ქ. ნებითა ღმრთისათა, ჩვენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან, ხელმწიფემან პატრონმან ალექსანდრემ და თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან თინათინ და საყუარელთა ძეთა ჩუენთა პატრონმან ერეკლე, პატრონმან დავით, პატრონმან გიორგი და კოსტანტინე, ესე უკუნისამდის ჟამთა გასათავებელი, უქცეველი, მტკიცე წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და თავგანწირვით ნამსახურთა ჯანდიერიშვილს როსაბს და თქუენთა შვილთა: იოვანეს, გურგენს, ბეჟანს და მომავალთა თქუენთა ყოველთავე, მას ჟამსა როდესცა მოხუედით კარსა ზედან დარბაზისა ჩუენისათა და სამამულესა საქმესა გუეაჯენით.
ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ ეგრეთ, არა დავიწყალობეთ, ვითარცა ერდგულად ნამსახურსა თქუენსა ვემართლებოდით და გიბოძეთ ფიფანეთით კაცი, კუამლი თერთმეტი, ბარაუნთათ კუამლი კაცი ოცდაცხრა და ნასყიდი კაცი კუამლი ერთი.
...
დაიწერა წიგნი და მტკიცე სიგელი ესე ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისასა წელსა მეათესა, თუესა ოკდომბერსა თექუსმეტსა, ქორონიკონსა სობ [1584].
- ხელმწიფე ალექსანდრე ვამტკიცებ ნებითა ღმრთისათა, ამინ.
- გიორგი
- ერეკლე
- დავით