აკაკი
Appearance
აკაკი ავტორი: ვახტანგ ჯავახაძე |
ბერძნებს უთქვამთ ილიადა,
ჩვენ კი ვამბობთ:
ილია და...
ყველა ხელბორკილიანთა
რწმენა იყო:
ილია და...
ვინც კი დაცოლშვილიანდა,
შვილებს მოძღვრავს:
ილია და...
ყველა პურმარილიანთან
იმღერება:
ილია და...
ბევრი ჭიქა დაილია,
მგონი,
რითმაც დაილია, -
მაგრამ მაინც:
ილია და...