთა მიხედვით ეს მდინარე დღევანდელ ვალტახი-სუს

უდრის Ptol V, 9, 8: მდინარეა აზიის სარმატიაში. Pape (ლექსიკონი ბერძნულ საკუთარ სახელთა) კოლხების და ჭანების საზღვრებზე ათავსებს ამ მდინარეს. Anon. PPE 38 (GGM, I, გვ. 411): Arist. Hist. An. 3, 12.

18. მდ. კალოსპოტამოსი] მდ. კალოპოტამოს - დერე. Anon. 39 (GGM, I, გვ. 411)
19. მდ. რიძიოსი] მდ. როხის-სუ. Ptol. V, 9, 8: ნავსადგური რეძიოსი ათენსა და

პიტიუნტს შორის. Strabo, VII, 5, 7; Ps. Scyl. 84; Tab. Peut.: Reila. C. Muller-ი (GGM. I. P. 374, 2) რიზეს თვლის ქ. ბექირიადად ბექირთა ქვეყანაში. Anon. 39 ( GGM. I. გვ. 411). Proc. BP II, 29: ქალაქია ლაზიკეში, ტრაპეზუნტიდან ორი დღის სავალითაა დაშორებული. Proc. De aedif. III, 7: ტრაპეზუნტელთა საზღვრებს იქით სოფელი რიზეა; იუსტინიანემ იგი განაახლა და ზღუდე-სიმაგრე შემოავლო. Agath. V, 1: რიზე ქალაქია. Basil. Sophen. Notitia, III: რიზეს საეპისკოპოსო კათედრა შედის პოლემონის პონტოს ეპარქიაში Notitia, IV: რიზეს სამიტრო- პოლიტო. Not. X: რიზეს საარქიეპისკოპოსო (იხ. ს. ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი, გეორგიკა IV, 2, გვ. 192, ტაბულა).

20. მდ. ასკუროსი] ასკოროსი--Anon. 39 (GGM. I, გვ. 411). V, 13, V, 13, 10. გეოგრაფმა

კიპერტმა სწორად შეამჩნია, რომ სტადიონების ცნობილი რაოდენობა მდ. ასკუროსის სალო- კალიზაციოდ მიღებული (30 სტადიონი კალოსიდან და 60 -- ასკუროსიდან ადიენამდე) არაა სწორი (RE, Tomaschek)

2I. მდ. ადიენი] მდ. ყიბლედაღ-დერე. Ps. ScyI. 83 ხმარობს სახელს „ოდეინიოსს”.
Tab. Peut.: Ardineo. Anon. 39 ეთანხმება არიანეს მანძილებში.
22. მდ. ძაგატისი] Anon. 40 ( GGM, I, გვ. 41I). ВДИ- ით ეს მდინარე დღევანდელი

სუხა-დერეა.

23. მდ. პრიტანიდი] არიანეს მიხედვით ამ მდინარესთან იყო მაკრონთა და ჰენიოხთა

მეფის, ანქიალეს რეზიდენცია. Ps. Scyl. 83: პორდანისი (დღევანდ. ფურტუნ-სუ. იხ. ВДИ, 1948, N1, გვ. 267).. თუ მდინაოე პრიტანეს მდებარეობა ათენიდან დაშორებულობის მანძილის- მიხედვით ვივარაუდეთ, მაშინ მაკრონების და ჰენიოხების მეფის, ანქიალეს სასახლე დაახ- ლოებით ახლანდელი ვიწეს მახლობლად უნდა ვიგულისხმოთ. თუ ეს მცდარი არაა. მაშინ მდ. ოფითგან მოყოლებული ჭანების მიწა-წყალი ყოფილა, ხოლო ვიწეს ჩრდილო აღმოსავ- ლეთით მაკრონების და ჰენიოხების თემი ყოფილა... ანონიმიდან ირკვევა. რომ მაკრონებისა

60 
_______
და ჰენიოხების მიწაწყალი მდინაოე ოფისა და არქაბეს წყლის ხეობათა შორის ყოფილა
მოქცეული და დასავლეთ საზღვრად ოფის ხეობა, ხოლო აღმ. საზღვრად არქაბეს ხეობა
უნდა მივიჩნიოთ (ივ. ჯა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორიის შესავალი, I, I950,
გვ. 264 - 5).
24. ანქიალე] მაკრონთა და ჰენიოხთა მეფე. Dio Cass. Hist Rom. LXVIII, 19.
25. მდ პიქსიტე] Plin. VI. I2: პიქსიტე აფსაროსის დასავლეთითაა. Ps. Scyl. 82 - არია-
ნე და სკილაქსი თანაბრად ათავსებენ ორ მდინარეს - პრიტანისსა და აფსაროსს შორის -
პიქსიტესა და არქაბისს (GGM I, 63).
26. მდ. არქაბისი] არხავე. Ps. Scyl. 82: მდ. არქაბისი, ბიძერების ქვეყანაში. Ptol. V, 6, 6:
არკადისი. Tab. Peut.: აბგაბესი.; ( Abgabes). Anon. 42 ( GGM I, gv. 412): არქაბისიდან მდ. ოფისა
მდე წინათ ეკქეირიებად წოდებული ტომი ბინადრობდა, ახლა კი მაქელონები და ჰენიოხე-

ბი. Pros.Goth. VIII, 2: არქაბე ქალაქი ევქსინის პონტოს ნაპირას. მდინარის თანამედროვე სა- ხელი არხავეხ-სუ ( ВДИ, 1948, N 1, გვ. 268).

27. მდ. აკამფსისი] მდ. ჭოროხი. Plin, I, I2. კლავდი პტოლემე აფსაროსის შემდეგ სებას-

ტოპოლისს ათავსებს. პროკოპი ამ მდინარეს უწოდებს ბოას (BG VIII, 2) ბოა, მისი აზრით, იწ- ყება მთებიდან დ მთებიდან და ამას შემდეგ რაც გამოივლის მრავალ ჭალას და შემოუვლის მთაგორიან ადგილებს, ლაზთა სოფლების მახლობლად ჩაივლის და ერთვის ევქსინის პონ- ტოს. აქ მას უკვე ბოასი აღარ ეწოდება... მას, სხვათა შორის.. ადგილობრივი მცხოვრებნი აკა- მფსისს უწოდებენ... Proc. BP. II, 29: მდინარე ბოასი გამოდის სადღაც ჭანეთის საზღვრების მახლობლად არმენიელთა ადგილებში… მის შემდეგ რაც ეს მდინარე მიაღწევს იმ ადგილს, სა- დაც კავკასიისა და იბერიის საზღვრები, აქ, რადგან მას ბევრი სხვა წყალიც ემატება. ის იზრ- დება ძალიან და ნაცვლად ბოასისა ამიერიდან ფაზისად წოდებული განაგრძობს მდინარეო- ბას ნაოსნობისათვის გამოსადეგი, ვიდრე ევქსინად წოდებულ ზღვამდე (გეორგიკა, II, 7I-72). აკამფსისის დასავლეთი ტოტი აფსაროსია სვიდა: აკამფსისი ქალაქის სახელია. მდინარეცაა მახელონების ქვეყანაში. Const. Porph. De adm. Imp. 46, 211: აკამფსისის მეციხოვნე რაზმი. XII ს-

დან კი იმ ადგილას, სადაც ძველ წყაროებში აკამფსისის ციხეა მოთავსებული იხსენიება გო-

ნია (ს. ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი, ანტიკური. მასალები ბათუმის ისტორიისათვის, ქუთაისის პედ- ინსტ. შრ. X, I950 - 5I. გვ. 21). ტ ო მ ა შ ე კ ი ს (RE) აზრით სახელი „ჭოროხი” ადგილობ- რივ ენებზე ნიშნავს “მოუღრეკელს”, რადგან ეს მდინარე ზღვას ერთვის დიდი სიძლიერით, სისწრაფით.

28. მდ. ბათისი] ყოროლის წყალი. Plin. VI, 12; Scyl. 81. ამ მდინარესთან მოთავსე-

ბულ ნავსადგურს Tab. Peut. აღნიშნავს სახელით Portus altus (უფრო ზუსტად Portualtus): ღრმა ნავსადგური. იტალიურ რუკებზე ჰქვია La Vati, გონიას ჩრდილოეთით.

მდინარე ჭოროხიჭოროხის ჩრდილოეთით არის I2 - 13 კილომეტრის მანძილზე და

ეს შეიძლება იყოს ყოროლის წყალი (არიანეს 75 სტადიონი = 12 - 13 კმ-ს) ეს უკანასკნელი მდინარე ჭოროხის შესართავს აქ ნამდვილად ამდენითაა დაშორებული ( ს. ყ აუ ხ ჩ ი შ ვ ი

61 
_______

ლ ი ანტ. მას. ბათუმის ისტ., გვ. I9). Tab. Peut. არიანეს და პლინიუსს უჭერს მხარს. მასზე ბათისი მოთავსებულია აფსაროსის ჩრდილოეთით და ისიდის სამხრეთით. ს. ს ყ ა უ ხ ჩ ი-

შ ვ ი ლ ი უშვებს შესაძლებლობას პორტის არსებობისაც მდ. ბათისთან, ამის საბუთად მას

მოაქვს Tab. Peut - ს altus (დას. შრ., გვ. 23).

29. მდ. აკინასე] მდ. კინტრიში. ტომაშეკი „ხინოს წყლად" თვლის (RE) ელნიცკის,

დიუბუა დე მონპერეს და მიულერის აზრითაც კინტრიშია აკინასე. სვიდა, ამბობს, რომ „აკინასის“ ადბილის სახელიაოი Tab. Peut. Portualtus -ს (ბათუმის) შემდეგ ათავსებს apasidam-ს.

30. მდ. ისისი] ნატანები. Ps. Scyl. 81: ირისი. სვიდა: ირისი Anon. 42; Plin. VI, 12; Tab.

Peut. X, 5: არის აღნიშნული, რაც უნდა წავიკითხოთ ad Isidem, ე. ი. ისისი (Ruge, RE IX, 2132)

31. მდ. მოგროსი.] სუფსა. Plin. VI, 12, Tab. Pent. ნიგროსს ( Nigro) უწოდებს.
32. მდ. ფაზისი] მდ. რიონი. Tab. Peut. Phasin. ძველ მწერალთა მიერ მრავალჯერ

მოხსენებული მდ. ფაზისი მდ. რიონია. აქ მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა ქ. ფაზისი (დღევანდ. ფოთი).ქალა- ქის მდებარეობის დაწვრილებითი აღწერა აქვს მოცემული ნ. ლ ო მ ო უ რ ს სტატიაში: Из исторической географии древней Колхиды, ВДИ, 1957, N4. გვ. 96 და შ.

სტატიაში ნათქვამია, რომ ყველა სპეციალური ნაშრომის განხილვა გვარწმუნებს, რომ

რიონის შესართავი ძველად ცოტათი უფრო აღმოსავლეთით უნდა ვიგულისხმოთ. ამასთან დაკავშირებინთ ქ. ფაზისი დღევანდელ ფოთზე ცოტა უფრო აღმოსავლეთით უნდა ვეძიოთ იქ, სადაც დარჩენილია "ნაჯიხური“, ციხის ნაშთი, ყოფილი სიმაგრე (გვ. 99).

33. ტიტარესი] თესალიის მდინარე.
34. პენეოსი] თესალიის მდინარე.
35. ფასიანე ქალღმერთი] მატრიარქატის ხანიდან შემორჩენილი ღვთაება. მცირე აზი-

ის ქალღმერთი, რეა-კიბელე - ღმერთთა დედა. ათენის მეტროონში. ღმერთთა დედის ტაძარ- ში, იყო ფიდიასის მიერ შესრულებული ქანდაკება ამ ღვთაებისა. რეა-კიბელე აღმოსალური ღვთაებაა. საერთოდ დაკავშირებულია კაბირების (მჭედელთა კოლექტივის) კულტთან. ერთ- ერთი კაბირი პრომეთე იყო (Paus. Descr. Gr. IX. 25. 6). კიბელეს შავი ზღვის სანაპიროზეც სცემდნენ თაყვანს. არიანეს ცნობა მიგვითითებს იმაზე, რომ ქართველებს და მცირე აზიის ავტოხთონურ მოსახლეობას ერთი და იგივე სალოცავი ჰქონდათ, რაც ამ ტომების ერთგვარ სიახლოვე-ნათესაობაზე უნდა ლაპარაკობდეს.

35a. არგოს] ცნობილი ხომალდი, რომლითაც იმოგზაურეს არგონავტებმა.
36. მდ. ქარიენტი] მდ. ხობი -- Tab. Peut. წერს კარიენტს (Cariente); Plin. VI, I4:

ხარიენ; Ptol. V, 10,2: ხარიუსტოს; Ps. Scyl. 81: არიოს. ტომაშეკის (RE) მიხედვით ქარიენტის ჩრდილოეთით მიმდინარეობს ხობი. Strabo, XI. 2, I8: ხარის. ს. ჯანაშიას ქარიენტი მდ. ცივად მიაჩნდა (ენიმკის მოამბე, ტ. I, 1937). ცივი პატარა მდინარეა, ქარიენტს კი სანაოსნოს უწოდებს არიანე. გარდა ამისა არიანეს სტადიონები არ ემთხვევა ცივამდე მანძილს. ლ. ელ-

62 
_____
ნიცკი მანძილების გამოანგარიშების შედეგად ასკვნის, რომ ქარიენტი ხობი უნდა იყოს

(ВДИ, 1938, N2/3. გვ. 3I5).

36a. მათ შორის] ე. ი. ფაზისსა და ქარიენტს შორის.
37. ქობოსი] ენგური Plin. VI, 14: ქობოსი კავკასიონიდან სვანების მიწა-წყალზე

მიედინება მდ. ქარიენტსა და როას შორის. Strabo, XI, 2, 19: სვანეთის მდინარეებში ოქროა. Ps. Scyl. 81: ხორსო. Tab. Peut. – Chobus.

„რიონის ჩრდილოეთით დღევანდელ რუკებზე ორი მნიშვნელოვანი მდინარეა:

ხობი და ენგური. ხობს უთანასწორებდნენ სახელს „ქობოსს“ ფონეტიკური სიახლოვის გამო. იმის მიუხედავად, რომ პირველის მანძილი რიონიდან 17- I8 კილომეტრს არ სცილდება. ქარიენტი მაშინ სადღაც რიონსა და ხობს შორის უნდა გვეძებნა, სადაც თანამედროვე რუ- კებზე არავითარი მდინარე არ არსებობს... ამ ადგილთა ჩრდილოეთით მყოფი მდინარეების მდებარეობის გათვალისწინების შემდეგ ცხადია, რომ ქარიენტი ხობი უნდა იყოს და ქობო- სი-ენგური" ( Л. А. Ельницкий, ВДИ, 1938, N2/3, გვ. 314 - 315). ფ. ბრუნს კი ქობოსი ხობად მიაჩნია, მაგრამ მანძილებში განსხვავება აფიქრებს (Черноморье, II, Од. I880, გვ. 249). ქობო-სის შესახებ ასეთივე მოსაზრება აქვს გამოთქმული M. Иващенко -ს 1926 წ. სტატიაში: „К воп- росу о местоположении Диоскурии древних“. ნ. ლ ო მ ო უ რ ს არიანეს მიერ რიონის შემდეგ ქობოსზე გაჩერება სამხედრო თუ სავაჭრო საქმეებთან დაკავშირებით გამართლებულად მია-ჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მდინარეში ვიგულისხმებთ ენგურს. სტრატეგიული მნიშვნელობა რიონის შემდეგ დიდ მდინარე ენგურს უნდა ჰქონოდა, ხობი კი პატარა და ნაკლებმნიშვნელოვანი მდინარე იყო (ВДИ, 1957, N 4, გვ. 100 – 101 ).

38. სინგამე] ერის წყალი - Plin. IV, 14: სიგანია. Ptol. V, 9,2 : ძიგანეონ

დასახლებუ-ლი პუნქტია. Anon. 42, 6 ( FHG, V, გვ. 176): ძიგანისი. Tab. Peut. – Sicanabus. ქალაქი ზიგანეო-ნი იხსენიება ბასილ სოფენელის მიერ (IX ს.) შედგენილ ბიზანტიის იმპერიის საეკლესიო კა-თედრათა ეკთესისებში. აქ აღნიშნულია, რომ ქ. ზიგანეონის ეპისკოპატი შედიოდა ლაზიკის მიტროპოლიაში (გეორგიკა, IV, 2, გვ. I92a).

XI საუკუნის ერთი ქართული ხელნაწერის სქოლიოში (საქ. სახ. მუზეუმის ხელ-

ნაწერთა ფონდი A, ხელნ. N 97, გვ. 436) სწერია: გუდაყუასა ზიღანეოსადო (იხ. გეორ- გიკა IV, 2, 415). ეს დღევანდელი სოფელი გუდავაა (ნ. ბე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი: ენიმკის მოამბე, X, 299) ერის წყალის ნაპირზე მოთავსებული, სადაც, „ქართლის ცხოვრების" მოწმობით მართ- ლაც იყო საეპისკოპოზო კათედრა ( ნ. ლ ო მ ო უ რ ი, ВДИ, 1947, N4, გვ. 102).

39. მდ. ტარსურა] მდინარე მოქვის წყალი. Anon, XLII, 6. ( FHG, V, გვ. 176):

,,მოხეც” ჰქვია ტარსურას. Plin. VI, 14: თერზოს Tab. Peut.: ტასსიროს (Tassiros). ВДИ-ის აზრით პტოლემეს რუკაზე მდ. ტარსურას ადგილას მოთავსებულია მდინარე კიანეოსი (ВДИ. I948, N2, გვ. 250).

63 
_______
40. მდ. ჰიპოსი] კოდორი. Strabo, XI, 3, 4. Plin. VI, 13: ჰიპოსი ფაზისს უერთდება

მაგრამ არიანეს აღწერილობით ჰიპოსთან ზღვის ნაპირი დასავლეთით იხრება. ასეთი სანა- პიროს ხაზი კი კოდორის შესართავთან გვხვდება. Ptol. V, 10, 2. Steph. Byz. - p კოლხთა ქალაქი, აშენეგულია აიეტის მიერ, ზღვას დაშორებულია სამასი სტადიონით. მას ჩამოუდის ორი მდინარე: ჰიპოსი და კვანეოსი. Proc. Goth. VIII, 14: ლაზიკის ერთ-ერთი ქალაქი, მოხერესი არქეოპოლისიდან ერთი დღის სავალია.აქ მრავალი სოფელია. კოლხეთის საუკეთესო მხარეა. ღვინოს ამზადებენ და მრავალი კარგი ნაყოფი იზრდება, რაც არაა არსად დანარჩენ ლაზიკეში

ს. ყ უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი ს და ს. ჯ ა ნ ა შ ი ა ს აზრით მოხერსი ახლანდელ ქვემო

იმერეთს უნდა უდრიდეს, ცხენის წყალსა და რინს შუა მდებარე ტერიტორიას უნდა შეიცავ- დეს. სამტრედიის რაიონში, რიონის მარცხენა მხარეს ახლაცაა ადგილი მუხური და მუხურის ციხე ( ნ. ლ ო მ ო უ რ ი, ВДИ, 1957, N4. გვ. I08). Proc. BP II, 29 ასახელებს ქ. მოხერესს. პტო- ლემეს მეხლესი - მეხრესოსი ქალაქი უნდა იყოს. Proc. Goth. IV, 1,6: ლაზეთის ლანდშაფტზე, მოხერესზე მიმდინარეობს ჰიპოსი.

41. მდ. ასტელეფი] მდ. პატარა კოდორი. Plin. VI, 14; Tab. Peut.: p!iი. VI, 14; T:1ხ-
Peut.: სტემპეპ (Stempep). ფ. ბრუნი (Черноморье II, 248,1880 წ.). ასტელეფს ათანაბრებს მდინარე

სკურჩასთან. არიანეს სკურჩა არ ექნება დასახელებული. რადგან ის მეტად უმნიშვნელო მდი- ნარეა და კოდორის გვერდით არაა სახსენებელი. აქ, უბრალოდ, კოდორის ერთ ტოტთან გვაქვს საქმე.

42. სებასტოპოლისი, დიოსკურიადა] სოხუმი. Plin. VI, 15: დიოსკურიადა კოლხ-

თა ქალაქი...300 სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ტომია ამ ქალაქში რომაელები აქ საქმეებს აწარმოებენ I30 თარჯიმნის საშუალებით. Proc. Deaed. Just III, 7: სებასტოპოლისი სიმაგრე და ბანაკია კედლითა და ციხით. Tab Paut.: Sebastopolis. არიანეს მიხედვით (PPE, 11) სებას- ტოპოლისი სანიგების მიწაზე იმყოფება. სოხუმის სანაპიროზე აღმოჩნდა ლათინური წარწე- რის ფრაგმენტი. სადაც იხსენიება იმპერატორ ადრიანეს ლეგატი ფლავიუს არიანე (ამ წარწერ- ის გამოცემების შესახებ იხ. თავი I: „ფლავიუს არიანე და მისი ,პერიპლუსი) Ptol. V. 9, 2: სება- სტოპოლისი მდინარე ჰიპოსსა და კარტერონ ტეიხოსს შორისაა.

ანდრია მოციქულის დაბადების შესახებ თხზულებაში წერია:

„მოციქული ანდრია სიმონ კანანელი მოვიდნენ ქალაქ სებასტში" (საქ. სახ. მუზეუმის ხელნა- წერთა ფონდი A - 95; A - I44). ერთ ერთ ხელნაწერს მოსდევს სიტყვები,"რომელსაც ახლა ცხუმი ეწოდება" (ფონდი A - 395, გვ. 83; Жордания, Описание I , 391: “ который называится Охуми” ( = Цхуми). ნ.ლომოური, ВДИ, 1957, N4, გვ. 104, შენიშვნა 31).

არქეოლოგიური მასალით მტკიცდება, რომ დიოსკურია - სებასტოპოლისი - სოხუ-

მი ერთსა და იმავე ადგილას ყოფილა. სებასტოპოლისამდე არიანე თავისი ფეხით იარა: „ციხე -სიმაგრე დიოსკურია წარმოადგენს რომის სამფლობელოს უკიდურეს პუნქტს პონტოს შესა- სვლელიდან მარჯვენა მხარეს“ (თ. 17). დიოსკურიიდან დაწყებული სანაპიროს აღწერა კი არიანეს მოცემული აქვს სხვისი ნაამბობით, ან ძველი წყაროების მიხედვით.

43. როგორც ქსენოფონტი ამბობს] Xen. An. IV, 8, 22; V, 2, I.
64 
_________
44. კოლხები] ასირიულ წყაროებში (XII ს. ძვ. წ. ა.) შავი
ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მოთავსებულ ქვეყანას ეწოდებოდა „გილხი,
„კილხი“. ურარტულ წყაროებში ეს ქვეყანა „კულხაა" ( Г. Меликишвили, Наири – Урарту,
Тб. 1954, გვ. 28). ძველი წ. ა. VIII ს-ში „კულხა“ იყო სამხრ. აღმ. საქართველოს ტომების
ძლიერი გაერთიანება. 744 – 41წ. ურარტუს მეფემ, სარდურ II-მ ილაშქრა კულხაზე. კულხას
მცხოვრებნი კარგი მეტალურგები ყოფილან. სარდურ II-მ აქ რკინის ბეჭედი გააკეთებინა.
VIII ს-ში. ძვ. ა. კულხა ძლიერი იყო, მან დიაუხის გაერთიანების მრავალი რაიონი დაიპყრო
(გვ. 412- 13). VII ს-ში ბერძენ კოლონისტებს, შავი ზღვის აღმოსავლეთ სამხრეთ აღმოსავლეთ
სანაპიროზე მოსულთ, აქ დახვდათ კოლხები (ძველი კულხები) და ქვეყანას „კოლხიდა“ დაე-
რქვა Herod. II, 104: მეოტიდის ტბიდან მდინარე ფაზისამდე და კოლხების სამფლობელოე-
ბამდე ოცდაათი დღის სავალია მსუბუქად ჩაცმული ქვეითისათვის. კოლხეთიდან ახლოა
მიდია, მათ. შორის ცხოვრობენ მხოლოდ სასპერები. Herod. IV, 34: სპარსელები ცხოვრობენ
სამხრეთის ზღვამდე მეწამულად წოდებულამდე (სპარსეთის უბე). მათ ზემო ჩრდილოეთით,
მიდიელები, მიდიელების ზემოთ - სასპერები. სასპერების ზემოთ--კოლხები ჩრდილოეთის
ზღვამდე, რომელსაც უერთდება მდ. ფაზისი. კოლხები ჩრდილოეთით კავკასიონის ქედამდე
ვერ აღწევენ. III, 97.: აქემენიდების სპარსეთს ნებაყოფლობით ძღვენს უგზავნიდნენ ოთხ
წელიწადში ერთხელ კოლხები და მათი მეზობლები კავკასიონის ქედამდე. II. I04: თერმო-
დონტისა და მდ. პართენიოსის სანახებში მცხოვრებ ასურებს წინადაცვეთის ჩვეულება
კოლხებისაგან შეუთვისებიათ. კოლხები ეგვიპტელები უნდა იყენენ. ჰეროდოტეს და
მისწინა ხანებში კოლხები სამხრეთით მდ. თერმოდონტამდე იყვნენ გავრცელებულნი.
სვიდა ამბობს: „თერმოდონტი მდინარეა კოლხეთში". ქსენოფონტის მიხედვით კი
(IV, 8, 22-24) კოლხები ტრაპიზონთან ცხოვრობდნენ, მათ აღმოსავლეთით მაკრონები
იყვნენ. ქსენოფონტის ხანში თერმოდონტზე ხალიბნი ჩანან.
არგონავტთა თქმულებაში და პინდარესა და ჰეროდოტეს დროს რიონის აუზშიაც
კოლხები იყვნენ. „რიონის მიწა-წყლის კოლხეთს“ ტერიტორიის დიდი სივრცისა და სხვადა-
სხვა ტომთა ბინადრობაზე უცილობელი ცნობის არსებობის გამოც, უეჭველია ტოგადი
პოლიტიკური ჰეგემონიის წყალობით გაჩენილი მნიშვნელობა ჰქონდა. ტრაპიზონის სანა-
ხების კოლხეთს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მხოლოდ ვიწრო. ტომობრივი მნიშვნელობა
ჰქონდა (ივ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორიის შესავალი, I, 1950, გვ. 11-I2).
Ps. Scyl. 81 – 82: კოლხები მოსახლეობენ დიოსკურიიდან აფსაროსამდე. Strabo: X LI
3, 17: კოლხები ტრაპიზონის აღმოსავლეთით არიან. Arr. PPE, 11: კოლხები ტრაპიზონის
აღმოსავლეთით მდინარე ოფისამდე აღწევენ. Ptol. V. 9,1,5 - პტოლემესთან კოლხეთის მოსახ-
ლეობაში შემავალ ტომებში კოლხები არ მოიხსენებიან ამიტომ პტოლომეს გეოგრაფიაში
კოლხეთის სახელის არსებობა წარსულის გეოგოაფიულ-პოლიტიკური ვითარების ანარეკ-
ლად უნდა იქნეს მიჩნეული (ივ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორიის შესავალი,
თბ. 1950, გვ. 13). კოლხეთი მთლიანი პოლ.-გეოგრაფიული ერთეულია. რომელიც კავკა- 
65
_________
სიონის ქედითგან მოყოლებული ტრაპიზონამდე და ტრაპიზონს იქით შავი ზღვის
მთელ სანაპიროზეა ბადაჭიმული. II ს-ში, არიანეს დროს (პტოლემეს დროსაც) ასეთი
დიდი და მთლიანი პოლ.- გეოგრაფიული ერთეული არარ არსებობს. რიონის აუზის
არეში კოლხების სახელის ხსენებაც კი აღარაა ( იქვე).
Herod. 1, 2; VII, I93, 197: კოლხეთი აია, გაია.Strabo, I, 45: ფაზისთან არის ქალაქი
აია. ბერძნულ საკუთარ სახელთა ლექსიკონის შემდგენელი Pape წერს: - altmythischer
Name fur des Land Kolchis. როგორც ირკვევა, პაპეს ეს მოსაზრება სწორი უნდა იყოს: „აია"
კოლხეთის ქალაქის სახელი კი არაა, არამედ კოლხეთის უძველესი სახელია. ამას წერს
აპოლონიოს როდოსელი II, 401: ქუთაისი, ქალაქი აიასი - და სხვა ავტორებიც
St. Byz.: ფაზისი აიას ქალაქია კოლხების ქვეყანაში. Herod. II, 104 – 105; D. Per.
Descr. Hab. M. 689: კოლხები ეგვიპტელები არიან. Ap. Rhod. Arg. III, 212; Arr. An. 4, 15, 4:
კოლხეთში მრავალი ტომი ცხოვრობს, არსებობს ამიტომ I(62ხ)(თV წეწე ან დხჭ".
ფს. სკილაქსის მიერ კოლხებსა და ტრაპიზონელთა შორის მოთავსებულ ტომებს:
ბიძერებს, ეკქეირიებს, ბექირებს, მაკროკეფალებს აპოლონიოს როდოსელი უწოდებს კოლ-
ხების ტომებს Diod. Sic. 1, 28, 55: კოლხები მოსხები არიან.Hecat. fr: 185,
185, 188 (SC, I, (80, I, 1-3): კოლხი მესხია, კორაქსია, კოლაა.მSt.Byz: კოლხიდის მახლობლად
ქალდეველების ტომია. მოსხები კოლხთა ტომია. CIG, IV, 823 -
ანდრია მოციქულის აღერაში სახელი "კოლხნი" არ იხმარება (Schermann, Prophet. Vitie წab.
P. 153. Sq. 156). ეპიფანე კონსტანტინეპოლელის თხზულებაში (VIII ს. ახ. წ. ა.): „ანდრია
მივიდა ტრაპეზუნტში ლაზიკის ქალაქში (პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე) თბილისი
195,) გვ. 225). კოლხთა ტომის ძლიერების დაცემის შემდეგ ქვეყანაში გაბატონდნენ ლაზე-
ბი Proc. Goth. VIII, 1: ზოგიერთი ამბობს, რომ ტრაპეზუნტელთა მოსაზღვრენი არიან სანე-
ბი, რომელთაც ახლა ჭანები ეწოდებათ, ან კოლხები, სხვანაირად ლაზებს რომ ეძახიანო...
კოლხები კი შეუძლებელია არ იყვნენ იგივე ლაზები, ვინაიდან ფასისის მდინარეზე მოსახ-
ლეობენ. ხოლო სახელი „კოლხები“ როგორც სხვა მრავალი ტომებისა, ამჟამად „ლაზთა“
სახელად შეიცვალა. Agath. De regno Just. II. I8: ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდე-
ბოდათ და სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის. თუ კი ის გაეცნობა
ფაზისის. კავკასიისა და მათ გარშემო მდებარე ქვეყნების მოსახლეობას.
Anon, 42, 7 (FHG, V, გვ. I77): დიოსკურიიდან ანუ სებასტოპოლისიდან მდ. აფსა-
როსამდე ძველად ცხოვრობდა ხალხი, რომელიც იწოდებოდა კოლხებად და რომელსაც ახლა
შეერქვა ლაზები. Theoph. Simoc. Hist. VI, 17: კოლხები, რომელთაც ჩვეულებრი ენით ლა-
ზებს ეძახიან.
45. დრილებს უწოდებს ქსენოფონტი] Xen. An. V, 2,1. არიანე დრილებს სანებად -
ჭანებად მიიჩნევს.
46. სანები] ჭანები. Strabo, XII, 3, 18: ნიუხე. XII, პლ 18: ტრაპეზუნტისა და ფარნა-
კიის ზემოთ ცხოვრობდნენ ტიბარენები, ქალდები და სანები, რომელთაც უწინ უწო-
დებდნენ მაკრონებს. St. Byz.: მაკრონები, რომელთაც ახლა სანები ეწოდებათ. Eust.
66 
__________
Comm. S.v. D. Oer. 765: სანები მაკრონები არიან. Proc. Goth. 4, 1 :
სნების ქვეყანა ჭანიკედ იწოდება. Proc. BG VIII, 1,De aed. III, 6.: სანები ჭა-
ნები არიან, მთებში ცხოვრობდნენ, ყაჩაღურ ცხოვრებას ეწეოდნენ და უმეფონი იყვნენ
სატომო სახელწოდება ჭანი ) გვიანი ხანის ბერძნულ წყაროებში უპირა-
ტესად ეკუთვნის ტრაპიზონის მხარეში ( პონტოს მთიანეთში) მოსახლე მთიელებს.
Plin, VI, 14 სამეგრელოში სანებს ასახელებს. იპოლიტე პორტელი ამბობს: სანები,
რომელნიც სანიკებად იწოდებიან და ვრცელდებიან პონტომდე, სადაც არის აბსარის გასა-
ვლელი და სებასტოპოლისი და ჰისულიმენი და მდინარე ფასიდი (SC, II, 446 - 7).
ს. ჯ ა ნ ა შ ი ა ს აზრით (თუბალ -თაბალი, ტიბარენი, იბერი: „ენიმკის მოამბე",
1937, 1, გვ. 191) იპოლიტე სანებში კოლხეთის ძირითად მოსახლეობას გულისხმობს და
მას „სანიკებსაც“ უწოდებს. ასევე ევსევი კესარიელიც: სანები სანიგებადაც იწოდებიან,
რომელნიც პონტომდე ვრცელდებიან, სადაც არის შეერთება აფსაროსისა, სებასტოპოლისა
და მდ. ფაზისისა, ვიდრე ტრაკეზუნტამდე (SC, I, 668). სან-ჭან ძირი გვხვდება გეოგრაფი
ული ობიექტების სახელწოდებებში (ს. ჯანაშია, დას. შრ., გვ. 197 და შემდ.).
Agath. V, 1: ჭანები ცხოვრობენ ევქსინის პონტოს სამხრეთით ქალაქ ტრაპეზუნ-
ტის ქვემოთ; თუმცა ეს ჭანები ძველითგანვე, რომაელებთან დაზავებულნი და მათი ქვეშევ-
რდომნი იყვნენ, მაგრამ მაშინ მათი ერთი ნაწილი წინანდელ მშვიდობიან წესებს იცავდა
და სრულიადაც არ ფიქრობდა ურჩობას, უმეტესი მათგანი კი, შექმნილი მდგომარეობით
სარგებლობდა და ყაჩაღობას მისდევდა, დათარეშობდა პონტოს გასწვრივ მდებარე სოფ-
ლებში.
ბერძენ მწერლებთან დადასტურებულია უმეტესად ჭანების სახელის ორგვარი
დაწერა ; არიანე მესამე ვარიანტს: (ჭანეთი).
არიანეს სქოლიოების გამომცემელი Stukins-ი გვთავაზობს მეოთხე ვარიანტს- -
-ს.
47. მაკრონები] ივ. ჯავახიშვილის აზრით მაკრონები იგივე მეგრელები არიან
(ქართველი ერის ისტორია, I913 წლის გამოცემა, გვ. 38; 1951 წლის გამოცემა, ტ. I, გვ.
406). Anon. 42, 8 (FHG, V, გვ. 177): მაკრონები-მაქელონები. მაკრონთა სახელი შავი ზღვის
სამხრეთ სანაპიროზე I საუკუნის დამლევისათვის ჩვენს წელთაღრიცხვამდე, სტრაბონის
დროს (XII, 3, 17) უკვე გამქრალი ყოფილა. სტრაბონს მხოლოდ ის-ღა აქვს ნათქვამი, რომ
ტრაპიზონისა და ფარნაკიის ზემოთ ტიბარენნი: ხალდები, ჭანები ბინადრობენ, რომელ-
თაც წინათ მაკრონები ეწოდებოდათო (ივ. ჯა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორიის
შესავალი. წ. I, 1950, გვ. 263). Herod, II, 104 – 7: მაკრონები სირიელების, კაბადოკიელების
მოსაზღვრენი არიან. მათი მეზობლები არიან მოსხები, ტიბარენები, მოსინიკები, მარდები.
Xen. An. IV, 8, 8: კოლხები ტრაპიზონთან ცხოვრობენ მათ აღმოსავლეთით მაკრო-
ნები არიან. კოლხეთის საზღვარი სამი დღის სავალზეა მიკრონთა ქვეყნიდან. Schol. Ap.
Rhod. I, 1024: მაკრონები მაკროკეფალები არიან. Anon. 37 ( GGM, I, გვ. 410): მაკრონები
67 
_________
მაკროკეფალებია. ზოგი ავტორი მაკრონებს მაკროპოგონებს უწოდებს ( Strabo, XI, 2, 1)
Hecat. სტეფანე ბიზანტიონელთან: მაკრონებს სანები ეწოდებათ Strabo, XII, 3, 18; Xen.
An. IV, 8, 1 – 7; 8,25; Ap. Rhod. II, 396, 1245; Schol. Ap. Rh. I, 1024; Orph. Arg. 747; Diod.
Sic. XIV, 29.
Plin. VI, II: მაკროკეფალები ცხოვრობენ ტიბარენების და მოსინიკების შემდეგ, მა-
ქორონები ბექირთა და ბიძერთა შემდეგ. Eust. D. Per. 765. Anon. XLII, 8 ( FHG, V, გვ. 177):
მაქელონები, და ჰენიოხები. აპოლონის როდოსელით მაკრონები ცხოვრობდნენ პროპონ-
ტიდაში დოლიონების მეზობლად, ამ მაკრონებს პოეტი მაკრომლებს უწოდებს და პელა-
ზგური წარმოშობის . ტომად თვლის:. (1,1023). სტე-
ფანე ბიზანტიონელი და აპოლონიოს როდოსელის სქოლიასტი (I,1024) მაკრონებს ევბეი-
დან გადმოსახლებულად თვლიან. ევბეას კი მაკრისი ეწოდებოდა (არგონავტიკა, ა. ურუ-
შაძის თარგმანი. I948.. გვ. 223).
48. ჰენიოხები] დასავლეთ საქართველოში მოსახლე ერთ-ერთი უძველესი ტომი.
Heracl. Pont. De. Reb. publ. XVIII: FHG. II, 218: ფაზისის გაყოლებით თავდაპირველად
ცხოვრობდნენ ჰენიოხები, შემდეგ კი - მილეტელები. ჰენიოხები IX -VIII საუკუნეებში
გავრცელებულნი ყოფილან შავი ზღვის აღმ. სანაპიროს ცენტრალურ და სამხრეთ რაიონე-
ბში. V-IV სს-ში მოსახლეობდნენ კავკასიონის ქედის უკიდურეს ჩრდილო კალთებთან
მდებარე ზღვის სანაპირო ვიწრო ზოლში ბიჭვინთამდე სოჭისა და ადლერის რაიონებ-
ში (მ. ი ნ ა ძ ე, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოსახლე ტომთა ისტორიისათვის,
(ჰენიოხები), მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 32, I955: გვ. 16).
Plin. VI, 12: ჰენიოხები შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე არიან მდ.
პიქსიტესთან (In ora ante Trapezunta flumen Pyxites, ultra vero gens Sannorum Henio-
chorum): PIin. VI, I2: მთების უკან იბერიაა, სანაპიროზე კი ჰენიოხები (მოსახლეობენ). Plin
VI, 14: ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ დსანაპიროზე არიან ჰენიოხები. სანიკების ტომი სე-
ბასტოპოლისთანაა, მათ შემდეგ მრავალსახელიან ჰენიოხთა ტომებია. Strabo, XI, 2, I4
(არტემიდორე ეფესელი) შავი ზღვის ჩრდილო - აღმოსავლეთ სანაპიროზე აქეელები იყვნენ.
შემდეგ ჯიქები (ძიგები), მერე ჰენიოხები, მათ სამხრეთით კი ბიჭვინთა იყო. II, 5, 31; XI, 2,
Strabo, XI, 2, 12: სინდიკესა და გოგრიპიას შემდეგ ზღვასთან არის აქეელთა, ჯიქთა და
ჰენიოხთა სანაპირო. ჰენიოხები მეკობრეები არიან, მათ აქვთ ნავები - კამარები (თაღიანი
ნავები). ისინი ყაჩაღობენ. XI 2, 13: ჰენიოხებს ოთხი ბასილევსი ჰყავთ. Ovid. Naso, Ep. Ex
P. IV, 10, 25 – 30: ჰენიოხები ყაჩაღები არიან [ჩრდილო-აღმ. სანაპიროზე მოსახლეობენ],
თავს ესხმიან ქ. ტომოსს [დღევანდელ კონსტანცას შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე].
Arr.PPE, 11: ჰენიოხები სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე არიან. ისინი საგვარეულო წყო-
ბილებიდან გამოსულან, ყავთ უკვე ერთი მეფე მაკრონებთან ერთად].
ჰენიოხი ნიშნავს „მეეტლეს"' ჰენიოხებმა სახელი მიიღეს ლაკონელი მეეტლეები-
საგან, რომლებიც დიოსკურებს ახლდნენ თან. „ივ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი“ „შესაქმეთა წიგნის"
ენოხში ჰენიოხთა სახელწოდებას ხედავდა... ჰენიოხები ჭანურ ტომად მიაჩნდა. პ. ი ნ გ ო-
68 
_______
რ ო ყ ვ ა აიგივებს ჰენიოხებს, სანიგებსა და სანიგებსა და მათ, ლოკალიზაციას ახდენს
ძირითადად დღევანდელი აფხაზეთის ზღვისპირა ზოლში სუხუმიდან ადლერამდე
(სტრაბონი, გეოგრაფია, თ. ყაუხჩიშვილის თარგმანი; 1957, გვ. 265).
49. ძიდრიტები] Strabo, XII, 2, 1; Ptol. 0, 6: : ქალაქია კოლხეთში.
Anon. PPE, 42, 1 ( FHG, V, გვ. 175): მდინარე აფსაროსიდან მდ. არქაბისამდე
წინათ ბიძერები ცხოვროგდნენ, ახლა - ძიდრიტები. ივ. ჯავახიშვილის აზრით, რადგან
მაკრონებისა და ჰენოიხების მიწა -წყალი მდინარე ოფისსა და არქაბეს წყლის ხეობათა
შორის ყოფილა მოქცეული, ძიდრიტების დასავლეთ საზღვრად აფსაროსის ხეობა უნდა
მივიჩნიოთ, ხოლო აღმოსავლეთით საზღვრად აფსაროსოსის ხეობა, რადგან აქედან ლა-
ცხოვრობდნენო ( ქართველი ერის ისტორიის შესავალი, 1, 1950, გვ. 265)
50. ფარსმანი] ფარსმან II, მეფე იბერიისა ( II ს. ახ. წ. ა.) DIO Cass, Hist. Rom. LXIX,
3 (SC, I, 622); Aelii Spart. Hadrianus, 17 ( SC, II, 293)
51. ლაზები] პირველად ლაზებს იხსენიებს პლინიუსი VI, 4: 140000 ნაბიჯის
მანძილზე ტრაპეზუნტიდან მდინარე აბსაროსია და იმავე სახელის მქონე ციხე შესართავთან.
ამ ადგილებში მთების გადაღმა იბერიაა, ხოლო ნაპირის გასწვრივ მოსახლეობენ ჰენიოხები,
ამპრევტები, ლ ა ზ ე ბ ი. მდინარეებია: აკამპსისი, ისისი, მოგროსი, ბათისი, კოლხთა ტომე-
ბია (აქ), ქალაქი მატიუმი, მდინარე ჰერაკლიუმი იმავე სახელწოდების კონცხითურთ და
უსახელოვანესი პონტოს მდინარეთაგან - ბათისი.
მემნონი ( I – II სს.), De Heracl. Fr. 54 (SC, 1, 510): ლუკულუსის ალყის დროს

სი-

ნოპზე სინოპელები გაიქცნენ პონტოს შინაგან ადგილებში, რომლებიც დასახლებულია სა-
ნიგებითა და ლაზებით.
მეხუთე საუკუნიდან ამ სახელწოდებამ შთანთქა სხვა ტომების სახელები: Anon.
42. 7 (FHG, I, გვ. 177) სებასტოპოლისიდან ან დიოსკურიიდან მდინარე აფსროსამდე წინად
ცხოვრობდა ხალხი, რომელიც იწოდებოდა კოლხებად და რომელსაც ახლა შეერქვა ლაზე-
ბი.
ს. ჯ ა ნ ა შ ი ა წერს: „ ლაზი X ს-იდან უდრის თანამედროვე მეგრელს. ლაზიკე
შეიცავდა გურიას, ქვემო იმერეთს, რაჭა- ლეჩხუმს, სამეგრელოს, სვანეთსა და აფხაზეთს
და რომელიც ჩამოყალიბდა IV ს-ის დამდეგს“ (თუბალ - თაბალი, ტიბარენი, იბერი , გვ.
204). ს. ჯანაშიას აზრით საკუთრივ მეგრელები და დღევანდელი ლაზები ( ჭანები) მჭიდ-
როდ იყვნენ დაკავშირებული სატომო სახელთა სფეროშიც ( ლაზი - ზანი-სვანი). ჩრდი-
ლოეთით: სან-ზან-წან; სამხრეთით: სან -ჭან.
ნიკო მარი ფიქრობდა, რომ „ ლაზ“ უკავშირდება „ლაზგს“ (ლეკი) და „პელაზგს“.
Ptol, V, 9,5: კოლხეთის ზღვისპირა ნაწილში მოსახლეობენ ლაზები, ზეგანში კი
მარნალები და ხალხები, რომლებიც ცხოვრობენ ეკრიტიკეს ქვეყანაში.
Steph. Byz.-ით ლაზები სკვითური ტომია.
69 
_______
იოანე ცეცე: კოლხები ინდოელი სკვითები არიან, იწოდებიან აგრეთვე ლაზებად და
ცხოვრობენ აბასგების მეზობლად (Comin. In. Cass.L. 174: SC, I, 400); კოლხები ლაზური
ტომია (SC, I, 404).
Agath. De regno Just. III, 5: ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლაზები დ
და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ, ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე
მეტად ქედმაღლობენ. შესაძლებელია არც თუ ისე უსაფუძვლოდ. იმ ტომებს შორის, რომ-
ლებიც სხვა სახელმწიფოს ექვემდებარებიან, მე არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ სა-
ხელგანთქმული და მორჭმული როგორც თავისი სიმდიდრის სიუხვით. ისე ქვეშევრდო-
მთა სიმრავლით როგორ თავისი მიწაწყლის სიჭარბით და მოსავლიანობით, ისე ხასიათის
სილამაზითა და სიცქვიტით.( Agath. II, 18: ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ
და სწორედ ისინი არიან. ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის, თუ კი ის გაეცნობა ფაზისის
კავკასიისა და მათ გარშემო მდებარე ქვეყნების მოსახლეობას.
Proc. BP. I, 11: კოლხიდას ახლა ლაზიკე ეწოდება.
Proc. Goth. VIII, 1: კოლხები კი შეუძლებლია არ იყვნენ იგივე ლაზები, ვინა-
იდან ფაზისის მდინარეზე მოსა ლეობენ. ხოლო სახელი “კოლხები” როგორც სხვა მრავა-
ლი ტომებისა. ამჟამად „ლაზთა“ სახელად შეიცვალა. ლაზეთის ციხეები და ქალაქები
პეტრა, არქეოპოლისი, ტელეფისი. მუხურისი, ტრაპეზუნტი: (ძველი ლაზიკე) ნიკოფსია
ულნეტი. ლაზეთის ეპარქიის სამიტროპოლიტო ცენტრი არის ტრაპეზუნტი ( იხ. გეორგ.
IV, 1, 131-146).
ეპიფანე კონსტანტინეპოლელი. VIII საუკ. ავტორი წერს “ანდრიას ცხოვრებაში“:
მოვიდა ანდრია მოციქული ლაზიკის ქალაქ ტრაკეზუნტზი (გეორგიკა, I,V, I, გვ. 58).
„VIII ს-ის სომხურ უსახელო გეოგრაფიაში არის დასავლეთ საქართველოს
აღწერილობა. ამ ძეგლის ჩვენების თანახმად დას. საქართველოს ტერიტორიის ფარგლე-
ბში შედიოდა პროვინცია ჭანიკე, იგივე ხალდია და ქალაქები: ათინა, რიზე და ტრაპე-
ზუნტი. VIII საუკ. მეორე ნახევარში ტრაპიზონის მხარე დას. საქართველოს შეერთებია,
ტრაპიზონი ეკლესიური მხრითაც გაერთიანებულა დას. საქართველოსთან, ლაზიკის
მიტროპოლიასთან (რომლის ცენტრს წარმოადგენდა. ფაზისი - ფოთი). ამიტომაც ტრაპ-
ზონი, ამ დროიდან მოკიდებული, ეკლესიური დანაწილების მიხედვით, ლაზიკედ ეწო-
დება. მას შემდეგ , რაც მერვე საუკუნის მეორე ნახევარში ტრაპიზონის მხარე დას. საქარ-
თველოს შემადგენლობაში შევიდა, ტრაპიზონის მხარეს არა მხოლოდ როგორც საეკ-
ლესიო ოლქს მიეკუტვნება ლაზიკის სახელი, არამედ ტრაპიზონის მხარეზე საერთოდ
გავცერლდა ეს ისტორიული ზოგადი სახელწოდება დასავლეთ საქართველოსი - ლაზი-
კე, ლაზია“ ( პ. ორგოროყვა, გ. მერჩულე, გვ. 213 – 214).
52. აფსილები] აფშილები. Plin. VI, 14 დაახლოებით მდინარე ასტელეფთან
ასახელებს აბსილებს, დიოსკურიასთან ახლოს. აფშილებს ავტორები ახ. წ. ა. პირველ
საუკუნეებში ასახელებენი. V ს-ში იხსენიებს მათ Anon. 42,10 (FHG, V. გვ. 178): აფსილე-
ბი ლაზების ზემოთ ცხოვრობენ, მათ ზემოთ აბასგები არიან.
70 
________
აბსილები ტომაშეკის განსაზღვრით (RE) კოდორის შესართავთან, კოლხთა ჩრდილოე-
თით მობინადრე აფხაზთა ტომი იყო. ბერძენთა უძველეს გეოგრაფებს ამიტომ აფსილები
„კორაქსოს" სახელითა ჰყავთ მოხსენებულიო. მათ ქვეყანას აფსილია, აბსილია, ქართულად
აფშილეთი ეწოდებოდაო. თვით სახელი ტომაშეკს აფხაზურ “აბჟიბ" --- „შუაგულისაგან"
ნაწარმოებად მიაჩნია. აფშილეთში მდებარეობდა დიოსკურიადის ოლქის სავაჭრო ადგი-
ლიო.
St. Byz. აფსილებს სკვითურ ტომს უწოდებს.
თეოდოსი განგრელი (VII საუკ. გეორგიკა, IV, I, გვ. 44): აფსილიისა და მი-
სიმიანის მხარეებში მდებარეობს ფუსტას ციხე (გვ. 50). აფსილიის საზღვარზე მდებარე-
ობს თუსუმე და მოქვი.
Proc. Goth. VIII, 2: ქალაქ პეტრას პირისპირ. მეორე ნაპირას, ევროპის წაწილ-
ში აფსილების ქვეყანაა. აფსილები ლაზების ქვეშევრდომნი არიან და ისინი ძველთაგანვე
ქრისტიანები იყვნენ. VIII, 3: აფშილები აბაზგების მეზობლები არიან.
Agath. IV. 15: აფსილების ჩრდილოეთით მისიმიელნი ცხოვრობენ. Agath. III,
15: მისიმიანები კოლხთა მეფის ქვეშევრდომნი არიან მსგავსად აფსილებისა. ხოლო განსხვ-
ვებულ ენაზე ლაპარაკობენ და სხვა კანონებსაც მისდევენ, ისინი აფსილთა ტომზე უფრო
ჩრდილოეთით ცხოვრობენ, ოდნავ აღმოსავლეთისაკენ.
პ. ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა ს აზრით აფხაზეთის მხარეთა ტომს, რომელიც ატარებდა
სახელწოდებას აბსილი ანუ აფსილი (იგივე აფშილი), ეჭირა მდინარე კელასურის (ძველი
კორახის) ხეოის ზემო ნაწილი და მისი მიმდგომი ზონა გუმისთის ხეობიდან ვიდრე კო-
დორის ხეობამდე. აბსილეთის მხარის საზღვრებია: 1) აღმოსავლეთით - წებელთა (Agath.:
გეორგ. III, გვ. I60: IV, 1, 44). 2) დასავლეთით - საზღვრის ხაზი გადიოდა გუმისთის ხეო-
ბის დასავლეთით ( Proc.: გეორგიკა, II, გვ. I27). 3) ჩრდილოითით - კავკასიონის ქედი
მარუხის უღელტეხილის სექტოოში Menandr. Prot.: გეორგიკა, III, გვ. 246 – 7). 4) სამხრე-
თით - შიდა ეგრისი და სოხუმის თემი ( პ. ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა, გიორგი მერჩულე, გვ. I26).
აფსილების სახელი აფსარონთან უნდა იყოს დაკავშირებული. „ ქართლის
ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: „ლაშა გიორგი. რომელი ითარგმნების აფსართა ენითა ქუეყ-
ნის მანათობელად“ (ჟამთააღმწერელი, ქართლის ცხოვრება, ნაწილი I. 1469 წლამდე,
მ. ბროსეს გამოცემა. პეტერბურგი, 1849. გვ. 339).
53.აბასკები] აფხაზები. არიანეს მიხედვით აბასკები ზღვის ნაპირზე არ
მოსახლეობდნენ . სებასტოპოლისი სანიგების ქვეყანაშია.
აბასკები მოხსენიებულია „ ორფიკულ არგონავტიკაშიც“ 754. ტ ო მ ა შ ე კ ი ს
მიხედვით ძველ ავტორებთან აბასკები ენგურის ჩრდილოეთით არიან და ბიჭვინთამდე
აღწევენ. იტალიურ რუკებზე ბიზანტიელი მწერლების აბასგია-ს „ავოგაზია“ ეწოდება.
Proc. Goth. VIII, 3: აბსილებისა და ნახევარმთვარა ნაპირის შემდეგ აბაზ-
გები მოსახლეობენ, რომელთა საბინადრო ადგილები კავკასიონის მთებამდე გრძელდება.
აბაზგები ძველითგანვე ლაზების ქვეშევრდომები იყვნენ. Proc. BP, II, 29: კავკასიის
71 
_______
მთებთან ცხოვრობენ აბასგები. ასევე Const. Porph. De adm. Imp. 42.
შუა საუკუნეებში და უფრო ადრეც აფხაზეთის ჩრდილო საზღვარი იყო ნი-
კოფსია, სამხრეთისა და სოტერიუპოლისი. ამას მხარს უჭერენ ქართული წყაროებიც: იო-
ანე საბანის ძე, ლეონტი მროველი იხსენიებენ ნაფსაის - ნიკოფსიას ნავსადგურს: ასევე,
ცხორება გიორგი მთაწმინდელისა (ათონის კრებული, 1901, გვ. 315).
ამასვე ამბობს Anon. 42, 17 ( FHG, V, გვ. 180): ძველ ლაზიკემდე (ნიკოფსია-
მდე) წინათ ცხოვრობდნენ ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკები, მელანქლენები, მაქელონები,
კოლხები და ლაზებიო.
54. სანიგები] ჭანები. Plin. VI, 14 არიანეს მსგავსად სანიგებს სებასტოპოლისის
მიწაზე მცხოვრებლებად თვლის. Taხ. Peut.: Sanigae. Memmon, De Heracl. ( fr. 54 SG, I,
510): პონტოს შინაგანი სანახები დასახლებულია სანიგებით და ლაზებით. Anon. 42, 16
( FHG, V, 180): სანიგები სკვითური ტომი, აბასკების მეზობლად მცხოვრები. Hippol. Port
Liber gener. ( SC II. 446 – 7): სანები, რომლებიც სანიკებად იწოდებიან და ვრცელდებიან
პონტომდე, სადაც არის აბსარის გასასვლელი და სებასტოპოლისი და ჰისულიმენი და
მდინარე ფასიდი. ეს ტომები ვრცელდებიან ტრაპეზუნტამდე.
Euseb. Caesar. Chron. P. 186 ( ScI, 668): სანები რომლებიც აგრეთვე სანიგიებად
იწოდებიან, რომელნიც პონტომდე ვრცელდებიან, სადაც არის შეერთება აფსაროსისა და
სებასტოპოლისისა და კაუსოლიმენი და მდინარე ფაზისი. ვიდრე ტრაპეზუნტამდე. სანი-
გებს იხსენიებენ ქართული წყაროებიც, მაგ, თამარ მეფის ისტორიკოსი (ქართლის ცხოვ-
რება, ტ. II, თბ., 1959, გვ. 49, 15. - იხ. ს. ჯა ნ ა შ ი ა, თუბალ - თაბალი, გვ. 192).
55. მდ. თერმოდონტი] მდ. თერმე-სუ. ამ მდინარის მიდამოები თავიდანვე ცნო-
ბილი იყო, როგორც ამაძონთა (ამორძალთა, კოლხური ტომის მეომარ ქალთა) საცხოვრე-
ბელი ადგილი. მდ. თერმოდონტს იხსენიებს მრავალი ავტორი, მათ შორის: Herod. II, 104 –
9, 27; Aesch. Prom. 725; Xen. An. V, 6,9; VI, 2, 1; Ps-Scyl. 89 და სხვანი. Aesch. Prom. 415,
723: ამორძალები კოლხეთიდან არიან, მოსახლეობენ კავკასიონის სამხრეთით, კიმერიი
ბოსფორთან და მეოტიდის ტბასთან ახლოს. Eur. Heracles, 416; Helanikos, Atthis, frg.
84; Nicol. Dam. Cath. Hist. frg. 133; Amm. Marc. Res gestae, XXII, 8, 17; Statt. Achill.
Prol. in Ar. II, 81; Prop. Eleg. III, 11, 14; Strabo, XI, 5,2 იმეორებს Her. IV, 110-ს:
მეოტიდესთან მოვიდნენ ამორძალები და აქ დასახლდნენ სკვითიაში დონის აღმოსავ-
ლეთით და მეოტიდის ჩრდილოეთით. Hom. IL, II, 811: ამორძალი მირინეს საფლავია
ტროაში Hom. IL, VI, 186: ლიკიაში ამორძალების საცხოვრებელი უძველესი ადგილია,
ისინი გმირმა ბელეროფონტმა დაამარცხა. „მსგავსი მატრიარქალური ვითარება ჩვენ გა-
დმოცემული გვაქვს ლელეგებისა და ტირსენების შესახებ, რომელთა უძველესი სამშობ-
ლო მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე უნდა ვეძიოთ” (იხ. Graef-ის სტატია RE-შ
ამაძონების ქალაქი, თუ დედოფალი თემისკირა იყო, St. Byz. თემისკირა -
ქალაქი და ქვეყანა თერმოდონტის პირდაპირ. Proc. Goth. VIII, 2: ქალაქ ამისოსის მა-
72 
________
ხლობლად არის თემისკურა დამდინარე თერმოდონტი სადაც, როგორც ამბობენ, ამაზო-
ნთა ბანაკი იყო. Proc. Goth. VIII, 3: ამაძონები თემისკირისა და მდინარე თერმოდონტის
გარშემო დაბანაკდნენ Ap. Rhod. Arg. I. 9, 17: ლემნოსელი ამაძონები, მათი დედოფალი
ჰიპსიპილე. Herod, II. 104: ასურები, რომელნიც ცხოვრობენ თერმოდონტზე და მდ. პარ-
თეთოსზე თავის მეზობელ მაკრონებთან ერთად, ამტკიცებენ, რომ წინადაცვეთის ჩვეულ-
ება კოლხებისაგან მიიღეს. ივ. ჯა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ამბობს: „წინათ კოლხებს თერმოდონტი-
სა და მდინარე პართენიოსის სანახების მეზობლად თუ არა, მახლობლად მაინც უნდა-
ეცხოვრათ (ქართველი ერის ისტორიის შესავალი, I, 1950, გვ. 10).
თერმოდონტის მიდამოებში მცხოვრებად ასახელებენ ბერძენი და რომაელი ავ-
ტორები კოლხების გარდა ხალიბებს. Hecat . Miles. Terr. Circ. Fr. 195 ( SC. I, 3): პონტოში
მობინადრე ხალიბები თერმოდონტის ხეობაში ყოფილან დამკვიდრებულნი. ამას იმეორებს
St. Byz.: ხალიბები - ტომი პონტოზე, მდინარე თერმოდონტზე, სვიდა: თერმოდონტი
მდინარეა კოლხეთში.
56. კოტიორა და კიტორი] I არის ადგილი მდ. მელანთიოსის დასავლეთით, არია-
ნეს მიხედვით პატარა სოფელია. სხვა ავტორები ქალაქად თვლიან. II - ნავსაყუდელი პაფ-
ლაგონიაში ეგიალსა და კრომნას შორის. Ptol.: Diod. Sic. XIV, 31; Strabo,
XII, 3, 10; 3, 17: Steph. Byz.; Suid.:
და Ps. Scyl. 90; Ap. Rh. II, 942. Xen. An. V, 5, 6, 7: კოტიორა
ბერძნული ქალაქია. სინოპელთა ახალშენი, ტიბარენების საზღვრებში მოთავსებული. Plin.
VI, 11: ქალაქი კოტიორა, ტიბარენები, მასინები.
Pape ( ბერძნული საკუთარ სახელძე ლექსიკონი ) ამ სახელს უკავშირებს Herod. 7,
197:
ფრიქსეს ვაჯის, ქ. კიტორის დამაარსებლისა ( Ap. Rhod. II,
1158; Schol. Ap. RH. II, 1123; Apd. Biblioth. I, 9, 1; Mel. Descr. Orb. I, 19). თ. ყ ა უ ხ ჩ ი-
შ ვ ი ლ ი ს აზრით სიტყვა უნდა შეიცავდეს იმავე ძირს, რასაც
ვარიანტებით (სტრაბონი, გეოგრაფია, I957, გვ. 20; „ჰერო-
დოტეს ზოგიერთი ცნობის შესახებ“, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისა-
თვის, ნაკვ. 32, 1955 წ. გვ. 7).
57. მოიხსენია ქსენოფონტმა] Xen. An. V, 5, 6, 7.
58. კოტისი] ტიბერიუს იულიუს კოტისი II, ბოსფორის მეფედ იყო 123 წლი-
დან 131 წლამდე ახ. წ. ა.
59. პიტიუნტი] ბიჭვინთა. არიანეს მიხედვით „სებასტოპოლისთან მთავრდე-
ბა რომაელთა სამფლობელოები პონტოს მარჯვენა მხარეს მცურავთათვის“ (თავი I7). აქამ-
დე (დიოსკურიადამდე) არიანე თავისი თვალით ნახულს და გაზომილს აღწერდა. ამის
შემდეგ კი სხვების ნათქვამს და დაწერილს ეყრდნობა. პიტიუნტი არიანეს დროს ბოსფო-
რის სამეფოში შედიოდა.
73 
_______
Plin. VI, 16: პიტიუნტი, უმდიდრესი ქალაქი, ჰენიოხების მიერ დარბეულ
იქნა. Strabo, XI, 2, I4: ძველი კოლხეთის ჩრდილოეთი პუნქტია სანაპიროზე. Plot. V, 8,
10, 9, 1: “კარტერონ ტეიხოსი" დიოსკურიას შემდეგაა მოთავსებული. ნ. ლ ო მ ო უ რ ი
„კარტერონ ტეოხოსს“ აიგივებს ბიჭვინთასთან (ВДИ, 1957, № 4, გვ. 106) Proc. Goth.
VIII, 4: რომაელებმა ზღვის პირას ორი სიმაგრე გააშენეს სებასტოპოლისი და პიტიუნტი.
პიტიუნტი საგინების (სანიგების) მიწა-წყლის ზღვისპირა ნაწილშია. Proc. BP II, 29: პიტი-
უნტი სიმაგრეა ლაზიკეში.
Const. Porph. De adm. imp. 42: აფხაზეთის ჩრდილო საზვღვარია მდინარე
და ქალაქი ნიკოფსია, ხოლო სამხრეთისა - სოტერიუპოლისი. სოტერიუპოლისს კ. დ ი ტ ე -
რ ი ხ ი (1912 წელს) და ი. კ უ ლ ა კ ო ვ ს კ ი (1897 წელს) ბიჭვინთასთან აიგივებდნენ. აგ-
რეთვე ლ. მ ე ლ ი ქ ს ე თ- ბ ე გ ი Hieroclis Synecdemus et notitiae Graecae episcopatuum-ში
მოცემული ფრაზის: საფუძველზე ასკვნიდა, რომ
სოტერიოპოლისი არის ბიჭვინთა (Древнейшая Пицунда у Понта Евксинского, Тб. 1916,
გვ. 63). პ ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა სოტერიოპოლისს ოფისთან აიგივებს (გ. მერჩულე გვ. 255).
პიტიუნტი იყო კარიაშიც, მიზიაში (Strabo, XIII, 1, 15).
60. ნიტიკე] გაგრის რაიონში მოთავსებული პუნქტი. სხვა წყაროებიდან არაა
ეს სახელი ცნობილი.
6I. გირჩის მჭამელები] Herod. IV. 109; Strabo, XI, 2, 19.
62. მდ. აქეუნტი] მდ. შახე. Anon. XLII, 15: მდ. აქეუნტს ახლა ბასისი ეწოდება.
არიანეს მიხედვით ეს მდინარე საზღვრავს ჯიქებსა. და სანიგებს ტომაშეკი აქეუნტს მდ.
შახედ თვლის. კი მიულერი - სოჭა ფსტად..
63. ძილქები] ჯიქები. Ptol. V, 9, 8: ძინქები. Plin. VI, 19: ძიგები.Strabo, XI, 2,1;
ძიგები. ST. B.: ზიგიანოს. Diou. Per. 687: ძიგიები და სხვ.
Anon. XLII, 18, ( FHG, V, 180): ძველი აქაიიდან ძველ ლაზიკემდე და მდინა-
რე აქეუნტამდე წინათ ცხოვრობდნენ ტომები. რომელთაც ერქვათ ენიოხები, კორაქსები
და კოლიკები, მელანქლენები. მაქელონები, კოლხები და ლაზები, ამჟამად კი ცხოვრობენ
ჯიქები. აქ ჯიქები I საუკუნეში ყოფილან უკვე ( გეორგიკა, IV, 2, გვ. 233). ჯიქები ამიერკავ-
კასიის მკვიდრი ტომია.
Proc. Goth, IV, 4; ჯიქები ცხოვრობენ კავკასიის მთებში ჰუნების მახლო-
ბლად. Proc. Goth. VIII, 4: ევქსინის პონტოს ნაპირას ზიქები არიან დამკვიდრებულ-
ნი. ზიქებს ძველად რომაელთა იმპერატორი უყენებდა მეფეს, ამჟამად ეს ბარბარო-
სები არაფერში აღარ ემორჩილებიან რომაელებს. Const. Porph. De adm. Imp. 42: ჯი-
ქეთის სამხრეთი სახზღვარი მდ. მიკოფსიაზეა. აქედან იწყება აბაზგიის ქვეყანა.
მდ. ნიკოფსიიდან მოკიდებული ზღვის ნაპირი სოტერიუპოლისამდე უჭირავს
აბაზგიის ქვეყანას.
პ. ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა ს აზრით აფხაზეთის ჯიქეთი ანუ ძველი ჩრდი-
74 
______
ლო ჰენიოხეთი მოიცავდა ახლანდელი ტუაფსის რაიონს, დაწყებული მდ. შეხათან
ვიდრე ნიკოფსიამდე. ეს ტერიტორია ადრე ჰენიოხების მიწა-წყალი ყოფილა, შემ-
დეგ ჯიქების ხელში გადასულა. ჯიქები შავი ზღვის სანაპიროზე მოსული ტომია.
თავდაპირველად იმიერკავკასიის მკვიდრი ტომი ყოფილა. ანტიკური ხანის ავტო-
რები I საუკუნემდე ჯიქებს აქ არ მოიხსენებენ, ჰენიოხების შემდეგ ისინი უშუა-
ლოდ ასახელებენ აქეელებს ( მაგ. ჰეკატე მილეტელი, ჰელანიკე მიტილენელი, სკი-
ლაქს კარიანდელი. არტემიდორე ეფესელი). სტრაბონი ამ ადგილას პირველად
იხსენიებს ჯიქებს ( II, 5, 31; XI, 2, 1). აქეელთა და ჰენიოხთა შორის ჩამოსახლე-
ბულან ჯიქები, ცენტრი აფხაზეთის ჯიქეთისა იყო ნიკოფსია, ძველი ლაზიკე. ქარ-
თულ წყაროებში ჯიქები შემდეგ მოსული ტომია შავი ზღვის სანაპირიზე
( პ. ი ნ გ ო რ ი ყ ვ ა, გიორგი მერჩულე, გვ. 125).
64. ძველი ლაზიკე] ქალაქი ნიკოფსია. მეხუთე საუკუნემდე ამ ქა-
ლაქს ძველი ლაზიკე ერქვა, მხოლოდ V საუკუნის ანონიმი გეოგრაფოსი იხსენი-
ებს მას სახელით - „ ნიკოფსისი“ - მდ. „ ფსახაფსისი“ 42, 17 ( FHG. V, 180).
Ptol. V, 8. 9: ლაზთა ქალაქი ( ეტყობა ლაზთა სამკვიდრებელი ამ
პუნქტამდე აღწევდა ჩრდილოეთით).
ბ. კუფტინს მოაქვს ნიკოფსიის ლოკალიზაციისათვის დიუბუა დე
მოპერეს და კ. მიულერის ჰიპოთეზა ( რომელსაც მხარს უჭერენ ფ. ბრუნი და
ტომაშეკი) რომ ნიკოპსია იყო ახლანდელ პატარა მდინარესთან - ნეგოფსუხუსთან.
აქ შენახულია ნოვომიხაილოვსკის ახლოს ტყით დაფარული ძველი ქალაქის ნაშ-
ტები მდ. ფსებეზე, წყალგამყოფი მოშორებული ფსეკუფსისაგან, ე.ი ძველ ფსახა-
ფსიისაგან ( Б. А. Куфтин, Материалы к археология Колхиды, т. I, Тб., 1949, стр. 100 –
101).
Const. Porph. De adm. Imp. 42: ჯიქეთის საზღვრების შემდეგ, ესე იგი
მდინარე ნიკოფსიიდან მოკიდებული, ზღვის ნაპირი ვიდრე სოტერიუპოლისამდე,
3000 მილის მანძილზე, უჭირავს აბაზგიის ქვეყანას.
აფხაზთის და შემდეგ გაერთიანებული საქართველოს ჩრდილო
საზღვრად ნიკოფსიას იცნობენ ქართული წყაროებშიც. ლეონტი მროველი ( ანასე-
ული ქ. ცხ. თბ. 1942, გვ. 26, 13 – 16).
ნიკოფსია. აფხაზეთში ( სამეგრელოში) შემავალი ქალაქი, მოხსე-
ნებულია გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში ( ათონის კრელი, თბ., 1909, გვ. 315).
იოანე საბანისძეც იცნობს ამ პუნქტს ( კ. კ ე კ ე ლ ი ძ ე, ადრინდელი ფეოდალური
ძველი ლიტ., გვ. 65, 1 – 7, 1935 წ.) და მას უწოდებს ნაფსაის ნავსადგურს ( გეორ-
გიკა, IV, 2, გვ. 231 – 3).
75 
______
როდესაც დასავლეთ საქართველოს კათედრები კონსტანტინეპო-
ლის პატრიარქს ჩამოშორდნენ და მცხეთაის საკათალიკოსოს დაუკავშირდნენ,
ნიკოპსიის საარქიეპისკოპოსოც დასავლეთ საქართველოს სხვა კათედრებთან
ერთად ამ უკანასკნელის იურისდიქციას დაექვემდებარა იმ დროს, როდესაც
ჯიქეთის დანარჩენი ორი კათედრა ( ქერსონისა და ბოსფორის) კვლავ კონსტანტი
ნეპოლის პატრიარქის ხელქვეით დარჩა ( პ. ნგოროყვა, მნათობი, 1950, №3, გვ. 120 –
122).
65. ძველი აქაია] აქაეელთა სამკვიდრებელი ადგილი. ჰეკატე მილე-
ტელი. ჰელანიკე მიტელენელი , სკილაქს კარიანდელი, პალიფატე აბიდოსელი,
არტემიდორე ეფესელი ჰენიოხების შემდეგ ჩრდიოლეთით უშუალოდ ათავსებენ
აქეელებს. ( ჯიქებს ჰენიოხთა და აქეელთა შორის არ მოიხსენებენ).
Strabo. XI, 2, 12: სინდიკესა და გორგიპიას შემდეგ ზღვასთან არის სა-
ქეელთა, ძიგთა და ჰენიოხთა სანაპირო, მეტწილად უნავსადგურო და მთიანი და
წარმოადგენს კავკასიონის ნაწილს. ესენი ცხოვრობდნენ ზღვაზე მეკობრეობით. აგ-
რეთვე Ptol. V, 9, 25; Tab. Pent., An. 42, 17 (FHG, V, გვ. 180): ძველი ლაზიკიდან
ძველ აქაიამდე, სადაც ახლანდელი მდინარე ტოფსიდაა, 150 სატადიონია, 20 მი-
ლი.
შიფნერის მიხედვით სახელი აქეელთა ტომისა აქაიადანაა მიღე-
ბული. ეს მხარე შავი ზღვის ჩრდილო აღმოსავლეთ სანაპიროზეა. Aqua აფხაზურ
ენაზე ნიშნავს „ სანაპიროს მცხოვრებს“ ( RE, Brugsch).
ოდივიუს ნაზონი უჩივის ჰენიოხებთან ერთად აქეელების თარეშს
ქალაქ ტომევის ( კონსტანცას) მიდამოებში ( Epist. Ex ponto; IV, 10, 27).
  1. ტრაპეზუნტი - ტრაპიზონი, Aristoteles, Mir. aud. 18; ტრაპეზუნტი კოლხეთისა. PS. Scyl. Periplus, 85: პონტოს ტრაპეზუნტი მაკროკეფალთა ქვეყანაში. Xen. An. V. 8, 22: ტრაპეზუნტი ელინური ქალაქი ევქსინის პონტოზე, სინოპელთა ახალშენი კოლხეთის ქვეყანაში. Tab Peut - Trapezunte. Herod. Hist. VI, 127: ტრაპეზუნტი ქალაქია არკადიაში. Paus. Descr. Gr. 8,1 არკადიაში თავდაპირველად ცხოვრობდნენ პელაზგები, ქვეყანას „პელაზგია” ერქვა. 8,27 უძველეს მოსახლეობას (პელაზგ-არკადიელებს) ჰქონდათ ქალაქები, ამ ქალაქთა შორის იყო არკადიის ტრაპეზუნტი. ტრაპეზუნტელები ამოწყვიტეს არკადიმლებმა, მათი ნაწილი კი გადარჩა და მიაშურა პონტოს ტრაპეზუნტს. პონტოს ტრაპეზუნტის მცხოვრებლებმა გამოქცეულები მიიღეს, რადგან ეს უკანასკნელნი მათი მეტროპოლისიდან იყვნენ და მათ სახელს ატარებდნენ.
  2. ამბობს ქსენოფონტი - Xen. An. V, 8,22.
  3. ფილესიოსი - ღმერთის სახელია. არიანესთან ჰქვია ჰერმესის შვილიშვილს, სხვა ავტორებთან აპოლონის ზედმეტი სახელია. მაგ. Plin. NH 34, 8, 19, 75: Macrob. Sat. I, 17.
  4. ქსენოფონტის მსგავსად - Xen. An. VI, 6. 22, 25.
  5. ჰისოსი - ნავსადგური სურმენე, მდინარე კარა-დერე. Ptol. Georg. V, 7, 4. ჰისოსი კაპადოკიის ზღვაზეა, ფარნაკიასა და ტრაპიზონს შორის. Tab. Peut.-ზე აღნიშნულია ჰისოსი ტრაპეზ. შემდეგ (Hyssillime). ჰისოსი იხსენიებენ: Strab. Georg. II, 5, 24; XIV, 5, 19; Plin. NH, V, 91; VI, 214; Cic. ad Att. II, 10; V, 20; Xen. An. I, 2, 24; IV, 1; Diod. Sic. Biblioth. hist. XIV, 21, 1; Proc. Goth. VIII,2 . V საუკუნიდან ამ ნავსადგურს ჰისოსს აღარ უწოდებენ, არამედ „სუსარმიას“ (პ. ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა, გიორგი მერჩულე, I954, გვ. 225). ჰისოსი სპარსელების და ალექსანდრე მაკედონელის დროს ძლიერი და აყვავებული ქალაქი იყო (Xen. An, I, 2, 24; IV, 1; Diod. Sic. XVII, 32, 4) შემდეგ კი ძლიერ დაკნინდა და სტრაბონის ხანისათვის პატარა დაბად იქცა. ალექსანდრე მაკედონელის 333 წლის გამარჯვების შემდეგ ამ ადგილმა სახელი გაითქვა, მას ნიკოპოლისი დაარქვეს - Steph. Byz. Ethnica, s. v. Dionys. Perieg. 11 Ruge, Pauly – Wissowa, Real – Encycl. D. cl. Alt. Wiss.).
  6. ჰომეროსი ამბობს - Od. 469.
  7. მოედინებოდა - Ath . Deipn. IV, p. 156 E.
  8. ათენი - ფაზარი. ქალღმერთ ათენას ტაძარს აქ სტეფანე ბიზანტიონელიც იხსენიებს. Proc. Goth. IV, 2; Pers. II, 29; Ptol. Georg. (A – thenis). ტომაშეკი (RE s. V.) ამბობს, რომ ადგილი ათენი ახლაც არსებობს რიზეს მეზობლად და ის იხსენიება მოსე ხოჯრენელის გეოგრაფიაშიცო.
  9. ბორეა - ჩრდილოეთის ქარის სახელია.
  10. აპარკტია - ესეც ჩრდილოეთის ერთგვარი ქარის სახელია.
  11. აფსაროსი - სარფი. სახელი „აფსაროსი“ არიანეს მიხედვით მედეას ძმისაგან, აფსირტესაგან მომდინარეობს. აფსაროსი აღნიშნულია Tab. Peut.-ზე (Apsaro). ამ ადგილს იხსენიებს Proc. Goth. IV, 2, 14, 16; III, p.320. პროკოპი კესარიელი ციხე-სიმაგრე აფსაროსს ლაზების ქვეყანაში ათავსებს, PLin. VI, 12, 13 – მაკრონების ქვეყანაში ტრაპეზუნტიდან 150 სტადიონის დაშორებით. Ps. Scyl. 81: აფსაროსი მდინარეზეა კოლხეთში. 5L.Byz.: აფსაროსი, რომელსაც წინათ აფსირტი ერქვა. ანტიკური ავტორები: Ps.Scyl.81; App.Mith.101; PLin. VI, 13; Ptol. V, 6, 7 აფსაროსს უწოდებენ ჭოროხის იმ ტოტს, რომელზედაც გ ო ნ ი ა მდებარეობს. K. Muller-ით ჭოროხის დასავლეთი ტოტი მდ. აფსაროსია, აღმოსავლეთი კი - აკამფსისი (FHG V, 174). ლ. ე ლ ნ ი ც კ ი ს აზრით (Из исторической географии древней Колхиды. ВДИ.1938. N 2/3. გვ.308–311) ამ ადგილს ახლა გონია ჰქვია ( ასევე, დ ი უ ბ უ ა დ ე მ ო ნ პ ე რ ე ც აფსაროსს ჭოროხის სამხრეთით შვიდი კილომეტრის დაშორებით ათავსებს გონიასთან). პ. ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა აფსარს, ციხე ქალაქს, მდ. ჭოროხის სამხრეთით თვლის თანამედროვე სარფად ბათუმის რაიონში (გ. მერჩულე. გვ 204). აფსაროსი, როგორც სამხრეთ კოლხეთის, ანუ ჭანეთის მთავარი პუნქტი მოხსენებულია ანდრია მოციქულის დასავ. საქართველოში მოღვაწეობის აღმწერ ძეგლში (Scherman, Prophet. Vitae, fab- p. 153 sq. 156. პ. ინგოროყვა, დას. შრ. გვ. 223). აფსაროსი რომის იმპერიის საზღვრების დამცველ სიმაგრეთა სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. არიანეს მიხედვით იქ რომის ჯარის ხუთი კოჰორტი იდგა. არიანეს ამ ცნობას მხარს უჭერს CIL, X N1202 რომლის მიხედვით იმპ. ტრაიანეს დროს აფსაროსში იდგა პონტოს აღმოსავლეთ სანაპიროს დამცველი რომაელთა რაზმი.
  12. კოჰორტი - ლეგიონის 0,1 ნაწილი, შედგება სამი მანიპულისაგან ან ექვსი ცენტუ რიისაგან
  13. აფსირტე - მედეას ძმა რომელიც მედეამ აკუწა არგონავტების ლტოლვისას კოლხეთიდან. ოვიდიუს ნაზონი (Tristia III, 9) ქალ. ტომევსის (ახლანდ. კონსტანცას) სახელს აფსირტეს მოკვლას უკავშირებს (ბერძნული სიტყვა “ტომეინ” დაჭრას ნიშნავს), ასევე აპოლოდორე ათენელი (Bibloth. I, 9, 24) და სტეფანე ბიზანტიონელი.
  14. ტიანა - ქრისტუპოლი. Const. Porph. De thematiobus, I, 2: მეორე კაპადოკიის ქალაქია. Basil. Sophen. aSiI. S0phe". : მეორე კაპადოკიის ეპარქიის სამიტროპოლიტო ცენტრია. Stept. Byz.: თავდაპირველად იწოდებოდა ”თოანად”, ბგერების შეცვლის შედეგად მივიღეთ „ტიანა“', როგორც გადმოგვცემს არიანე. 1598 წელს არიანეს სქოლიოების გამომცემელი Jo. Gui1iehuus Stukins-ი წერს, რომ ტიანა ტრაპეზუნტის ახლოს აღმოსავლეთითაა საძებნი და რომ არიანე იძლევა იმ მხარის სახელს. რომელშიც თიანა-ტონსა შედიოდაო, სახელდობრ, „თიანიკეს“ (ჭანეთს. ნ. კ.). Steph. Byz.: „ტიენის" - ქალაქი კოლხთა. მდ ტიენიდიდან აქვს სახელი მიღებული. Plin. NH, VI, 8; Strabo, XII, 2,7; 2,9; Ptol. V, 6, 18:
  15. ორესტე და პილადე - ორესტე ტროის ომში მონაწილე ბერძენთა ლაშქრის მთავარსარდლის, აგამემნონის ვაჟია. პილადე - ორესტეს განუყრელი მეგობარი.
  16. მდ. ოფისი - ამ მდინარესთან ახლა არის ადგილი „ოფი". არიანეს მიხედვით ეს მდინარე ჰყოფს კოლხების ადგილ-სამყოფელს „თიანიკისაგან" (ჭანეთისაგან). Taხ. peut.- ზე არის ეს პუნქტი აღნიშნული ( Opiunte). Paus. Descr. Gr. VIII; 8. 4, 7: არკადიაშიცაა ამ სახელის მქონე მდინარე. ახლანდ. მდ. სულაკლი.
  17. მდ. ფსიქროსი - კომენტატორთა მიხედვით ეს მდინარე დღევანდელ ვალტახი-სუს უდრის Ptol V, 9, 8: მდინარეა აზიის სარმატიაში. Pape (ლექსიკონი ბერძნულ საკუთარ სახელთა) კოლხების და ჭანების საზღვრებზე ათავსებს ამ მდინარეს. Anon. PPE 38 (GGM, I, გვ. 411): Arist. Hist. An. 3, 12.
  18. მდ. კალოსპოტამოსი - მდ. კალოპოტამოს - დერე. Anon. 39 (GGM, I, გვ. 411)
  19. მდ. რიძიოსი - მდ. როხის-სუ. Ptol. V, 9, 8: ნავსადგური რეძიოსი ათენსა და პიტიუნტს შორის. Strabo, VII, 5, 7; Ps. Scyl. 84; Tab. Peut.: Reila. C. Muller-ი (GGM. I. P. 374, 2) რიზეს თვლის ქ. ბექირიადად ბექირთა ქვეყანაში. Anon. 39 ( GGM. I. გვ. 411). Proc. BP II, 29: ქალაქია ლაზიკეში, ტრაპეზუნტიდან ორი დღის სავალითაა დაშორებული. Proc. De aedif. III, 7: ტრაპეზუნტელთა საზღვრებს იქით სოფელი რიზეა; იუსტინიანემ იგი განაახლა და ზღუდე-სიმაგრე შემოავლო. Agath. V, 1: რიზე ქალაქია. Basil. Sophen. Notitia, III: რიზეს საეპისკოპოსო კათედრა შედის პოლემონის პონტოს ეპარქიაში Notitia, IV: რიზეს სამიტრო- პოლიტო. Not. X: რიზეს საარქიეპისკოპოსო (იხ. ს. ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი, გეორგიკა IV, 2, გვ. 192, ტაბულა).
  20. მდ. ასკუროსი - ასკოროსი--Anon. 39 (GGM. I, გვ. 411). V, 13, V, 13, 10. გეოგრაფმა კიპერტმა სწორად შეამჩნია, რომ სტადიონების ცნობილი რაოდენობა მდ. ასკუროსის სალოკალიზაციოდ მიღებული (30 სტადიონი კალოსიდან და 60 - ასკუროსიდან ადიენამდე) არაა სწორი (RE, Tomaschek)
  21. მდ. ადიენი - მდ. ყიბლედაღ-დერე. Ps. ScyI. 83 ხმარობს სახელს „ოდეინიოსს”.Tab. Peut.: Ardineo. Anon. 39 ეთანხმება არიანეს მანძილებში.
  22. მდ. ძაგატისი - Anon. 40 ( GGM, I, გვ. 41I). ВДИ- ით ეს მდინარე დღევანდელი სუხა-დერეა.
  23. მდ. პრიტანიდი - არიანეს მიხედვით ამ მდინარესთან იყო მაკრონთა და ჰენიოხთა მეფის, ანქიალეს რეზიდენცია. Ps. Scyl. 83: პორდანისი (დღევანდ. ფურტუნ-სუ. იხ. ВДИ, 1948, N1, გვ. 267). თუ მდინაოე პრიტანეს მდებარეობა ათენიდან დაშორებულობის მანძილის მიხედვით ვივარაუდეთ, მაშინ მაკრონების და ჰენიოხების მეფის, ანქიალეს სასახლე დაახლოებით ახლანდელი ვიწეს მახლობლად უნდა ვიგულისხმოთ. თუ ეს მცდარი არაა. მაშინ მდ. ოფითგან მოყოლებული ჭანების მიწა-წყალი ყოფილა, ხოლო ვიწეს ჩრდილო აღმოსავლეთით მაკრონების და ჰენიოხების თემი ყოფილა... ანონიმიდან ირკვევა. რომ მაკრონებისა და ჰენიოხების მიწა-წყალი მდინაოე ოფისა და არქაბეს წყლის ხეობათა შორის ყოფილა მოქცეული და დასავლეთ საზღვრად ოფის ხეობა, ხოლო აღმ. საზღვრად არქაბეს ხეობა უნდა მივიჩნიოთ (ივ. ჯა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორიის შესავალი, I, I950, გვ. 264 - 5)
  24. ანქიალე - მაკრონთა და ჰენიოხთა მეფე. Dio Cass. Hist Rom. LXVIII, 19.
  25. მდ პიქსიტე - Plin. VI. I2: პიქსიტე აფსაროსის დასავლეთითაა. Ps. Scyl. 82 - არიანე და სკილაქსი თანაბრად ათავსებენ ორ მდინარეს - პრიტანისსა და აფსაროსს შორის - პიქსიტესა და არქაბისს (GGM I, 63).
  26. მდ. არქაბისი - არხავე. Ps. Scyl. 82: მდ. არქაბისი, ბიძერების ქვეყანაში. Ptol. V, 6, 6: არკადისი. Tab. Peut.: აბგაბესი.; (Abgabes). Anon. 42 ( GGM I, gv. 412): არქაბისიდან მდ. ოფისა მდე წინათ ეკქეირიებად წოდებული ტომი ბინადრობდა, ახლა კი მაქელონები და ჰენიოხები. Pros.Goth. VIII, 2: არქაბე ქალაქი ევქსინის პონტოს ნაპირას. მდინარის თანამედროვე სა- ხელი არხავეხ-სუ ( ВДИ, 1948, N 1, გვ. 268)
  27. მდ. აკამფსისი - მდ. ჭოროხი. Plin, I, I2. კლავდი პტოლემე აფსაროსის შემდეგ სებასტოპოლისს ათავსებს. პროკოპი ამ მდინარეს უწოდებს ბოას (BG VIII, 2) ბოა, მისი აზრით, იწყება მთებიდან და ამას შემდეგ რაც გამოივლის მრავალ ჭალას და შემოუვლის მთაგორიან ადგილებს, ლაზთა სოფლების მახლობლად ჩაივლის და ერთვის ევქსინის პონტოს. აქ მას უკვე ბოასი აღარ ეწოდება... მას, სხვათა შორის, ადგილობრივი მცხოვრებნი აკამფსისს უწოდებენ. Proc. BP. II, 29: მდინარე ბოასი გამოდის სადღაც ჭანეთის საზღვრების მახლობლად არმენიელთა ადგილებში… მის შემდეგ რაც ეს მდინარე მიაღწევს იმ ადგილს, სადაც კავკასიისა და იბერიის საზღვრები, აქ, რადგან მას ბევრი სხვა წყალიც ემატება. ის იზრდება ძალიან და ნაცვლად ბოასისა ამიერიდან ფაზისად წოდებული განაგრძობს მდინარეობას ნაოსნობისათვის გამოსადეგი, ვიდრე ევქსინად წოდებულ ზღვამდე (გეორგიკა, II, 7I-72). აკამფსისის დასავლეთი ტოტი აფსაროსია სვიდა: აკამფსისი ქალაქის სახელია. მდინარეცაა მახელონების ქვეყანაში. Const. Porph. De adm. Imp. 46, 211: აკამფსისის მეციხოვნე რაზმი. XII ს-დან კი იმ ადგილას, სადაც ძველ წყაროებში აკამფსისის ციხეა მოთავსებული იხსენიება გონია (ს. ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი, ანტიკური. მასალები ბათუმის ისტორიისათვის, ქუთაისის პედინსტ. შრ. X, I950 - 5I. გვ. 21). ტ ო მ ა შ ე კ ი ს (RE) აზრით სახელი „ჭოროხი” ადგილობრივ ენებზე ნიშნავს “მოუდრეკელს”, რადგან ეს მდინარე ზღვას ერთვის დიდი სიძლიერით, სისწრაფით.
  28. მდ. ბათისი - ყოროლის წყალი. Plin. VI, 12; Scyl. 81. ამ მდინარესთან მოთავსებულ ნავსადგურს Tab. Peut. აღნიშნავს სახელით Portus altus (უფრო ზუსტად Portualtus): ღრმა ნავსადგური. იტალიურ რუკებზე ჰქვია La Vati, გონიას ჩრდილოეთით. მდინარე ბათისი ჭოროხის ჩრდილოეთით არის I2 - 13 კილომეტრის მანძილზე და ეს შეიძლება იყოს ყოროლის წყალი (არიანეს 75 სტადიონი = 12 - 13 კმ-ს) ეს უკანასკნელი მდინარე ჭოროხის შესართავს აქ ნამდვილად ამდენითაა დაშორებული ( ს. ყ აუ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი ანტ. მას. ბათუმის ისტ., გვ. I9). Tab. Peut. არიანეს და პლინიუსს უჭერს მხარს. მასზე ბათისი მოთავსებულია აფსაროსის ჩრდილოეთით და ისიდის სამხრეთით. ს. ს ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი უშვებს შესაძლებლობას პორტის არსებობისაც მდ. ბათისთან, ამის საბუთად მას მოაქვს Tab. Peut - ს altus (დას. შრ., გვ. 23).
  29. მდ. აკინასე - მდ. კინტრიში. ტომაშეკი „ხინოს წყლად" თვლის (RE) ელნიცკის, დიუბუა დე მონპერეს და მიულერის აზრითაც კინტრიშია აკინასე. სვიდა, ამბობს, რომ „აკინასის“ ადგილის სახელიაოი Tab. Peut. Portualtus -ს (ბათუმის) შემდეგ ათავსებს apasidam-ს.
  30. მდ. ისისი - ნატანები. Ps. Scyl. 81: ირისი. სვიდა: ირისი Anon. 42; Plin. VI, 12; Tab. Peut. X, 5: არის აღნიშნული, რაც უნდა წავიკითხოთ ad Isidem, ე. ი. ისისი (Ruge, RE IX, 2132)
  31. მდ. მოგროსი - სუფსა. Plin. VI, 12, Tab. Pent. ნიგროსს (Nigro) უწოდებს.
  32. მდ. ფაზისი - მდ. რიონი. Tab. Peut. Phasin. ძველ მწერალთა მიერ მრავალჯერ მოხსენებული მდ. ფაზისი მდ. რიონია. აქ მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა ქ. ფაზისი (დღევანდ. ფოთი).ქალაქის მდებარეობის დაწვრილებითი აღწერა აქვს მოცემული ნ. ლ ო მ ო უ რ ს სტატიაში: Из исторической географии древней Колхиды, ВДИ, 1957, N4. გვ. 96 და შ. სტატიაში ნათქვამია, რომ ყველა სპეციალური ნაშრომის განხილვა გვარწმუნებს, რომ რიონის შესართავი ძველად ცოტათი უფრო აღმოსავლეთით უნდა ვიგულისხმოთ. ამასთან დაკავშირებინთ ქ. ფაზისი დღევანდელ ფოთზე ცოტა უფრო აღმოსავლეთით უნდა ვეძიოთ იქ, სადაც დარჩენილია "ნაჯიხური“, ციხის ნაშთი, ყოფილი სიმაგრე (გვ. 99).
  33. ტიტარესი - თესალიის მდინარე.
  34. პენეოსი - თესალიის მდინარე.