[ქ]. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა.
ჩუენ, მეფემან, პატრონმან სუიმონ ესე წყალობის წიგნი გიბოძეთ თქვენ, ჩუენსა ერდგულსა ყმასა, ბარათაშუილს, ბატონს ქაიხოსრო<ვ>ს და შვილთა თქუენთა - გუგუნასა და ბარათასა.
მას ჟამსა, როდისაც მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობას დაგუიაჯენით, ვისმინეთ მოხსენება თქვენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ ენა<თ>{გ}ეთს, მემშუილდის შუილისეული მამული და საკუამლო მთითა, ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, სახნავითა და უჴნავითა, ყოვლის მისის სამართლიანის სამძღურითა ერთი საკუამლო თქუენთუის გუიბოძებია, გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ.
აწე, მოგახსენებთ ენაგეთს მოურავო, მერმე თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს სიგელშიგან ეწეროს, ნურავინ ჴელს ნუ შეუშლით შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ესე წიგნი ქ(ორონი)კ(ონ)ს ტიჱ, აპრილისა კბ, კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრის ჴელითა ფირალითა [სვიმონ მეფის გადმოხატული ხელრთვა]