ე. თაყაიშვილის მიხედვით
[edit]...გიბოძეთ შენ მეაბჯრეთა უხუცესსა... შალვა რაგუარ პატრონსა... ებოძა შენი მამული შენთუის, ჰაგრევე ჩუენ შეგიწყალეთ და გიბოძეთ უცილებლად ყოვლისა სულიერისგან, ვერავინ გეცილებოდეს ერდგულად მსახურებასა შინა მეფობისა ჩუენისასა, ურდოს ლაშქარს შინა და გარე ყოვლგან, და ვინც ამისი ხართ აზნაურისშვილი, მსახური და გლეხი, ყველაი მსახურებდეთ ერდგულად და თავდადებით. ვინც ლაშქარს წაგიტანოს, ლაშქარს წაჰყევით, ვინცა შინა დაგაგდოს, შინა მსახურებდით.
დაიწერა ქნიკნსა [კ]ზ (27), ივნისს ვ, ხელითა კარისა მწიგნობრისა ჩუენისა ქავთარისშვილის(?) ბოცოისითა.
1909 - "საქართველოს სიძველენი" - ტომი II - № 5
კორპუსის მიხედვით
[edit]... გუიბოძებია მეჰაბჯრეთაუხუცესო ქუენიფნაველო შალვა, რაგუარ პატრონსა შენსა ებოძა შენი მამული შენთუის, ჰაგრევე აწ ჩუენ შეგიწყალეთ და გიბოძეთ უცილებლად ყოვლისა სულიერისგან. ვერავინ გეცილებოდეს ერდგულად მსახურებასა შინა მეფობისა ჩუენისასა ურდოს ლაშქარსა შინა და გარე ყოვლგან. და ვინც ამისი ხართ აზნაურისშვილი, მსახური და გლეხი, ყუელაი მსახურებდეთ ერდგულად და თავდადებით. ვინც ლაშქარს წაგიტანოს, ლაშქარს წაჰყევით, ვინცა შინა დაგაგდოს, შინა მსახურებდით.
დაიწერა ქრონიკონსა კზ (27), ივნისს ვ, ხელითა კარისა მწიგნობრისა ჩუენისა ჩაკურასშვილის ბოცოისითა"
ხელრთვა: ვამტკიცებ
2013 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი II - № 2