სიგელი გასცეს: "ღმრთივ გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან ხელმწიფემან პატრონმან როსტომ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან მარიამ, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩუენმან პატრონმან ვახტანგ."
სიგელი მიეცა: ბარათაშუილს ყლიჯყორჩს, პაპუნასა, ქაიხოსროს და თქუენთა შუილთა.
საბუთის რაობა: "მას ჟამსა ოდეს თქუენი და სააკაძის ზურაბისათუის ნახსენები იყო და საყეენოდ ჩამოვიყუანეთ; ამისთუის, რომე ჩვენზედ მრავალი ავი საქმე მოინდომეს და ღალატში გაერივნეს, საყეენოდ სხუა ძმა გამოვართუით; და ვითაც ჩვენის ორგულისა და ღალატში გარეულის სააკაძის ნახსენები იყო, იმას წავართუით და ჩუენგან გაზდილს მაჩაბელს ქუაბულს შევრთევით ამ საქმითა, რომე: დღეს და დღეის უკან სააკაძის ნათესავთა და სახლის კაცთა ხელი აღარა ჰქონდეს."
თარიღი: "დაიწერა ბძანება და ნიშანი ქორონიკონსა ტლვ (1648 წ.), ღუინობისთუის ა."
ხელრთვა: როსტომ