...ფიცი, პირი და ნიშანი დაგიდევით ბრძანებითა თავად ღმრთისათა და მერმე მეფეთ-მეფისა ალექსანდრესითა და დედოფალთ-დედოფლისა, კახთა მეფის ასულის ნესტანდარეჯანისათა, ჩუენ უღირსმან და ყოელთა კაცთა უცოდვილესმან მონამან და მოსავმან ძისა და ღმრთისა შენისამან გენათელმან ქვარიანმან ზაქარია, თქუენ, საშინელსა და შესაძრწუნებელსა და თვალთაგან მოურიდებელსა გელათისა ხახულისა და საკურთხეველისა ღმრთისმშობელისა და ტაძარსა თქუენსა გენათს და საძუალესა ღმრთივ-ცხებულთაგან და ღმრთივ-გვირგვინოსანთაგან პანგრატონიანთასა;
მას ჟამსა, ოდეს ჩუენის მკვიდრის მამის მამულითა აბაშიძის პაატასაგან ქუთათის ალაგი ვიყიდეთ და მაგიერი გლეხი და პარტახტი გეგუთს მივართვით და დავესახლეთ ქუთათის.
და მერმე შეგვიწყალა და შეგვიბრალა ყოულად მოწყალემა და მობრალულმა ჩუენმა გამზდელმა მეფეთ-მეფემ პატრონმან გიორგიმ და უშვილოს კაცის აბესალომ მასხარასშვილისეული ადგილი, ტყე და მიწა გვიბოძა ქელბაქიანის საზღურამდის.
და აღვაშენეთეკლესია მთავარანგელოზთა და ციხე და სახლკარი და შევჰქენით სოფლად უშენი ადგილი ასე, რომე ამაზედ მინდღეში კაცი არ სახლებულიყო.
არის ვაჭარი ქუთათის ნასყიდა იორდანაშვილი კუამლი ერთი, მისის ალაგით და ძმებით, მეფეთ-მეფის პატრონის ალექსანდრეს წყალობა;
ფიჩხაძე დანელა, ურია, კუამლი ერთი;
ლომთაძე გოჩია და მისი შვილი დათუნა ჩუენი მკვიდრი ყმა იყო და აქ დავასახლეთ, კუამლი ერთი;
ქავშიძე დათუკა, მისის ცოლ-შვილით, კუამლი ერთი;
ჩლაჩიძე დათვია და მისი შვილები, კუამლი ერთი;
გოჩია ქაშიბაძე და მისი შვილები, კუამლი ერთი;
ჩირაძე მამულა და მისი შვილები: გოჩია, ლომინა, პატია და მათი შვილები, კუამლი ერთი;
ნანუა ობოლაძე და მისი ძმისწული მამუკა, კუამლი ერთი;
ჩიკაძე ხახუტა და მისი ძმისწული ნასყიდა, კუამლი ერთი;
გოჩია ლაიყმაძე და მისი შვილი დათუკა, კუამლი ერთი;
სასახლეში მოჯალაბე დათვია ბერუჩიკიძე და მისი შვილები, კუამლი ერთი.
ამას გარეთ ხუციას ქელბაქიანისაგან და მისის განაყოფებისაგან ადგილები ვიყიდეთ: იქით ქუერაულას ღელე, მლაშეს იქით რომ ღელეა და იმას აქათ ჭორტიკელაურას ღელემდე, ზეით, დამცუივანას დაღმა, ვიდრე რიონამდე; და გავაკეთეთ ტუფურიშის ჭალა ზურათ.
ამას გარეთ, ნოღას ერთი პარტახტი გაბადაძისეული ვიყიდეთ და ლომთაძეს გოჩიასა აქუს.
ამას გარეთ გაღმა კურსებს საკათალიკოზო ადგილი საჭალანგრიძეო ჟამთა ვითარებისაგან გაოხრებულ იყო და ჩუენ მაქსიმე კათალიკოზმა ფიცით და ფეშქაშით გუიბოძა საჭალანგრიძეო და კაკაბაური პარტახტი რაც იყო; და ჩვენ იმაზედ დავასახლეთ ჟოჟუა ჭიჭინაძე.
ამას გარეთ ვიყიდეთ ჭოლევს ბიძინას ჩხეიძისაგან სამი გლეხი მათის მამულითა და ცოლ-შვილითა: შოშიტა ოყურეშლიძე კუამლი ერთი, ხახუტა ოყურეშლიძე კუამლი ერთი, ჩუჩხუნაძე გოჩია და ზაზუტა კუამლი ერთი, ჭიჭინაძის გოჩიასა და ჩუჩხუნაძისსეული პარტახტები.
ამას გარეთ კიდევ გვიბოძა ჩუენმა გამზდელმა ბატონმა მეფეთ-მეფემ გიორგიმ ფეშქაშითა იქივ ჭოლევს გამსახურდი ოყურეშლიძე და მისი ძმისწულები გიორგის შვილები, კუამლი ერთი.
ამას გარეთ დიდებულისაგან ვიყიდე ბატონის ბრძანებით ჯონიას აბესალაძე ოსია, მისის შვილებით და მამულით კუამლი ერთი.
ეს ხუთი კუამლი კაცი და კურსებს საჭალანგრიძეს რაც არის სრულა და კაკაბაური პარტახტი ჭიჭინაძეს ჟოჟუასა და მის შვილებს: თამაზასა, ბეჟიასა და დათუნას მივეცით.
ამის გარდა კურსებს დავასახლეთ ჩუენი გაზდილი ბასილი მახუილოძე; ადგილი ხახულისა ღმრთისმშობლისა იყო და კაცი ჩვენ დავასახლეთ.
აგრეთვე მანაველ ჭიჭინაძე ჭოლევს ბატონიშვილს გენათელს ეშოვნა ნიშანსა და საწირავში გოშქოთელიანისაგან და ერთი ბარათი ხახულისა ღმრთის-მშობლისათვის დაედვა და მასუკან ჩვენ გვიბოძა; და ჩუენ კიდევ ახლა ხახულისა ღმრთის-მშობელს შევსწირეთ.
ამას გარეთ შუყერს ერთი გლეხი ლომსაბერიძე დათვია და მისი შვილი გოჩია ვიყიდეთ მისის სასულით დიდებულისაგან მამუკასაგან კუამლი ერთი.
ამას გარეთ არგუეთს - ალისუბანს ვიყიდეთ დიაკონიძისეული პარტახტი პაატას კარგარეთლისაგან და კიდევ სულაქუელიძისეული პარტახტი და დავასახლეთ ჩუენი გაზდილი მახარობელი კახიძე.
ეს რაც ამ სიგელში სწერია: ანუ სასახლე, ანუ ეკლესია, ანუ ციხე, ანუ აზნაურშვილი, ანუ გლეხი, ანუ პარტახტი, ანუ ზვარი, ანუ მიწა, ანუ ალაგი, ანუ წყალი, და ტყე მათითა სახლკარითა, ეკლესიითა, ციხითა, ჭურმარნითა, კალო-საბძლითა, სასაფლაოთა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენახითა, სახნავ-სათესითა, შენითა და ოხრითა, საძებრითა და უძებრითა, სანადიროთა, სასაძღვრითა, ჭალითა, სათიბითა, შესავალ-გასავლითა და მათის მართლის სამართლიანის მზღურითა და საქმით ყოვლითურთ უნაკლულოდ, მკვიდრად და სამამულედ და ყოვლის ადამის ტომის კაცისაგან მოუდევრად და უსარჩლად თქუენთვის შემოგვიწირავს, ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად და მეფეთ-მეფის ალექსანდრესა და დედოფლის, კახთ მეფის ასულის ნესტანდარეჯანის სადღეგრძელოდ და ცოდვათა მათთა მოტევებად...
დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონსა სამას ოცდა თორმეტსა, თუესა ივნისსა ხუთსა, ხელითა ყოელთა კაცთა უნარჩევესისა და უცოდვილესისა, მწუალებელთაგან ახლად მოქცეულისა და ნათლის-ღებულისა, მეფის კარის მდივან-მწიგნობარის გიორგი ქართველისათა.
აგრეთვე, ამას გარეთ ქუთათის ვაჭარი ბეშკენისშვილი პაპუა გვიბოძა მეფემ, ქრთამიც მივართვით; და შეგვიწირავს გაენათისა ხახულისა და საკურთხევლისა ღმრთის-მშობლისათვინ, მეფის ალექსანდრეს სადღეგრძელოს და სულისა ჩვენისა საოხად; შეიწირე შენ, საშინელო და ცათა მობაძავო ხახულისა გაენათისა და საკურთხევლისა ღმრთის-მშობელო.
ქ. ნებითა და სეწევნიტა ღმრთისათა და წყალობითა ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისათა, ჩუენ, ღმრთივ-გვირგვინოსანი მეფეთ-მეფე პატრონი ალექსანდრე და თანამეცხედრე ჩუენი დედოფალთ-დედოფალი, კახთა მეფის ასული პატრონი ნესტანდარეჯან ჩუენად სადღეგრძელოდ და მეფობისა ჩუენისა წარსამართებელად და სულისა ჩუენისა საოხად და ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად ვამტკიცებთ სიგელსა ამას. ამინ.
ბეჭედი: მეფე ალექსანდრე. ხელრთვა: ნესტანდარეჯან.